From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 5-6 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; nshengelidze@moh.gov.ge; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 06.11.2020 11:16
Attachments :

მედია მონიტორინგი

5 ნოემბერი

ტელევიზია

ჯანდაცვის მინისტრმი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის მინისტრმი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.

კორონავირუსი

05.11.2020

Link:    05.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

1. საქართველოში კორონავირუსის 2401 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 46 217-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2289 პაციენტი და სულ ვირუსი 31 170-მა ადამიანმა დაამარცხა, ვირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და სულ ჯამში თებერვლის შემდეგ ვირუსს 401 პირი ემსხვერლა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: "დღეის მდგომარეობით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2401 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს - ვაქცინაციას სახელმწიფო ანაზღაურებს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

გართულებული ეპიდმდგომარეობის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპის ვაქცინის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

ტიკარაძე #СOVID19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

ჯანდაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც საქმის კურსს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტრო, მათ მიმართავს, რომ მოხდეს პაციენტების დიფერენცირება. ლაშა მაჭარაშვილი: ,,პაციენტი, რომელიც საჭიროებს უნდა დარჩეს კლინიკაში, თუმცა თუ კი მსუბუქად მიმდიანრეობს დააავდება უნდა მოხდეს მისი გადაყვანა სასტუმროში ან სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით."

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - I არხი - მოამბე 15:00

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაზე გადავდივართ. გიორგი გახარიას თქმით, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ევროპაში ვირუსის დინამიკის გათვალისწინებით, შემთხვევების ზრდა იქნება, რისთვისაც მზადყოფნაა საჭირო. პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტიანად გატარდეს.

კოვიდ 19

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

კოვიდ ვითარება და მედპერსონალის გარეშე დარჩენილი ქვეყანა. დაინფიცირებული მედიკოსების და დაავადებული პაციენტების მატების გამო საავადმყოფოები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. კლინიკები ექიმებს და ექთნებს სარეკლამო მესიჯების საშუალებით ეძებენ. მიუხედავად ამისა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამ ვიტარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ფიქრობს რომ მსგავსი პრაქტიკა პანდემიის პირობებში მისაღებია და პროცესს სამედიცინო პერსონალის მომატებული ინფიცირებით ხსნის.

ვირუსით ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში

05.11.2020

Link:    05.11.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ვირუსით ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში. - ასეთია კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში, ჰოსპიტალიზაციის 15%-მდე ჩამოწევა, სასტუმროებში თერაპიული მართვა, ბინებზე მკურნალობა, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი.

კორონავირუსი საქართველოში

05.11.2020

Link:    05.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ხალხმრავალი შეკრებები არის ყველაზე მაღალი რისკი, რომ კორონავირუსი კიდევ უფრო გავრცელდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებს, დაიცვან წესები. ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში არავინ კრძალავს, მთავარია არავის ვავნოთ და ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

იმნაძის განცხადება

05.11.2020

Link:    05.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა და ეს არ არის ვინმეს დაშინება.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

05.11.2020

Link:    05.11.2020 - I არხი - მოამბე 18:00

20 გარდაცვლილი და 2 401 ახალი კოვიდინფიცირებული - ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში. „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა მოქალაქის ერთდროულად დაინფიცირებას, ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

კოვიდ-19

05.11.2020

Link:    05.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

როგორ აპირებს მთავრობა მზარდი სტატისტიკის მართვას საქართველო ვირუსთან ადაპტაციის სტრატეგიას არ ცვლის. პირბადე უკვე ღია სივრცეშიც სავალდებულოა. დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად გრძელდება, კვების ყველა ობიექტი 22 საათზე იხურება, ხალხმრავალი შეკრებები ისევ სარისკოა. მთავრობა ფიქრობს, როგორ მართოს პროცესი კვლავ წერტილოვანი შეზღუდვებით მაია ცქიტიშვილი: "საბჭო, რა თქმა უნდა, ასევე მსჯელობა იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, იმისთვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას."

ვირუსის რეკორდული ზრდა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე რამდენიმე დღეა 2 ათასს გადასცდა. ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულ მედიკოსთა რაოდენობა. ჰოსპიტალური სექტორი პარალიზების ზღვარზე მუშაობს. მაღალი სტატისტიკა ეპიდემიოლოგებს უკვე აშფოთებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს საკუთარ განცხადებას ახსენებს - სამწუხარო რეალობაზე და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაზე. ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ რეგულაციების უგულვებელყოფა ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.

კორონავირუსი და საქართველო

05.11.2020

Link:    05.11.2020 - კავკასია - დღეს 19:00

მთავრობა შეზღუდვებზე მსჯელობს. შესაძლო შეზღუდვები გიორგი გახარიამ დააანონსა. 2 401 ახალი ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი და 2 289 განკურნებულიასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში. 293 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, ხოლო 638-ის მდგომარეობა მძიმეა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

05.11.2020

Link:    05.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

1. კარანტინის რეჟიმის ამოქმედება არ იგეგმება, თუმცა მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე და მზარდ რისკებზე მიუთითებენ. ამიტომ ქუჩაში გასულ პოლიტიკოსებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პირბადეების ტარებისკენ და ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესებული კოვიდსტატისტიკის კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებს პრემიერიც.

 

 

 

6 ნოემბერი

ტელევიზია

06.11.2020

Link:    06.11.2020 - იმედი - იმედის დილა

სეზონური გრიპის 25 000 ვაქცინა საქართველოში-ეკა ადამია

ანონსი

06.11.2020

Link:    06.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

3. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება.

კორონავირუსი

06.11.2020

Link:    06.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. თუ სწორად ვთარგმნი კანცელარიის მიერ დაორგანიზებულ გუშინდელ სხდომას, ფაქტია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის თანახმად პაციენტებით გადავსებულია საავადმყოფოები, ისიც ფაქტია, რომ იქ ბევრი უსპიმტომო, ასევე, თანმდევი სარისკო დაავადების მქონენიც არიან. პრემიერი სახლიდან მოუწოდებს დაბეჯითებით ტონში ჯანდაცვის მინისტრს, რომ მოხდეს მინიმუმ 10%-ით ჰოსპიტალების დატვირთვის შემცირება.

ამირან გამყრელიძის განცხადება

06.11.2020

Link:    06.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გამოთქვამს იმედს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფრასტრუქტურული და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაშ მოსაყვანად კლინიკებს გონივრულ ვადას მისცემს. 2021 წლის 1 იანვრიდან ჰოსპოტალური სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე სტაციონალურ დაწესებულებებს თავიანთი ინფრასტრუქტურის და ტექნიკური მხარის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევთ.

06.11.2020

Link:    06.11.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

კორონავირუსის სტატისტიკა-ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

კოვიდ ვითარება

06.11.2020

Link:    06.11.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარების შესახებ იმსჯელეს გადაცემაში "ნამდვილი რიცხვები". სტუდიაში მოწვეულმა მედიკოსებმა რისკებსა და საფრთხეებზე გააკეთეს აქცენტი, რომელიც კოვიდ 19 ახლავს თან. გადაცემაში მოწვეულმა სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ შეიძინა.

ქვეყანა დგას ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე - ბიძინა კულუმბეგოვი საპროტესტო აქციების საგანგაშო მხარეებზე

06.11.2020

Link:    06.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ეპიდემიოლოგებისთვის ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების უპრეცედენტო სტატისტიკა შემაშფოთებელია. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. სამედიცინო დარგის სპეციალისტები ეხმაურებიან აქციებს და მბობენ, რომ შესაძლოა მსგავსმა შეკრებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ეპიდემიოლოგები ასევე წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

კორონავირუსი

06.11.2020

Link:    06.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი, ბოლო დღე-ღამეში 2775 ინფიცირებულია, საგანგაშოა გარდაცვლილთა სტატისტიკაც. ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდვითარების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. გადატვირთულია საავადმყოფოები, პაციენტები სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩნენ. სასწრაფოს სამკურნალოდ მძიმე პაციენტების ნაწილიც ვეღარ გადაჰყავს. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: "გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას".

2775 ახალი შემთხვევა

06.11.2020

Link:    06.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კოვიდ ვითარება

06.11.2020

Link:    06.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარება მიმოიხილეს გადაცემაში "ნამდვილი რიცხვები". ექიმებმა ისაუბრეს იმ იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალი ვირუსის შესახებ დაგროვდა. დავით გადელიას თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ყველა გადაუდებელი დახმარების მოთხოვნაზე რეაგირებენ ოპერატიულად.

ომბუდსმენი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს

06.11.2020

Link:    06.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ომბუდსმენი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. სახალხო დამცველი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, „შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესისა და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.

5 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ინფიცირების ზრდას ინფიცირებული პრემიერი ქუჩის აქტივობებს უკავშირებს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ჯიბისი.ჯი

ჰოსპიტალიზაციის სისტემის15%-მდე ჩამოწევა, covid სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტები და სამედიცინო მეთვალყურეობა, - პრემიერმა ახალი რეკომენდაციები წარმოადგინა. გახარია ინფიცირების მატებას ქუჩის შეკრებებს უკავშირებს უწყებათშორისი საბჭოს ონლაინ სხდომაზე გიორგი გახარიამ covid -ის მართვაში ანტიგენის ტესტის მეტად გააქტიურების საჭიროებაზე განაცხადა. არ გამორიცხა წერტილოვანი შეზღუდვევბის გადახედვა, გლობალური ეპიდვითარების გათვალისწინებით.

პაატა იმნაძე - ვერც ერთი სისტემა, ექიმი და საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება - ეს მოხდება, თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, თუ მოქალაქეები ელემენტარულ წესებს არ დაიცავენ, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

პაატა იმნაძის განცხადებით, თუ პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შედეგი PCR-ით გადამოწმებას აღარ ექვემდებარება

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შედეგი PCR-ით გადამოწმებას აღარ ექვემდებარება. „ინტერპრესნიუსისკითხვაზე, ხდება თუ არა სწრაფი ტესტის შედეგის PCR-ით გადამოწმება, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ის სწრაფი ტესტები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება მგრძნობელობითა და სპეციფიურობით თითქმის PCR ტესტის მსგავსია.

ამირან გამყრელიძე - პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ერთმანეთს ინფექცია არ გადავდოთ

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ინფექცია ერთმანეთს არ გადავდოთ, - ამის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ადამიანი პირველი სიმპტომებისთანავე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან ეს ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე ეფექტური საშუალებაა - გახარია

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა, გადასახედი გვექნება - გიორგი გახარია

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, - განაცხადა პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზს სხდომაზე, სადაც მან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის ვერც ერთი სისტემა ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად - პაატა იმნაძე

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად.

გამყრელიძე: უნდა გავითავისოთ, იფნიცირებულების დიდი ნაწილი ბინაზე უნდა იმართოს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ტაბულა.ჯი

შემთხვევების ზრდა იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ დიდი რაოდენობა ინფიცირებული ადამიანების ძირითადად უნდა იმართონ ბინაზე, რადგან უმრავლესობის მდგომარეობა მაინც მსუბუქია. ასევე დიდი პროცენტი, 20-30% უსიმპტომო პირები არიან, ესენიც ბინაზე უნდა იმართონ, მაგრამ, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება, მათთვის ქვეყანაში შესაბამისი პირობები არის და საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად თავისუფლდება. ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 5 ნოემბერი, 2020

გამყრელიძე: ძალიან კარგია, რასაც ვუყურებ, ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ტაბულა.ჯი

ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, უკვე გავითავისეთ ეს და გარეთაც, ქუჩაში ადამიანები ატარებენ პირბადეს, ეს, ნახავთ, რომ მოგვცემს ეფექტს ინფექციის შემცირებასთან მიმართებაში. ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძე: გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა ქვეყანაში, მოგიწოდებთ, რისკ-ჯგუფები ავიცრათ

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ტაბულა.ჯი

გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში და, პირველ რიგში, რისკჯგუფებს მოგიწოდებთ. სასურველია, რომ ამ თვის განმავლობაში უმრავლესობა რისკჯგუფებისა ავიცრათ. გრიპის ვირუსზე აცრა მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება. ორსული ქალები, დიაბეტით ავადმყოფები, 65 წელს ზემოთ ადამიანები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ბაღების აღმზრდელები, სამედიცინო პერსონალი აუცილებელია ავიცრათ და გრიპის ვირუსს მომზადებულები დავხვდეთ.

ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს - პაატა იმნაძე

05.11.2020

Link:    05.11.2020 - მედიანიუს.ჯი

ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ეს არ არის ხოლმე არავის დაშინება. ეს არის იმ სამწუხარო რეალობის ჩვენება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს.

როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე ეფექტური საშუალებაა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - კვირა.ჯი

როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანლობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

პაატა იმნაძე: ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, თუ ყველა ავად გავხდებით

05.11.2020

Link:    05.11.2020 - პია.ჯი

ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებას. სულ რომ გერმანული საავადმყოფოები აქ გადმოვიტანოთ, გერმანელი ექიმებით, ისიც ვერ გაუძლებას იმას, თუ ყველა ავად გავხდებით, და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან, ქვეყანაში უკვე ოფიციალურად ანტიგენზე დამყარებული ტესტი კორონავირუსით ინფიცირების დადგენისთვის გამოიყენება.

ტესტირების არეალი ფართოვდება: "დღიურად 14-15 ათასი ტესტი გაკეთდება"

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღიურად PCR და ანტიგენზე დამყარებული ტესტების საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, 14-15 ათასამდე ავა. “გუშინ გამოვიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება.

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა დღეს არსებულ ინფიცირების მაჩვენებლებს უმკლავდება, რაც სისტემის მდგრადობაზე მეტყველებს.

პაატა იმნაძე: თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ, ჯანდაცვის სისტემა წნეხს ვერ გაუძლებს. როგორც იმნაძე ამბობს, ის არავის აშინებს და უბრალოდ, საუბრობს იმ რეალობაზე, რაც ქვეყანას ელის თუ რეგულაციებს არ შევასრულებთ. "კარგად ხედავთ, რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ძლიერ ქვეყნებში, რომელთაც ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემა აქვთ.

ამირან გამყრელიძე: იმედია, სამინისტრო კლინიკებს გონივრულ ვადას მისცემს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფრასტრუქტურული და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კლინიკებს გონივრულ ვადას მისცემს. საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან ჰოსპიტალური სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ამირან გამყრელიძე - ძალიან კარგია, რასაც ახლა ვუყურებ, ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს, ნახავთ, რომ ეს შედეგს მოგვცემს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა თანდათანობით მიმართავს გამკაცრებულ ღონისძიებებს. მისივე თქმით, ძირითადი პოლიტიკა არის .. წერტილოვანი შეზღუდვები. გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ეტაპობრივად სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე.

პაატა იმნაძე: ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, თუ ყველა ავად გავხდებით

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინფო9

ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებას. სულ რომ გერმანული საავადმყოფოები აქ გადმოვიტანოთ, გერმანელი ექიმებით, ისიც ვერ გაუძლებას იმას, თუ ყველა ავად გავხდებით, და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან, ქვეყანაში უკვე ოფიციალურად ანტიგენზე დამყარებული ტესტი კორონავირუსით ინფიცირების დადგენისთვის გამოიყენება.

ამირან გამყრელიძე - მსოფლიოში კორონავირუსით მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი და ხალხის დიდ ნაწილს კოვიდის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან 10 თვის თავზეც პანდემიასთან დაკავშირებით მოქალაქეების თვითშეგნების დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მისივე თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი და ამ ფონზე მოქალაქეების დიდ ნაწილსკოვიდ-19“-ის არსებობის მაინც არ სჯერა. „პანდემიის დაწყებიდან 10 თვე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ, პანდემიასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების და ჩვენი თვითშეგნების დონე მაინც არ არის იმ დონეზე.

საუბარი იყო, რომ კლინიკებში პაციენტთა დიფერენცირება მოხდეს “- ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შედეგები

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრას 20-მდე კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მათ შორის იყოამტელ ჰოსპიტალისკლინიკური დირექტორი ლაშა მაჭარაშვილიც.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 401 იყო, რაც მორიგ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 33 459-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 401- შეადგენს. მათ შორის დღეს 20 პაციენტი ემსხვერპლა ვირუსს. გარდა ამისა, 5 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 160 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 446 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 489 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 950 253 PCR ტესტია ჩატარებული.

პაატა იმნაძე - ჯანდაცვის ვერც ერთი სისტემა, ექიმი, საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, ეს არის რეალობა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - კომერსანტ.ჯი

ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი, მეორედ შემოდგომაზე და მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე.

პაატა იმნაძე - თუ ყველა ერთად გავხდებით ავად, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თუ ყველა ერთად გახდება ავად, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. იმნაძის თქმით, თუ წესებს არ დავიცავთ, შესაძლებელია ყველა გახდეს ავად.

6 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

სომხეთში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა

06.11.2020

Link:    06.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 101 773-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19- კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 506- მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 61 782 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კლინიკა ნიუმედიდასაქმებულებს და სტუდენტებს Covid 19-ის დიაგნოსტიკას უფასოდ ჩაუტარებს

06.11.2020

Link:    06.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

"კლინიკა ნიუმედი" დასაქმებულებს და სტუდენტებს Covid-19-ის დიაგნოსტიკას უფასოდ ჩაუტარებს. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამა შეეხება დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. კერძოდ, მომსახურების სფეროსა და სხვადასხვა პროფილის საწარმოების კონტინგენტს, სადაც კონტაგიოზურობის მაღალი რისკი არსებობს, ასევე სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებს და სტუდენტებს.

მიშველეთ!“ – გოგოს, რომელიც კოვიდინფიცირებული დედ-მამის შველას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა

06.11.2020

Link:    06.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

გუშინ სოციალური ქსელის ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში ახალგაზრდა ქალი კოვიდინფიცირებული მშობლებისთვის დახმარებას ითხოვდა და წერდა: „გამარჯობა! ორივე მშობელი მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები! რეანიმაცია ესაჭიროებათ! ყველა თუ ვინმე მყავდა, ნაცნობი შევაწუხე, იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ-თქო და ამ დრომდე არაფერია. იქნება დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“. მალევე, ამაზე პოსტით გაირკვა, რომ ქალს ჯერ დედა, მოგვიანებით კი მამაც გარდაეცვალა.