From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 30 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 30.11.2020 08:54
Attachments :

მედია მონიტორინგი

30 ნოემბერი

ტელევიზია

10 000 ლარით დაჯარიმებული ფიტნესკლუბი

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

ხმაური და დაპირისპირება ფიტნესკლუბ "რეფორმერთან" ბათუმში. სამართალდამცველებმა კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი მის დასალუქავად მივიდნენ, რასაც მათსა და ჯარიმის გასაპროტესტებლად შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირების დროს ერთი პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ფიტნესკლუბ "რეფორმერს" სამართალდამცველები შეზღუდვების დაუმორჩილებლობას ედავებიან. კლუბის მენეჯერის მიმართა შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. 2_ გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციაში დაიბარეს. როგორც მან ჟურნალისტებს ფიტნესკლუბ Reformerfitness-თან განუცხადა, სამართალდამცველები ამ დრომდე შენობაში რჩებიან, ის კი გარეთ გამოიყვანეს.

26 წლის დამძიმებული პაციენტი

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

26 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ქუთაისის რამდენიმე საავადმყოფოში ადგილების არარსებობის გამო ვერ მიიღეს. მისი ახლობლები გვიან ღამით ფორმულას დაუკავშირდნენ. ისინი ყვებიან, რომ 26 წლის მამაკაცი სახლში ოჯახის ექიმის ჯანმრთელობა გაუარესდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ნათესავებმა პაციენტი სამ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მათ ადგილების არარსებობის გამო უარი უთხრეს. ბოლოს პაციენტი ქუთაისის რეგიონული კლინიკური საავადმყოფომ მიიღო.

ბათუმში ერთ-ერთ ფიტნესკლუბში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა

30.11.2020

Link:    30.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

გვიან ღამემდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები ბათუმში არსებულ ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომლის მფლობელიც დაკავებული იყო. გიორგი ფუტკარაძე პოლიციამ დღის ბოლოს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

პოლიცია სპორტდარბაზ Reformerfitness -ში

30.11.2020

Link:    30.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ გირჩის ლიდერს ფიტნესკლუბი რეფორმერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სპორტდარბაზ Reformerfitness -ში, სადაც პოლიცია შევიდა და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მივიდა. ის ამბობს, რომ პოლიცია "მის სახლში შევიდა" და ითხოვს, სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვონ "მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში, ჩემგან უნდა აიღოთ ნებართვა" - ამბობს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ ფიტნესი აკრძალული საქმიანობისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმა, "რეფორმერი" დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.

კოვიდ პანდემია და მთავრობის კლანები

30.11.2020

Link:    30.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

კოვიდ პანდემიით გამდიდრებული ხელისუფლება და .. ატკატებით მოპარული ფული. სქემები რომლის მიხედვითაც მთავრობა პანდემიის დაწყებიდან მოქმედებს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა, გიორგი ჩილაძემ და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარ აქცენტები" გაშიფრეს. პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ბოთლი ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს ესროლა - ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე "მთავარ აქცენტებში" ავრცელებს.

კორონავირუსი

30.11.2020

Link:    30.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

1. ჯანდაცვის სისტემაში კი ისევ კრიზისია. მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდ-19-თან ერთად მაღალი სიცხე და უმძიმესი სიმპტომები აქვთ, ისევ გადაუდებელი დახმარების გარეშე რჩებიან. მინისტრი ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პაციენტებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობა საკმარისია, თუმცა მათი უმრავლესობა ისევ სახლში მკურნალობს. 2. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე ისაუბრა და თქვა, რომ პრეპარატი "რემდესივირი" მას საზღვარგარეთიდან გამოუზავნეს. ქვეყნის პირველი ინფექციონისტის ამ სიტყვებს სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილისგან ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, რადგან რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალოდ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ცნობისთვის, საქართველო 4 000 ფლაკონი რემდესივირის შეძენას გეგმავს, თუმცა, პრეპარატი აფთიაქებში არ გაიყიდება და ის კლინიკებში, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე კოვიდპაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

ეპიდვითარება ქვეყანაში

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

1. საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან 1 622 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 313 - აჭარაში, 517 კი იმერეთში. დღეს, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 267 - გარდაიცვალა. 2.

ინტერნეტ სააგენტო

ბათუმში, ფიტნეს ცენტრრეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ბათუმში, ფიტნეს ცენტრ "რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ. როგორც ფიტნეს ცენტრის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი შესაბამისი უწყებებიდან კონკრეტულ განმარტებას ელოდებიან, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა.

ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ, რათა მოქალაქეებს ვაჭრობის საშუალება მიეცეთ

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება.ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ. როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.

ბათუმში დაძაბულობა გრძელდება - ფიტნეს ცენტრ "რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაძაბული ღამე ბათუმში - ფიტნეს ცენტრრეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ. სამართალდამცავებმა კი სავარჯიშო მოწყობილობები დალუქეს. მთელი შამის განმავლობაში შენობაში ფიტნეს ცენტრის 18 თანამშრომელი და ასევე ზურაბ ჯაფარიძე იმყოფებოდა.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგურ ვითარებაზე იმსჯელეს

30.11.2020

Link:    30.11.2020 - კვირა.ჯი

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ და ამოქმედებულ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია

30.11.2020

Link:    30.11.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ დაიკეტა. ათი ათასობით ადამიანი, ორი თვით, ჩაკეტილ ქალაქებში უმუშევრები, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, ფიტნეს დარბაზები, აუზები, რესტორნები და კვების ობიექტები - ეს საქართველოს ახალი რეალობაა.

შსსრეფორმერ ფიტნესის" დალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30.11.2020

Link:    30.11.2020 - პუბლიკა.ჯი

შინაგან საქმეთა სამინისტრორეფორმერ ფიტნესისდალუქვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, პოლიციამ გუშინ, 29 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპსონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც აღნიშნული ფიტნეს კლუბი დალუქეს. უწყების თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები.

პრესა

გიორგი ღოღობერიძე: კორონავირუსის დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, არ ვინერვიულოთ და ბევრი ვიმოძრაოთ!

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ასავალ-დასავალი

როგორ ვმართოთ ახალი კორონავირუსის თანმდევი სიმპტომები - სიცხე, ხველა, ქოშინი, ყელის ტკივილი ან ფაღარათი სახლის პირობებში? აღნიშნული საკითხის შესახებ ონკოლოგიის რეზიდენტი, ლექტორი გიორგი ღოღობერიძე გვესაუბრება. გიორგი ღოღობერიძე: "დაიმახსოვრეთ ის მარტივი მოცემულობა, რომ კოვიდინფექცია საკმაოდ მსუბუქი დაავადებაა და მძიმედ მხოლოდ იმ პაციენტებში შეიძლება, წარიმართოს, რომელთაც აქვთ სიმსივნე, ფილტვის ან გულის დაავადებები, იმუნოდეპრესიული მდგომარეობები, არიან ჭარბწონიანები, მწეველები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის მქონენი.

კახა საბახტარიშვილი: კორონავირუსსა და ღიპს შორის პირდაპირი კავშირია!

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ასავალ-დასავალი

ცნობილი ჰომეოპათი, ექიმი კახა საბახტარიშვილი იმ დაავადებებს ასახელებს, რომლებზეც კორონაპანდემია განსაკუთრებული აგრესიით ზემოქმედებს. ქართველი მეცნიერი იმ რამდენიმე წესს ასახელებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მკვეთრად შემცირება აბსოლუტურად შესაძლებელია.

იანვრის ბოლოს, ინფიცირების მაჩვენებელი დღევანდელზე ორჯერ და უფრო მეტად ნაკლები იქნება

30.11.2020

Link:    30.11.2020 - ალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება.

ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის თანამშრომელი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

30.11.2020

Link:    30.11.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, იმერეთში ლია შეყილაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები. მედიკოსის გარდაცვალებას კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებული ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე ეხმაურება. მუსიკოსი და ტელეწამყვანი ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციაზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა მალე საქართველოში პაციენტის მომვლელი ექიმი აღარ დარჩეს.

ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ კორონა არაფერია - პაატა იმნაძე

30.11.2020

Link:    30.11.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყულია, კორონა არაფერი არ არის, გრიპია, მსუბუქია და .. რატომღაც, მგონია, რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ელემენტარულად, დივერსიას ეწევიან.

"ქვეყანა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას"

30.11.2020

Link:    30.11.2020 - კვირის პალიტრა

28 ნოემბრიდან ქვეყანა ცხოვრებას ახალი რეჟიმით შეუდგა. ბუნებრივია, მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა ამ ამბავს, თუმცა მთავრობა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები გვეუბნებიან, რომ ეს გარდაუვალი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უპასუხებს.

ამირან გამყრელიძე: თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500-1700-ზე უნდა ჩამოვიდეს

30.11.2020

Link:    30.11.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დიქრექტორი ამირან გამყრელიძე "რუსთავი 2"-ის ეთერში ჰანმარტავს, თუ რა შემთვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცვას, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური სტატისტკა დაახლოებით 1500-1700-ის ფარგლებში დაიწევს.