| From : | Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ekaterine Mikabadze <emikabadze@moesd.gov.ge> |
| Subject : | EPIC-თან მიერთების საკითხი |
| Received On : | 07.07.2020 13:15 |
| Attachments : |
ძვირფასო ქალბატონო თამუნა და ეკა,
იმედია ორივე კარგად ბრძანდებით.
როგორც ვიცი, უკვე ორივე ხართ
EPIC-ზე მიერთების საკითხის საქმის კურსში.
მოგეხსენებათ, გვაქვს შემოთავაზება შევუერთდეთ თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციას the Equal Pay International Coalition (EPIC), რომელიც შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის (ILO)
და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women)
ერთობლივი პლატფორმაა.
ამ ეტაპზე მას 37 წევრი ყავს, მათ შორის 16 სახელმწიფო (გერმანია,
კანადა, საფრანგეთი, ავსტრალია, ეგვიპტე, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, ისრაელი, იორდანია, ახალი ზელანდია, პანამა, პერუ, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია და კორეა) და 21 ორგანიზაცია.
კოალიციაზე მიერთება გულისხმობს, სახელმწიფოს მისწრაფებას იმუშაოს ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის აღმოფხვრასა და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების
უზრუნველყოფას, რაც თავის თავად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. წევრობის კანდიდატებს
EPIC წარუდგენს მოთხოვნების სიას, რომლიდანაც 6 უკვე შესრულებული უნდა იყოს ან ხელის მოწერის პროცესში ახალმა წევრმა
აიღოს ვალდებულება, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში შესასრულებს.
გიზიარებთ მოთხოვნების ჩამონათვალს მიმაგრებულ დოკუმენტში. ჩვენ 3 მოთხოვნა უკვე შესრულებული გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სრულიად შესაძლებელია შევუერთდეთ კოალიციას
და მომავალი 3 წლის განმავლობაში დანარჩენი მოთხოვნებიც შევასრულოთ, რაც ისეც და ასეც საჭიროა.
წევრობის მოთხოვნა მ/წ 24 ივლისამდე უნდა გავუგზავნოთ
EPIC-ს. მანამდე კი მოვაგროვოთ საჭირო დოკუმენტაცია, რათა ერთის მხრივ დავადასტუროთ უკვე შესრულებული მოთხოვნები და
განვსაზღვროთ (სადაც შესალებელია) თუ როგორ შევასრულებთ დანარჩენებს. დოკუმენტაციის შეგროვებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ.
თუ შეიძლება,
კვირის ბოლომდე რომ დაგვიდასტუროთ მზაობა რათა შევუერთდეთ კოალიციას და რომ თანახმა ხართ იყოთ წევრობის დოკუმენტის ხელმომწერები.
დიდი მადლობა!
საუკეთესო სურვილებით,
ლელა ა.
|
ლელა აქიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში M: 599914323 |
|