From : Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
To : amiran gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>; Paata Imnadze' (pimnadze@yahoo.com) <pimnadze@yahoo.com>
Subject : FW: გასატესტი თანამშრომლების სია
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Maia Mikaia <mmikaia@moh.gov.ge>
Received On : 29.01.2021 18:19
Attachments :

ბატონო ამირან, ბატონო პაატა,

 

როგორც მოგეხსენებათ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებისა და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 06 ივნისის No01-56/ნ ბრძანების შესაბამისად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზრვრულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975-ე განკარგულების პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გთხოვთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებს ორკვირიან ინტერვალში, ჩაუტაროთ  სავალდებულო ტესტირება.

 

თანამშრომელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მოგეწოდებათ პერიოდულად.

 

პატივისცემით

 

From: maia miqaia
Sent: 27 January, 2021 23:38
To: Beka Peradze
Subject: გასატესტი თანამშრომლების სია

 

ბატონო ბექა

 

გიგზავნით სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების სიას

 

პატივისცემით

მაია