From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : FW: UN Commission for Social Development 59th Session
Received On : 21.01.2021 14:09
Attachments :

ქალბატონო თამუნა,

გიგზავნით საგარეოდან მიღებულ კორესპონდენციას, რომელიც ეხება 8-17 თებერვალს დაგეგმილ სოციალური განვითარების კომისიის 59-ე სესიაში მონაწილეობის საკითხს. შეხვედრის თემაა: “Socially just transition towards sustainable development: the role of digital technologies on social development and well-being of all” .

საგარეო გვთხოვს შეხვედრაში მონაწილეობას ან სასაუბრო მასალის მიწოდებას, ნიუ-იორკში ჩვენი მისიის სიტყვით გამოსვლის მოსამზადებლად.

გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, January 12, 2021 7:26 PM
To: 'info@moh.gov.ge'
Subject: FW: UN Commission for Social Development 59th Session

 

გთხოვთ, დაარეგისტრიროთ ქ-ნ თამილა ბარკალაიას სახელზე.

 

From: Ekaterine Lortkipanidze [mailto:elortkipanidze@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, January 12, 2021 7:20 PM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; tchrelashvili7@gmail.com
Cc: Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>; Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>
Subject: UN Commission for Social Development 59th Session

 

მოგესალმებით, მაიკო, იმედია ჯანმრთელად და მხნედ ხარ. გილოცავ ყველაფერს ერთად და წარმატებულ 2021 წელს გისურვებ.

 

ბოდიშს გიხდი, უქმეებზე რომ გწერ სამსახურებრივ საკითხზე:

 

გაცნობებ, რომ სოციალური განვითარების კომისიის 59-ე სესია (CSocD 59) გაიმართება მ/წლის 8-17 თებერვალს. CSocD 59-ე სესიის პრიორიტეტული თემაა:  “Socially just transition towards sustainable development: the role of digital technologies on social development and well-being of all” .

 

აქვე დანართად გიგზავნით  სოციალური განვითარების კომისიის 59-ე სესიის (CSocD 59) პროგრამის დაფტს.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სესია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, სესიის გახსნა და დახურვა გაიმართება  ნიუ-იორკში ფიზიკურად, ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებული მაღალი დონის პანელური დისკუსია, მინისტრების დონის ფორუმი და ყველა სხვა ღონისძიება გაიმართება ვირტუალურ ფორმატში, რაც დედაქალაქებიდან დელეგატების მონაწილეობის შესაძლებლობას აადვილებს. 

 

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ სესიაში საქართველოს დელეგაციის ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მოხერხდება დედაქალაქიდან ვირტყუალური მონაწილეობის უზრუნველყოფა, გთხოვთ, ქართული მხარის მიერ სესიაზე გასაჟღერებელი შესაბამისი გზავნილები (ინგლისურ ენაზე) მოგვაწოდოთ მ/წლის 1 თებერვლამდე, ნიუ-იორკში ჩვენი მისიისთვის შემდგომი მიწოდების მიზნით.

 

ამასთან, დამატებით გიგზავნით გაეროს სამდივნოს ნოტას, რომელითაც  წევრ-სახელმწიფოებს მიმართავენ თხოვნით, ეროვნული დელეგაციების შემადგენლობაში, CSocD 59-ე სესიაში მონაწილოების მიზნით, ასევე ჩართონ გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამავე მიმოწერაში  ვამატებ ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელს, თიკო ჭრელაშვილს და მას ვთხოვ, შესაბამის რეაგირებას, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის CSocD 59-ე სესიაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

დიდი მადლობა წინასწარ და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ვრჩები ხაზზე.

 

პატივისცემით, 

ეკა 

 

Ms. Ekaterine Lortkipanidze

Counsellor

Department of International Organizations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Mobile: +995 599503364