გამარჯობა, ანა,
დიდი მადლობა ტექსტის გაზიარებისთვის.
ჩვენს კომენტარებს ერთ ფაილში ეკა გამოაგზავნის.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომ სასამარლოს კომპონენტი ჯერ არ შემოგვყავს პროცესში.
პილოტირება გვიჩვენებს, როდის უნდა გაკეთდეს ეს.
რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი პროცესი წარიმართოს ერთი პრინციპით -
ეს ცენტრი უნდა იყოს ბავშვის რეაბილიტაციის და შესაბამისად, ბავშვზე ორიენტირებული
დაწესებულება.
ამიტომ ამ სერვისის ყველა შემადგენელი შემოტანილი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
აღარაფერს ვამბობ, ფსიქოლოგის უაღრესად საფრთხილო პასუხისმგებლობაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ბარნჰიუსის პრინციპი ირღვევა და ჩვენ მივიღებთ არა კონცეპტუალურ
ცენტრს, არამედ დაწესებულებას, სადაც მართლა ერთი ფანჯრის მეთოდით ვიმუშავებთ და არა უფრო მეტით -
ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
და კიდევ, ამ კონკრეტული საქმისთვის ფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების გადამზადება სასწრაფო საქმეა.
წარმატებებს ვუსურვებ ამ კარგ საქმეს.
საუკეთესო სურვილებით,
მაია
|
From: Ana Buchukuri [mailto:abuchukuri@gov.ge]
Sent: 16 July, 2020 12:43
To: tbarkalaia@moh.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; n.shatberashvili@mandaturi.gov.ge; geladzegeka@gmail.com; ntsatsiashvili@mia.gov.ge; glortkipanidze@justice.gov.ge; Ketevan Sarajishvili
Cc: Ketevan Tatuashvili
Subject: ბარნაჰუსის კონცეფციის პროექტი
მოგესალმებით,
პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ყველა იმ უწყებას, რომელთა აქტიური თანამშრომლობითაც შემუშავდა "ბარნაჰუსის" ცენტრის პირველადი კონცეფციის დოკუმენტი.
პანდემიიდან გამომდინარე, დოკუმენტის შემუშავება დროში გაჭინაურდა, თუმცა პროექტი არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე შეგვიძლია დოკუმენტის პროექტი გაგიზიაროთ კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის.
აქვე გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უკვე გადაეცა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერა, შესაბამისად, სააგენტო მალე დაიწყებს პროექტის განხორციელებისთვის მზადებას. ამ პროცესში ყველა მხარის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გამართვის ნაწილში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები პერსონალის გადამზადების საკითხებზე. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ პერსონალის მომზადება კრიტიკული კომპონენტია ამ მოდელისთვის. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა UNICEF-ს!
უწყებებთან ერთად საბოლოოდ შევთანხმდით, რომ:
ამდენად, გიგზავნით კონცეფციის პროექტს და გთხოვთ, წარმოდგენილ დოკუმენტზე მოსაზრებები მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივლისისა.
თქვენი კომენტარების მიღების შემდეგ, დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადამუშავდება და მიეცემა საბოლოო სახე. ამის შემდეგ, ჩართული უწყებების მიერ მომზადდება ე.წ. SOP-ები საკუთარი თანამშრომლებისთვის. პარალელურად ცენტრის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწყობაზე იქნება აქტიური მუშაობა.
მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და ველით თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით,
ანა
ანა ბუჩუკური ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია M: 577177070 |