| From : | Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| To : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; avasadze@ssa.gov.ge; mshavshishvili@ssa.gov.ge; Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>; Ucha Muradashvili <umuradashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ცვლილება ბრძანებაში №281/ნ |
| Cc : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; v_baziari@yahoo.com; Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>; Ana Shikhashvili <ashikhashvili@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; tatia.khabeishvili@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 19.08.2020 10:51 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
ჩვენი შეხვედრის გათვალისწინებით, გიგზავნით N281 (დროებით შრომისუუნარობა) ბრძანების პროექტს.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ.
პატივისცემით, შორენა
From: Lika Klimiashvili
Sent: 7 August, 2020 11:08
To: Tamar Gabunia
Cc: Natia Khmaladze
Subject: ცვლილება ბრძანებაში №281/ნ
Importance: High
ქალბატონო თამარ,
როგორც იცით, მოვამზადეთ ცვლილების „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში იმ საფუძვლით, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სოც. სააგენტოში შესაბამისი დახმარების მიღების მიზნით წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი გაცემულია გასულ პერიოდზე. კერძოდ, გაცემის თარიღად მითითებულია სამედიცინო დაწესებულებაში (სტაციონარში) დაყოვნების ნებისმიერი დღე ან ასეთი დაწესებულებიდან გამოწერის თარიღი, ზოგჯერ გამოწერის თარიღიდან გასულია რამდენიმე თვეც კი. ეს პრობლემაა სააგენტოსთვის და ხშირად ამის გამო ბევრი ქალი რჩება ანაზღაურების გარეშე.
ამის გამოსასწორებლად მომზადდა სწორედ ეს ცვლილებები. პირველადი პროექტი მინისტრმა თანხმობით დააწერა იურიდიულ დეპარტამენტს. გვქონდა შეხვედრა იურისტების, სააგენტოს, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამმართველოების თანამშრომლებს. განხილვის შედეგად, პროექტში მცირედი ცვლილება შევიტანეთ. ყველა მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ, ვფიქრობთ, საავადმყოფო ფურცლის გახსნის ვალდებულებად მივუთითოთ სტაციონარში ყოფნის პერიოდი. მაგრამ გავაჩინოთ შესაძლებლობა, რომ სტაციონარიდან გამოსვლის შემდგომაც შეძლონ საავადმყოფო ფურცლის აღება და ამის საფუძველზე ანაზღაურების გაცემა.
გიგზავნით პროექტს თქვენთან შესათანხმებლად.
საჭიერობის შემთხვევაში, შევხვდეთ, ბევრ დროს არ წაგართმევთ.
მადლობა!
სს
ლიკა