| From : | Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tbarkalaia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Bperadze@moh.gov.ge; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: 2020 წლის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების თაობაზე |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.12.2020 13:11 |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე წლის 22 დეკემბერს დასრულდა წინადედებების მიღება შრომის ინსპექტირების პროგრამის ფარგლებში
გამოცხადებულ შემდეგ ტენდერებზე: ავტომანქანებისათვის (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ავტომანქანები) ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურის შესყიდვა და ავეჯის შესყიდვა.
ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია
აკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, არ საჭიროებს დაზუსტებას. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეს 22 დეკემბერს მოხდება პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენა და ტენდერს მიენიჭება სტატუსი - ,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“
. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგი 3 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმების უადრესი ვადაა 2020 წლის 28 დეკემბერი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების საავანსო
გარანტია და სამინისტროს მხრიდან განხორციელდეს თანხის ანაზღაურება.
რაც შეეხება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საჭიროებისათვის მიმდინარე ავეჯის შესყიდვის ტენდერს - მიმწოდებლის
მიერ წარმოდგენილი ფასი 20% - ით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შესაბამისად მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ფასწარმოქმნის ადეკვატურების დადასტურება, რისთვისაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა,
რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
აღნიშნულისთვის განსაზღვრულია სამი სამუშაო დღის ვადა, შესაბამისად დაზუსტების მოთხოვნის შემთხვევაში ადექვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. 25 დეკემბერს (პარასკევი) წარმოდგენილი დოკუმენტის
განხილვა შესაძლებელია 28 დეკემბერს (მომდევნო სამუშაო დღეს) და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისათვის განკუთვნილი ვადის (3 სამუშაო დღე) გასვლის შემდგომ ანუ 2021 წლის 1 იანვარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში
აღნიშნულ ტენდერზე პროცედურების გაგრძლება აზრს მოკლებულია.
რაც შეეხება ალტერნატიული გზის განხილვას და დროის მოგების მიზნით კომისიის შეკრებას არა 28 დეკემბერს არამედ 26 დეკემბერს
- შაბათს. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არა სამუშაო დღეს კომისიის შეკრების და გადაწყვეტილების მიღების ანალოგიური ფაქტი სამინისტროს არ ჰქონია. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება წარმოშობს კითხვებს როგორც პროცედურულ ნაწილში ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის
მხრიდან კონკრეტული მიმწოდებლის მიმართ მიკერძოების ნაწილში. შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება რისკის შემცველია.
გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას, მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
From: Tamar Shalamberidze
Sent: Friday, December 11, 2020 7:44 PM
To: Tamar Gabunia
Cc: Tinatin Khardziani
Subject: 2020 წლის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების თაობაზე
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს N01-8597 მოხსენებითი ბარათით სამინისტროს ადმინისტრაციის შესყიდვების სამმართველოს დაევალა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისათვის (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ავტომანქანები) ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურის შესყიდვა, ამასთან, აღნიშნულ მოხსენებით
ბარათს თან არ ახლდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები. 2020 წლის 22 სექტემბერს შესყიდვების სამმართველომ ელ. ფოსტით მიიღო ტექნიკური დავალება და დაიწყო ბაზრის კვლევა, რა დროსაც დაინტერესება გამოხატა მხოლოდ ორმა კომპანიამ და 2020 წლის 16 ოქტომბერს N01-12655
წერილის საფუძველზე მივმართეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წინასწარი თანხმობის მიღებისთვის. 2020 წლის 28 ოქტომბერს N
GOV 1 20 00046229 მთავრობის ადმინისტრაციისაგან მიღებულ იქნა უარის წერილი. 2020 წლის 3 ნოემბერს N01/13737 წერილით ხელმეორედ მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას
და განვუმარტეთ, რომ აღნიშნული ბაზრის სეგმეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მოხსერხდა მხოლოდ ორი პრეტენდენტისგან განფასების მიღება. 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან N
GOV 2 20 00047959 წერილით მიღებულ იქნა მთავრობას წინასწარი თანხმობის წერილი. 2020 წლის 19 ნოემბერს შესყიდვების სამმართველომ გააგზავნა მოხსენებითი
ბარათი N01-11793 მინისტრის სახელზე. 2020 წლის 11 დეკემბერს შესყიდვების სამმართველომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო 2020 წლის 10 დეკემბრის N2390 განკარგულება.
2020 წლის 20 ოქტომბრის N01-10974 მოხსენებითი ბარათით სამინისტროს ადმინისტრაციის შესყიდვების სამმართველოს დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისათვის ავეჯის შესყიდვა. შესყიდვების სამმართველომ ჩაატარა ბაზრის კვლევა და 2020 წლის 5 ნოემბრის N01/13907 წერილით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას წინასწარი
თანხმობის მიღებისთვის. 2020 წლის 19 ნოემბერს მიღებულ იქნა მთავრობას წინასწარი თანხმობის წერილი N
GOV 3 20 00048689. 2020 წლის 24 ნოემბერს შესყიდვების სამმართველომ გააგზავნა მოხსენებითი ბარათი N01-11867 მინისტრის სახელზე. 2020 წლის 11 დეკემბერს
შესყიდვების სამმართველომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო 2020 წლის 10 დეკემბრის N2389 განკარგულება.
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N650 დადგენილების შესაბამისად საჭიროა საქართველოს
მთავრობის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის შემდგომაც შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცემა უფლება გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ განკარგულებები მიღებულ იქნა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სატენდერო განცხადების განთავსების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღე, რის შემდგომაც ტენდერს მიენიჭება სათანადო სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს მიენიჭება სტატუსი „შერჩევა/შეფასება“ და ამასთან, პრეტენდენტს სატენდერო
დოკუმენტაცია ისე ექნება ატვირთული, რომ არ იქნება დაზუსტების საჭიროება (რაც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე იშვიათობაა) გამარჯვებულის გამოვლენიდან მომდევნო სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება, რაც თავისთავად რისკის ქვეშ აყენებს
მიმდინარე წლის ასიგნებების ფარგლებში ანგარიშსწორების განხორციელების შესაძლებლობას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ განხილულია ყველაზე ოპტიმალური სცენარი და აღნიშნული შესყიდვებისათვის თანხა გათვალისწიებული
იყო სახელმწიფო შესყიდვების გეგმით, გამოცხადდა ტენდერები რომელთა წიდადადებების მიღების ვადა სრულდება 2020 წლის 22 დეკემბერს. თუმცა რისკი იმისა, რომ მიმდინარე წელს განხორციელდეს სატენდერო პროცედურები, გაფორმდეს ხელშეკრულება და მოხდეს 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორება
საკმაოდ დიდია, უფრო მეტიც გამორიცხულია, პრეტენდენტის მიერ არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის
ან და 20% -ზე მეტით ფასის დაკლების ფაქტის დადგომის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სატენდერო პროცედურების შეწყვეტა).
პატივისცემით,