| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; OtarNamicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge> |
| Subject : | RE: AG 500 000 ტესტის შესყიდვა |
| Cc : | Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 10.12.2020 11:19 |
| Attachments : |
ნინო მადლობა!
საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Nino Kvernadze
Sent: 10 December, 2020 11:21
To: Nino Gvenetadze
Cc: Lia Tavadze
Subject: Re: AG 500 000 ტესტის შესყიდვა
ნინო მადლობა,
კომისიის წევრებს ვთხოვ დროულად გვიპასუხონ თუ აქვთ კომენტარები.
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
From: Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>
Sent: Thursday, December 10, 2020 11:03 AM
To: Tamar Gabunia; Giorgi Tsotskolauri; Beka Jakeli; Tinatin Khardziani; Zaal Kapanadze; Amiran Gogitidze; Tamar Barkalaia; 'OtarNamicheishvili'
Cc: Lia Tavadze; Natalie Godziashvili; Nino Kvernadze
Subject: RE: AG ტესტების ბზარის კლვევის შედეგები
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ დაგეგმილია კოვიდ დიაგნოსტიკისათვის დამატებით 500 000 ცალი ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტის შესყიდვა.
რეკომებდირებული კორეულ კომპანია SD Biosensor. ერთეულის ფასი - 4.97 USD (ტრანსპორტირების გარეშე).
ტრანსპორტირების ხარჯი, სავარაუდოდო შეადგენს დაახლოებით USD 177 000. ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2 662 000 დოლარი.
ვინაიდან, მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა გაიზარდოს დამატებით 500 000 ტესტზე, ამიტომ კონტრაქტში გავაკეთებთ ჩანაწერს და განვსაზღვრავთ ტესტების რაოდენობის ზედა ზღვარს 1000 000 ტესტს და დათქმას, რომ საჭიროების შემთვევაში შევისყიდით დანარჩენ 500 000 ტესტსაც, ამავე კონტრაქტის ფარგლებში.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი განსხვავებული პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ვინაიდან შესყიდვა ძალიან საჩქაროა, კონტრაქტი კომპანიასთან ხელმოსაწერად გაიგზავნება დღესვე.
მადლობა,
პატივისცემით,
ნინო გვენეტაძე
შესყიდვების კონულტანტი,
მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Nino Gvenetadze
Procurement Consultant, PIU – World Bank
Emergency COVID-19 Response Project.
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Email: ngvenetadze@moh.gov.ge
Cell: +995 5 99 78 84 24
From: Nino Kvernadze
Sent: Thursday, December 3, 2020 10:55 PM
To: Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Otar Namicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>
Subject: RE: AG ტესტების ბზარის კლვევის შედეგები
მაია,
დიდი მადლობა,
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
From: Maia Alkhazashvili [mailto:M.Alkhazashvili@ncdc.ge]
Sent: Thursday, December 3, 2020 10:33 PM
To: Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Otar Namicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>
Subject: RE: AG ტესტების ბზარის კლვევის შედეგები
ნინო მოგესალმებით,
ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვინაიდან ძალიან დიდი მასშტაბებით ვაპირებთ ანტიგენის ტესტების გამოყენებას, ხარისხს ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა.
მოგეხსენებათ, რომ ჯანმოსაც და CDC-საც ანტიგენის გამოყენების შემთხვევაში აქვს ძალიან მკვეთრი პოზიცია, რომ ტესტი უნდა იყოს კომპეტენტური ორგაანოს მიერ შემოწმებული და აღიარებული.
ამ ყველაფერს ემატება ჩვენი საკუთარი გამოცდილებაც და ვეთანხმებით კორეული კომპანია SD Biosensor ის წარმოების ტესტების შეძენას.
პატივისცემით,
მაია ალხაზაშვილი
From: Nino Kvernadze [mailto:ninokvernadze@moh.gov.ge]
Sent: Thursday, December 3, 2020 2:15 PM
To: Gamkrelidze@ncdc.ge; Maia Alkhazashvili; Otar Namicheishvili
Cc: Tamar Gabunia; Giorgi Tsotskolauri; Nino Gvenetadze; Lia Tavadze; Natalie Godziashvili; Paata Imnadze; Tinatin Khardziani; Beka Jakeli; Amiran Gogitidze; Zaal Kapanadze
Subject: AG ტესტების ბზარის კლვევის შედეგები
სალამი,
კომისიის წევრებს და NCDC - ის.
როგორც იცით დაგეგმილია ნახევარი მილიონი სწრაფი ანტიგენ ტესტების შესყიდვა. უკვე მესამეჯერ გამოვაცხადეთ ბაზრის კვლევა, წინადადებების მიღების ვადა ამოიწურა 30 ნოემბერს. გიზიარებთ შედეგებს (იხ. ქვემოთ):
ბაზრის კვლევის ლინკი: http://procurement.gov.ge/Search.aspx?searchtext=%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c&searchmode=exactphrase
მოკვლევაში კვლავ იგივე კომპანიებმა გამოხატეს ინტერესი, რომლებიც ოქტომბრის კვლევაზეც გამოგვეხმაურნენ:
1. ადგილობრივი მომწოდებლის „weekend“, ფასი ამჯერად იყო 15 ლარი (USD 4.51), თუმცა შემოთავაზებული პროდუქტი არ იძებნება
არცერთ საკვალიფიკაციო სიაში, მათ შორის ევროპის მონაცემთა ბაზაშიც; გარდა ამისა, მომწოდებლის მიერ გამოგზავნილიპროდუქტი და კოდები არ იძებნება თავად კომპანიის საჯარო ინფორმაციაში.
თუ ძალიან დაგვჭირდება, შეგვიძლია მივმართოთ info@prestigediagnostics.co.uk და გადავამოწმოთ მოწოდებული ინფორმაცია
2. კომპანია ლაბექსპრესის შემოთავაზებული ტესტის https://drive.google.com/file/d/1_2MiyH6fL0RLHUqezbOHQxeuXNpgHwum/view ფასია ამჯერად USD 3.7 რომელიც კვლავინდებურად, სხვებთან შედარებით დაბალია, თუმცა ავტორიზაციის მხრივ სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა:
ეს ტესტები არ არის არც WHO emergency use listing ჩამონათვალში:
https://www.who.int/diagnostics_laboratory/201002_eul_sars_cov2_product_list.pdf?ua=1
არც FDA-ს შესაბამის ავტორიზებული ტესტების ჩამონათვალში:
და არც US (JHU – Center for Health Security) ლისტში:
ის, რაც გამოგზავნა ბატონმა ბუხრაშვილმა გერმანული MDSS სერთიფიკატია, თუმცა მათ გვერდზე ვერ გავდივართ და ვერ ვამოწმებთ, რამდენად არის ისევ მოქმედი მათი ავტორიზაცია.
შესაბამისად, NCDC - ის რეკომენდაციას რომ მივყვეთ, ეს ტესტიც გამოირიცხა.
3. რაც შეეხება კორეული კომპანია SD Biosensor, - ფასი 4.97 - როგორც ბიოსენსორთან წინათ გაფორმებული კონტრაქტების დროს, ეს ტესტები http://www.sdbiosensor.com/xe/product/7672 კვლავ არის WHO საკვალიფიაციო ნუსხაში https://extranet.who.int/pqweb/sites/default/files/documents/201127_eul_sars-cov-2_product_list.pdf
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რათა დროულად დავიწყოთ საკონტრაქტო მოლაპარაკება მსოფლიო ბანკთან და მომწოდებელთან.
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
პროექტის მენეჯერი,
მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU),
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Nino Kvernadze
Project Manager, PIU – World Bank
Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Email: ninokvernadze@moh.gov.ge
Cell: +995 599 18 46 44
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Tuesday, October 27, 2020 12:22 PM
To: Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Otar Namicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Rusudan Khutsishvili <r.khutsishvili@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
ქალბატონო ნინო,
ყველა პარამეტრით სასურველია სამხრეთ კორეული წარმოების ტესტს მიენიჭოს უპირატესობა.
გთხოვთ დაჩქარდეს შესყიდვის პროცედურა რათა დროულად იქნეს მოწოდება განხორციელებული რომ დეფიციტი არ შეიქმნას.
რესპირაციული ვირუსების სეზონის დადგომის პირობებში ამ ტესტების მარაგებს კიდევ მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge
From: Nino Kvernadze [mailto:ninokvernadze@moh.gov.ge]
Sent: Monday, October 26, 2020 10:52 PM
To: Maia Alkhazashvili; Otar Namicheishvili; Khatuna Zakhashvili; Rusudan Khutsishvili; Irma Khonelidze
Cc: Tamar Gabunia; Amiran Gamkrelidze; Nino Gvenetadze; Lia Tavadze; Paata Imnadze; Maia Nikoleishvili
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
Importance: High
საღამო მშვიდობისა,
როგორც იცით მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განმახორციელებელი ჯგუფს (PIU) დაევალა ნახევარი მილიონი სწრაფი ანტიგენ ტესტების შეძენა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ბაზრის კვლევა.წინადადებების მიღების ვადა ამოიწურა დღეს.
მოკვლევის დროს გამოიკვეთა ანტიგენ ტესტების ღირებულების საგრძნობი კლება ბაზარზე.
ინტერესი გამოხატა საქართველოში ორმა კომპანიამ, ხოლო ჯამში გვყავს სამი მომწოდებელი:
1. ადგილობრივი მომწოდებლის „weekend“, ფასი USD 6.2 https://www.prestigediagnostics.co.uk/coronavirus
ამ კომპანიას არ განვიხილავთ, ცალსახად ძვირია.გარდა ამისა გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი რომ ანტიგენ ანტისხეულები და პისიარი ერთმანეთში ეშლებათ, ვინაიდან სწრაფი ანტიგენ ტესტები საერთოდ არ იძებნება დასახელებული კომპანიის პრეზენტაციაში, უფრო მეტიც, შემოთავაზებული დასახელებით ტესტები „RADCOV4 - კორონა ვირუსის დასადგენი ანტიგენ სწრაფი ტესტი (2019-nCoV Antigen Rapid Test Device)“ მათთან კორესპონდენციაში საერთოდ არ იძებნება.
2. კომპანია ლაბექსპრესი, ფასი USD 4.25 OnSite COVID-19 IgG/IgM Rapid Test https://ctkbiotech.com/covid-19/
შემოთავაზებული ფასი არის დაბალი, თუმცა არ აქვს თავად ამერიკული FDA ავტორიზაცია - ვებ-გვერდზეც იკითხება შენიშვნა „For Export Only, Not For Re-sale in the USA“; არც WHO საკვალიფიკაციო ნუსხაშია https://www.who.int/diagnostics_laboratory/201002_eul_sars_cov2_product_list.pdf?ua=1 (WHO Emergency Use Listing for SARS-CoV-2 in vitro diagnostic products https://www.who.int/diagnostics_laboratory/EUL/en/ ). მხოლოდ ავსტრალიის TGA (Therapeutic Goods Administration) https://www.tga.gov.au/ ავტორიზაცია ჰქონდა (https://www.who.int/diagnostics_laboratory/200907_imdrf_collated_table__7_september_2020.pdf?ua=1 გვერდი 39), თუმცა ამ ეტაპზე მოქმედი ავტორიზაცია ამ კონკრეტული ტესტისთვის აქაც აღარ იძებნება https://www.tga.gov.au/covid-19-test-kits-included-artg-legal-supply-australia .
შესაბამისად, NCDC - ის რეკომენდაციას რომ მივყვეთ, ეს ტესტიც გამოირიცხა.
3. კორეული კომპანია SD Biosensor, ფასი 4.97 (ტრანსპორტირების გარეშე). მოლაპარაკების შედეგად წარმოადგინეს ტრანსპორტირების ხარჯიც, თუმცა ცალკე და შეადგენს დაახლოებით USD 177 000. შესაბამისად ერთეულის ფასი გამოდის USD 5.324.
როგორც იცით ბიოსენსორთან ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი გაფორმებული. აღსანიშნავია რომ შემოთავაზებული ფასი არის თითქმის განახევრებული წინა ანტიგენის ფასთან შედარებით USD 9.2. თუმცა მაშინ რაოდენობაც ცოტა იყო. ასევე როგორც იცით მათი ტესტები არის WHO საკვალიფიაციო ნუსხაში.
გავითვალისწინეთ რა NCDC -ის შენიშნები, აღნიშნულ მოკვლევაში გაიმარჯვა ხარისხით (არა ფასით), გამოცდილებით და საერთშორისო აღიარებით ბიოსენსორმა.
თუ გაქვთ შენიშვნები ან კითხვები ზემოაღნიშნულთან დაკავშრებით გთხოვთ ხვალ დილით მოგვწეროთ. ხვალვე გვექნება ონლაინ კომისიის სხდომა რათა დაუყოვნებლივ მივწეროთ მსოფლიო ბანკს და მივიღოთ თანხმობა შესყიდვაზე.
ღამე ნებისა,
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
პროექტის მენეჯერი,
მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU),
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Nino Kvernadze
Project Manager, PIU – World Bank
Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Email: ninokvernadze@moh.gov.ge
Cell: +995 599 18 46 44
From: Maia Alkhazashvili [mailto:M.Alkhazashvili@ncdc.ge]
Sent: Tuesday, October 20, 2020 6:47 PM
To: Otar Namicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Rusudan Khutsishvili <r.khutsishvili@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>
Cc: Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
ოთო,
ჩემი აზრით, რადგან ანტიგენების მასიურ გამოყენებაზე გადავდივართ, ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესყიდვის დროს ჯანმოს რეკომენდაციებით უნდა ვისარგებლოთ.
https://www.who.int/diagnostics_laboratory/201002_eul_sars_cov2_product_list.pdf?ua=1
პატივისცემით,
მაია
From: Otar Namicheishvili
Sent: Tuesday, October 20, 2020 6:17 PM
To: Maia Alkhazashvili; Khatuna Zakhashvili; Rusudan Khutsishvili; Irma Khonelidze
Cc: Nino Gvenetadze; Lia Tavadze; Nino Kvernadze; Amiran Gamkrelidze; Paata Imnadze
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
Importance: High
ძვირფასო კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გეგმავს დამატებით 500 000 ცალი ანტიგენის სწრაფი ტესტის შესყიდვას, ბაზრის კვლევაზე ერთერთმა მიმწოდებელმა (შპს Weekend) შემოგვთავაზა Prestige Diagnostics UK-ის წარმოებული ტესტები.
გთხოვთ გადახედოთ და გვაცნობოთ რამდენად მისაღებია.
პატივისცემით,
ო.ნამიჭეიშვილი
From: Nino Kvernadze [mailto:ninokvernadze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, October 20, 2020 1:49 PM
To: Otar Namicheishvili; Maia Alkhazashvili
Cc: Nino Gvenetadze; Lia Tavadze
Subject: FW: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
ოთო, მაია,
ვინაიდან ისევ სასწრაფო შესყიდვის საკითხი დგას ანტიგენ ტესტებზე, ვართ ფასთა მოკვლევის ეტაპზე.
ჯერ არ ვიცით კორეის ახალი ფასი, თუმცა არის ერთი მომწოდებელი რომელმაც თვითონ მოგვწერა და შემოგვთავაზა ტესტები საკმაოდ ადექვატურ ფასად.
გთხოვთ გაეცანით მომწოდებლის შემოთავაზებას და მოგვწერეთ თქვენი პოზიცია.
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
From: Bondo Goletiani <bondo.goletiani@gmail.com>
Sent: 15 October, 2020 16:41
To: Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>
Cc: George.bachiashvili@gmail.com
Subject: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
მოგესალმებით,
გიგზავნით ინფორმაციას კორონა ვირუსის ანტიგენის სწრაფ ტესტებზე.
მწარმოებელი კომპანია: Prestige Diagnostics UK
არის ორი ვარიანტი:
1. RADCOV4 - ანგიტენის სწრაფი ტესტი მხოლოდ კორონა ვირუსის დასადგენად. (COVID-19)
2. RADCOV5 - ანტიგენის სწრაფი ტესტი კორონა ვირუსის, გრიპი A და გრიპი B დასადგენად. (COVID-19 and Influenza A&B)
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილები.
ფასი:
RADCOV4 - 6.5 აშშ დოლარი
RADCOV5 (3 in 1) - 8.5 აშშ დოლარი
ფასში შედის საქართველოში ჩამოტანა და დანიშნულების ადგილამდე მიწოდება.
მოწოდების ვადა: 15 დღე
ასევე იხილეთ მიმაგრებული სერტიფიკატები რომელიც გაცემულია დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის საშუალებების (პროდუქტების) მარეგულირებელი სააგენტოს მიერ. იხილეთ შემდეგი პოზიციები: 280 და 284
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.
პატივისცემით
ბონდო გოლეთიანი
შპს Weekend
ტელ: 599555115