From : Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>
To : Gelashvili Giorgi <giorgigelashvili@hotmail.com>; giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Subject : FW: წერილი SSA
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge>
Received On : 17.11.2020 13:45
Attachments :

გიორგი სალამი,

 

როგორც იცი მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში ფინანსდება სოციალური დახმარებების ორი კატეგორია, რაზეც ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

თუმცა ახალხანს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და მთავრობას შორის გაფორმდა 5 მილიონ ევროზე საგრანტო შეთანხმება რომლის ფარგლებშიც დასაფინანსებელია ზუსტად ის კატეგორიები, რასაც მსოფლიო ბანკის ფარგლებში ვანაზღაურებთ.

 

შესაბამისად რომ არ გვქონდეს გადაფარვა, რაც დაუშვებელია, ვფიქრობთ რომ ოფიციალურად გამოვითხოვოთ თქვენგან ინფორმაცია მხოლოდ იმ ხარჯებზე რაც აქამდე არ გამოგვითხოვია მსოფლიო ბანკის ფარგლებში. თუმცა სანამ ოფიციალურად გამოგიზავნით წერილს მანამდე უმჯობესია მეილით გვიპასუხოთ, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რა პერიოდზე მოვითხოვოთ ინფორმაცია ეს 5 მილიონი რომ ჩავსვათ.

 

ინფორმაცია გვჭირდება რაც შეიძლება ჩაშლილად,  გადარიცხვების რაოდენობის მიხედვით.

 

შესაბამისად, გთხოვ გაგვიზიარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის N286  დადგენილების მიხედვით, დანართის შესაბამისად:

 

·         65 000 დან - 100 001 ქულამდე პირების სექტემბრისა და ნოემბრის ყოველთვიური დახმარება.

·         100 001 ქულამდე 3 და მეტ ბავშვიანი ოჯახების სექტემბრისა და ნოემბრის ყოველთვიური 100 ლარიანი დახმარება

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,

 

 

 

ნინო კვერნაძე

პროექტის მენეჯერი,

მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU), 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

www.moh.gov.ge  

 

Nino Kvernadze

Project Manager, PIU – World Bank

Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

www.moh.gov.ge 

 

Email: ninokvernadze@moh.gov.ge

Cell: +995 599 18 46 44