From : Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : FW: წერილი SSA
Cc : Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge>
Received On : 20.11.2020 08:53
Attachments :

თამილა გიგზავნით სოციალურის ცხრილს რაც გამოვითხოვეთ KfW-ს ფარგლებში სოციალურიდან; თუმცა აღნიშნულ ცხრილში სექტემბერი უკვე მსოფლიო ბანკში ზის.

 

KfW - ს თხოვნაა რომ 30% მდე თანხა რეტროაქტიულად გამოვითხოვოთ, რაც შეადგენს 1 743 612.73 ევროს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ 29 ოქტომბრამდე გადარიცხვებზე სოციალურში.

 

ეს თანხა არ ყოფნის 65 000 – 100 000 ქულამდე ოჯახებს, თუმცა შეგვიძლია შევამციროთ 30% და KfW-დან ავანაზღაუროთ მეორე კატეგორიის ხარჯიდან 2 517 000 ლარი,, ხოლო ნოემბრის გადარიცხვის ორივე კომპონენტი პროაქტიულად ჩავუსვათ, ანუ ნოემბერში სოციალური მსოფლიო ბანკს არ ექნება.

 

ნინო

 

 

From: Zamili Gogvadze [mailto:zgogvadze@ssa.gov.ge]
Sent: Wednesday, November 18, 2020 5:44 PM
To: Nino Kvernadze
Cc: Tamar Barkalaia ; Natalie Godziashvili ; Giorgi Gelashvili
Subject: FW: წერილი SSA

 

მოგესალმებით ნინო,

 

თანდართული ფაილის სახით გიგზავნით, თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისს №286 დადგენილებით დამტკიცებული ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, №1 დანართის (ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კომპენსაცია გაიცემა 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

 

პატივისცემით,

 

Zamili Gogvadze

 

Ministry of Internally Displaced Persons From The Occupied Territories,

Labour, Health and Social affairs of Georgia
Lepl Social Service Agency

Main specialist of Economics Department,

Budget Process Management Division

144, Ak.Tsereteli ave., Tbilisi, 0159, Georgia

Mob: +995  (577)  92 52 77

E-mail: zgogvadze@ssa.gov.ge

Web: http://ssa.gov.ge

 

 

 

 

From: Nino Kvernadze [mailto:ninokvernadze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, November 17, 2020 5:45 PM
To: Gelashvili Giorgi <
giorgigelashvili@hotmail.com>; Giorgi Gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Cc: Tamar Barkalaia <
tbarkalaia@moh.gov.ge>; Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge>
Subject: FW: წერილი SSA

 

გიორგი სალამი,

 

როგორც იცი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ფინანსდება სოციალური დახმარებების ორი კატეგორია, რაზეც ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

თუმცა ახალხანს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და მთავრობას შორის გაფორმდა 5 მილიონ ევროზე საგრანტო შეთანხმება რომლის ფარგლებშიც დასაფინანსებელია ზუსტად ის კატეგორიები, რასაც მსოფლიო ბანკის ფარგლებში ვანაზღაურებთ.

 

შესაბამისად რომ არ გვქონდეს გადაფარვა, რაც დაუშვებელია, ვფიქრობთ რომ ოფიციალურად გამოვითხოვოთ თქვენგან ინფორმაცია მხოლოდ იმ ხარჯებზე რაც აქამდე არ გამოგვითხოვია მსოფლიო ბანკის ფარგლებში. თუმცა სანამ ოფიციალურად გამოგიზავნით წერილს მანამდე უმჯობესია მეილით გვიპასუხოთ, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რა პერიოდზე მოვითხოვოთ ინფორმაცია ეს 5 მილიონი რომ ჩავსვათ.

 

ინფორმაცია გვჭირდება რაც შეიძლება ჩაშლილად,  გადარიცხვების რაოდენობის მიხედვით.

 

შესაბამისად, გთხოვ გაგვიზიარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის N286  დადგენილების მიხედვით, დანართის შესაბამისად:

 

·       65 000 დან - 100 001 ქულამდე პირების სექტემბრისა და ნოემბრის ყოველთვიური დახმარება.

·       100 001 ქულამდე 3 და მეტ ბავშვიანი ოჯახების სექტემბრისა და ნოემბრის ყოველთვიური 100 ლარიანი დახმარება

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,

 

 

 

ნინო კვერნაძე

პროექტის მენეჯერი,

მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU), 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

www.moh.gov.ge  

 

Nino Kvernadze

Project Manager, PIU – World Bank

Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

www.moh.gov.ge 

 

Email: ninokvernadze@moh.gov.ge

Cell: +995 599 18 46 44