From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : employer@employer.ge; emeladze@employer.ge; international@moh.gov.ge
Subject : Equal Pay Methodology
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Received On : 20.10.2020 12:59

ბატონო გუჯა, ლაშა და ეკა J იმედი მაქვს ყველა კარგად და ჯანმრთელად ხართ.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესული ცვლილებებით განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა. გარდა ამისა, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს  შრომის შეფასების და ამის საფუძველზე შრომის ანაზღაურების დაწესების მეთოდოლოგია.  ხსენებული მეთოდოლოგიის შემუშავებაში მხარს გვიჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც დაიქირავებს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს.

 

იმისათვის, რომ მეთოდოლოგია იყოს სათანადოდ შემუშავებული გვაქვს სურვილი და ვფიქრობთ საჭიროებაც, რომ გარდა ექსპერტებისა პროცესში ჩაერთონ კომპანიებიც. სასურველია იყოს სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა სექტორის (შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვადასხვა მოდელი კომპანიის ზომის შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ პროცესში შესაძლოა აუცილებელი გახდეს მათი მხრიდან კომპანიაში არსებული სახელფასო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცემა და რა თქმა უნდა, ანონიმურობის სრული დაცვით.

 

იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წლიდან შრომის ინსპექცია იწყებს შრომის უფლებების შემოწმებას, კომპანიებისთვის ასეთი მეთოდოლოგიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მარტივად მოახდინონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

გთხოვთ, განიხილოთ ზემოაღნიშნული შემოთავაზება და გვაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ლიკა

 

 

პატივისცემით   |   Respectfully

 

ლიკა  კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili

 

პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი |Head of Labour and Employment Policy and Collective Labour Disputes Division, Policy Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia 

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

 

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)

მობ: |     Cell: +995 (595) 97 77 44

ელ. ფოსტა:| E-mail: lklimiashvili@moh.gov.ge

                                            www.moh.gov.ge