From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 4-5 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; nshengelidze@moh.gov.ge; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 05.11.2020 07:56
Attachments :

მედია მონიტორინგი

4 ნოემბერი

ტელევიზია

გრიპის ვაქცინაცია

04.11.2020

Link:    04.11.2020 - I არხი - ახალი დღე

2 ნოემბრიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს, რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია ხელმისაწვდომია და ვაქცინის მარაგი მთელი კვირის განმავლობაში შეივსება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - I არხი - მოამბე 12:00

დღეიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც ისევე სავალდებულო ხდება, როგორც დახურულ სივრცეში. ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათამდე იმუშავებენ. დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

ახალი შეზღუდვები

04.11.2020

Link:    04.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

დღეიდან პირბადის გამოყენება ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. ის მოქალაქეები კი რომლებიც ამ წესს არ დაემორჩილებიან 20 ლარით დაჯარიმდებიან. ბექა ფერაძე:" ეს შეზღუდვა არის ორიენტირებული პრევენციაზე და არა საჯარიმო სანქციაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ჯარიმა არ იქნება გამოყენებული". 2. მელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, მანამდე ეს შეზღუდვა მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და მცხეთაში მოქმედებდა. 3. ათ ქალაქში სკოლები დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში,გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სწავლება ონლაინ-რეჟიმზეა გადასული.

გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. როგორც დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე, კრიტერიუმების შესაბამისად, შერჩეული 29 ოჯახის სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.

29 დევნილ ოჯახს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აუშენდება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

04.11.2020

Link:    04.11.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

19 გარდაცვლილი და კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა საქართველოში, – ეს დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში. მათ შორის, თბილისს 989 ახალი კოვიდინფიცირებული ჰყავს. გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

თბილისის ერთერთ კოვიდსასტუმროში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 5 დღის წინ სასწრაფო გამოიძახეს, რადგან მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.სასწრაფოს ექიმებმა კი 60 წლის ქალი, კლინიკის ნაცვლად, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს - ოჯახი სამედიცინო პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ნათესავები ამტკიცებენ, რომ ქალს კორონავირუსი არ ჰქონია. "არ მკურნალობდნენ, მხოლოდ საჭმელს აწვდიდნენ. ანალიზებიც ძალიან გვიან აუღეს", - ამბობს ოჯახი.

კოვიდ 19

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

ამ წუთებში თბილისშ ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიასტან კრიმინალური პოლიცია და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცნობილი ხდება რომ 60 წლის ქალბატონი ემსხვერპლა კორონა ვირუსს. ის კოვიდ სასტუმროში გუშინ მოათავსეს. პჯახის წევრები კი ირწმუნებიან რომ მათ მედიკოსებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

კლინიკები 2021 წლის იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციის ერთი წლის გადავადებას ითხოვენ

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

2021 წლის 1 იანვრიდან კლინიკებისთვის რეგულაციების ახალი პაკეტი შედის ძალაში. მთავრობის მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტით ჰოსპიტალური სეტქორისთვის განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

კორონავირუსი საქართველოში

04.11.2020

Link:    04.11.2020 - I არხი - მოამბე 18:00

19 დაღუპული და კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა საქართველოში - დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში. აქედან თბილისს 989 ახალი კოვიდინფიცირებული ჰყავს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდანაციონალური მოძრაობისწევრს, სალომე სამადაშვილს. ამის შესახებ მანფეისბუქისგვერდზე დაწერა. სამადშვილს პენიტენციურმა სამსახურმა მოსთხოვა ტესტის გაკეთება გიორგი რურუას მონახულებამდე. საპატრულო პოლიცია გარესივრცეებში პირბადის გამოყენებას აკონტროლებს.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ენმ-ის წევრმა ლაბორატორიულად დადებითი პასუხი დღეს დილით მიიღო. მან არ იცის ვინ არის ინფიცირების წყარო. (2) კორონა ვირუსით დღეს კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 47 წლისაა, ის ბათუმში მკურნალობდა. ბოლო 24 საათში 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. (3) საპატრულო პოლიცია კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. პატრულ-ინსპექტორები მობილიზებულნი არიან თბილისში არსებულ ყველა მეტრო-სადგურთან და წესების დაცვას აკონტროლებენ.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

კოვიდ-19-ის გავრცელების დინამიკა მატულობს. წინა კვირასთან შედარებით, ბოლო სამი დღეა, დღიური მაჩვენებლები იზრდება. დღევანდელი მონაცემი 2 300- მიუახლოვდა. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ყოველდღე მზარდია გამოჯანმრთელებულთა მონაცემიც, რომელმაც დღეს 2 500- გადაჭარბა. გეოგრაფიული გადანაწილების მიხედვით, მკვეთრად არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა თბილისში. მცირედი კლების შემდეგ, კვლავ გახშირდა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთა ინფიცირების ფაქტები.

კორონავირუსის მორიგი რეკორდიგასულ დღე-ღამეში ინფექციამ კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კავკასია - დღეს 19:00

კორონავირუსის მორიგი რეკორდიბოლო 24 საათში COVID-19 ქვეყანაში 2295 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 817-მდე გაიზარდა. კორონავირუსის ყველაზე მეტი – 989 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ყველაზე აქტიურ წითელ ზონად ისევ თბილისი, აჭარა და იმერეთი რჩება. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. COVID-19-ით ქვეყანაში სულ 381 ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსის პიკი - ინფიცირებულთა შორის დღეს 209 მედპერსონალია, იზრდება ინფიცირებულ პოლიტიკოსთა რაოდენობაც

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 07:30

2 295 ახალი ინფიცირებული ერთ დღეში და ყველაზე მეტი ისევ თბილისში, კვლავ ახალი რეკორდი - ინფიცირების შემთხვევები ასევე იმატებს სამედიცინო პერსონალში. ინფიცირებულია 209 მედიკოსი. იზრდება ინფიცირებულ პოლიტიკოსთა რაოდენობაც. დღეს კორონავირუსი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს დაუდასტურდა. რისკები, რომელიც ხალხმრავლობას და რეგულაციების დარღვევას თან ახლდა, სახეზეა, მხოლოდ თბილისში ერთ დღეში ათასი ინფიცირებულია. როგორ განვითარდება მოვლენები, სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

1. გასული დღე ღამის განმავლობაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და 2 ათას 295 შეადგინა, მათ შორის 209 მედიკოსია. კორონავირუსი დაუდასტურდა ნაციონალური მოძრაობის წევრს სალომე სამადაშვილს.კოვიდ-19-ის მეორე ტალღის მიმდინარეობა მძაფრდება, ამიტომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გასაწყვეტად, აუცილებელია, რომ კოვიდ ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები დაუყოვნებლივ თვითიზოლაციაში გადავიდნენ ამას ამირან გამყრელიძე აცხადებს.

5 ნოემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ერთ დღეში კოვიდ დადასტურებული პაციენტების რაოდენობით 2000-იანი ზღვარი გადავლხეთ. გუშინ თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში 384 კოვიდ ინფიცირებული შემთხვევა, იმერეთში 387, ქვემო ქართლში 166, შიდა ქართლში 133, გურიაში 27, სამეგრელო-ზემოთ სვანეთში 97, კახეთში 47, მცხეთა-მთიანეთში 33, სამცხე-ჯავახეთში 29. ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

05.11.2020

Link:    05.11.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

კორონავირუსის სტატისტიკა

ჯანდაცვის მინისტრმი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ჯანდაცვის მინისტრმი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.

4 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე: დღეს კორონავირუსი 209 ექიმს დაუდგინდა, ფრთხილად იყავით

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიემ.ჯი

"დღეს კორონავირუსი 209 ექიმს დაუდგინდა, ფრთხილად იყავით", - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი ამირან გამყრელიძე კოლეგებს მიმართავს. „მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით, 209 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, რადგან ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კერძო საბავშვო ბაღები, ასევე, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

როდის უნდა გადავიდეთ თვითიზოლაციაში? - გამყრელიძის რეკომენდაცია

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან კონსულტაცია, რათა დადასტურდეს, ადამიანს კოვიდი აქვს თუ უბრალოდ - რესპირატორული დაავადება. გამყრელიძის განმარტებით, თუ დადასტურდა და ადამიანს აქვს კოვიდი, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები მასთან კონსულტაციით გადადგას.

"ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ გაფართოვდება, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება"

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიპიენ.ჯი

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ მეტად გაფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ტესტი თავის დროზე ჩატარდება. ტესტი უტარდება ყველას, ვისთანაც საჭიროება არის. როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი დილით ქვეყანაში ჩატარებულია 11 527 PCR ტესტი, მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.

ამირან გამყრელიძე - დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვოს. როგორც მან ვიდეომიმართვისას განმარტა, გრიპის ვაქცინას და აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. „როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

მშობლების საყურადღებოდ - ღია სივრცეში პირბადის ტარება ბავშვებისთვისაც სავალდებულოავ

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითდღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა და სანქციის დარღვევაზე პირი 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება. როგორც, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა. „ბავშვებისთვის პირბადის ტარება 6 წლის ზემოთ არის სავალდებულო. კანონის დარღვევის შემთხევაში ჯარიმდება ბავშვის მშობელი, ან მეურვე, ვინც ბავშვზეა პასუხისმგებელი“, – აცხადებენ უწყებაში.

ამირან გამყრელიძე - ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის მიმდინარეობა მძაფრდება. მისივე თქმით, საქართველოში შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება. „რაც შეეხება ევროპის რეგიონს, თითქმის ყველა ქვეყანაში სიტუაცია და მეორე ტალღის მიმდინარეობა უფრო და უფრო მძაფრდება. ამის გამო, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღეს. საქართველოშიც ამ მხრივ, თანდათან ვაძლიერებთ სხვადასხვა შემზღუდავ ღონისძიებებს პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - პანიკას არ უნდა მივეცეთ - ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გასაწყვეტად, აუცილებელია, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში. „შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში.

ამირან გამყრელიძე - ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ გაფართოვდება, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ მეტად გაფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ტესტი თავის დროზე ჩატარდება. ტესტი უტარდება ყველას, ვისთანაც საჭიროება არის. როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი დილით ქვეყანაში ჩატარებულია 11 527 PCR ტესტი, მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.

ამირან გამყრელიძე - დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვოს. როგორც მან ვიდეომიმართვისას განმარტა, გრიპის ვაქცინას და აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. „როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, ეს დაუშვებელია!“, - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა, აქვს გარკვეული ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციაში თანხის გადახდას სთხოვენ. ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძე - დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსით 209 მედპერსონალია ინფიცირებული

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა კვლავ მოიმატა. მისი თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსით 209 მედპერსონალია ინფიცირებული. „კვლავ მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილით გვაქვს 209 შემთხვევა. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან სწორედ ინფიცირებულ ადამიანებს.

ამირან გამყრელიძე: ინფექცია უკან არ იხევს, სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, მოსახლეობის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა ერთად გავუმკლავდეთ გამოწვევას

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ინფო9

გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან. „გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრეფს.

ამირან გამყრელიძე: დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ინფო9

დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან ვიდეომიმართვისას განმარტა, გრიპის ვაქცინას და აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. „როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის 209 სამედიცინო პერსონალია

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების დაინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატა. „მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, მეტი სიფრთხილით იყვნენ, რადგან სამედიცინო პერსონალში ინფიცირებამ ისევ მოიმატა. დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 209 შემთხვევა.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 29 პირი დაინფიცირდა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კვირა.ჯი

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა. - რეკლამა - გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან დაინფიცირებულთა შორის არის სამედიცინო პერსონალიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ კორონავირუსი ასპინძის სასწრაფოს ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. დაინფიცირებულთა შორის არიან ნინოწმინდის კლინიკის სამედიცინო პერსონალიც.

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის ინფიცირებამ მოიმატადღეს 209 შემთხვევა გვაქვს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევიდან 209 სამედიცინო პერსონალია. "კვლავ მინდა მივმართო, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ ჩემი კოლეგები. სამედიცინო პერსონალში ისევ მოიმატა ინფიცირებამ, დღეს დილით გვაქვს 209 შემთხვევა. მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, თუ რაოდენ კრიტიკულია დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა.

გამყრელიძე: პანდემია კარგა ხანს არ გაჩერდება, გვექნება შემთხვევების ზრდა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტაბულა.ჯი

პანდემია არ ჩერდება და კიდევ კარგა ხანს არ გაჩერდება. ჩვენ გვექნება შემთხვევების ზრდა. ამიტომ, ეს შემთხვევები უნდა იმართოს. იმართოს ჯანდაცვის სექტორის და ჩვენ მიერ. საავადმყოფოში დაწოლა სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანებს, სადაც ამას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი ან სასწრაფოს ექიმი. ზოგადად, ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს, დაახლოებით, ინფიცირებულთა 15-20%. ზოგიერთ ქვეყანას ეს აქვს 10%-ის ფარგლებში. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს საავადმყოფოებზე დატვირთვა... ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა. 4 ნოემბერი, 2020

კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს - ამირან გამყრელიძე

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან. „გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრეფს. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ ყური არ ათხოვა ჩვენს თხოვნას“ - კლინიკები ახალი რეგულაციის გადავადებას ითხოვენ

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიემ.ჯი

2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

15 240 აქტიური შემთხვევა – 4 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 240 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 2 295 იყო, რაც რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს წარმოადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 31 170-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 381- შეადგენს. გარდა ამისა, 4 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3 004 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 428 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 355 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 938 445 PCR ტესტია ჩატარებული.

ამირან გამყრელიძე - ინფექცია უკან არ იხევს, სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, მოსახლეობის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა ერთად გავუმკლავდეთ გამოწვევას

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია. სწორედ ამიტომ, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან. „გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრეფს.

ამირან გამყრელიძე - დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვოს. როგორც მან ვიდეომიმართვისას განმარტა, გრიპის ვაქცინას და აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. „როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, ეს დაუშვებელია!“, - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა, აქვს გარკვეული ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციაში თანხის გადახდას სთხოვენ. ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

ამირან გამყრელიძე: დაუშვებელია, რომელიმე სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გასამრჯელო მოსთხოვოს, რადგან მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორც გრიპის ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. - რეკლამა - მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მოქალაქისთვის გასამრჯელოს მოთხოვნა დაუშვებელია. “კოვიდისგან განსხვავებით, გრიპისთვის არსებობს ეფექტური წამალი, ვაქცინა. ყოველწლიურად ქვეყანაში ვაქცინის სულ უფრო მეტი დოზის შემოტანა ხდება. წელს ყველაზე მეტი იქნა შემოტანილი.

ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ მოიმატა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კვირა.ჯი

მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით, 209 შემთხვევა გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. - რეკლამა - მისივე თქმით, ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ.

ამირან გამყრელიძე: თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კვირა.ჯი

ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციისა და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. - რეკლამა - მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გასაწყვეტად აუცილებელია, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ.

ამირან გამყრელიძე: ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ მეტად გაფართოვდება. - რეკლამა - მისივე თქმით, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. „ტესტი თავის დროზე ჩატარდება. ტესტი უტარდება ყველას, ვისთანაც საჭიროება არის. როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი დილით ქვეყანაში ჩატარებულია 11 527 PCR ტესტი, მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს Covid19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან. „მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით, სასამართლოში ვიზიტები“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

5 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

"ევექსი": გრიპის ვაქცინა, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში გვექნება

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

ევექსისკლინიკებში 4-კომპონენტიანი გრიპის ვაქცინები ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში bm.ge-ის უთხრეს, კლინიკა მომწოდებელზეა დამოკიდებული. „ვაქცინა შემოვა, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ადამიანებს ექნებათ საშუალება ცხელ ხაზზე დარეკონ, ჩაეწერონ კლინიკაში და აიცრან. წელს ვაქცინას განსაკუთრებით არ დაუგვიანია, გასულ წლებშიც ასეთ დროს ხდებოდა მისი შემოტანა“, - აცხადებენევექსში“.

კლინიკები ახალი რეგუალაციების გადავადებას ითხოვენ - ჯანდაცვის სამინისტრო უარზეა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

2021 წლის 1 იანვრიდან ჰოსპიტალურ სექტორისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე სტაციონალურ დაწესებულებებს თავიანთი ინფრასტრუქტურის და ტექნიკური მხარის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევთ. მათ შორის დადგენილებით განსაზღვრულია რამდენი ბოქსირებული პალატა უნდა გააჩნდეს კლინიკას საწოლფონდის გათვალისწინებით, ასევე, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი პალატები და სტაციონარი.

მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა - რა იყო საუბრის თემა?

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ბიემ.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც bm.ge- ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელზეც მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.

ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები ავიცილოთ

05.11.2020

Link:    05.11.2020 - კომერსანტ.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორცინტერპრესნიუსსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მათი ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.

ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები ავიცილოთ

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორცინტერპრესნიუსსოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მათი ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.

ჯანდაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

პრესა

ლოქდაუნი არ იქნება, მაგრამ... მაინც იქნება - შეზღუდვები ყოველდღიურად მკაცრდება "ეკონომიკა რაღაც დოზით იმუშავებს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბით"

05.11.2020

Link:    05.11.2020 - რეზონანსი

მთავრობა ირწმუნება, რომ ,,ლოკდაუნიარ იქნება, თუმცა ეკონომიკაში შეზღუდვები ლამის ყოველდღიურად წესდება. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, მათ შორის მომსახურების სფერო, რომელზეც მშპ- 68% მოდის, თითქმის მთლიანად იზღუდება. მთავრობაში მკაცრ რეგულაციებს იმით ამართლებენ, რომ არჩევანი მოქალაქეების ჯანმრთელობის სასარგებლოდ გააკეთეს, თუმცა აქაც დიდი წარუმატებლობაა, ეპიდემია ფაქტობრივად უმართავია, ხოლო ჩაკეტილი ეკონომიკა უამრავ პრობლემას ქმნის. ჯერ კიდევ 10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალა. მოგვიანებით შეზღუდვა დაწესდა სარესტორნო ბიზნესში, რომელსაც 22 საათიდან მომსახურების გაწევა შეეზღუდა.

3 ნოემბერს თბილისში 1489 მგზავრი ცდილობდა ავტობუსში პირბადის გარეშე ემგზავრა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - რეზონანსი

3 ნოემბერს თბილისში 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადესთან დაკავშირებით და ორ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. თბილისის მერის ინფორმაციით, მიკროავტობუსში პირბადის გარეშე ასვლა 63 -მა ადამიანმა სცადა, თუმცა შემდეგ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დაემორჩილნენ. კალაძის განცხადებით, პირბადეებზე კონტროლი მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მიმდინარეობს. „ჩვენ ტრანსპორტში მაქსიმალურად ვაკონტროლებთ პირბადეების მოხმარებას, რადგან ეს ვირუსისგან თავდაცვის ერთად-ერთი საშუალებაა. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება. ვიცავთ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს", - აღნიშნა კალაძემ.

თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე 1000- მიაღწია - რეგიონული სტატისტიკა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2295 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, იმერეთში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. ამ მონაცემებით საქართველოში ყველაზე აქტიურ წითელ ზონად თბილისი, აჭარა და იმერეთი ითვლება. ბოლო 24 საათში დაფიქსირებულია გარდაცვალების 19 ფაქტი, გამოჯანმრთელდა 2537.

რადიო

ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრა გამართა

05.11.2020

Link:    05.11.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეკოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა. მინისტრის განცხადებით, ანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.