From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 3-4 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 04.11.2020 09:15
Attachments :

მედია მონიტორინგი

3 ნოემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 13:00

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციებით პირბადეების ტარება უკვე ღიასივრცეებშიც სავალდებულო ხდება, დარღვევა კი 20-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - I არხი - მოამბე 15:00

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შედის. მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. ქვეყნის 10 დიდ ქალაქსა და სრულად აჭარაში კი 25 ნოემბრამდე სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

COVID 19 - როგორ გავიგოთ ციფრები

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

საქართველოს მხოლოდ 1 თვე დასჭირდა საერთაშორისო დონეზე კორონავირუსთან გამკვლავების სამაგალითო ქვეყნის სტატუსიდან მაღალი რისკის ზონაში გადასასვლელად. გაზაფხულისგან განსხვავებით, მთავრობა გვპირდება, რომ მკაცრი შეზღუდვები აღარ დაწესდება, პარალელურად კი მოსახლეობისთვის უფრო რთული ხდება მზარდი სტატისტიკის გაანალიზება და ვირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზების მიხვედრა. ვირუსის გავრცელების ტემპი მათემატიკურ მოდელირებას ემყარება, რომელზე დაყრდნობით ეპიდემიოლოგები ხან სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, ხან მხოლოდ წესების დაცვისკენ.

კოვიდ 19

03.11.2020

Link:    03.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

პირბადეების ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო ხდება - გადაწყვეტილება უწყებათშორისო საკორდინაციო საბჭოზე მიიღეს. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ სასწავლო პროცესი, ქვეყნის დიდ ქალაქებში სრულლად დისტანციურ სწავლებაზე გადადის. შეზღუდვები შეეხო, გასართობ დაწესებულებებსა და რესტორნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გადაწყვეტილებას, პრემიერი დისტანციურად ესწრებოდა. მაია ცქიტიშვილი: " ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყევტილება საბჭოზე, რომ პირპადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებში.

პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შედის. მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. ქვეყნის 10 დიდ ქალაქსა და სრულად აჭარაში კი 25 ნოემბრამდე სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდება.

კორონავირუსი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში , თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. გადაწყვეტილების მიზეზი მობილობის შემცირება და არსებული ეპიდვითარებაა. (2) მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ 20 ლარით დაჯარიმდებიან. რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება. პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. მაია ცქიტიშვილი "მოდით ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე, ეს არის ძალიან მარტივი და კარგი საშუალებაა დაცვის, საუთარი თავის და სხვის."

რამდენ ლაბორატორიაში კეთდება PCR-ტესტი და საკმარისია თუ არა ქვეყნისთვის?

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში 30 ლაბორატორია მუშაობს და კორონავირუსზე ტესტების ჩატარების კუთხით ისინი აკმაყოფილებენ იმ მოცულობებსა და გამტარობას, რაც ქვეყნისთვის საჭიროა. ამის შესახებ მან ბიემჯის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში ადამიანები არამიზნობრივად იკეთებენ PCR-ტესტებს, რაც ლაბორატორიებში რიგებს ქმნის. რა ქმნის რიგებს, როგორია ფასების დიაპაზონი?

კორონავირუსი საქართველოში

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახიუ წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშულებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში დროულად ვერ მოათავსეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ 112-ში ცხელ ხაზზე ეუბნებოდნენ, რომ კლინიკაში ადგილები არ იყო, რის გამოც მკურნალობა სახლში გააგრძელეს. მათივე თქმით, 31 ოქტომბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ის ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 2. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ ლოქდაუნი დააწესოს და ასევე შეზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საპროტესტო ტალღა ჩაახშონ და ხალხი ვერ ჩამოვიდეს რეგონებიდან. ქართულ ოცნებაში არ უარყოფენ ინფორმაციას გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

კორონავირუსი საქართველოში

03.11.2020

Link:    03.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

კორონავირუსი მთავრობის ადმინსტრაციაში, კოვიდდადებითია პრემიერი და ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი გახარია და ნათია მეზვრიშვილი თავს კარგად გრძნობენ. ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. ახლა ის ტესტის პასუხს ელის. თვითიზოლაციაში განათლების მინისტრიც. ის ოჯახის ინფიცირებული წევრის კონტაქტია. 2. 1943 ახალი ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი და 1833 გამოჯანმრთელებული, - ასეთია 3 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა. კოვიდ 19-ის მსხვერპლთა რიცხვი 362-ია.

კორონავირუსი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიირეს, საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. ამ რეგულაციის დაცვისკენ განსაკუთრებით პოლიტიკური შეკრებების მონაწილეებს მოუწოდა. (2) პირბადის ტარების გარდა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი სკოლებში სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის, შეზღუდვები შეეხო გასართობ დაწესებულებებსა და რესტორნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნების ფუნქციონირება 22 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნების ფუნქციონირება 22 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ვიცე-პრემიერის განმარტებით, შეზღუდვების დაწესება რესტორნებში გამართულ ღონისძიებებსა და წვეულებებში ინფიცირების ბევრ შემთხვევას უკავშირდება. რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით მაშინ, როდესაც კორონა ვირუსის პანდემია დაიწყო ქვეყანაში და გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. - ამის ფონზე რესტორნების 70%-მა შეწყვიტა ფუნქციონირება.

კოვიდ19 და საქართველო

03.11.2020

Link:    03.11.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ქუთაისში 27 წლის მარტვილში კი 31 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ახლობებლები ამბობენ რომ 112-ს დაუკავშირდნენ, თუმცა კლინიკებში ადგილების არ ქონის გამო ვეღარ გადაიყვანეს. ბოლო 24 სთში ქვეყანას 20 გარდაცვლილი და 1943 ახალი დაავადებული ყავს. პრემიერი დღეს სხდომას საკუთარი სახლიდან დაესწრო. ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. მაესტროს ექსკლუზივი კლინიკებიდან სადაც ბავშვები ექიმებს კოსმონავტებს ეძახიან და კოვიდ ინფექციას მშობლებთან ერთად ებრძვიან.

რატომ გარდაიცვალა 27 წლის ქალი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

27 წლის ქალი გარდაიცვალა ქუთაისში კორონავირუსით. ოჯახის წევრები ამბობენ , რომ მათ 112ში დარეკეს თუმცა კოვიდკლინიკებში ადგილის არარსებობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია ვერ შეძლეს , პაციენტის მდგომარეობა კი დამძიმდა და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ოჯახი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ჯანდაცვის სმაინისტროში ირწმუნებიან , რომ გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარება არ ყოფილა.

კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი და ახალი რეგულაციები - საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 20-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ანალოგიური რეგულაციაა შემოღებული. კორონავირუსს 26 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახის ინფორმაციით, ინფიცირებული ქუთაისში, სახლში მკურნალობდა და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ დაგვიანებით მოხდა. თავდაპირველად ახალგაზრდა ქალს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა გარდაცვლილის დედის თქმით, შვილის ჯანმრთელობა უეცრად დამძიმდა. განმარტება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა, სადაც ამბობენ, რომ პირველად ოჯახმა სასწრაფო დახმარება 26 ოქტომბერს გამოიძახა, თუმცა გამოძახება მალევე გააუქმა იმ მოტივით, რომ 26 წლის გოგოს ჯანმრთელობა სტაბილური იყო და თავს კარგად გრძნობდა.

რას გეგმავს ხელისუფლება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

არჩევნებიდან ორ დღეში და მასშტაბურ ოპოზიციურ პროტესტამდე რამდნეიმე დღით ადრე მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე ალაპარაკდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე 10 ქალაქის საჯარო სკოლები. ფორმულა ნიუსის ინფორმაციით ხელისუფლება კომენდანტის საათის ამოქმედებასაც აპირებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით , არ განიხილება საქალაქთშორისო შეზღუდვების დაწესების საკითხი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დისტანციურად უძღვებოდა გიორგი გახარია , რადგან მას ვირუსი დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა ნათია თურნავასაც. თვითიზოლაციაშია მიხეილ ჩხენკელი.

კოვიდ 19

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

დღეს ცნობილი გახდა რომ კოვიდმა 27 წლის გოგონა იმსხვერპლა. ოკჯახი აცხადებს რომ დავიუსებული არცერთმა საავადმყოფომ არ მიღო. მკურნალობის დაგვიანების შემდეგ კი ლეტალური შედეგი დადგა.

კოვიდ 19

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი სახლში გარდაიცვალა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ინფორამციას ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრემიერის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის დაცვის წევრებს უკავშირდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებლები იზრდება და 2 000-იან ნიშნულს უახლოვდება. გუშინდელთან შედარებით დღეს „კოვიდ-19“ თითქმის 100-ით მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი, რომელთა შორის 27 და 31 წლის ინფიცირებულები არიან. მზარდი სტატისტიკის ფონზე ძალაში შედის ახალი შეზღუდვები. ღია სივრცეში პირბადის არ გამოყენების გამო მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.

გრიპის ვაქცინაცია

03.11.2020

Link:    03.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ეპიდემიოლოგიურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს მოახლოებული გრიპის სეზონი. ეპიდემიოლოგები სეზონური ვირუსების აქტიურ გავრცელებას ნოემბრის ბოლოდან, პიკს კი დეკემბერში ვარაუდობენ. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

მთავრობის კიდევ ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, საკოორდინაციო საბჭო კი შეზღუდვებს ამკაცრებს, პირბადე ყველგან სავალდებულოა, ხოლო რესტორნები და კაფეები არამარტო აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში 22 საათზე დაიკეტება.. დღეს ჯამში სულ ვირუსი 1943 მოქალაქეს დაუდასტურდა 1833 კი გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ გარდაიცვალა 20 ადამიანი. 13. ქუთაისში კორონა ვირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა.როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, პაციენტის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა.

კორონავირუსი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კავკასია - დღეს 19:00

პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს. თუმცა ახალი რეგულაციები მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს და ლოქდაუნი არ იგეგმება. ხვალიდან მათ ვისაც პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში არ ეკეთება, 20 ლარით დაჯარიმდება.

4 ნოემბერი

ტელევიზია

დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც ხდება სავალდებულო

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც ხდება სავალდებულო. შეკითხვა, რამდენად კარგად გვიცავს ნაჭრის პირბადე, კვლავ აქტუალურია. სასურველია პირბადეს ქონდეს რამდენიმე შრე. ნათია სხვიტარიძე: "პირბადის გამოყენების 95% გვაძლევს ვირუსის გადაცემის შემცირებას. გარდაცვალების რაოდენობაც 50% მცირდება". დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ მოსახლეობას კიდევ 1 წელი მოუწევს პირბადესთან ერთად ცხოვრება.

ახალი შეზღუდვები კოვიდის შესაჩერებლად

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ახალი შეზღუდვები კოვიდის შესაჩერებლად. დღეიდან პირბადის გამოყენება ყველგან, მათ შორის ღია სივრცეშიც სავალდებულოა. კანონდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამას გარდა შეზღუდვა რესტორნებისა და ბარების 22:00 საათიდან დაკეტვის შესეხებ, უკვვე მთელს საქართველოზე ვრცელდება. 2) ვირუსის შემთხვევები მატულობს. გუშინ კორონავირუსის 2 000-მდე ფაქტი გამოვლინდა. დაიღუპა 20 ადამიანი, გარდაცვლილთა შორის არიან 26 და 31 წლის პაციენტები. ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ძირითადად თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე ნაწილდება. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 44 522, გარდაცვლილია 362.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. გეტყვით, რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე. ასევე, არჩევნები დასრულდა. მიმდინარე ხმის მიცემის თვლის პროცედურები დასრულდა და ცესკო ჯიუტად ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ თვლასო. კოვიდ ინფიცირებულებს მიემატნენ გიორგი გახარია, მისი პირადი დაცვის თითქმის სრული შემადგენლობა, ნათია მეზვრიშვილი. თვითიზოლაციაშია ნათია თურნავა.

COVID-19

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Covid-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით, ამ დროისთვის გადამზადების სწრაფი კურსი მედიცინის ფაკულტეტის 1 844 მაღალკურსელმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს სტუდენტების გადამზადების პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ჯანდაცვის სამინისტროს (00:00:15) საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს (00:00:20) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის ტრენერები.

გამყრელიძემ ყველას წესების დაცვისკენ მოუწოდა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ვირუსის გავრცელების რისკი ყველგან არის. პოლიტიკური გამოხატულება პროტსტისა არ იზღუდება, თუმცა ვირუსმა, რომ პოლიტიკის და კულტურის განსაზღვრა არ იცის, ამის განმარტება ამირან გამყრელიძეს გუშინ კიდევ ერთხელ მოუწია. მან ყველას წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ტიკარაძის განცხადება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის მინისტრმა უარყო, რომ რაიმე ფორმით საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე მსჯელობა იყო. მან იმ პროტოკოლის უფრო ფართოდ გამოყენებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრანტებით მკურნალობა კოვიდსასტურმოებშიც უზრუნველყოფილია. მინისტრის ინფორმაციით, ეს სხვა კოვიდსასტუმროებზეც გავრცელდება.

კორონავირუსი

04.11.2020

Link:    04.11.2020 - I არხი - მოამბე 09:00

დღეიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც ისევე სავალდებულო ხდება, როგორც დახურულ სივრცეში. ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათამდე იმუშავებენ. დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. როგორც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

ახალი შეზღუდვები

04.11.2020

Link:    04.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

დღეიდან პირბადის გამოყენება ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. ის მოქალაქეები კი რომლებიც ამ წესს არ დაემორჩილებიან 20 ლარით დაჯარიმდებიან. ბექა ფერაძე:" ეს შეზღუდვა არის ორიენტირებული პრევენციაზე და არა საჯარიმო სანქციაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ჯარიმა არ იქნება გამოყენებული". 2. მელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, მანამდე ეს შეზღუდვა მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და მცხეთაში მოქმედებდა. 3. ათ ქალაქში სკოლები დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში,გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სწავლება ონლაინ-რეჟიმზეა გადასული.

29 დევნილ ოჯახს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აუშენდება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - I არხი - მოამბე 08:00

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაცია

04.11.2020

Link:    04.11.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

დღეიდან პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება. დარღვევაზე 20 ლარიანი ფულადი ჯარიმა გავრცელდება. ეპიდემიოლოგების თქმით, თუ პირბადით მოსახლეობის 90% მაინც ივლის, ვირუსის გავრცელება 70% გავრცელდება. ბექა ფერაძე: "ეს შეზღუდვა არის ორიენტირებული პრევენციაზე და არამცდაარამც საჯარიმო სანქციაზე".

ახალი რეგულაცია

04.11.2020

Link:    04.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

დღეიდან პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება. დარღვევაზე 20 ლარიანი ფულადი ჯარიმა გავრცელდება. ეპიდემიოლოგების თქმით, თუ პირბადით მოსახლეობის 90% მაინც ივლის, ვირუსის გავრცელება 70% გავრცელდება. ბექა ფერაძე: "ეს შეზღუდვა არის ორიენტირებული პრევენციაზე და არამცდაარამც საჯარიმო სანქციაზე".

 

 

 

 

 

3 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

"საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება" - ტიკარაძე

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, დღეს ამაზე არ უსაუბრიათ. „დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1,38. ამ მაჩვენებელზე არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. დღეის მდგომარეობით, არანაირ "ლოქდაუნზე" და მსგავს მკაცრ შეზღუდვაზე საუბარი არ გვქონია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისი 650, აჭარა 506 - როგორია კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში?

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პია.ჯი

დღეს, 3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: ✔️თბილისი 650 ✔️აჭარა 506 ✔️ქვემო ქართლი 46 ✔️იმერეთი 324 ✔️შიდა ქართლი 100 ✔️გურია 47 ✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 200 ✔️კახეთი 23 ✔️მცხეთა 39 ✔️სამცხე-ჯავახეთი 4 ✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 4 „ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501.

იგეგმება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა?

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იგეგმება. „ინფექციის გავრცელების კოეფიციენტია 1.38. ამ კოეფიციენტის მაჩვენებლის მიხედვით, არ ვფიქრობთ რომ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, არანაირ ლოქდაუნზე და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

იგეგმება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა?

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იგეგმება. „ინფექციის გავრცელების კოეფიციენტია 1.38. ამ კოეფიციენტის მაჩვენებლის მიხედვით, არ ვფიქრობთ რომ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. მაგრამ, დღეის მდგომარეობით, არანაირ ლოქდაუნზე და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძე: ვატაროთ პირბადე, ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აქციებზე, რომლებიც, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა დაიცვას პირბადის ტარების წესი: „ვირუსმა არ იცის აქცია და არ იცის სხვა ტიპის შეკრება კიდევ. ვირუსისთვის ერთი და იგივეა ყველა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთს ჯანმრთელობაზე .

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ; 10 დიდ ქალაქში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კომერსანტ.ჯი

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროისთვის „ლოქდაუნზე“ საუბარი არაა. „ინფექციის გავრცელების დღევანდელი კოეფიციენტი 1.38-ია და ამ მაჩვენებლის პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვები გვექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. დღეის მდგომარეობით, არანაირ „ლოქდაუნზე“ და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“,-განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობას კოვიდსასტუმროებშიც უზრუნველყოფს

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობას კოვიდსასტუმროებშიც უზრუნველყოფს. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ეს მოდელი უკვე მოქმედებს აჭარაში განთავსებულ კოვიდსასტუმროებში.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, შემუშავდა სია, რომლის მიხედვით მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა და არსებობს კონკრეტული სია, რომელიც მიხედვით მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პროტოკოლით რომელიც დადგენილია სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის და სხვა სამსახურებისთვის. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა კონტაქტებთან მიმართებაში, ასევე ყველა თანამშრომელს მიეცა მითითება თუ ვინ უნდა გადასულიყო იზოლაციაში. არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვით გეგმიურად მოხდება ყველა პერსონალის გატესტვა,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე - ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს, მაგრამ ყველამ კეთილი ვინებოთ, დავიცვათ წესები

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს, რეგულაციები კი რომელიც არსებობს მოსახლეობამ უნდა დაიცვას.

ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსზე თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა და ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში. ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება.

ჯანდაცვის მინისტრი - გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა, არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესში, ცენტრალური ონლაინკლინიკის მუშაობამ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს მონიტორინგი გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრი - გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა, არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესში, ცენტრალური ონლაინკლინიკის მუშაობამ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს მონიტორინგი გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსზე თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა და ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში. ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება.

ჯანდაცვის მინისტრი - გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა, არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესში, ცენტრალური ონლაინკლინიკის მუშაობამ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს მონიტორინგი გაგრძელდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, შემუშავდა სია, რომლის მიხედვით მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა და არსებობს კონკრეტული სია, რომელიც მიხედვით მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პროტოკოლით რომელიც დადგენილია სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის და სხვა სამსახურებისთვის. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა კონტაქტებთან მიმართებაში, ასევე ყველა თანამშრომელს მიეცა მითითება თუ ვინ უნდა გადასულიყო იზოლაციაში. არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვით გეგმიურად მოხდება ყველა პერსონალის გატესტვა,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობას კოვიდსასტუმროებშიც უზრუნველყოფს

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობას კოვიდსასტუმროებშიც უზრუნველყოფს. - რეკლამა - მისივე თქმით, ეს მოდელი აჭარაში განთავსებულ კოვიდსასტუმროებში უკვე მოქმედებს. „ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა არის კვლავ უცვლელი. ჩვენ მივყვებით დასახულ გეგმას, რომელიც ადაპტირდება მოცემულ სიტუაციებთან დაკავშირებით.

თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა ისევე, როგორც ტესტირება, გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში – ტიკარაძე

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში. ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება.

უნდა მივეჩვიოთ კიდევ ერთი წელიწადი პირბადით ცხოვრებას – გამყრელიძე

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პუბლიკა.ჯი

„უნდა მივეჩვიოთ ჩვენ კიდევ ერთი წელიწადი პირბადით ცხოვრებას. ეს უნდა იყოს ჩვენი ისეთივე თანამგზავრი, როგორც ახლა ჯიბეში გვაქვს ცხვირსახოცი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების რეკომენდაცია ყველაზე მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციათაგან, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსზე თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა და ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში. ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება.

დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. „ საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37დ და ზუგდიდი, 8 მარტის ქუჩა N1. განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - geo-drc@drc.ngo“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ბიეფემ.ჯი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. „ საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37დ და ზუგდიდი, 8 მარტის ქუჩა N1. განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელი ელექტრონული ფოსტის მისამართზე – geo-drc@drc.ngo“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ბიპიენ.ჯი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. „საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ ქუთაისში გარდაცვლილ, კორონავირუსით ინფიცირებულ 26 წლის პაციენტთან დაკავშირებით რეაგირება ან ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის პაციენტი ცხელების და სუნთქვის გაძნელების დიაგნოზით კლინიკაში 31 ოქტომბერს მოთავსდა, 1-ელ ნოემბერს კი გარდაიცვალა. როგორც გოგიტიძე აცხადებს, ამ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება 26 ოქტომბერსაც გამოიძახეს, თუმცა, სასწრაფოს მისვლამდე გამოძახება ოჯახის წევრებმა გააუქმეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროისთვის „ლოქდაუნზე“ საუბარი არაა. „ინფექციის გავრცელების დღევანდელი კოეფიციენტი 1.38-ია და ამ მაჩვენებლის პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვები გვექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. დღეის მდგომარეობით, არანაირ „ლოქდაუნზე“ და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“,-განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - „ცენტრალურმა ონლაინ კლინიკამ“ ამოქმედებიდან 33 000-ზე მეტი შემთხვევა მართა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ დისტანციურად, პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსზე თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა და ტესტირება არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში. ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში, არანაირი რიგები არ იქნება.

გამყრელიძე: კიდევ 1 წელი პირბადესთან ერთად ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას მინიმუმ კიდევ 1 წელი მოუწევს შეეჩვიოს პირბადესთან ერთად თანაცხოვრებას. გამყრელიძე ამბობს, რომ პირბადეს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი აქვს და ეს პრაქტიკაშიც დამტკიცდა. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება 5 პრევენციულ ღონისძიებაზე. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებაც ისაუბრა. „გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 129-ით.

ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - რეგინფო.ჯი

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, ის კლინიკაში 31 ოქტომბერს, დაგვიანებით გადაიყვანეს, იმ მიზეზით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ადგილი არ იყო, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. ადგილობრივი ონლაინგამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ცნობით, ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალის სხვა დაავადება არ აღენიშნებოდა.

ქუთაისში 27 წლის პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - პუბლიკა.ჯი

ქუთაისში კოვიდდადასტურებული 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესხებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, პაციენტი 1 ნოემბერს გარდაიცვალა. „აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმდა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

არანაირ "ლოქდაუნზე" და მკაცრ შეზღუდვაზე საბჭოზე საუბარი არ გვქონია - ეკატერინე ტიკარაძე

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ლოკდაუნზე საუბარი არ არის. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აჭარის კოვიდსასტუმროებში პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრანტებით მკურნალობენ და ეს მოდელი თბილისშიც დაინერგება "დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1.38. ამ კოეფიციენტის მაჩვენებელზე, ჩვენ არ ვფიქრობთ ამ ეტაპზე, რომ ჩვენ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ არანაირ "ლოქდაუნზე" და არანაირ მკაცრ შეზღუდვაზე საუბარი საბჭოზე არ გვქონია.

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა და ტესტირება მაღალი შედეგის მომცემი არ არის

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს სისტემაში გარკვეულ გადატვირთვას გამოიწვევს. - რეკლამა - ტიკარაძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ეკატერინე ტიკარაძე: გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა, არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი დამატებით მეთვალყურეობას საჭიროებდა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

“კორონავირუსის მართვის პროცესში, ცენტრალური ონლაინკლინიკის მუშაობამ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. - რეკლამა - მისი თქმით, გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა და არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი დამატებით მეთვალყურეობას საჭიროებდა. „გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პაციენტთან არ ჰქონდა დარეკილი ოჯახის ექიმს, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახის ექიმს ჰქონდა დარეკილი, მაგრამ პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას.

თბილისი აჭარის მოდელს გადმოიღებს და კოვიდსასტუმროებში პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრანტებით უმკურნალებენ

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარის კოვიდსასტუმროებში პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრანტებით მკურნალობენ და ეს მოდელი თბილისშიც დაინერგება "დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი ინფექციის გავრცელების არის 1.38. ამ კოეფიციენტის მაჩვენებელზე, ჩვენ არ ვფიქრობთ ამ ეტაპზე, რომ ჩვენ საქალაქთაშორისო შეზღუდვები გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ არანაირ "ლოქდაუნზე" და არანაირ მკაცრ შეზღუდვაზე საუბარი საბჭოზე არ გვქონია.

ეკატერინე ტიკარაძე: მას შემდეგ, რაც პრემიერსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, შემუშავდა სია, რომლის მიხედვითაც მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - კვირა.ჯი

“მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა და არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვითაც ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება მოხდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. - რეკლამა - მისივე თქმით, ყველა თანამშრომელს მიეცა მითითება, თუ ვინ უნდა გადასულიყო იზოლაციაში. „ჩვენ ვხელმძღვანლობთ იმ პროტოკოლით, რომელიც დადგენილია სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისა და სხვა სამსახურებისთვის. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს დეტალური მოკვლევა კონტაქტებთან მიმართებით, ასევე, ყველა თანამშრომელს მიეცა მითითება, თუ ვინ უნდა გადასულიყო იზოლაციაში. არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვით გეგმურად მოხდება ყველა პერსონალის გატესტვა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

26 წლის ახალგაზრდას Covid-19 გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ბიემ.ჯი

ქუთაისში კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ქალის ოჯახმა სასწრაფო დახმარება 26 ოქტომბერს, წნევის გამო გამოიძახა, თუმცა მოგვიანებით გამოძახება გააუქმეს. "ამის შემდეგ შუაღამისას კიდევ ერთხელ გამოიძახეს პაციენტთან სასწრაფო დახმარება სუნთქვის გაძნელების მოტივით. ამის შემდეგ გოგონა გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, თუმცა ის გარდაიცვალა. მას აუღეს ნაცხი 1 ნოემბერს და დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ტესტის პასუხის მიღებამდე გოგონა გარდაიცვალა",- აცხადებენ სამინისტროში. კითხვაზე, რატომ დროულად არ გადაიყვანეს გოგონა დროულად საავადმყოფოში, სამინისტროში ამბობენ, რომ ჰოსპიტალიზების გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია.

აგვისტოდან PCR ტესტებზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა – "ციტო"

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ბიემ.ჯი

აგვისტოდან PCR ტესტირებაზე მოთხოვნა 500%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ის სამედიცინო ცენტრ “ციტოს” გენერალურმა მენეჯერმა გიორგი სალდაძემ განუცხადა. როგორც სალდაძე ამბობს, დღის განმავლობაში “ციტოში” 800 PCR ტესტი კეთდება. მისი თქმით, ბოლო დროს ხდება ისეც, რომ დაფიქსირებულ მოთხოვნას ლაბორატორია ვერ პასუხობს შესაბამისად, რის გამოც პაციენტების სხვადასხვა ლაბორატორიებში გადამისამართება ხდება.

15 501 აქტიური შემთხვევა – 3 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 3 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 501 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1 943 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 28 633-მდე გაიზარდა.

4 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

„მოლოდინი მაქვს, რომ ვაქცინა მალე შეიქმნება და ჯანდაცვის მინისტრის იმედზე არ ვიქნებით“ – „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“

04.11.2020

Link:    04.11.2020 - კომერსანტ.ჯი

2020 წლის 4 ნოემბერი, საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობა გვეუბნება, რომ პანდემიას წარმატებით უმკლავდება, თუმცა განსხვავებულია სურათი, რომელზეც ჯანდაცვის ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საუბრობენ. სისტემის გაუმართაობის შესახებ ყოველდღიურად ათობით პოსტს შეხვდებით სოციალურ ქსელშიც. ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“. ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძის უწყება პანდემიას ვერ უმკლავდება. მისი თქმით, სამინისტროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანდა.

29 დევნილ ოჯახს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აუშენდება

04.11.2020

Link:    04.11.2020 - პია.ჯი

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამ ეტაპზე, კომისიამ 29 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პროექტი, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლის აშენებას ითვალისწინებს.

პრესა

საქართველოში ახალი კორონაშეზღუდვები ამოქმედდა

04.11.2020

Link:    04.11.2020 - ვერსია

4 ნოემბრიდან, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება _ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. „მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ, ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, _ განაცხადა ცქიტიშვილა.

შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება მიწასთან გაასწორებს ადამიანებსაც და ეკონომიკასაც

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რეზონანსი

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საქართველოში დამატებითი შეზღუდვები წესდება. ინფიცირებულა დღიურმა მაჩვენებელმა 2000-ს მიაღწია, რის გამოც მთავრობას ქვეყანაში ახალი შეზღუდვები შემოაქვს. ეს ვირუსის შეჩერების ერთ-ერთი გზაა, თუმცა ეს გარემოება ეკონომიკას ძირს უთხრის. რესტორნების მხრივ არსებული შეზღუდვა ახლა ყველა რეგიონზე გავრცელდება და დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ; დღეიდან დაჯარიმდება ის ადამიანი, ვინც ღია სივრცეშიც პირბადის გარეშე გადაადგილდება.

სასწრაფოს მისვლამდე გამოძახება ოჯახის წევრებმა გააუქმეს - რას ჰყვება ამირან გოგიტიძე ქუთაისში 26 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

04.11.2020

Link:    04.11.2020 - რეზონანსი

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის პაციენტი ცხელების და სუნთქვის გაძნელების დიაგნოზით კლინიკაში 31 ოქტომბერს მოთავსდა, 1-ელ ნოემბერს კი გარდაიცვალა. როგორც გოგიტიძე აცხადებს, ამ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება 26 ოქტომბერსაც გამოიძახეს, თუმცა, სასწრაფოს მისვლამდე გამოძახება ოჯახის წევრებმა გააუქმეს. „აღნიშნულ პაციენტთან გამოძახება შემოვიდა 26 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. გამოძახების მოტივი იყო დაბალი წნევა.

პაატა იმნაძე: "გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა იქნება"

04.11.2020

Link:    04.11.2020 - სარკე

საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე. ბნიფინგის ერთ-ერთი თემა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხი იყო. პაატა იმნაძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება. საქართველოში კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.