ძვირფასო კოლეგებო,
იმედია თქვენსკენ ყველაფერი კარგად არის.
გვსურს გაცნობოთ, რომ საკმაოდ გრძელი მოსამზადებლი პროცესის წარმატებით დასრულების შედეგად, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მეექვსე პერიოდული ანგარიში წინა კვირას გაეგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
იხ. მიმაგრებული დოკუმენტი.
ანგარიშის მომზადების პროცესს კოორდინაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია. მთელი პროცესის განმავლობაში თქვენი უწყებების წარმომადგენელები აქტიურად იყვნენ ჩართული და გვაწვდიდნენ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას.
გვსურს, თქვენს და თქვენ კოლეგებს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ანგარიშის მომზადების, სტრუქტურირებისა და რედაქტირების საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის!
ვსარგებლობ შემთხვევით და აქვე ვუხდი მადლობას კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან ანგარიშის დამუშავებისა და დამტკიცებისთვის და გაეროს ქალთა ორგანიზაციას ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერისთვის. ასევე, კოლეგებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოდან მათი უშრეტი ენერგიისა და დაუღალავი შრომისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ასეთივე მდგრადი, ნაყოფიერი და განგრძობადი იქნება მომავალშიც.
საუკეთესო სურვილებით,
პატივისცემით,