From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : Tatia Khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; nato.natenadze@gmail.com
Subject : Fwd: შენიშვნები სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ბრძანების პროექტზე
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Received On : 23.12.2020 13:18
Attachments :




Lika Klimiashvili

Begin forwarded message:

From: Lina Jikia
Date: 23 December 2020 at 17:15:43 GMT+4
To: Lika Klimiashvili , employer@employer.ge, stskhakaia@employer.ge, Nika Nanuashvili
Cc: Levan Vepkhvadze
Subject: Re: შენიშვნები სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ბრძანების პროექტზე



კოლეგებო მოგესალმებით,


პირველ რიგში, მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შენიშვნებს  და ასევე გთავაზობთ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შენიშვნებსა და შეკითხვებს სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ბრძანების პროექტთან დაკავშირებით. 


 

1.       ზოგადი შენიშვნის სახით,  საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-11 ნაწილის ამოქმედების ვადის გადაწევა და შესაბამისად ამ ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულებების მინიმუმ ერთი წლით გადავადება მიიჩნევა გონივრულ გადაწყვეტილებად დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია ეპიდემილოგიურ ვითარებასთან. მიჩნეულია, რომ აღრიცხვის ამ სისტემის დანერგვა ფაქტიურად შეუძლებელია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული და შესაბამისად  ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება (ერთჯერადად თვის ბოლოს დანართი #2-ით გათვალისწინებული ფორმის შევსება) ყოველგვარ აზრს მოკლებული ფორმალობა აღმოჩნდება. 

 

2. მუხლი 24-ის მე-11 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის არსებობა შესაძლოა გამართლებული იყოს ისეთი დამსაქმებლისთვის, სადაც სამუშაო გარკვეული გრაფიკით სრულდება, თუმცა ისეთი კომპანიების, როგორებიცაა მაგალითად IT სერვისების მომწოდებლების, მუშაობის სპეციფიკა ძირითადად მორგებულია თავისუფალ სამუშაო გრაფიკზე. გარდა ამისა, არსებული ვითარების გათვალისწინებით ძირითადად შესაძლოა დისტანციურად  ასრულებდნენ მათი თანამშრომლები დაკისრებულ სამუშაოს მოქნილი გრაფიკით. შესაბამისად, გრაფიკის შემოღება თანხვედრაში არ მოდის ასეთი კომპანიების მუშაობის პრინციპთან,  რომელიც გულისხმობს თავისუფალი და მოქნილი გრაფიკის შექმნას დასაქმებულებისთვის. IT კომპანიების გარდა, ბევრი სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი შესაძლოა აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში.
 

3.  საყურადღებოა მე-3 მუხლის I და მე-4 მუხლის II ნაწილის შინაარსი, კერძოდ თანამშრომელთათვის ინფორმაციის გაცნობის ვალდებულება, უმჯობესია ჩანაცვლდეს ჩანაწერით, რომ დასაქმებულის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში და სხვა მტკიცებითი შინაარსის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია 1 წლით შეინახოს აღრიცხვის ფორმა. (შესაძლებელია ამ შინაარსის ჩანაწერი გაერთიანდეს 4.1 მუხლის შინაარსთან ერთად). თუ კომპანიებმა ელ. გადაწყვეტა მოძებნეს და თანამშრომლებს მასზე წვდომის შესაძლებლობაც ექნება, რატომ უნდა არსებობდეს დამატებით გაცნობის საჭიროება? 

 

4.  ვინაიდან ბევრ დამსაქმებელს უკვე დანერგილი აქვს სამუშაო დროის აღრიცხვის  სისტემები, სასურველია გათვალისწინებული იყოს ეს გარემოება და არსებული სისტემების გამოყენება მათ მიერ მომავალშიც იყოს შესაძლებელი, დამატებითი დროისა და ხარჯის გაწევის გარეშე. 

 

5.       შეკითხვა დაზუსტების მიზნით: უშუალოდ დასაქმებულების ხელმოწერა არის საჭირო ყოველი თვის ბოლოს თუ ეს შესაძლოა ჩანაცვლდეს ელექტრონული კომუნიკაციით?



მადლობას გიხდით შეხვედრაზე მოწვევისთვის და აქვე გიდასტურებთ მზაობას  ბრძანების პროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.


კეთილი სურვილებით,


ლინა

Lina Jikia

 

Advocate of Georgia

Solicitor of England & Wales

LL.M in International Finance Law (King’s College London)

 

Legal and Public Policy Director

American Chamber of Commerce in Georgia


 

36a, Lado Asatiani Street

Telephone: +995 32 222 6907

Mobile: +995 599 409805

Website: www.amcham.ge

                www.investor.ge

last but not least... like us on Facebook!




From: Nika Nanuashvili
Sent: Monday, December 21, 2020 9:19 PM
To: Lika Klimiashvili (lklimiashvili@moh.gov.ge) ; employer@employer.ge
Cc: Lina Jikia ; Levan Vepkhvadze
Subject: შენიშვნები სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ბრძანების პროექტზე
 

მოგესალმებით კოლეგებო და პარტნიორებო

 

თანდართული ფაილის სახით გიგზავნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შენიშვნების დოკუმენტს სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ბრძანების პროექტზე.

ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ერთი შეხვედრის (დისტანციური) ორგანიზება, რათა დეტალურად გავიაროთ ეს საკითხი

ჩვევი მხრიდან გიდასტურებთ მზადყოფნას დამატებითი კონსულტაციებისათვის

 

 

პატივისცემით,

 

ნიკა ნანუაშვილი

იურიდიული დირექტორი

 

Description: New Picture
ლეონიძის ქუჩა#2

საქართველო, თბილისი 0102

ტელეფონი: 995 32 202215

მობილური: 995 577471999

ვებგვერდი: www.bag.ge

 

Description: Description: Description: Facebook-Icon-mail   Description: Description: Description: Youtube_icon_mail   Description: Description: Description: LinkedIn_icon_mail   Description: Description: Description: Google+_Icon_mail   Description: Description: YBGgi9BO