| From : | Marika Rakviashvili <mrakviashvili@mfa.gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | FW: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ სამინისტროში ჩემი წერილი და პასუხი |
| Received On : | 18.02.2021 10:50 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
გიგზავნით ჩეხეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლის სოსო მატკავას მიმოწერას სამინისტროსთან. ეს წერილები ასახავენ დიასპორის განწყობას საკითხისადმი. ხელშეკრულების
პროექტსაც გამოვაგზავნით უახლოეს დღეებში.
საუკეთესო სურვილებით,
მარიკა
From: Misha Chkhikvadze
Sent: Wednesday, February 17, 2021 5:07 PM
To: Marika Rakviashvili
Subject: FW:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს
ბატონო მინისტრო,
2014 წლის 4 აპრილს (N38361 14.04.2014), ჩეხეთში მცხოვრები ქართველების სახელით მოგმართეთ განცხადებით, სადაც წამოვჭერით საკითხები რომლის
გადაწყვეტის გარეშე ირღვევა ჩვენი უფლება კუთვნილი პენსიის მიღებაზე ვინაიდან უნდა დარეგულირდეს სახელმწიფო დონეზე.
შარშან თქვედამი დაქვემდებარებული სამინისტროს სოციალური დეპარტამენტისაგან, პირადად ბატონი
გიორგი კაკაჩიასაგან ოპერატიული და დამაიმედელი პასუხი მივიღე (N 01/380870 8.05.2014 ).
მაშინ ჩემს წერილში გაუწყეთ, რომ ჩეხეთის შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში მოგვცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაგეგმილი იყო ჩეხეთსა და საქართველოს შორისორმხრივი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების
ხელმოწერა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების და ურთიერთანამშრომლობის სხვა საკითხების განხილვის მიზნით 2010 წლის 9-10 ოქტომბერსპრაღას ეწვია საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების სახით. ქართული მხრიდან პრაღაში მოვლენილი იყვნენ და მოლაპარაკებებს მართავდნენ ბატონები: მინისტრის პირველი მოადგილე
– ირაკლი გიორგობიანი, მინისტრის მოადგილე – მორის წამალაშვილი, სოცუზრუნველყოფის სამსახურის დირექტორისმოადგილე – იოსებ ლობჟანიძე, სამმართველოს უფროსი – გიორგი გოგოლაძე და ნიკოლოზ ჩანადირი.
აგრეთვე გაუწყეთ იმის თაობაზე, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა ჩეხეთის შრომის და სოცუყრუნველყოფის სამინისტროს შესაბამისი განყოფილების თანამშრომელმა ქალბატონმა ტროპაჩოვამ,რომელმაც გაკვირვებით განგვიცხადა,
რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებმა მაღალ დონეზე ჩაიარა, მას შემდეგ ქართული მხარე არდაეკონტაქტა, გულისტკივილით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს , რომ მიუხედავად ჩეხური მხარის მუდმივი მოლოდინისა, თბილისიდან აღარავინ გვეხმიანებაო.
წერილში გთხოვეთ, გარკვეულიყავით პრაღაში მივლინებით 2010 წლის შემოდგომაზე ჩამოსულმა თქვენი უწყების წარმომადგენლებმა რატომ არ მიიყვანეს საქმე ბოლომდე, ან რატომ არ გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით? რატომ არ გაგრძელდა მოლაპარაკებები? რატომ
არ პასუხებენ ჩეხეთის ოფიციალურ მიმართვებს?
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომ ჩეხეთის რესპუბლიკას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების შესაბამის ყველა სამინისტროსთან აქვს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებამოწერილი გარდა საქართველოსა.
5 წლის განმავლობაში მე პირადად ვუკავშირდებოდი თქვენი სამინისტროს საზღვარგარეთის ქვეყნებთან ხელშეკრულებების განყოფილებას კერძოდ, ქალბატონ თათია გვარამაძეს.
მიუხედავად ჩემი და ჩვენი სხვა მოქალქეების მცდელობისა, სამწუხაროდ საქმე ვერ და არ დაიძრა ადგილიდან. თქვენს უწყებაში რამოდენიმე მინისტრი გამოიცვალა და ჩეხეთთან ხელშეკრულებისგაფორმება თქვენი
წინამორბედის ჭიაბერაშვილის მინისტრობისას პრიორეტეტულად არ განიხილებოდა. აღნიშნულის თაობაზე ქალბატონმა თ. გვარამაძემ განმიცხადა.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, საქმე იმაშია, რომ ამ ხელშეკრულების არ ქონის გამო პირველ რიგში ვზარალდებით და ვიჭყლიტებით საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, ვინც სავსებით ლეგალურად ვცხოვრობთ
და ვმოღვაწეობთ ჩეხეთის რესპუბლიკაში და ვისაც საქართველოში მუშაობის გარკვეული რაოდენობის სტაჟი გაგვაჩნია (პირადად მე 14 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს საქართველოში, სხვებს უფრო მეტი).
საპენსიო ასაკის დადგომისას ფაქტიურად პენსია არ დაგვენიშნება, ვინაიდან საქართველოში ნამუშევარი წლები არ ჩაგვეთვლება მუშაობის სტაჟად, ვინაიდან არ არსებობს ჩეხეთსა და საქართველოსშორის ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება. აღნიშნული
საკითხი არის მთავრობის გადასაწყვეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვზარალდებით ჩვენ, უბრალო მოქალქეები.
ა. წ. 14 იანვარს დავუკავშირდი ჩეხეთის სოცუზრუნველყოფის სამინისტროში საქართველოსთან ხელშეკრულების საკითხებს კურატორს ქალბატონ მარია კოლარჟოვას (Mgr.Marie Kolářová მისიელექტრონული ფოსტაა maria.kolarova@mpsv.cz, ტელეფონის ნომერი :
00 420 221 92 23 56 ).
ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც შევიტყვე, რომ მთელი 2014 წლის განმავლობაში საქართველოდან არავინ არ შეეხმინა . უფრო მეტიც, განმიცხადა, რომ ქართველებთან ურთიერთობით იმედგაცრუებულია,
ვინაიდან ელემენტარულ წერილობით მიმართვებზეც თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროდან არავინ არასდროს არ პასუხობს. აგრეთვე გამაკვირვა ფაქტმა, რომ ჩეხეთის სოცუზრუნველყოფის სამინისტროს წერილობით მიმართვებზე აგრეთვე არ პასუხობენ პრაღაში წარმოდგენილი საქართველოს
საელჩოს თანამშრომლები.
ზემოთქმულთან დაკავშირებით, დიდი თხოვნა მაქვს, პირადად გააკონტოლოთ ეს საკითხი, რათა თბილისში თქვენი უწყების თანამშრომლები, უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდნონ ამ საკითხის დროულ მოგვარებას და
შესაბამისად განაახლონ მოლაპარაკება ჩეხეთის შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან, რათა შესაძლო მოკლე ვადებში მოხდეს სახელმწიფოთაშორისოხელშეკრულების გაფორმება ამ ორ უწყებას შორის. რაც მთავარია წერილობით გასცენ პასუხი ჩეხეთის სოცუზრუნველყოფის თანამშრომლების
წერილებს.
წინასწარ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.
ღრმა პატივისცემით,
სოსო მატკავა
პრაღა
14.01.2015
---------- Původní e-mail ----------
Od: info <info@moh.gov.ge>
Komu: matkava@seznam.cz
Datum: 15. 11. 2016 7:38:20
Předmět: საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობ
ისა და
სოციალური დაცვის
სამინისტრო