From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : Salome Jojua <salo.salo.jojua@gmail.com>
Subject : RE: მედიატორების კონკურსის შედეგები
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 16.07.2020 11:44

 

სალომეკიდევ ერთხელ მოგესალმებით! მადლობა განმარტებებისთვის J

 

პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს არ გააჩნია ვალდებულება და უპირველეს ყოვლისა, უფლებამოსილება დაასაბუთო კომისიის გადაწყვეტილება, მიზანშეწონილად მივიჩნიე თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება. ასევე, მართალია ეს კონკრეტული შემთხვევა პირდაპირ  არ ეხება  შრომით ურთიერთობებს, მაგრამ საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს შრომის კოდექსიცკი არ ავალდებულებს დამსაქმებელს დაასაბუთოს უარი დასაქმების შესახებ  (მუხლი 5, პუნქტი 8).

 

კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ რეესტრის შემადგენლობას რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებსდა ახლაც გესაუბრებით, როგორც კომისიის სამდივნო და მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციული მხარდაჭერის გამწევი ორგანო.

 

რაც შეეხება თქვენს კითხვებს, კონკრეტული კრიტერიუმები და მოთხოვნები ცალსახად იყო მითითებულიკონკურსის განაცხადში“, რომელიც განთავსებული იყო ელექტრონულ პორტალზე www.jobs.ge და თქვენთვის ცნობილიათქვენ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილეთ და წარმატებით გაიარეთ გასაუბრება. ბოლო და მთავარი ეტაპი იყო კომისიის რეკომენდაცია, უარის თქმის მიზეზი კი თქვენი კავშირი კონკრეტულ მსხვილ კომპანიასთან, რაც კომისიის ერთ-ერთი მხარის პოზიციით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედიატორისთვის აუცილებელ მოთხოვნებს: მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.

 

რაც შეეხება კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას, არ ვარ უფლებამოსილი დავასახელო იგი.

 

 

 

From: Salome Jojua
Sent: 16 July, 2020 12:26
To: Lika Klimiashvili
Cc: giorgi chavchavadze ; Tamar Barkalaia
Subject: Re:
მედიატორების კონკურსის შედეგები

 

ლიკა მოგესალმებით

 

მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის. დასაბუთებული უარი გულისხმობს გარკვევით და ზუსტად ინფორმაციის მიწოდებას. მათ შორის იმ მონაწილის სახელს და გვარს, რომელმაც არ გაუწია რეკომენდაცია ჩემს კანდიდატურას და რა იყო ამის საფუძველი

სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მოგმართავთ კიდევ ერთხელ თხოვნით მომწეროთ შემდეგი ინფორმაცია

) ვინაობა იმ ადამიანის, რომელმაც არ გამიწია რეკომენდაცია

) კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ზემოხსენებულმა ადამიანმა ჩემს კანდიდატურას არ გაუწია რეკომენდააცია

) კონკრეტული კრიტერიუმები - გამოცდილება, სერთიფიცირება და .. რომლითაც შეირჩა 17 მედიატორი

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის

Sincerely, 

Salome Jojua

Lawyer

 

PhD Candidate, researcher - Caucasus School of Law - Law faculty;

Mobile:     +995 599039040

 

 

 

 

 

On Thu, Jul 16, 2020 at 11:21 AM Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> wrote:

სალომე, მოგესალმებით!

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შრომითი დავების მედიატორების შერჩევისა თუ კონკურსის ჩატარების წესს, თუმცა მედიატორთა რეესტრის ფორმირებისა და ფართო საზოგადოებისთვის შესაძლებლობის მიცემის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა შრომითი დავების მედიატორების შერჩევის თაობაზე. კრიტერიუმები განისაზღვრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. პროცესი მიმდინარეობდა სამმხრივ ფორმატში, სრულად იყვნენ ჩართული და მონაწილეობას იღებდნენ სოციალური პარტნიორები.

გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლისკოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ №301 დადგენილების მე-5 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მედიატორთა რეესტრს, რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია.  2020 წლის 9 ივლისს ჩატარდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა. სხდომაზე კომისიის სამდივნომ წარადგინა მედიატორობის კანდიდატები. 17 მათგანს მხარი ერთპიროვნულად დაუჭირა ყველა მხარემ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მხარის მიერ თქვენ არ გაგეწიათ რეკომენდაცია.

სამმხრივი კომისიის საქმიანობა კონსენსუსის პრინციპს ეფუძნება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება შრომითი დავების მედაიტორს, რომელსაც უპირობოდ სჭირდება ყველა მხარის ნდობა.

წარმატებებს გისურვებთ!

საუკეთესო სურვილებით,

ლიკა კლიმიაშვილი 

 

                                                                           

 

From: Salome Jojua <salo.salo.jojua@gmail.com>
Sent: 14 July, 2020 19:27
To: Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject: Re:
მედიატორების კონკურსის შედეგები

 

ლიკა მოგესალმებით

 

მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის. გთხოვთ გამომიგზავნოთ დასაბუთებული უარი და ასევე, მომწეროთ რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული მედიატორობის კანდიდატებიდან არჩეულები

 

გთხოვთ აღნიშნულ წერილზე პასუხი მომწეროთ უახლოეს პერიოდში. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის


Sincerely, 

Salome Jojua

Lawyer

 

PhD Candidate, researcher - Caucasus School of Law - Law faculty;

Mobile:     +995 599039040

 

 

 

 

 

On Mon, Jul 13, 2020 at 9:48 AM Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> wrote:

მეგობრებო, დილა მშვიდობის!

 

მინდა მადლობა გადაგიხადოთ კოლექტიური შრომითი დავების მედიაციით დაინტერესებისთვის და კონკურსში მონაწილეობისთვის.

 

ვწუხვარ, რომ უნდა გაცნობოთ, 2020 წლის 9 ივლისს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შრომითი დავების მედიატორების სხვა შემადგენლობას.

 

კიდევ ერთხელ მადლობა კონკურსში მონაწილეობისთვის!

 

წარმატებებს გისურვებთ!

სს

ლიკა