From : Elza Telia <etelia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Fw: საქართველოს მთავრობა: COVID-19 პანდემიის მართვისა და გავლენის კვლევა
Received On : 16.11.2020 05:37



პატივისცემით,

ელზა თელია

მინისტრის მოადგილისთამილა ბარკალაიას თანაშემწე


მობ: 593 757542


From: Lili Lezhava
Sent: Friday, November 13, 2020 3:57 PM
To: Elza Telia
Cc: Ana Kvernadze
Subject: საქართველოს მთავრობა: COVID-19 პანდემიის მართვისა და გავლენის კვლევა
 

ქალბატონო ელზა, მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, COVID-19-ის პანდემიის მართვისა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდება საქართველოს მთავრობის მიერ კრიზისის მართვის პროცესში გადადგმული ნაბიჯები, შეფასდება სამართლებრივი ჩარჩო და ანტიკრიზისული ღონისძიებები. დამატებით, განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, კვლევის მიგნებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება ასევე რეკომენდაციები.

კვლევის ძირითადი მიზნებია:

  • პანდემიის მართვისქართული პრაქტიკისდეტალური გაანალიზება;
  • პანდემიის გავლენის შეფასება საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებზე;
  • არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების მზაობის შესწავლა.

 

სამთავრობო კვლევის ფარგლებში, გაერო- ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) დააკონტრაქტა ადგილობრივ მკვლევართა ჯგუფი (WeResearch), რომელმაც მუშაობა დაიწყო ქალები ჯანდაცვის სექტორშიკომპონენტზე. ხაზგასასმელია, რომ სამთავრობო კვლევის ამ ნაწილის მიზანს, გენდერის მიმართულების ფარგლებში ქალ სამედიცინო მუშაკთა გამოწვევების გაანალიზება წარმოადგენს და არა ჯანდაცვის სექტორის ეფექტურობის შეფასება.

 

აღნიშნულ კომპონენტში, კვლევა ითვალისწინებს ინტერვიუებს პანდემიის მართვის პროცესში ჩართულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით, რომელიც სამთავრობო კვლევის მაკოორდინირებელი უწყებაა, მოგმართავთ თხოვნით, კვლევის ზემოაღნიშნული მიმართულების ფარგლებში ჩაინიშნოს ინტერვიუ ქალბატონ თამილა ბარკალაიასთან. ინტერვიუ გაიმართება ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით და დაფარავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  1. სამუშაო პირობები და მასზე პანდემიის გავლენა;
  2. პანდემიის წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური საფრთხეები და დამცავი მექანიზმები;
  3. სახელმწიფოს მიდგომა არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის სტრატეგიები.

ინტერვიუს ჩანიშვნა სასურველია მომდევნო კვირაში, ქალბატონი თამარისათვის მისაღებ ნებისმიერ დროს.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.


პატივისცემით,


photo GOV.GE
    
ლილი ლეჟავა
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 

საჯარო მმართველობის სამმართველო | 
პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი
მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას ქ. 7, თბილისი 0114
M: (+995) 598532355
T:  032990900, 1112
QR-Code Generator