| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ECSR- election of five members |
| Received On : | 21.09.2020 07:58 |
From: Megi Makharadze
Date: 15 September 2020 at 13:15:46 GMT+4
To: Lika Klimiashvili
Subject: Re: ECSR- election of five members
მოგესალმებით,
ქ-ნო ლიკა, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ გვაქვს?
პატივისცემით,
მეგი
From: Megi Makharadze
Sent: Tuesday, July 14, 2020 6:10 PM
To: lklimiashvili@moh.gov.ge
Cc: Nino Baakashvili
Subject: Fw: ECSR- election of five members
ლიკა მოგესალმებით,
როგორც იცით, 2020 წლის 31 დეკემბერს, სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში (ECSR) 5 ადგილი თავისუფლდება, მათ შორის 2 ვაკანტური ადგილი არის ჩვენს, მეოთხე ჯგუფში:
Group IV (three seats): two seats vacant
Andorra, Croatia, Cyprus, Georgia, Greece, Italy, Malta, Portugal, San Marino and Spain.
დანართის სახით გიგზავნით სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში 5 ვაკანტური წევრის არჩევნების თაობაზე, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 10 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას. ასევე, განმეორებით გიგზავნით დამატებით დოკუმენტებს - ე.წ. discussion paper-ს (დოკ.: GR-SOC(2020)3) და დეტალურ ინფორმაციას არჩევის პროცედურის შესახებ (დოკ.: GR-SOC(2020)6).
კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადა მ.წ. 25 სექტემბერია (დადგენილი წესის თანახმად, კანდიდატის წარდგენის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც კანდიდატების შესახებ მიღებულ ინფორმაციას მინისტრთა კომიტეტს მიაწოდებს). არჩევნები მ.წ. შემოდგომაზე, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე (ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული), ფარული კენჭისყრით ჩატარდება. კომიტეტის ახლადარჩეული წევრები საქმიანობას 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შეუდგებიან, ხოლო მანდატი 2026 წლის 31 დეკემბერს ამოეწურებათ.
პატივისცემით,
მეგი