| From : | Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; tgabunia@moh.gov.ge |
| Subject : | Mental Health support program/campaign - your advice is needed |
| Received On : | 28.10.2020 16:01 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო,
ვიცი რა გიჟურ რეჟიმში გიწევთ მუშაობა, შევეცდები ძალიან მოკლედ მოგწეროთ.
😊
გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია ბევრად უფრო დიდ ხანს გაგრძელდან ვიდრე თავდაპირველად ოპტიმიზმით აღსავსენი ვვარაუდობდით, მსოფლიოში და საქართველოში
მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეულ სტრესტთან გამკლავებაში
ყველა ასაკის ადამიანებისთვის კიდევ და კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
შესაბამისად, ვფიქრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
(UNICEF, WHO)
ხომ არ დაგვეწყო ფართო მასშტაბიანი კამპანია/პროგრამა, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს
COVID-19-ით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში დაეხმარებოდა? პროგრამა ერთის მხრივ მოზნობრივად და პროაქტიულად აღმოუჩენდა
მხარდაჭერას კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, ხოლო მეორეს მხრივ მოიცავდა ფართო საზოგადოებას.
ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა ჯგუფისთვის, კონკრეტული რჩევების შეთავაზება, ფართო მასშტაბიანი ონლაინ კონსულტაციები ჯგუფების მიხედვით (მაგ. სკოელბის
მიხედვით მშობლებისთვის), სატელეფონო კონსულტაციები/ფსიქოლოგიური მხარდაჭერა (helpline),
და ა.შ.
ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. თქვენი აზრით, რამდენად რეალური/გამოსვლადია?
ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენი აზრი და მონაწილეობა პროცესში.
UNICEF-გან იდეის დონეზე მზაობა გვაქვს.
WHO-თან მომავალ კვირაში გვინდა დავნიშნოთ შეხვედრა. ძალიან კარგი იქნებოდა თუ თქვენი/თქვენი წარმომადგენლები შეძლებდით/შეძლებდნენ
შეხვედრაზე დასწრებას და შემდგომ დისკუსიებში მონაწილებას. რა თქმა უნდა, სხვა დონორების ჩართვაც შესაძლებელი იქნება.
მოკლედ მინდოდა, მაგრამ მაინც გრძლად გამომივიდა.
😊
თბილი სურვილებით,
ლელა ა.
|
ლელა აქიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში M: 599914323 |
|