| From : | Ekaterine Kardava <EKardava@csb.gov.ge> |
| To : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Mariam Tsenteradze <MTsenteradze@csb.gov.ge> |
| Subject : | RE: ორსულობა |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Temur Chikhradze <TChikhradze@csb.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <shokropiridze@moh.gov.ge>; Gvantsa Beselia <GBeselia@csb.gov.ge> |
| Received On : | 04.02.2021 10:00 |
| Attachments : |
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,
თქვენი წერილის პასუხად მოგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ამ ეტაპზე ცნობების, თუნდაც ელექტრონული ფორმით გაცემა, (რაც მოიცავს ცნობის გამზადების მიზნით, თითოეული განმცხადებლის მონაცემის
ბაზაში გადამოწმებას, ცნობის გამზადებას, მის ამობეჭდვას, ხელმოწერას, შემდგომ დასკანერებას და გამოგზავნას როგორც განმცხადებელთან, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოში), იწვევს ბიუროს ორგანიზაციულ გადატვირთულობას და ამ ეტაპზე ვიმყოფებით ორგანიზაციული კრიზისის
პირისპირ.
ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ფუნქციის განხორციელება და ცნობების გაცემა ნაცვლად ზემოაღნიშნული პროცედურისა, მოხდეს სოციალური სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების დაშვებით ჩვენს მიერ ადმინისტრირებულ
ბაზაზე რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელთა რიცხოვნობა ვერ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეს საქმიანობა მუდმივად ასე გაგრძელდეს. ვითვალისწინებთ რა ამ საკითხთან მიმართებით ე.წ. გარდამავალ პერიოდს, სწორედ ამიტომ, გარდა
ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის თანამშრომლებისა, აღნიშნული ცნობების გაცემაზე დროებით მივმართეთ სხვა თანამშრომელთა რესურსიც, რომელთა ფუნქცია-მოვალეობებში საერთოდ არ შედის მსგავსი საქმიანობა.
ასევე, ვითვალისწინებთ რა თავად ელეტრონული ბაზის მონაცემების პრობლემას, კერძოდ სხვადასხვა ჩართული უწყების მიერ არასრულად შევსებულ მონაცემებს, მიგვაჩნია, რომ სოციალური სააგენტოს მიზნებისთვის ამ საკითხის
სრულყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დღეს ყველა საჯარო დაწესებულებას დაეგზავნება წერილი, რომლის ასლსაც ამ მეილს თან ვურთავ და ეცნობება ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის მოწესრიგების აუცილებლობის
შესახებ. ამასთან, გუშინ შედგა ჩემი შეხვედრა სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვისაუბრე საკითხის სერიოზულობაზე და ბაზების მოწესრიგების მნიშვნელობაზე.
საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, დამატებით აწარმოოთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან თქვენი საქმიანობის მიზნებისთვის ბაზების მოწესრიგების უზრუნველსაყოფად და ამასთან, არსებულ ბაზაზე თქვენი
თანამშრომლების დაშვების ნაწილში, უმოკლეს ვადაში დავიწყოთ თანამშრომლობა. ბიურო მზადაა განიხილოს სხვა ალტერნატიული იდეებიც ამ პრობლემის მოგვარების უზრუნველსაყოფად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გვამოძრავებს რა სურვილი, მყისიერად განიმუხტოს ის ორგანიზაციული კრიზისი,
რაც ამ ცნობების გაცემის ვალდებულების წარმოშობამ შექმნა ბიუროში და ამავდროულად, მხარში დაგიდგეთ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად.
პატივისცემით
ეკა ქარდავა
Ms. Catherine Kardava
HEAD OF THE CIVIL SERVICE BUREAU OF GEORGIA
PROFESSOR, DOCTOR OF LAW
Tbilisi, Georgia Office: + 995 32 2192727 (ext. 111)
7, Ingorokva St. Mob: +995 599 18 17 07
www.csb.gov.ge E-mail: ekardava@csb.gov.ge
ეკატერინე
ქარდავა
საჯარო
სამსახურის
ბიუროს
უფროსი
პროფესორი, სამართლის
დოქტორი
ქ.
თბილისი Office: + 995 32 2192727 (ext. 111)
ინგოროყვას
ქ. N7 Mob: +995 599 18 17 07
www.csb.gov.ge E-mail: ekardava@csb.gov.ge
From: Lika Klimiashvili [mailto:lklimiashvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, February 3, 2021 1:41 PM
To: Mariam Tsenteradze
Cc: Tamar Barkalaia
Subject: ორსულობა
Importance: High
მაკა, მოგესალმებით!
როგორც ვისაუბრეთ უკვე ტელეფონზე, ჩვენმა აქამდე არსებულმა შეხვედრებმა საწყის ეტაპზე გამოიღო ის შედეგი, რომ ელექტრონული განცხადებების დაშვება გავაკეთეთ. გარდა ამისა, ვფიქრობდით, რომ ბაზებზე წვდომა
ექნებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამით დავალაგებდით. ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურთან შეხვედრებით გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა (გარდა იმისა, რომ ყველა უწყებას არ მოიცავს) არ არის სრულყოფილი და არ მოიცავს ზუსტ ინფორმაციას. შესაბამისად, ქმნის
სერიოზულ პრობლემებს ყველასთვის, მათ შორის, განსაკუთრებით სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.
ასევე, არ არსებობს რამე ბაზა, სადაც შევძლებთ, რომ მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია.
შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, შემოგვთავაზოთ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ ისე, რომ არ შეექმნას არც ერთ უწყებას/პირს პრობლემა.
მადლობა!
სს
ლიკა
შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო