| From : | Sofio Barbakadze <sbarbakadze@moh.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | Fw: გადაუდებელი წესით პირის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების შემათანხმებელი კომისია N64 |
| Received On : | 09.11.2020 12:45 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სათემო ორგანიზაციაში, სააგენტოს ფილიალებში – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში გადაუდებელი წესით პირის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების შემათანხმებელი N64 კომისია 2020 წლის 5 ნოემბერს გაიმართოს ელექტრონული ფორმატით.
გაცნობებთ, რომ სამინისტროში ამ დროისთვის შემოსულია 16 გადაუდებელი შემთხვევა (ქნარიკ ბარსეგოვი, მზია ბუწაშვილი, დადაშ ქურასბედიანი, დავით გელოვანი, ესმა ბურდული, ეთერი კერესელიძე, კურაიშ იანდაროვი, მარია მურჯიკნელი, მზია მახარაძე, ნელი მიდელაშვილი, ნუგზარ ქერდიყოშვილი, თალიკო კაპანაძე, ტარიელ მშვიდობაძე, ლიანა ვარსიმაშვილი, როლანდ თოდრია და ვასილ ობოლაშვილი). აქედან ორი ბენეფიციარი - როლანდ თოდრია და ლიანა ვარსიმაშვილი ზრუნვის სააგენტოს მიერ უკვე გადაყვანილია სათემო ორგანიზაციასა და სააგენტოს დუშეთის ფილიალში. ისინი უკვე რამდენიმე კვირაა იღებენ მომსახურებას.
ამასთან, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სათემო ორგანიზაციების პროგრამული ლიმიტი და ზრუნვის სააგენტოს ფილიალები შევსებულია და თავისუფალია მხოლოდ ის ორი ადგილი სადაც ზემოაღნიშნული ორი ბენეფიციარია განთავსებული.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას:
1) სერვისში გადაყვანილი ბენეფიციარების შესახებ
2) დანარჩენი 14 ბენეფიციარის შემთხვევის განხილვის მიზანშეწონილობას ან განხილვის გადადების შესახებ გადაწყვეტილებას (პროგრამული ლიმიტის გაზრდამდე ან ადგილების გამონთავისუფლებამდე)
პატივისცემით,
სოფიო ბარბაქაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პოლიტიკის დეპარტამენტი
სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველო
მთავარი სპეციალისტი