From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 4 თებერვალი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; sophikotchumburidze@gmail.com; ljinjikhadze@moh.gov.ge; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>
Received On : 04.02.2021 12:23
Attachments :

4 თებერვალი

მედია მონიტორინგი

ტელევიზია

 

მაკო გომური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს

04.02.2021

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    04.02.2021 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

ხელისუფლების უყურადღებობა და გულგრილობა. მაკო გომურს სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა სჭირდება, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონტაქტს ვერ ახერხებს. 20 ივნისის აქციის დაშლისას დასავებულს თვალის პროთეზი დაუზიანდა, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას დაშავებული ამბობს, რომ ტკივილები აწუხებს. მაკო გომურის განცხადებით, არჩევნებამდე საზღვარგარეთ რეაბილიტაციას დაჰპირდნენ, თუმცა დღეს პასუხისმგებელი პირი ვერ მოიძებნა და დაზარალებულს უწყებიდან უწყებაში ამისამართებენ. მაკო გომურმა 20 ივნისს რეზინის ტყვიის გასროლის შედეგად თვალი დაკარგა.

ვაქცინა საქართველოში

04.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    04.02.2021 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. საქართველო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 000 დოზას მიიღებს. ვაქცინების განაწილების პროგნოზი კოვაქსმა გამოაქვეყნა. პლატფორმა 2021 წლის ბოლომდე მთელ მსოფლიოში ვაქცინების ორი მილიარდი დოზა უნდა დარიგდეს. ინფორმაციას ვაქცინებისა და იმუნიზაციის ალიანსის გენერალური დირექტორი ავრცელებს. 2. გერმანია მიესალმება საქართველოსთვის კოვაქსის ფარგლებში ვაქცინების გადაცემას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს 18 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა. გერმანია COVAX-პლატფორმის შექმნის დღიდან მხარს უჭერს მას და ევროკავშირთან ერთად ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი დონორია. 3. კოვიდ 19-ის პანდემიასთან ბრძოლაში მცირე სახელმწიფოთა გამოწვევები განიხილეს ჟენევაში. მცირე სახელმწიფოთა ფორუმის წევრი ქვეყნებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა. ალექსანდრდ მაისურაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასა და კოვაქსის ფარგლებში მიღებული ვაქცინის პირველ პარტიაზე. 4. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ დაწესებულებებს პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვით ამზადებს. თბილისსა და რეგიონებში არსებულ რამდენიმე საავადმყოფო დაწესებულებას პირველი დოზების მისაღებად სპეციალიზირებული მაცივარი უკვე აქვს, თუმცა მეორე ეტაპისთვის შესაძლოა დამატებითი აღჭურვილობა გახდეს საჭირო, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

კოვიდ სტატისტიკა

04.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    04.02.2021 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვიტარების დასტაბილურება მოსახლეობის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ინფექციონისტები და ეპიდემილოგები აცხადებენ. მათი განმარტებით, იმისთვის რომ დღიური სტატისტიკური მაჩვენებელი სამნიშნა რიცხვებს არ აცდეს და პირიქით, მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად იკლოს, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა. 2. 5 599 ადამიანია დღეს საქართველოში კორინავირუსით ინფიცირებული. საერთო ჯამში 259 897 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 3 000-ზე მეტი პაციენტი.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

04.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 08:00

Link:    04.02.2021 - იმედი - ქრონიკა 08:00

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა სიტუაციურ ანალიზს, გამოწვევებსა და თამბაქოს კონტროლის სიტუაციურ მიმოხილვას წარადგენს. დიმიტრი ხუნდაძე: "საბჭოზე განვიხილავთ რა ღონისძიებები გატარდა, რა ეფექტი იქონია და რა არის დასაგეგმი".

კოვიდვითარება და ეკონომიკა

04.02.2021

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    04.02.2021 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ტურიზმი აღდგება თუ არა ეს დამოკიდებული იქნება ვაქცინაციასა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც როგორც ამბობენ დასტაბილურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციები ვაქცინის მეტი დოზის მისაღებად გრძელდება. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკება და ოდენობის განსაზღვრა, რომელიც კოვაქს პლატფორმიდან უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. მინისტრის თქმითვე, მედიკოსებიდან პირველ რიგში ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფი აიცრება. ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

პარლამენტში დღეს ამირან გამყრელიძეს ელოდებიან - ჯანდაცვის კომიტეტი დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს

04.02.2021

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    04.02.2021 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ჯანდაცვის კომიტეტი დღეს დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არაგადამდებ დაავადებათა ანალიზს წარადგენს, ასევე იქნება თამბაქოს კონტროლის მიმოხილვა. ამირან გამყრელიძე საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, კორონავირუსის ეპიდვითარებასა და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს. დიმიტრი ხუნდაძე: "დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს არაგადამდები დაავადებების სიტუაციურ ანალიზს, კვლევებს, მოლოდინებს და ასევე განვიხილავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების ხარისხის შეფასებით ნაწილს. შესაძლოა გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისათვის, რომ ვთხოვოთ ბატონ ამირანს მოკლე ინფორმაცია არსებულ ეპიდვითარებასთან იქნას მოწოდებული".

კორონავირუსი

04.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    04.02.2021 - I არხი - მოამბე 09:00

კოვაქსმა საერთაშორისო მექანიზმით კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქციენბის განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით საქართველო კოვაქსის მეშვეობით ვაქცინის 214 000 დოზას მიიღებს. ვაქცინების მიწოდება თებერვლში დაიწყება და აცრებს სავარაუდოთ 145 ქვეყნის მოსახელობის 3,3% გაიკეთებს. ჟენევაში მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) წევრი ქვეყნებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიეუსის ინტერაქტიული დიალოგი გაიმართა, რომლის ფარგლებში, მონაწილეთა მიერ განხილულ იქნა მცირე სახელმწიფოთა გამოწვევები კოვიდ19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

04.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    04.02.2021 - I არხი - მოამბე 09:00

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ჯანმრთელობის ხელშეწყობის და დაავადებათათა პრევენციის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს. სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყნაში არაგადამდებ დაავადებათა სიტუაციურ ანალიზს წარადგენს. განხილული იქნება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების და თამბაქოს კვლევეის კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგები.

როგორც კი დამთავრდა არჩევნები ჩვენი საკითხი გვერდზე გადადეს - მაკო გომური

04.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    04.02.2021 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელებმაც "გავრილოვის ღამეს" სპეცრაზმელების ნასროლი ტყვიების გამო თვალი დაკარგეს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ ვეღარ მიდიან. მაკო გომურს თვალის პროთეზი დაუზიანდა, სპეცოპერაციის დამგეგმავი ხელისუფლება კი უკვე ერთი თვეა დახმარებაზე უარს ეუბნება! არადა ტიკარაძის უწყებისა და პრემიერ გახარიას მთავარი დაპირება, სწორედ მაკოსა და გიორგის გამოჯანმრთელება და შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფა იყო. "სამი კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, ასე ძალიან უეცრად და პირველ რიგში საჭიროა ამის ცვლილება, რაც არის ძალიან საჩქარო და მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ასე, რომ უგულებელყოფს ჩვენს საკითხს, როგორც კი დამთავრდა არჩევნები და როგორც კი, გამოცხადდა ის შედეგები რომლებიც იყო ყალბი და არასწორი, იმის შედეგ დაიწყო ეს პრობლემა, რომ ჩვენი საკითხის გვერდზე გადადება. მარტო გახარიასი კი არა ვფიქრობ, მთელ სისტემას ეკისრება პასუხისმგებლობა", - ამბობს მაკო გომური

ვაქცინა საქართველოში

04.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    04.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ დაწესებულებებს პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დაცვით ამზადება. თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში არსებულ რამდენიმე დაწესებულებას დოზების მისაღებად სეციალიზირებული მაცივრები აქვს. 2. ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვიტარების დასტაბილურება მოსახლეობის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ინფექციონისტები და ეპიდემილოგები აცხადებენ. მათი განმარტებით, იმისთვის რომ დღიური სტატისტიკური მაჩვენებელი სამნიშნა რიცხვებს არ აცდეს და პირიქით, მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად იკლოს, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა. 3. 5 599 ადამიანია დღეს საქართველოში კორინავირუსით ინფიცირებული. საერთო ჯამში 259 897 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 3 000-ზე მეტი პაციენტი.

20 ივნისს დაზარალებულებს ხელისუფლებამ სამედიცინო დახმარება შეუწყვიტა

04.02.2021

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 11:00

Link:    04.02.2021 - ტვ პირველი - პირველები 11:00

20 ივნისს დაზარალებულებს ხელისუფლებამ სამედიცინო დახმარება შეუწყვიტა. მაკო გომურს, რომელსაც უცხოეთში რეაბილიტაციის ახალი კურსი სჭირდება, ტელეფონზეც კი აღარ პასუხობენ. თვალის პროთეზი გოგონას გაუტყდა და 3 კვირაა გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო მას აქეთ-იქით ამისამართებს. 20 ივნისის დაზარალებულები ბედის ანაბარად მას შემდეგ მიატოვეს, რაც ავთანდილ თალაკვაძე, ვისაც დაზარალებული ადამიანების პატრონობა ევალებოდა, პოსტიდან წავიდა. ჯანდაცვბის მინისტრს კი როგორც ჩანს დასავებული ხალხის ბედი არ აინტერესებს. მოძრაობა სირცხვილიას წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაკო გომურს დაეხმარებიან და ფულს აუგროვებენ. მათი თქმით, უმჯობესია მისი დახმარება ქართუ ბანკის გარეშე მოხდეს. სერგო ჩიხლაძე:"ეს არის ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობა".

შეზღუდვები იხსნება

04.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    04.02.2021 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

საყოველთაო დაუმორიჩილებლობის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე პრემიერი ბიზნესის და ტრანსპორტის აღდგენას აანონსებს. 6 თებერვალს რესტორნების მეპატრონეები დაომურჩილებლობისთვის ემზადებოდნენ და რესტორნების გახსნას გეგმავდნენ. თუმცა დღეს პრემიერმა მათ დაასწრო და რესტორნების გახსნა დააანონსა. პრემიერის ეს გადაწყვეტილება ბიზნესის წარმომადგენლებმა პარლამენტში გაიგეს სადაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებს აცნობდნენ საკუთარ გადაწყვეტილებას.

ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის კომიტეტში დაგეგმილ დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრება

04.02.2021

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

Link:    04.02.2021 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

ჯანდაცვის კომიტეტი დღეს დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არაგადამდებ დაავადებათა ანალიზს წარადგენს, ასევე იქნება თამბაქოს კონტროლის მიმოხილვა. ამირან გამყრელიძე საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, კორონავირუსის ეპიდვითარებასა და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.

შეზღუდვების შემსუბუქება

04.02.2021

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 13:00

Link:    04.02.2021 - ტვ პირველი - პირველები 13:00

სამოქალაქო აქტივისტების საგანგებო თათბირი. ამ წუთებში მიდის მჯელობა, გაუქმდება თუ არა შაბათს დაგეგმილი მასშტაბური აქცია. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, სწორედ კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გამოსვლას ასობით ადამიანი აანონსებდა. . რატომ არ ხსნის მთავრიბა კომენდანტის საათს. ღამით ქუჩაში სიარული ისევ აკრძალული იქნება. ვიცე პრემიერი ამბობს, რომ 9 საათის შემდეგ, თუ ნათესავებს სეკრების გარეშე საშუალება სმისცემე, პირბადის გარეშე იქნებიან, იქეიფებენ და რისკი გაიზრდება. მაია ცქიტიშვილი:"საჭიროა 21 საათის შემდეგ შეზრუდვა, რადგან მოგვეხსენება ამ დროს ხდება ხოლმე ოჯახების შეკრება და ისინი ძირითადად პირბადის გარეშე არიან, რაც რისკს ზრდის". მიხეილ ჩხენკელი:"ორშაბათს გაგრძელდა სასწავლო პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსთავის თბილისის და ქუთაისის გარდა და ორშაბათიდან ამ ქალაქებშიც განახლდება პროცესი". . აქციებს და რესტორნების დაანონსებულ დაუმორჩილებლობას გიორგი გახარიამ დაასწრო და შეზრუდვების შემსუბუქება დაანონსა. ორშაბათიდან ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპოტი. რესტორნები კი 15 თებერვლიდან გაიხსნება.

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

04.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    04.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნით გამოწვეულ გაზრდილი მობილობის დაკომპენსირება საჭიროა, რის გამოც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. გადაადგილების შეზღუდვაზე არანაირი ცვლილება არ არის. როგორც დადგენილი იყო, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის მიზეზი არის ის, რომ გადაადგილების მობილობა, რომელსაც სკოლების, ტრანსპორტის, კაფეების ღია სივრცეების გახსნით დავაგენერირებთ, უნდა დაკომპენსირდეს სხვა ტიპის შეზღუდვით. უფრო სწორიც იქნება, თუ კიდევ უფრო გამკაცრდება ეს გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს და ამიტომ 21:00 საათს არ ვეხებით. ასევე, როგორც აღვნიშნე, შაბათ-კვირას არ იმუშავებს მაღაზიები, სურსათის მაღაზიების გარდა, ასევე შეზღუდული იქნება ბაზრობების და ღია სივრცეში კაფეების მუშაობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ჯიემფის სერთიფიკატი კომპანია "ავერსი რაციონალმა" მოიპოვა

04.02.2021

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    04.02.2021 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

საქართველოს ნაციონალური - ჯიემფის სერთიფიკატი მოიპოვა კომპანია ავერსი რაციონალმა. სერთიფიკატი ადასტურებს საწარმოსა და წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს. ავერსი რაციონალი პირველი კომპანიაა, ჯიემპის სერთიფიკატი მოიპოვა საქართველოში. ასეთი სერთიფიკატის ქონა ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიებისათვის და მწარმოებლებისათვის სავალდებულო გახდება 2022 წლიდან. ნატო ღუდუშაური: "დაარსების დღიდან დღემდე ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობდით ჯიემპის სტანდარტის დანერგვაზე. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი".

 

 

 

ინტერნეტ სააგენტო

 

შრომის უსაფრთხოების ინსპექცია და ბიზნესომბუდსმენი რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდებიან

04.02.2021

მედია საშუალებები:    იმედნიუს.ჯი

Link:    04.02.2021 - იმედნიუს.ჯი

შრომის უსაფრთხოების ინსპექცია და ბიზნესომბუდსმენი დღეს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავენ. სარესტორნო სექტორი, პროტესტის ნიშნად, 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებს, რასაც შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების მხრიდან მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. ბექა ფერაძის განცხადებით, რადიკალური ქმედების შემთხვევაში, უწყება რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებს. რესტორატორებს კანონის დარღვევისგან თავშეკავებისკენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამაც მოუწოდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს ამირან გამყრელიძეს მოუსმენს

04.02.2021

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    04.02.2021 - აიპრეს.ჯი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არაგადამდებ დაავადებათა ანალიზს წარადგენს, ასევე იქნება თამბაქოს კონტროლის მიმოხილვა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ წარმოდგენილ იქნება ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა სიტუაციური ანალიზი, პრობლემები, გამოწვევები და თამბაქოს კონტროლის სიტუაციური მიმოხილვა. ცენტრის დირექტორი საკონსულტაციო საბჭოს წინაშე წარმოადგენს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD); ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა. ამირან გამყრელიძე სავარაუდოდ, კორონავირუსის ეპიდვითარებასა და მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.

გერმანია საქართველოსთვის COVAX-ის ფარგლებში ვაქცინების გადაცემას მიესალმება

04.02.2021

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    04.02.2021 - პია.ჯი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, გერმანია Covax პლატფორმის ფარგლებში ვაქცინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება. განცხადებაში აღნიშნულია , რომ თებერვალში 18 საპილოტე ქვეყანა მიიღებს ვაქცინას, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა. გერმანია covax პლატფორმის შექმნის დღიდან მას მხარს უჭერს და ევროკავშირთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დონორია. აგრეთვე დაგაინტერესებთ: ️ „კოვაქსპლატფორმა მზად არის მოგვაწოდოს ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის“ - ჯანდაცვის მინისტრი ️ „საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომელიცფაიზერისვაქცინის მისაღებად საჭირო პირობას აკმაყოფილებს“ - გამყრელიძე ️ „მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია“ - ამირან გამყრელიძე

104 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

04.02.2021

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    04.02.2021 - პია.ჯი

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 104 მლნ- აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer- აქვეყნებს . 4 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 76 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციას 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. �� ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა �� ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. აგრეთვე დაგაინტერესებთ: ��საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომელიცფაიზერისვაქცინის მისაღებად საჭირო პირობას აკმაყოფილებს“ - გამყრელიძე

შრომის უსაფრთხოების ინსპექცია და ბიზნესომბუდსმენი რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდებიან

04.02.2021

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    04.02.2021 - მარშალპრეს.ჯი

შრომის უსაფრთხოების ინსპექცია და ბიზნესომბუდსმენი დღეს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავენ. სარესტორნო სექტორი, პროტესტის ნიშნად, 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებს, რასაც შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების მხრიდან მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. ბექა ფერაძის განცხადებით, რადიკალური ქმედების შემთხვევაში, უწყება რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებს. რესტორატორებს კანონის დარღვევისგან თავშეკავებისკენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამაც მოუწოდა.

ჯანდაცვის კომიტეტი დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დღეს გამართავს

04.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    04.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის კომიტეტი დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დღეს გამართავს. სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების ხარისხის შეფასებით ნაწილს წარადგენს. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, საბჭო არაგადამდები დაავადებების სიტუაციურ ანალიზს, კვლევებსა და მოლოდინებს განიხილავს.„დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს არაგადამდები დაავადებების სიტუაციურ ანალიზს, კვლევებს, მოლოდინებს და ასევე განვიხილავთ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების ხარისხის შეფასებით ნაწილს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

როდის მოიხსნება შეზღუდვებიჯანდაცვის მინისტრმა დეტალები განმარტა

04.02.2021

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    04.02.2021 - პრაიმთაიმ.ჯი

საბჭო მსჯელობს, რომ არ ვიყოთ თარიღებზე დამოკიდებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდრეგულაციებზე საუბრისასრუსთავი 2-თანსაუბრისას განაცხადა.„ჩვენ ვაკვირდებით 7 და 14-დღიან პერიოდში დადებითობის მაჩვენებელს. ვინაიდან, 7 დღის ტენდენცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ მსჯელობა, თუ რა შეიძლება, იყოს მომდევნო გახსნის საგანი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული რეგიონები, სადაც გვაქვს უფრო დადებითი დინამიკა და აქედან გამომდინარე, საბჭო მსჯელობს, რომ არ ვიყოთ თარიღებზე დამოკიდებული და უფრო მოქნილად ვმართოთ საქართველოში ეპიდვითარება. როგორც კი გვექნება მყარი საფუძველი იმის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეპიდვითარებაზე დაყრდნობით, რომ შემდეგი გახსნები და შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია იმდენად უსაფრთხოდ, რომ არ მოხდეს უმოკლეს ვადაში ინფექციის სტატუსის იმგვარად დაბრუნება, როგორც ეს იყო ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას როგორც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ასევე ბიზნესინტერესების გათვალისწინებით” – განაცხადა ტიკატაძემ .

Pfizer- წელს, კოვიდ-ვაქცინის გაყიდვებიდან $15 მილიარდის მიღებას ელოდება

04.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    04.02.2021 - კომერსანტ.ჯი

Pfizer- აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვებიდან შემოსავლების სახით, $15 მილიარდის მიღებას ელოდება თავის პარტნიორ BioNTech-თან ერთად. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წელს, კომპანიის მთავარი გაყიდვადი პროდუქტია. გარდა ამისა, Pfizer-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე, ორი მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოება აქვთ გეგმაში. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას თქმით, ისინი მუშაობენ არაერთ ინიციატივაზე, რათა წარმოება გაზარდონ.„ჩვენ უკვე გავაორმაგეთ წარმოება, გავაუმჯობესეთ ჩვენი წარმატების დონე, ვაგრძელებთ მცდელობებს, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი დოზის უფრო სწრაფად წარმოება შევძლოთ,“ – განაცხადა ალბერტ ბურლამ. კომპანია 2021 წლისთვის $59.4 მილიარდიდან $61.4 მილიარდამდე ღირებულების გაყიდვებს ელოდება. 31 იანვრის მდგომარეობით, Pfizer-მა მსოფლიოს უკვე მიაწოდა 65 მილიონი დოზა ვაქცინა, ხოლო აშშ- 200 მილიონი დოზა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მაისის ბოლომდე აშშ-ის დამატებით კიდევ უნდა მიაწოდოს 200 მილიონი დოზა ვაქცინა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ 1 თებერვალს 50 მილიონ დოზამდე Pfizer-ის და Moderna Inc-ის ვაქცინის დისტრიბუცია შეძლეს. შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის კოვიდ-ვაქცინა პირველი იყო, რომელმაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ავტორიზაცია მოიპოვა. forbes.ge

4 თებერვალი: კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა — 19 ადამიანი

04.02.2021

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    04.02.2021 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 671, ხოლო გარდაიცვალა — 19 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 9 917, PCR-ით — 6 688. მასალა ახლდება: წაიკითხეთ NCDC-სა და WHO- რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად

აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 თებერვალი

04.02.2021

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    04.02.2021 - ბათუმელები.ჯი

4 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 184 პაციენტი, მათგან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 122 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 22 პაციენტი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზეფაიზერისვაქცინით აიცრება 14 ათასამდე მედპერსონალი: ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი, რომელთაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან. მისივე თქმით, „ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან სამი თვის განმავლობაში არ აიცრებიან“. პირველ ეტაპზეფაიზერისვაქცინით აიცრება 14 ათასი მედმუშაკიგამყრელიძე

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დაფიქსირდა

04.02.2021

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    04.02.2021 - აიპრეს.ჯი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 34, შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 22 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებული პირების რაოდენობა კი, 34 ათას 847- შეადგენს. გასული 24 საათის განმავლობაში, კლინიკა დატოვა 9 პაციენტმა. უწყების ინფორმაციით, კრიტიკულია მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 6 პაციენტი. ამ დროის მონაცემებით, აჭარაში, კლინიკაში მკურნალობს 185 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 112, ონლაინ კლინიკაში 197.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება

04.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    04.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება. როგორც ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ მაკო გომურის მკურნალობის კურსი დააფინანსა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაშიც ეხმარება. 'როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო', - განაცხადა ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა.

პრესა

ეკატერინე ტიკარაძე: "საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის"

04.02.2021

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    04.02.2021 - ახალი თაობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია. უწყების პირველი პირი ვაქცინის შენახვის პირობებს ადგილზე პირადად გაეცნო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ულტრაცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაქცინაციის პროცესში ის დიდი კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ნებართვა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა, ასევე იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია, 10 სამედიცინო დაწესებულება და 5 სარეზერვო კლინიკა. „საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა და პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელიაფაიზერისვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, რათა პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს როგორც მედიკოსებისთვის, ასევე შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო აღნიშნული კლინიკების შემოწმება და შეფასება. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია.

როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს?!

04.02.2021

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    04.02.2021 - საქართველოს რესპუბლიკა

როდესაც აიცრება მოსახლეობის 60-70% და ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, მაშინ შესაძლებელი იქნება ვთქვათ, რომ ჩვენ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. "მაგრამ პირბადეების ხმარება და შესაბამისად სხვა შეზღუდვების მოხსნა, რასაც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუწოდებთ, ამას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება. მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელს მსოფლიოს, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - განაცხადა გამყრელიძემ. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

პანდემიის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის

04.02.2021

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    04.02.2021 - საქართველოს რესპუბლიკა

ბოლო 2 კვირაა პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა, რომ გლობალურად ყოველდღიური ახალი შემთხვევები კლებისკენ არის, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, თუ ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი 800 ათასს აჭარბებდა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირების 400-500 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. მან ასევე ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „101 მილიონი ადამიანია უკვე აცრილი და ამ 101 მილიონი აცრიდან არცერთი სიკვდილი არ არის, როდესაც 104 მილიონი ინფიცირებულიდან 2, 260 000 სამწუხაროდ გარდაიცვალა. 2,1-2,2 არის გარდაცვალების პროცენტი. აქედან, მთავარი გზავნილი, რომ თუ გვინდა დავამარცხოთ და შევარჩიოთ პანდემია, ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“.

კოვიდინფიცირების შემთხვევები იკლებს საქართველოში

04.02.2021

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    04.02.2021 - მესინჯერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87%, რაც კარგი მაჩვენებელია. მისი თქმით, პოზიტიურ დინამიკას შენარჩუნება სჭირდება. „დღეს დილისთვის ქვეყენაში დადებითობის მაჩვენებელი არის 4,3%, ხოლო ბოლო ორი კვირის მონაცემებით არის 4,6% და ბოლო 7 დღის განმავლობაში გვაქვს 3,87%. მან განმარტა, რომ აუცილებელია პირბადის გამოყენება გაგრძელდეს ყველგან, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, რათა კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა იყოს მაღალი. მისი თქმით, თუ ამგვარი დინამიკა შენარჩუნდება, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე მსჯელობა დაიწყება. რაც შეეხება ვაქცინაციას, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები სამზადისში არიან. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პერსონალი გადამზადებულია პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის. ჯანდაცვის მინისტრი აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში ვაქციების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკაემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ. ამ სიაში არიან ასევე ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, შვეიცარა, ნორვეგია, აშშ, ..

ყველა ვაქცინირებული ადამიანი NCDC-ის ბაზაზე იქნება აღრიცხული - ეკატერინე ტიკარაძე

04.02.2021

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    04.02.2021 - რეზონანსი

ყველა ვაქცინირებული ადამიანი NCDC-ის ბაზაზე იქნება აღრიცხული. ვინაიდან ეს ბაზა შეიცავს პირად მონაცემებს, საჯაროდ ის ვერ იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს და ამობეჭდოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, თუკი მას ეს სამსახურში წარსადგენად ან უცხოეთში სამოგზაუროდ დასჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „კლინიკებში უკვე გაგზავნილი მოთხოვნა, რათა მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ყველა დასაქმებულის შესახებ. დღეს იწურება ეს ვადა. სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია, მზადაა. NCDC-ის ბაზაზე იქნება აღრიცხული ყველა ვაქცინირებული ადამიანი. ვინაიდან ეს შეიცავს პირად მონაცემებს, საჯაროდ ეს ვერ იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს და ამობეჭდოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, თუკი მას ეს სამსახურში წარსადგენად ან უცხოეთში სამოგზაუროდ დასჭირდება. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს კომუნიკაციას, რათა ვაქცინების დამატებითი მოცულობები მივიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ ახლა წარმატებით ჩავატაროთ პირველი ფაზა. AstraZeneca- ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და ზუსტი ოდენობის განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველვყოთ მოსახლეობა ვაქცინებით. რაც შეეხება მედიკოსებს, მათ შორისაცაა უფრო მეტად მოწყვლადი და რისკის შემცველი ჯგუფები და პირველ რიგში სწორედ ისინი აიცრებიან, შემდეგ კი ყველა დანარჩენი ექიმი", - განაცხადა ტიკარაძემ.