| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Shorena Kubaneishvili <shkubaneishvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <dkaikatsishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: AA Council GE written notes |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.02.2021 15:07 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომისთვის სასაუბრო გზავნილების მომზადების საკითხს.
გთხოვთ, გადახედოთ 2019 წლის ასოცირების საბჭოსთვის მომზადებულ წერილობით პოზიციას და
18 თებერვლამდე ანალოგიური ფორმით/სტილით მოგვაწოდოთ განახლებული პოზიცია თებერვლის მდგომარეობით. ამ დოკუმენტში შეგვიძლია ასევე გამოვეხმაუროთ 9 თებერვალს, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს (თან ერთვის), ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების
დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
პატივისცემით,
მაიკო
From: Lela Garsevanishvili [mailto:lgarsevanishvili@mfa.gov.ge]
Sent: Monday, February 15, 2021 3:21 PM
To: Nugzar Dundua
Cc: Salome Shapakidze
Subject: AA Council GE written notes
Importance: High
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 16 მარტს იგეგმება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა ქ. ბრიუსელში (შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სხდომა ვერ გაიმართა პანდემიის გამო). კოვიდ-შეზღუდვების
გამო, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ დელეგაციები ორივე მხრიდან იყოს მაქსიმალურად შეზღუდული, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჯერ უცნობია ქართული დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც პრემიერის გადაწყვეტილებით შედგება. სხდომას ევროკავშირის მხრიდან უხელმძღვანელებს ევროკავშირის
უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, ხოლო ქართული მხრიდან - გიორგი გახარია.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სხდომისთვის შესაბამისი მასალების მომზადება. როგორც წესი, ასოცირების საბჭოსთვის ორივე მხარე ამზადებს დელეგაციების ვრცელ სასაუბრო გზავნილებს წერილობითი სახით,
რომელიც დაერთვის სხდომის ოქმს. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მეორე მხარეს წერილობით გავუზიაროთ მაქსიმალურად ვრცელი პოზიცია და ამავდროულად სხდომაზე უფრო ფოკუსირებული დისკუსია გაიმართოს პრიორიტეტულ საკითხებზე.
შესაბამისად, გიგზავნით 2019 წლის ასოცირების საბჭოსთვის მომზადებულ წერილობით პოზიციას და
გთხოვთ, ამის საფუძველზე, არაუგვიანეს 22 თებერვლისა, ანალოგიური ფორმით/სტილით მოგვაწოდოთ განახლებული პოზიციები თებერვლის მდგომარეობით. ამ დოკუმენტში შეგვიძლია ასევე გამოვეხმაუროთ ევროკავშირის ბოლო 9 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში (თან ერთვის)
მოცემულ საკითხებსაც.
საუკეთესო სურვილებით,
ლელა გარსევანიშვილი
ევროინტეგრაციის დეპარტამენტი