| From : | Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; OtarNamicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | 500 000 სწრაფი ანტიგენის შესყიდვის თაობაზე _ კომისიის წევრებთან Email კომუნიკაცია |
| Cc : | Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.10.2020 12:13 |
მოგელსამებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
ვინაიდან დღეს ერთი ძირითადი საკითხია განსახილველი და შესყიდვა საჩქაროა, ვფიქრობთ რომ კომისია ფიზიკურად აღარ შევკრიბოთ და ამ ფორმით გამოგიგზავნოთ. კომენტარების შემთხვევში გვიპასუხეთ მეილზე დღესვე. შედეგებს დავაოქმებთ.
განსახილველი საკითხი:
კოვიდ დიაგნოსტიკისათვის დამატებით 500 000 ცალი ანტიგენის სწრაფი ტესტის შესყიდვა:
- ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, ინფორმაცია განსათავსებლად გაიგზავნა შესყიდვების პლატფორმაზე;
- დაინტერესდა ორი ქართული კომპანია, სულ ჯამში 3 კომპანია გვყავს კორეული კომპანიის ჩათვლით;
- რეკომენდირებულია კორეულ კომპანია SD Biosensor;
- ერთეულის ფასი - USD 4.97 (ტრანსპორტირების გარეშე);
- ტრანსპორტირების ხარჯი, სავარაუდოდო შეადგენს დაახლოებით USD 177 000.
შერჩევის დეტალები იქ. ქვემოთ, ასევე გთხოვთ იხილეთ შესაბამისი მიმოწერაც NCDC - თან.
როგორც თქვენთვის ცნობილია, შესყიდვის განსახორციელებლად გვჭირდება მსოფლიო ბანკის თანხმობა. ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამის კომუნიკაციას ბანკთან.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
მოკვლევის დეტალები:
მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს, შემოსულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის N06/4306 წერილი, რომელშიც დასმულია საკითხი, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, კოვიდ დიაგნოსტიკისათვის დამატებით 500 000 ცალი ანტიგენის სწრაფი მარტივი ტესტის შესყიდვის თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა (PIU) 2020 წლის 22 ოქტომბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა ბაზრის კვლევა და მიმწოდებლებს წინადადებების წარმოსადგენად განესაზღვრათ ვადა 2020 წლის 25 ოქტომბერის ჩათვლით . იხ. ლინკი http://www.procurement.gov.ge/Market-research/kvleva-(2420).aspx
ინტერესი გამოხატა ადგილობრივმა ორმა კომპანიამ:
ადგილობრივი მომწოდებლის „weekend“, ფასი USD 6.2 https://www.prestigediagnostics.co.uk/coronavirus
კომპანია ლაბექსპრესი, ფასი USD 4.25 OnSite COVID-19 IgG/IgM Rapid Test https://ctkbiotech.com/covid-19/
აქვე გაცნობებთ, დამატებით ვაწარმოეთ მოლაპარაკება კორეული კომპანია SD Biosensor-თან, რომელთანაც გვაქვს რამოდენიმე წარმატებით შესრულებული კონტრაქტი. მოლაპარაკების შედეგად, კომპანიის მიერ შემოთავაზებულმა ერთეულის ფასმა შეადგინა 4.97 USD (ტრანსპორტირების გარეშე). გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ მათი ტესტები არის WHO საკვალიფიაციო ნუსხაში.
შემოთავაზებულ პროდუქტთან დაკავშირებით, PIU - მ დამატებით ჩაატარა მოკვლევა, რასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, შემდეგს:
ადგილობრივი მომწოდებლის „weekend“, ფასი USD 6.2
შემოთავაზებული ფასი არის დაბალი, თუმცა არ აქვს თავად ამერიკული FDA ავტორიზაცია - ვებ-გვერდზეც იკითხება შენიშვნა „For Export Only, Not For Re-sale in the USA“; არც WHO საკვალიფიკაციო ნუსხაშია https://www.who.int/diagnostics_laboratory/201002_eul_sars_cov2_product_list.pdf?ua=1 (WHO Emergency Use Listing for SARS-CoV-2 in vitro diagnostic products https://www.who.int/diagnostics_laboratory/EUL/en/ ). მხოლოდ ავსტრალიის TGA (Therapeutic Goods Administration) https://www.tga.gov.au/ ავტორიზაცია ჰქონდა (https://www.who.int/diagnostics_laboratory/200907_imdrf_collated_table__7_september_2020.pdf?ua=1 გვერდი 39), თუმცა ამ ეტაპზე მოქმედი ავტორიზაცია ამ კონკრეტული ტესტისთვის აქაც აღარ იძებნება https://www.tga.gov.au/covid-19-test-kits-included-artg-legal-supply-australia .
კომპანია ლაბექსპრესი, ფასი USD 4.25 OnSite COVID-19 IgG/IgM Rapid Test - შემოთავაზება ცალსახად ძვირია, დანარჩენ ორი მიმწოდებლის ფასთან შედარებით და შესაბამისად არ განვიხილავთ ამ ეტაპზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გავითვალისწინეთ რა NCDC -ის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა თანახმადაც პრიორიტეტი ენიჭება ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ტესტებს, შესაბამისად აღნიშნულ მოკვლევაში რეკოემდაცია ეძლება ხარისხით (არა ფასით), გამოცდილებით და საერთშორისო აღიარებით, კორეულ კომპანია SD Biosensor-ს.
ერთეულის ფასი - 4.97 USD (ტრანსპორტირების გარეშე).
ტრანსპორტირების ხარჯი, სავარაუდოდო შეადგენს დაახლოებით USD 177 000.
From: Maia Alkhazashvili
Sent: 27 October, 2020 14:23
To: Nino Kvernadze
Cc: Tamar Gabunia
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
ნინო მოგესალმებით,
პრიორიტეტი ჩვენი მხრიდან ენიჭება ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ტესტს, ეს არის კორეული ტესტი კომპანია SD Biosensor-ის მიერ მოწოდებული და თან ფასიც მისაღებია.
პატივისცემით,
მაია
From: Nino Kvernadze [mailto:ninokvernadze@moh.gov.ge]
Sent: Monday, October 26, 2020 10:52 PM
To: Maia Alkhazashvili; Otar Namicheishvili; Khatuna Zakhashvili; Rusudan Khutsishvili; Irma Khonelidze
Cc: Tamar Gabunia; Amiran Gamkrelidze; Nino Gvenetadze; Lia Tavadze; Paata Imnadze; Maia Nikoleishvili
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
Importance: High
საღამო მშვიდობისა,
როგორც იცით მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განმახორციელებელი ჯგუფს (PIU) დაევალა ნახევარი მილიონი სწრაფი ანტიგენ ტესტების შეძენა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ბაზრის კვლევა.წინადადებების მიღების ვადა ამოიწურა დღეს.
მოკვლევის დროს გამოიკვეთა ანტიგენ ტესტების ღირებულების საგრძნობი კლება ბაზარზე.
ინტერესი გამოხატა საქართველოში ორმა კომპანიამ, ხოლო ჯამში გვყავს სამი მომწოდებელი:
1. ადგილობრივი მომწოდებლის „weekend“, ფასი USD 6.2 https://www.prestigediagnostics.co.uk/coronavirus
ამ კომპანიას არ განვიხილავთ, ცალსახად ძვირია.გარდა ამისა გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი რომ ანტიგენ ანტისხეულები და პისიარი ერთმანეთში ეშლებათ, ვინაიდან სწრაფი ანტიგენ ტესტები საერთოდ არ იძებნება დასახელებული კომპანიის პრეზენტაციაში, უფრო მეტიც, შემოთავაზებული დასახელებით ტესტები „RADCOV4 - კორონა ვირუსის დასადგენი ანტიგენ სწრაფი ტესტი (2019-nCoV Antigen Rapid Test Device)“ მათთან კორესპონდენციაში საერთოდ არ იძებნება.
2. კომპანია ლაბექსპრესი, ფასი USD 4.25 OnSite COVID-19 IgG/IgM Rapid Test https://ctkbiotech.com/covid-19/
შემოთავაზებული ფასი არის დაბალი, თუმცა არ აქვს თავად ამერიკული FDA ავტორიზაცია - ვებ-გვერდზეც იკითხება შენიშვნა „For Export Only, Not For Re-sale in the USA“; არც WHO საკვალიფიკაციო ნუსხაშია https://www.who.int/diagnostics_laboratory/201002_eul_sars_cov2_product_list.pdf?ua=1 (WHO Emergency Use Listing for SARS-CoV-2 in vitro diagnostic products https://www.who.int/diagnostics_laboratory/EUL/en/ ). მხოლოდ ავსტრალიის TGA (Therapeutic Goods Administration) https://www.tga.gov.au/ ავტორიზაცია ჰქონდა (https://www.who.int/diagnostics_laboratory/200907_imdrf_collated_table__7_september_2020.pdf?ua=1 გვერდი 39), თუმცა ამ ეტაპზე მოქმედი ავტორიზაცია ამ კონკრეტული ტესტისთვის აქაც აღარ იძებნება https://www.tga.gov.au/covid-19-test-kits-included-artg-legal-supply-australia .
შესაბამისად, NCDC - ის რეკომენდაციას რომ მივყვეთ, ეს ტესტიც გამოირიცხა.
3. კორეული კომპანია SD Biosensor, ფასი 4.97 (ტრანსპორტირების გარეშე). მოლაპარაკების შედეგად წარმოადგინეს ტრანსპორტირების ხარჯიც, თუმცა ცალკე და შეადგენს დაახლოებით USD 177 000. შესაბამისად ერთეულის ფასი გამოდის USD 5.324.
როგორც იცით ბიოსენსორთან ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი გაფორმებული. აღსანიშნავია რომ შემოთავაზებული ფასი არის თითქმის განახევრებული წინა ანტიგენის ფასთან შედარებით USD 9.2. თუმცა მაშინ რაოდენობაც ცოტა იყო. ასევე როგორც იცით მათი ტესტები არის WHO საკვალიფიაციო ნუსხაში.
გავითვალისწინეთ რა NCDC -ის შენიშნები, აღნიშნულ მოკვლევაში გაიმარჯვა ხარისხით (არა ფასით), გამოცდილებით და საერთშორისო აღიარებით ბიოსენსორმა.
თუ გაქვთ შენიშვნები ან კითხვები ზემოაღნიშნულთან დაკავშრებით გთხოვთ ხვალ დილით მოგვწეროთ. ხვალვე გვექნება ონლაინ კომისიის სხდომა რათა დაუყოვნებლივ მივწეროთ მსოფლიო ბანკს და მივიღოთ თანხმობა შესყიდვაზე.
ღამე ნებისა,
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
პროექტის მენეჯერი,
მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU),
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Nino Kvernadze
Project Manager, PIU – World Bank
Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Email: ninokvernadze@moh.gov.ge
Cell: +995 599 18 46 44
From: Maia Alkhazashvili [mailto:M.Alkhazashvili@ncdc.ge]
Sent: Tuesday, October 20, 2020 6:47 PM
To: Otar Namicheishvili <o.namicheishvili@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Rusudan Khutsishvili <r.khutsishvili@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>
Cc: Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
ოთო,
ჩემი აზრით, რადგან ანტიგენების მასიურ გამოყენებაზე გადავდივართ, ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესყიდვის დროს ჯანმოს რეკომენდაციებით უნდა ვისარგებლოთ.
https://www.who.int/diagnostics_laboratory/201002_eul_sars_cov2_product_list.pdf?ua=1
პატივისცემით,
მაია
From: Otar Namicheishvili
Sent: Tuesday, October 20, 2020 6:17 PM
To: Maia Alkhazashvili; Khatuna Zakhashvili; Rusudan Khutsishvili; Irma Khonelidze
Cc: Nino Gvenetadze; Lia Tavadze; Nino Kvernadze; Amiran Gamkrelidze; Paata Imnadze
Subject: RE: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
Importance: High
ძვირფასო კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გეგმავს დამატებით 500 000 ცალი ანტიგენის სწრაფი ტესტის შესყიდვას, ბაზრის კვლევაზე ერთერთმა მიმწოდებელმა (შპს Weekend) შემოგვთავაზა Prestige Diagnostics UK-ის წარმოებული ტესტები.
გთხოვთ გადახედოთ და გვაცნობოთ რამდენად მისაღებია.
პატივისცემით,
ო.ნამიჭეიშვილი
From: Nino Kvernadze [mailto:ninokvernadze@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, October 20, 2020 1:49 PM
To: Otar Namicheishvili; Maia Alkhazashvili
Cc: Nino Gvenetadze; Lia Tavadze
Subject: FW: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
ოთო, მაია,
ვინაიდან ისევ სასწრაფო შესყიდვის საკითხი დგას ანტიგენ ტესტებზე, ვართ ფასთა მოკვლევის ეტაპზე.
ჯერ არ ვიცით კორეის ახალი ფასი, თუმცა არის ერთი მომწოდებელი რომელმაც თვითონ მოგვწერა და შემოგვთავაზა ტესტები საკმაოდ ადექვატურ ფასად.
გთხოვთ გაეცანით მომწოდებლის შემოთავაზებას და მოგვწერეთ თქვენი პოზიცია.
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
From: Bondo Goletiani <bondo.goletiani@gmail.com>
Sent: 15 October, 2020 16:41
To: Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>
Cc: George.bachiashvili@gmail.com
Subject: ანტიგეტის სწრაფი ტესტები
მოგესალმებით,
გიგზავნით ინფორმაციას კორონა ვირუსის ანტიგენის სწრაფ ტესტებზე.
მწარმოებელი კომპანია: Prestige Diagnostics UK
არის ორი ვარიანტი:
1. RADCOV4 - ანგიტენის სწრაფი ტესტი მხოლოდ კორონა ვირუსის დასადგენად. (COVID-19)
2. RADCOV5 - ანტიგენის სწრაფი ტესტი კორონა ვირუსის, გრიპი A და გრიპი B დასადგენად. (COVID-19 and Influenza A&B)
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილები.
ფასი:
RADCOV4 - 6.5 აშშ დოლარი
RADCOV5 (3 in 1) - 8.5 აშშ დოლარი
ფასში შედის საქართველოში ჩამოტანა და დანიშნულების ადგილამდე მიწოდება.
მოწოდების ვადა: 15 დღე
ასევე იხილეთ მიმაგრებული სერტიფიკატები რომელიც გაცემულია დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის საშუალებების (პროდუქტების) მარეგულირებელი სააგენტოს მიერ. იხილეთ შემდეგი პოზიციები: 280 და 284
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.
პატივისცემით
ბონდო გოლეთიანი
შპს Weekend
ტელ: 599555115