| From : | Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: გაყვანა/გაშვილება - გადაწყვეტილება |
| Received On : | 10.08.2020 11:35 |
| Attachments : |
თამუნა აბა ნახეთ, თუ მისაღებია. თუ რაიმეა დასამატებელი დავამატებ.
პატივისცემით, ნატო
From: Tamar Barkalaia
Sent: 10 August, 2020 14:32
To: Nato Chapidze
Subject: Fwd: გაყვანა/გაშვილება - გადაწყვეტილება
Sent from my iPhone
Begin forwarded message:
From: Lasha Jinjikhadze <ljinjikhadze@moh.gov.ge>
Date: August 10, 2020 at 13:32:37 GMT+4
To: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject: გაყვანა/გაშვილება - გადაწყვეტილება
თამუნა მოგესალმებით,
მოკლედ მოგახსენებთ ბავშვის გაყვანის გადაწყვეტილების მიღების პროცედურისა და ბავშვის გაშვილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
1. გაყვანა
გადაუდებელი
- შეტყობინების შემოსვლის ან სხვა სახით ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს სოციალური მუშაკი იწყებს მუშაობას ოჯახთან. აქვე უნდა აღინიშოს, რომ მხოლოდ სიდუხჭირისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვის გამოყვანა არ ხდება ოჯახიდან. თუ კი სოციალურმა მუშაკმა შეფასებისას დააფიქსირა ძალადობა, მათ შორის ერთ-ერთი ფორმა უგულებელყოფა, ასევე თუ ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, სოც. მუშაკი იწყებს შემთხვევის იდენტიფიცირებას. საჭიროებისამებრ რთავს სხვა სპეციალისტებს, მათ შორის იურისტს, ფსიქოლოგს. იძახებს საპატრულო პოლიციას. თუ კი მყისიერად არის მისაღები გადაწყვეტილება და აუცილებელია ბავშვი გამოყვანილ იქნას ოჯახიდან, საფრთხის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში სოც. მუშაკი მიმართავს რეგიონალურ საბჭოს თავჯდომარეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებისათვის და ხდება ბავშვის გადაყვანა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში. ვიდრე მოხდება საბჭოზე მიმართვა, ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე - ხდება მოძიება მესამე პირის (ნათესავი, მეზობელი ანუ მისთვის სანდო პირი). ამ დროს სოც. მუშაკი აფორმებს მესამე პირთან გადაყვანის ფორმას. გადაყვანაში მონაწილეობას იღებს შსს-ს შესაბამისი ერთეული. თუ კი ვერ იქნა მოძიებული მესამე პირი, გადაყვანა ხდება სახელმწიფო ზრუნვაში (მინდობითი, მცირე საოჯახო ან დიდი ზომის ინსტიტუციები) საბჭოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და საკითხი შემდგომ განსახილველად გადის ასევე საბჭოზე. შემდგომ სოც. მუშაკი აგრძელებს მუშაობას, როგორც ოჯახთან ასევე ბავშვთან. რათა შესაძლებელი გახდეს ბავშვის რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში.
რეგულარული
იმ შემთხვევაში თუ კი ოჯახში მუშაობის პროცესში იკვეთება ბავშვის უგულებელყოფა ან არ ხდება შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვის ნორმალური განვითარებსთვის, ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკი პირველ რიგში აძლევს ოჯახს რეკომენდაციებს ასევე საჭიროების შემთხვევაში ხდება სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის და საჭირო სერვისების შეთავაზება. ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგი. ოჯახის მიერ რეკომენდაციების არ გათვალისწინების შემთხვევაში და თანამშრომლობაზე უარის შემდგომ, სოციალური მუშაკი მიმართავს შესაბამისი დასკვნით რეგიონალურ საბჭოს და საბჭო იწყებს მსჯელობას ბავშვის გაყვანის თაობაზე სახელმწიფო ზრუნვაში ან ოჯახში დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე საბჭო აძლევს მითითებას სოციალურ მუშაკს გააგრძელოს ოჯახთან მუშაობას.
აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ მშობელს აქვს უფლება დარეგისტრირდეს ბავშვის მნახველ და გამყვან პირად, რაც აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს ბავშვთან ურთიერთობა და პარალელურად სოციალურმა მუშაკმა იმუშაოს ოჯახის გაძლიერების კუთხით.
2. გაშვილება -
იმ შემთხვევაში თუ კი არასრულწლოვანი არის სახელმწიფო ზრუნვაში (მიტოვებული, ნაპოვნი) და არ ყავს ბიოლოგიური მშობლები ან უარს აცხადებენ ბავშვზე, რასაც ადასტურებენ წერილობით. ასეთ შემთხვევაში სოციალური მუშაკი იწყებს ბავშვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებაზე მუშაობას. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიული ერთეული მიმართავს სასამართლოს, ბავშვის მიტოვებულად აღიარების მიზნით. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ბავშვს ენიჭება გასაშვილებელის სტატუსი. ბავშვის მონაცემები აღირიცხება - გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში და მისი მონაცემების მიხედვით (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარება ... ) ხდება მისი შეთავაზება მშვილებელთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისობით შესაბამის მშვილებელზე.
აქვე შიძლება აღინიშნოს, რომ სოციალური მუშაკი სტატუსის მინიჭებამდე თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის შსს-სთან, მშობლის ან სანათესაო წრის მოძიების მიზნით.
პატივისცემით,
ლაშა ჯინჯიხაძე
დირექტორის მოადგილე
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
თბილისი 0177, თამარაშვილის 15ა.
Sincerely,
LASHA JINJIKHADZE
Deputy Director
LEPL Agency For State Care and Assistance for the (Statutory) Victims Of Human Trafficking
15a. Tamarashvili Str, Tbilisi 0177, Georgia