| From : | Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tatia Khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com>; Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: გადაწყვეტილება.ივანე ბუბაშვილი |
| Cc : | Bela Chkonia <bchkonia@moh.gov.ge>; berikashvilinatia@gmail.com |
| Received On : | 29.10.2020 09:18 |
მოგესალმებით,
გაწვდით ინფორმაციას 28 ოქტომბრის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით (გადაწყვეტილების გამოცხადება ივანე ბუბაშვილის სარჩელზე). წარმოდგენილი (ქვემოთ) ანგარიში მომზადებულია ბელა ჭყონიას მიერ, რომელიც იცავდა სააგენტოს ინტერესებს მითითებულ საქმეზე.
P.s. თათია, გთხოვ გვაცნობეთ სამინისტროს პოზიცია, დავიწყოთ თუ არა მოსარჩელეებთან მორიგების პროცესი და დაწყების შემთხვევაში როგორ წარვმართოთ (რა შევთავაზოთ). ინფორმაციისთვის, ნოემბრის პირველ ნახევარში (9, 10, 12 ნოემბერი) ჩანიშნულია 3 პროცესი.
პატივისცემით,
ირმა ალადაშვილი
From: bela chkonia [mailto:chkoniabela@gmail.com]
Sent: Thursday, October 29, 2020 12:45 PM
To: berikashvilinatia@gmail.com; ialadashvili@moh.gov.ge; mariam makharadze; Irakli Chkonia
Subject: გადაწყვეტილება.ივანე ბუბაშვილი
მოგესალმებით,
2020 წლის 28 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ივანე ბუბაშვილის სარჩელზე სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა (შემდეგში - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო) და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ შრომით დავსთან დაკავშირებით. მოსარჩელე ითხოვდა სასმახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დანიშვნას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ასევე სამი თვის შრომის ანაზღაურების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და გამოაცხადა სარეზოლუციო გადაწყვეტილება: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით, ასევე სახელმწიფო ბაჟი. განჩინებით დაგვაკისრა 2880 ლარის გადახდა დაუყოვნებლივ. არ დააკმაყოფილა სამსახურში აღდგენის მოთხოვნა.
სასამართლომ გადაწყვეტილების და განჩინების სარზოლუციო ნაწილების გამოცხადების შემდეგ მოკლედ განმარტა გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია. განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რადგან მან არ იცოდა რომ გასაუბრების შედეგად შესაძლებელი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება, ამის შესახებ წინასწარ უნდა ყოფილიყო მისთვის ცნობილი, ასევე უნდა ჰქონოდა შედეგების გასაჩივრების შესაძლებობა. მარტო გასაუბრებაც არ იყო საკმარისი, რადგან წინასწარ მას რაიმე სახის დისციპლინური სახდელი დადებული არ ჰქონია. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გაითვალისიწნა ის რეკომენდაციები, რომელიც მიეწოდა და გათავისუფლებული პირი არ დანიშნა სამსახურში, თუმცა ვინაიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო არის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრე მას უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდაო.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეს ვერ აღადგენდა სამსახურში, რადგან შტატების შევსება უნდა მოხდეს კონკურსითო....
ასევე გაუგებარია 2880 ლარი დაემატება კომპენსაციას თუ კომპენსაციას გამოაკლდება. კომპენსაციის გამოანგარიშება დაასაბუთა სასამრთლომ შემდეგნაირად, იგივე არის კომპენსაციის თანხა, რაც იქნბეოდა განაცდური მოსარჩელისთვისო. როცა ვუსმენდი სასამართლოს გავიგე, რომ კომპენსაციიდან 15000 ლარიდან 2880 ლარი უნდა გადაგვეხადა დაუყოვნებლივ. თუმცა მერე რომ დავფიქრდი დავიბენი. გაუგებარია, თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რის საფუძველზე დააკმაყოფილა შუამდგომლობა გადაყწვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიქცევის ნაწილში. დაზუსტებით, საიდან მოხდება ამ თანხის გამოანგარიშება, გავიგებთ, როცა ჩაგვბარდება განჩინება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები,მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. ეს განჩინება, როცა ჩაგვბარდება შეგვძლია გავასაჩივროთ კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში, მაგრამ ამით აღსრულებ არ შეჩერდება. განჩინება მაინტერესებს, ჩემი აზრით გავიგებთ, ეს თანხა აკლდება თუ არა კომპენსაციას, მაგრამ სპეციალურად არ ვრეკავ თანაშემწესთან, რომ არ დავაჩქარო განჩინების ჩაბარება და თანხის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 14 დღის ვადაში მოამზადებს და ჩაგვაბარებს სასამართლო განჩინებას.
დასკვნის სახით შემიძლა ვთქვა, რომ გადაწყვეტილება იწვევს კითხვის ნიშნებს, გაუგებარია სამოქალაქო დავაში სასამართლომ რატომ მიაკუთვნა მხარეს ის, რაც არ მოუთხოვია, ვგულისხმობ კომპენსაციას. მხარე არ ითხოვდა აღდგენას ან კომპენსაციას. მხოლოდ აღდგენას და განაცდურს ითხოვდა. გაუგებარია თუ განცდურის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, როგორ მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ის, რა მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.
--
პატივისცემით,
ბელა ჭყონია
(მობ: 597 49 49 03)