| From : | Nino Evgenidze <nevgenidze@eprc.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | Fwd: მოწვევა - ჯანმრთელობის სფეროს სტრატეგიული ხედვა |
| Received On : | 16.10.2020 10:51 |
| Attachments : |

ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს USAID-ის დამოკრატიული მმართველობის ინიციატივის GGI-ის მიერ მხარდაჭრილ პროექტს „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კოვიდ-19-ის შედეგების შესამსუბუქებლად, ინკულუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის ხელშეწყობის გზით“.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ოთხი ძირითადი მიმართულებით - 1. ჯანდაცვის სისტემა 2. სოციალური დაცვა, 3. განათლება და 4. მდგრადი ეკონომიკური განვითარება. დამატებით შექმნილია სპეციალური კოვიდ-19 ეფექტებზე რეაგირების ჯგუფი. ჯგუფები, რომლებიც დარგის სპეციალისტებით, განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, კვლევისა და დიალოგის საფუძველზე ხელისუფლებას ერთიან, შეთანხმებულ ხედვებსა და სტრატეგიებს სთავაზობენ.
2020 წლის სექტემბრისთვის მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა ჯანდაცვის ჯგუფმა, რომელმაც მოამზადა სარეკომენდაციო დოკუმენტები ხელისუფლებისთვის და ჯანმრთელობის სფეროს განვითარების სტრატეგიული ხედვა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულია კომპრომისული, შეჯერებული დოკუმენტები, რომელსაც ხელს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ასევე განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე ადამიანები აწერენ. ეს არის მცდელობა შეიქმნას პრინციპული შინაარსის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც ჯანმრთელობის სისტემის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას შეუქმნის საფუძველს.
16 ოქტომბერს, 16 საათზე, სასტუმრო სტამბაში - ლობი ბარი, გაიმართება შემუშავებული დოკუმენტის წარდგენა და დისკუსია თემაზე „Covid-19 და ჯანმრთელობის სფეროს განვითარების სტრატეგიული ხედვა.“
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ხოლო დოკუმენტს წარადგენს და შეხვედრას მოდერირებას გაუწევს ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გზირიშვილი.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის ჯგუფის წევრები (ანდრია ურუშაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნინო მირზიკაშვილი, კაკი ზოიძე, გიორგი გოცაძე, ლევან კობერიძე, ვატო ლეჟავა, ვატო სურგულძე, სერგო ჩიხლაძე და სხვები), მოწვეული ექსპერტები.
შეხვედრაზე განიხილება კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე დამდგარი ახალი გამოწვევები და ჯანდაცვის სისტემის განვითარების ახალი ხედვა, რომელიც შექმნილია EPRC-ისა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის GGI-ის ერთობლივ პლატფორმაზე.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა და მონაწილეობა. გთხოვთ, გამონახოთ დრო და მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ნინო ევგენიძე
აღმასრულებელი დირექტორი
Nino Evgenidze
Executive Director
Economic Policy Research Center (EPRC)
85, Paliashvili str. Building I. Floor IV.
Tbilisi. 0162. Georgia.
Tel/Fax: (995 32) 2 207 305
Mob: (995) 599 27 38 28
e-mail: nevgenidze@eprc.ge
www.eprc.ge; www.priceofthestate.ge;
Follow us on Twitter @EPRC_Georgia and Facebook page Economic Policy Research Center.