ქალბატონო თამილა გიგზავნით იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელიც ყირგიზეთის მთავრობის დელეგაციას აინტერესებს და რომელთან დაკავშირებითაც ითხოვენ ჩვენთან შეხვედრას.
შეხვედრა გვთხოვეს ონლაინ რეჟიმში, 30 სექტემბრამდე რომელიმე დღეს. თან შეხვედრა სურთ რუსულ ენაზე.
ყირგიზეთის მთავრობის მხრიდან მონაწილეთა სია ჯერ დაზუსტებული არ არის. კითხვები ძალიან კონკრეტულ პროცესებს ეხება.
ქალბატონო ნინო,
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დატვირტული კვირის განმავლობაში გამონახეთ დრო და შემხვდით.
დაპირებისამებრ, გიგზავნით იმ საკიტხების ჩამონათვალს, რომელზე საუბარიც თქვენი ყირგიზი კოლეგებისათვის არის საინტერესო. დღეს მათ გავუგზავნე შეხვედრის ორგანიზების შესახებ წერილი და CC-ში თქვენი მეილიც მივუთითე.
იმედია, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება პროექტისთვის.
პატივისცემით,
თეა სტურუა