From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 9 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; nshengelidze@moh.gov.ge; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 09.11.2020 09:24
Attachments :

მედია მონიტორინგი

9 ნოემბერი

ტელევიზია

კორონვირუსი - შეზღუდვები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

დღეიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 10 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გასვლა აიკრძალება. შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილით მოსიარულეებზე. სანქცია ფიზიკურ პირზე 2 000 ლარია, იურიდიულზე კი 10 000 ლარი. დამატებითი წერილოვანი შეზღუდვები დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელებაზე და როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები. მაია ცქიტიშვილი: "ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და საავტომობილო საშუალებებზე, რომელიც გადაადგილდებიან მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად".

პოლიტიკური მოვლენები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. გუშინდელი საღამო იყო კიდევ ერთი დღე, როდესაც ღამის სამ საათამდე ტვ პირველის სტუდიებში მოუწია ყოფნა ამ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს, რომ დეტალებში გადმოეცა თქვენთვის ცესკო-სთან განვითარებული მოვლენები. საზოგადოების ნაწილმა, რომელიც აპროტესტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რუსთაველის გამზირიდან გვიან საღამოს გადაწყვიტეს ცესკო- შენობასთან გადაენაცვლა და იქ გაეპროტესტებინა არჩევნების შედეგები. რამდენიმე ათეული პროტესტანტის მიმართ პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი.

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ვითარება ქვეყანაში უმძიმესია და ენსიდისი ადასტურებს, რომ საქართველო კორონავირუსის პიკში შედის და ეს დასტურდება კონკრეტული სტატისტიკით. როცა ეს პოსტსაარჩევნო ისტერია გადაივლის, დარჩება ერთი მთავარი კითხვა, არა ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების თუ ინფექციონისტების მიმართ, ეს კითხვა იქნება მთავრობასთან, პირველადი საგაზაფხულო პანიკის ჩაკეტვის შემდეგ მთელი ქვეყნისა, კონკრეტულად რითი მოემზადა ქვეყნის ხელისუფლება ისე კორონავირუსის დაანონსებული საშემოდგომო ტალღისთვის, რომ ეს შედეგები არ დადგარიყო საქართველოში, რაც გვაქვს დღეს, რაში არის გამოხატული მომზადება? როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლებამ შემზღუდავი ღონისძიებები გამოაცხადა.

წერტილოვანი შეზღუდვები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები წესდება. დიდი ქალაქებში, 22 საათიდან-დილის 5 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატტანსპორტო საშუალებებით. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ბექა ფერაძე: "ჩართული იქნება, როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შრომის ინსპექცია, შსს შესაბამისი ქვედანაყოფები გავაგრძელებთ მონიტორინგს". 2. დღეიდან 7 ქალაქში კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება. გადაწყვეტილება მთავრობის საკორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს.

კორონავირუსი

09.11.2020

Link:    09.11.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572- შეადგენს. გარდაიცვალა 475 მოქალაქე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19 მათ გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდათ. ორივე ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, .. კოვიდკლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ხდება. ისინი ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულნი და მათთან ერთად, კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის პისიარტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო ის 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და ხელახალი ტესტირების შემდეგ, .. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

წერტილოვანი შეზღუდვები

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

დღეიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. დიდ ქალაქებში, 22 საათიდან-დილის 5 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატტანსპორტო საშუალებებით. შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ბექა ფერაძე: "ჩართული იქნება, როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე შრომის ინსპექცია, შსს შესაბამისი ქვედანაყოფები გავაგრძელებთ მონიტორინგს".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

კორონავირუსი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტონო სივრცეში მყოფ, ორ ბრალდებულს დაუდასტურდა. ორივე ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, .. კოვიდკლინიკაში გადაიყვანა. ისინი ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულნი და მათთან ერთად, კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის პისიარტესტირების პასუხი უარყოფითი იყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19 მათ გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდათ. ორივე ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, .. კოვიდკლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ხდება. ისინი ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულნი და მათთან ერთად, კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის პისიარტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო ის 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და ხელახალი ტესტირების შემდეგ, .. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ - ცერცვაძე/გამყრელიძე ნოემბერში, წყლის ჭავლის გამოყენებაზე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ - ცერცვაძე/გამყრელიძე ნოემბერში, წყლის ჭავლის გამოყენებაზე

ინტერნეტ სააგენტო

"პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ" – გამყრელიძე კითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს. "ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია".

გამყრელიძე და ცერცვაძე პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენებაზე დასმულ კითხვას არ პასუხობენ

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიემ.ჯი

რამდენიმე საათის წინ შსს- ცესკოთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, თანაც ისე, რომ ხმოვან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. ტელეკომპანიამთავარიინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა და ორივეს იდენტური კითხვა დაუსვა: ნოემბერში ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა საფრთხეს შეუქმნის თუ არა მათ ჯანმრთელობას და რა რისკებს შეიცავს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით? შექმნის თუ არა დამატებით გართულებებს? თენგიზ ცერცვაძე: „ვერ გეტყვით. ეპიდემიოლოგიური სკითხები NCDC-ის კომპეტენციაა და მათ ჰკითხეთ. ჩემი კომპეტენციაა, ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“.

"პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ" – გამყრელიძე კითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ტაბულა.ჯი

კითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს. "ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია". – უთხრა გამყრელიძემ მთავარ არხს.

სახელმწიფომ 8 თვეში საკარანტინო სივრცეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სახელმწიფომ საკარანტინო სივრცეში 8 თვეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკარანტინო სივრცისთვის ქვეყნის მასშტაბით სულ 211 სასტუმრო ფუნქციონირებს (ჯამში 11 486 ოთახი), სადაც 10 მარტიდან დღემდე 54 018 248.2 ლარია დახარჯული (მარტი - 5915866,43; აპრილი- 9498139,47; მაისი- 7990673,14; ივნისი- 4333515,87; ივლისი -4794903,5; აგვისტო - 7705934,74; სექტემბერი - 7018471,57; ოქტომბერი- 6760743,49).

პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ - ცერცვაძე/გამყრელიძე ნოემბერში, წყლის ჭავლის გამოყენებაზე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - კომერსანტ.ჯი

"ექსპერტად ვერ გამოვდგები", — ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კითხვას, რამდენად საფრთხის შემცველია ეპიდემიოლოგიურად პანდემიის დროს, ნოემბერში წყლის ჭავლის გამოყენება. "ვერ გეტყვით, ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის კომპეტენციაა და იმათ ჰკითხეთ. ჩემი კომპეტენცია ავადმყოფი ადამიანის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, იმაში ექსპერტად ვერ გამოვდგები", — განაცხადა ცერცვაძემ მთავარ არხთან. ამირან გამყრელიძე კი თვლის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია: პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ - ამბობს ამირან გამყრელიძე.

პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებგამყრელიძე შეკითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

შეკითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს. "ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია". – უთხრა გამყრელიძემ მთავარ არხს. "რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ... მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, ქალბატონო, გესმით თქვენ თუ არა, ეს?" - მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტს.

საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებიდან ამ დროისთვის მხოლოდ 1 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. ცნობისთვის, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაღუპულის ოჯახი ან მემკვიდრე ერთჯერად ფულად დახმარებას არაუმეტეს 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღებს.

კორონავირუსით გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმის ოჯახი ფულად დახმარებას მიიღებს

09.11.2020

Link:    09.11.2020 - პია.ჯი

კორონავირუსით გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმების ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა. უფრო კონკრეტულად, ბრძანების თანახმად, ახალი კორონავირუსით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახს (მემკვიდრეს) გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით. ბრძანება უკვე ძალაშია და ვრცელდება 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 17,1%-ით გაიზარდა

09.11.2020

Link:    09.11.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი უკვე რამდენიმე თვეა იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73 650 ადამიანით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 428 608- შეადგენდა, 2020 წლის სექტემბერში კი 502 258 შეადგინა. გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ გაჭირვებულია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის სექტემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 935 190-, წელს სექტემბერში კი 979 850-.