From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 9-10 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; nshengelidze@moh.gov.ge; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 10.11.2020 07:08
Attachments :

მედია მონიტორინგი

9 ნოემბერი

ტელევიზია

წერტილოვანი შეზღუდვები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები წესდება. დიდი ქალაქებში, 22 საათიდან-დილის 5 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატტანსპორტო საშუალებებით. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572- შეადგენს. გარდაიცვალა 475 მოქალაქე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19 მათ გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდათ. ორივე ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, .. კოვიდკლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ხდება.

დღეიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - I არხი - ახალი დღე

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.

წერტილოვანი შეზღუდვები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

დღეიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. დიდ ქალაქებში, 22 საათიდან-დილის 5 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატტანსპორტო საშუალებებით. შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ბექა ფერაძე: "ჩართული იქნება, როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შრომის ინსპექცია, შსს შესაბამისი ქვედანაყოფები გავაგრძელებთ მონიტორინგს".

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

1. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარებაარაუმეტეს 10 000 ლარი გადაეცემა, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

კორონავირუსი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტონო სივრცეში მყოფ, ორ ბრალდებულს დაუდასტურდა. ორივე ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, .. კოვიდკლინიკაში გადაიყვანა. ისინი ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულნი და მათთან ერთად, კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის პისიარტესტირების პასუხი უარყოფითი იყო.

დღეიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

დღეიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. უეყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში, იკრძალება ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილება 22 საათიდან დილის 5 საათამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19 მათ გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდათ. ორივე ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, .. კოვიდკლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ხდება.

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - იმედის დღე

კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 411, იმერეთში - 782, ქვემო ქართლში - 130, შიდა ქართლში - 74, გურიაში - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 150, კახეთში - 133, მცხეთა-მთიანეთში - 79, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.

კოვიდ ვითარება საქართველოში

09.11.2020

Link:    09.11.2020 - რუსთავი 2 - სხვა შუადღე

პანდემია მძვინვარებს, 2900-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და 24 გარდაცვლილი. წამყვანები ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს და თომა ჩაგელიშვილი აღნიშნავს, რომ არ ეგონა თუ შეტაკება მოხდებოდა პოლიციასთან. (00:00:30) წამყვანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და ამერიკის საელჩო ჩართულები არიან პროცესში. (02:00) საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებენ მიმდინარე მოვლენებზე.

პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ - ცერცვაძე/გამყრელიძე ნოემბერში, წყლის ჭავლის გამოყენებაზე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე პოლიციის კრიტიკის შემდეგ ყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთან ერთდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც ერიდება. კითხვაზე- არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში ნოემბრის ცივ ამინდში ჭყლის ჭავლის გამოყენება? სპეციალისტები პოლიტიკურად მიიჩნევენ და პასუხს გაურბიან. ამირან გამყრელიძე:"ეგ გითხვა პოლიტიკურია და მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ".

კორონავირუსი და საქართველო

09.11.2020

Link:    09.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო განხილვის მთავარი თემა საკორდინაციო საბჭოს სხდომაზეც. დღეს, კიდევ ერთხელ ისმოდა მოწოდებები სპეციალისტების მხრიდან, რომ პოლიტიკური ინტერესით მოქმედების დროს, ყველა უნდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას.

კორონავირუსის 2927 შემთხვევა და 24 გარდაცვლილი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - I არხი - მოამბე 15:00

კორონავირუსით ინფიცირებული 2927 და გარდაცვლილი 24 ადამიანი. მზარდი სტატისტიკა და ყოველდღიურად გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ დედაქალაქშია. 1033 შემთხვევა გამოვლინდა ერთ დღეში. ქვეყნის მასშტაბით 2470 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის დროებითი საშვის მიღება ცხელ ხაზზე დარეკვით შეეძლებათ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს.

COVID 19-ის ანტირეკორდი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

კორონავირუსი ანტირეკორდის ტალღას განაგრძობს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3000 უახლოვდება. ბოლო 24 საათში 2927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელების მაშტაბით კი პირველ ადგილს ისევ თბილისი იკავებს. დედაქალაქში 1333 ახალი პაციენტია. ვირუსს 24 ადამიანი ემსხვერპლა. 2470 პაციენტმა კოვიდ-19 უკვე დაამარცხა.

ამირან გამყრელიძის განცახდება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთიხლებს რომ დიდი თავშეყრები და უმაღტავი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდას და ამს ჩვენ 1 კვირის შემდეგ დავინახავთ. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. " არ თქმულა, რომ 3 სავალდებულო გამოკვლევა ყველა ინფიცირებულს უნდა გაუკეთდეს - ეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მოხდება..." - ამირან გამყრელიძე

კოვიდი - შეზღუდვები ამოქმედდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

საღამოს 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დღეიდან გასვლა გვეკრძალება. იკრძალება, როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება. ვინც წესებს არ დაიცავს 2000 ლარით დაჯარიმდება. მთავრობა გადაწყვეტილებას კორონავირუსის გავრცელების შემცირებით ხსნის, თუმცა დიდი ალბათობით ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივი დგას.

კორონავირუსი და საქართველო

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

წერტილოვანი შეზღუდვები ერთადერთი გზაა მობილობის შესაჩერებლად და სწორედ ამ შეზღუდვების დახმარებით გადაიტანა საქართველომ გაზაფხულის რთული პერიოდი - ასეთია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია. მათივე თქმით, მასობრივი შეკრებები ინფიცირების შემთხვევებს გაზრდის.

ახალი რეგულაციები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

7 დიდ ქალაქში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება, როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. გადაადგილების უფლებით დროის ამ მონაკვეთში მხოლოდ ის პირები ისარგებლებენ, რომლებსაც სპეციალური ნებართვა ექნებათ, ასევე გადაადგილება არ ეზღუდებათ საერთაშორისო გადაზიდვებს, სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის საჭირო პერსონალსა და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

კორონავირუსის გავრცელების ტემპები სულ უფრო იმატებს. დღიური მაჩვენებელი 3 000- უახლოვდება. მკვეთრად გაუარესდა სტატისტიკა თბილისში. 2 927 ახალ ინფიცირებულს შორის თითქმის ერთი მესამედი თბილისშია დაფიქსირებული, შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა იმერეთის რეგიონში.

 

 

 

 

 

10 ნოემბერი

ტელევიზია

გერმანული კომპანია ფაიზერის ვაქცინა

10.11.2020

Link:    10.11.2020 - იმედი - იმედის დილა

გერმანული კომპანია ფაიზერის ვაქცინამ, რომელიც ბოლო ეტაპზეა გამოცდის, ამ ეტაპზე აჩვენა 90% ეფექტურობა კორონავირუსისგან დაცვის. ასე, რომ ეს ძალიან საიმედო ამბავია და იმედია ბოლომდე მივა და 100% დაცვასაც მიაღწევენ მეცნიერები.

კორონავირუსი

10.11.2020

Link:    10.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოში ყოველი დღე ანტირეკორდების არის. გუშინდელი მონაცემებით კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან დედაქალაქში 1033 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში 411 და იმერეთში 782. მთავრობის ადმინისტრაციის გუშინდელი ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60680- აჭარბებს. როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, დღეისთვის 600-700 საწოლი უნდა გათავისუფლდეს და ეს რაღაც პერიოდი რესურსს მისცემს ჯანდაცვის სამინისტროს მართვისთვის. ამირან გამყრელიძე: "დღეს და ხვალ როგორც ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება".

საარსებო შემწეობა

10.11.2020

Link:    10.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რამდენიმე თვეა იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73 650 ადამიანით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით 2019 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 428 608- შეადგენდა, 2020 წლის სექტემბერში კი 502 258 იყო.

როგორ ჩაერთვებაჯიპიაი ჰოლდინგიკორონავირუსის მართვაში?

10.11.2020

Link:    10.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროში (00:00:05) გამართული შეხვედრების და მოლაპარაკებების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდის ორივე მხარეს მსხდომები ამბობენ, რომ შემუშავდა კონკრეტული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ისინი, კომპანიები კოვიდით ინფიცირებული მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტების მართვაში ჩაერთვებიან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მობილიზაციის მოწოდებას პენსიაზე მყოფი ბევრი ექიმი გამოეხმაურა

10.11.2020

Link:    10.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მობილიზაციის მოწოდებას პენსიაზე მყოფი ბევრი ექიმი გამოეხმაურა. მისივე თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 2000-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმების მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახი ერთჯერად 10 000-ლარიან დახმარებას მიიღებს

10.11.2020

Link:    10.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაღუპულის ოჯახი ან მემკვიდრე ერთჯერად ფულად დახმარებას არაუმეტეს 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღებს.

9 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე - დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი - დღეს და ხვალ, 600-700 საწოლის მობილიზაცია მოხდება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 4500 დაკავებული და 250-მდე თავისუფალი საწოლი იყო. როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, არსებობს რიგი, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება საავადმყოფოში.

თენგიზ ცერცვაძე: კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე არავინ დარჩება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - კომერსანტ.ჯი

ცალსახაა, რომ მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების დრამატული ზრდისა, სამედიცინო პერსონალისა და მთელი ინფრასტრუქტურის გადატვირთვისა, საქართველო მაინც ახერხებს, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, უფრო მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოახდინოს, ვიდრე ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, - ამის შსახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემიმედის დღეშიჩართვისას განაცხადა. „მართალია, მოსახლეობის მხრიდან არის საჩივრები, ხშირად სამართლიანი, ზოგჯერ გადაჭარბებული, რომ ისინი დიდხანს ელოდებიან ტესტის აღება, ტესტის პასუხს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახი ერთჯერად 10 000-ლარიან დახმარებას მიიღებს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიპიენ.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაღუპულის ოჯახი ან მემკვიდრე ერთჯერად ფულად დახმარებას, არაუმეტეს 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღებს.

ამირან გამყრელიძე - ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ, ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. ჩვენ, ექიმები აპოლიტიკური პიროვნებები ვართ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ექიმების მიმართ ხდება პოლიტიკური ქვეტექსტების შემცველი კითხვების დასმა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენება კლინიკებში დაცხელების ცენტრებშიუკვე დაიწყეს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ერპოვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ტესტირებისათვის სწრაფი ტესტების ჩართვას თანდათან ააქტიურებენ. როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში 991 000, ანუ თითქმის უკვე მილიონამდე PCR ტესტია ჩატარებული, ასევე ჩატარებულია დაახლოებით 500 000-მდე სწრაფი ტესტი.

კედლები და საწოლები არაფერს წყვეტს, საჭიროა კიდევ პერსონალიპაატა იმნაძე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლო მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე მძლავრ ქვეყნებში, ყველაზე დალაგებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილ ქვეყნებში და ამიტომ აცხადებენ იმ ლოკდაუნებს დასავლეთის ქვეყნებში, რათა რამენაირად, შეამცირონ დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: ექიმებს პოლიტიკაში ნუ გვრევთ, ჩვენ ჩვენი საქმე და პასუხისმგებლობა გვაქვს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა არასწორია, რადგან მათ ქვეყნისა და ადამიანების სიცოცხლის წინაშე თავისი პასუხისმგებლობა აქვთ. „ჩვენ ვართ აპოლიტიკური პიროვნებები.

გამყრელიძე: გრიპზე თუ აცრილი ხართ, ორი ინფექციის ზედდება აღარ გვექნება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ გრიპზე აიცრან. გამყრელიძე განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს მიმართავს.

თენგიზ ცერცვაძე: თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში, მაინც არ გვეყოფა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - კვირა.ჯი

თუ ასე უსასრულოდ გაგრძელდება შემთხვევების მატება და არ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ მთელი გერმანიის საწოლფონდი რომ ჩამოვიტანოთ საქართველოში თავისი ექიმებით, მაინც არ გვეყოფა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვიმედისეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - კვირა.ჯი

სამწუხაროდ ნებისმიერი თავყრილობა, რას დაარქმევთ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მით უმეტეს, როცა არ არის დაცული ელემენტარული წესები, მაგალითადდისტანცია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ

09.11.2020

Link:    09.11.2020 - კვირა.ჯი

ეკონომიკის გაჩერება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: დღეს და ხვალ 600-700 საწოლი მობილიზდება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - კვირა.ჯი

ქვეყანაში დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. - რეკლამა - - რეკლამა - მისივე თქმით, დღეს და ხვალ 600-700 საწოლი მობილიზდება.

ინფიცირების 2 927 შემთხვევიდან 378 სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი - ამირან გამყრელიძე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულთა დღევანდელ სტატისტიკაში 2 729 დადასტურებული შემთხვევიდან 379 სწრაფი ტესტით გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაა. NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ სწრაფი ტესტების გამოყენების გააქტიურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ მსოფლიო პრაქტიკას იზიარებს. „სამი დღეა, რაც აქტიურად ჩავრთეთ სწრაფი ანტიგენის ტესტები და თანდათან უფრო ვააქტიურებთ სწრაფი ტესტების ჩართვას.

ამირან გამყრელიძე: გუშინ ჩემზე კარგად "გაისეირნეს"... დაგვანებეთ ექიმებს თავი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

"ასეთი დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას და თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა შორის უპირველესია, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღლა დგას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. „ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი.

გრიპის ვაქცინით 38 000 ადამიანია აცრილი, ეს ცოტაა“ - ამირან გამყრელიძე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

"დღეისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინით 38 000 ადმიანია აცრილი, ეს ცოტაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. NCDC-ის ხელმძღვანელმა რისკ-ჯგუფებსა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის არ დაგვიცავს COVID-19-ისგან, მაგრამ კორონავირუსის და გრიპის ვირუსის ზედდება აღარ მოხდება.

ამირან გამყრელიძე: მობილიზაციის მოწოდებას პენსიაზე მყოფი ბევრი ექიმი გამოეხმაურა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მობილიზაციის მოწოდებას პენსიაზე მყოფი ბევრი ექიმი გამოეხმაურა. მისივე თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 2000-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმების მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

წერტილოვანი შეზღუდვები მობილობის დაგდების ერთ-ერთი გზაა - ამირან გამყრელიძე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

"წერტილოვანი შეზღუდვები არის ერთ-ერთი გზა მობილობის დაგდებისკენ, ეს პანდემიასთან ბრძოლის აქსიომაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხულზე მობილობის დაგდებით საქართველომ პირველი დიდი ტალღა არ გადაიარა. „ყველა ქვეყანა აკეთებს ამ წერტილოვან შეზღუდვებს და დღეს უკვე არცერთ ქვეყანას დიდი, მასშტაბური "ლოქდაუნი" არ აქვს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით 300 ცალ გვამებისთვის განკუთვნილ ჩანთას შეიძენს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 300 ცალ გვამებისთვის განკუთვნილ ჩანთას ტენდერის გარეშე ყიდულობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანთების ტენდერის გარეშე შესყიდვის გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო იქნა მიღებული.

სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახი ერთჯერად 10 000-ლარიან დახმარებას მიიღებს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიეფემ.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე), ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 10 000 ლარამდე დახმარება გაიცემა, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით. შესაბამისი ცვლილება მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

ამირან გამყრელიძე - დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი - დღეს და ხვალ, 600-700 საწოლის მობილიზაცია მოხდება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 4500 დაკავებული და 250-მდე თავისუფალი საწოლი იყო. როგორც გამყრელიძემინტერპრესნიუსისკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, არსებობს რიგი, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება საავადმყოფოში.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 75 000-ით გაიზარდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი ( GBC) - სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სექტემბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას საქართველოში 502 258 ადამიანი იღებს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 73 650 ადამიანით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით საარსებო შემწეობებზე გადარიცხულმა თანხამ 13 მილიონ 200 ათას ლარს გადააჭარბა. თბილისის შემდეგ ( 6 მილიონ 792 ათასი ლარი ) ყველაზე დიდი რაოდენობით შემწეობა იმერეთში 1 488 ათსი ლარი გადაირიცხა. სამეგრელოში გადარიცხულმა თანხამ 1 200 ათს ლარს გადააჭარბა ხოლო ქვემო ქართლში და აჭარაში გადარიცხული თანხები 921 ათას და 905 ათასს აჭარბებს.

ხშირად სახლში მყოფ პაციენტს არ სჯერა, რომ ვირუსი აქვს და არ მიმართავს ექიმს, სწორედ ეს ხდება სიკვდილის მიზეზითენგიზ ცერცვაძე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხშირად კორონავირუსით ადამიანები იმიტომ იღუპებიან, რომ მათ არ სჯერათ ვირუსის და დროულად არ მიმართავენ ექიმებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემიმედის დღისეთერში საუბრისას განაცხადა.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების თაობაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების თაობაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. "ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

კორონავირუსით სასწრაფოს თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს 10 000 ლარამდე მისცემენ

09.11.2020

Link:    09.11.2020 - რეგინფო.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილი გახდა, კორონავირუსით ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 113 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 60 680 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 927 იყო, რაც მორიგ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 45 042-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 499- შეადგენს. გარდა ამისა, 9 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 982 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 879 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 780 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 991 531 PCR ტესტია ჩატარებული.

10 ნოემბერი

პრესა

თენგიზ ცერცვაზე : " კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე არავინ დარჩება!

10.11.2020

Link:    10.11.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

რომ მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების დრამატული ზრდისა, სამედიცინო პერსონალისა და მთელი ინფრასტრუქტურის გადატვირთვისა, საქართველო მაინც ახერხებს, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, უფრო მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოახდინოს, ვიდრე ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, - ამის შსახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე : " ექიმებს თავი დაგვანებეთ, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში!

10.11.2020

Link:    10.11.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ჩვენ, ექიმები აპოლიტიკური ადამიანები ვართ და ჩართულები ვართ წინა ხაზზე იმ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ექიმები პოლიტკაში არ უნდა ჩავრთოთ, რადგან მათ თავიანთი საქმე აქვთ.

გადაადგილება შეიზღუდა 7 ქალაქში

10.11.2020

Link:    10.11.2020 - მესინჯერი

ვხედავთ, რომ წინა კვირისგან განსხვავებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდებათუ წინა კვირის დასაწყისში გვქონდა დაახლოებით 1 900 შემთხვევა, დღეს უკვე გვაქვს 3 000 -მდე. შესაბამისად, 7 ნოემბერს, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრებისა და შემდგომი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე.