From : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; adarakhvelidze@moh.gov.ge
Subject : RE: ცხელი ხაზი 111
Cc : irobakidze@moh.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge
Received On : 04.12.2020 12:12

მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვთა ცხელი ხაზი -111 ემსახურება შშმ ბავშვებს და მშობლებს, ძალიან ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე. მერიმ დეტალურად მოიწერა რა პრობლემებიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ანას შემოთავაზებით 1505-ის სქემით რომ წავიდეთ, ყოველი დღის ბოლოს ცხელი ხაზის ოპერატორებმა უნდა მოამზადონ ინფორმაცია ზარების შესახებ, გადასცენ 112-ს, შემდეგ 112 გადასცემს ონლაინ კლინიკას და შემდეგ ონლაინ-კლინიკის ექიმი დაუკავშირდება პაციენტს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსული ზარები მყისიერ რეაგირებას საჭიროებენ და უსწრაფესად უნდა მოხდეს კომპეტენტურ პირთან დაკავშირება, ხომ არ ჯობია ასეთი სქემით წავიდეთ: ონლაინ კლინიკიდან გამოიყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები, რომელთანაც გადამისამართდება ცხელ ხაზზე (111) შემოსული ზარები, სულ 3-4- ადამიანი, ვისთანაც პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ 111-ს ოპერატორებს. საკითხი საჭიროებს უსწრაფეს კოორდინაციას, რომ არ მივიღოთ ნეგატიური გამოხმაურებები, რადგანაც ბავშვთა ცხელი ხაზის ოპერატორებს არ აქვთ გამოცდილება/ინფორმაცია როგორ უნდა მოიქცნენ სამედიცინო საკითხებზე მიმართვის შემთხვევაში. დაველოდებით თქვენს გამოხმაურებას. საუკეთესო სურვილებით, Tatia Gvaramadze Head of Social Protection Policy Division Policy Department 144 Ak. Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia  (Tel: (+995 32) 251 00 37 (0512) Mob: (+995577)222805 E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com -----Original Message----- From: meri maghlapheridze [mailto:mmaghlapheridze@moh.gov.ge] Sent: Thursday, December 3, 2020 5:06 PM To: Tinatin Khardziani ; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze ; tbarkalaia@moh.gov.ge; Ekaterine Adamia ; Tea Gvaramadze Cc: irobakidze@moh.gov.ge Subject: ცხელი ხაზი 111 ქალბატონო თინათინ და კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 02 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქალბატონ - ეკატერინე ტიკარაძის, მიერ გაკეთდა სატელევიზიო განცხადება, სადაც მან მოუწოდა არასრულწლოვანი შშმ პირების კანონიერ წარმომადგენლებს, COVID 19-ით განპირობებული საჭიროებების არსებობის შემთხვევაში, დაკავშირებოდნენ „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზს 111“-ს (შემდგომში - ცხელი ხაზი). ზემოაღნიშნული განცხადებიდან, გამომდინარე ცხელ ხაზზე გაიზარდა ზარების რაოდენობა და ამასთანავე, გამოიკვეთა დამატებითი უფლებამოსილი რგოლის ჩართვის აუცილებლობა. კერძოდ: 1. არასრულწლოვანი შშმ პირ(ებ)ს (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად ან/და კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში), კოვიდ 19 PCR ტესტირების უზრუნველყოფა რა შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე და რა შემთხვევაში კლინიკაში; 2. არასრულწლოვანი შშმ პირ(ებ)ს (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად ან/და კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში), კოვიდ კლინიკებში ან/და შესაბამის კოვიდ სასტუმროში გადაყვანა/განთავსების საკითხები; 3. არასრულწლოვანი შშმ პირ(ებ)ის (მათი ოჯახის წევრ(ებ)ის ან/და კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში) საიზოლაციო სივრცეში გადაყვანა/განთასების საკითხები; 4. არასრულწლოვანი შშმ პირ(ებ)ს (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად, კოვიდ 19 ტესტირების უზრუნველყოფის დაფინანსება ან რა შემთხვევაში ხორციელდება დაფინანსება/ტესტირება; 5. სრულწლოვანი შშმ პირ(ებ)ის (მათი ოჯახის წევრ(ებ)ის ან/და კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში), სტაციონარში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებითაც უნდა მოახდინოს თუ არა რეაგირება ცხელმა ხაზმა; 6. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზს“ ჰქონდეს, დეტალური ინფორმაცია, თუ რა ფუნქცია-მიმართულები აქვს „ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ კლინიკა“-ს შშმ პირთა (მათი ოჯახის წევრ(ებ)ის ან/და კანონიერი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში) მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი მიმართულებისა და კომპენტენციის ფარგლებში, გთხოვთ, მყისიერად მოახდინოთ, „ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ კლინიკიდან“, შესაბამისი უფლებამოსილი პირების გამოყოფა - ცხელ ხაზზე (111) შემოსულ ზარებზე ეფექტური და სწრაფი რეაგირების მიზნით, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 04 დეკემბრისა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ცხელ ხაზზე (111) დაფიქსირდა, შშმპ პირთა სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებული სხვა საჭიროებები, რომელიც ასევე სცილდება ცხელი ხაზის კომპეტენციას - აღნიშნულ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროდან ასევე, უნდა იქნას გამოყოფილი შესაბამისი საკონტაქტო პირი, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 07 დეკემბრისა. პატივისცემით, მერი მაღლაფერიძე