From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 28-29 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 30.11.2020 08:39

მედია მონიტორინგი

28 ნოემბერი

ტელევიზია

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

ცნობილი ხდება რომ ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთო თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ადასტურებს უწყების პრესამსახურიც. "კურიერის" ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზად მინისტრ ტიკარაძესთან კოვიდის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება. თავად თალაკვაძე კომენტარს არ აკეთებს.

კორონავირუსი და საქართველო

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

4472 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი - შეზღუდვების პირველ დღეს საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაღალ სტატისტიკას ინარჩუნებს. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თითქმის 128 000 ადამიანი დაინფიცირდა. რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში 4 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა. დღეს დარეგისტრირებული ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 1724 ფაქტი დედაქალაქში გამოვლინდა.

ამირან გამყრელიძის განცხადება

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

"იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესს დაიცავს 2 თვის შემდეგ, ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1500-1700-ის ფარგლებში დაიწევს" - ამის შესახებ დაავადაბათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, რატომ არ მოქმედებს ქვეყანაში სისტემა, რომლის მიხედვითაც კოვიდ პაციენტების მიღება ყველა კლინიკას შეუძლია.

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე

28.11.2020

Link:    28.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

პირველი ჯანდაცვის მოხელე, რომელიც ჯანდაცვის სისტემის კრახს შეეწირა. მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე. დაპირისპირების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, მისი არასწორი მართვა და სისტემის სრული კოლაფსი გახდა.

კოვიდ ვითარება და ახალი რეგულაციები

28.11.2020

Link:    28.11.2020 - I არხი - მოამბე 12:00

1. ახალი მაჩვენებლები და ინფიცირების მზარდი სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 4 472 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი, შედეგად, თებერვლიდან დღემდე ვირუსს 1 195 ადამიანი ემსხვერპლა.

ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

მაშინ, როცა ქვეყანაში 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი პოსტიდან გაანთავისუფლა. ავთანდილ თალაკვაძე, არჩილ თალაკვაძის ძმაა. წავიდა თუ გაუშვეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი? ამის შესახებ თალაკვაძე დუმს. ცენტრში კი განმარტავენ, რომ ავთანდილ თალაკვაძემ განცხადება თავისი სურვილით დაწერა.

კოვიდ 19

28.11.2020

Link:    28.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

კორონავირუსით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა. ლია შეყილაძეს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი იყო. 2. ბოლო 24 საათში კოვიდ 19- 4472 ადამიანს დაუდგინდა, 4058 ადამიანი განიკურნა, 34 პაციენტი კი გაირდაიცვალა. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ისევ დედაქალაქი ლიდერობს. 3. აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19- 66 ადამიანს დაუდასტურდა. სულ აფხაზეთში ინფიცირების 5 798 შემთხვევაა აღრიცხული. 75 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძის განცხადება

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

"იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესს დაიცავს 2 თვის შემდეგ, ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1500-1700-ის ფარგლებში დაიწევს" - ამის შესახებ დაავადაბათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, რატომ არ მოქმედებს ქვეყანაში სისტემა, რომლის მიხედვითაც კოვიდ პაციენტების მიღება ყველა კლინიკას შეუძლია.

კოვიდ 19

28.11.2020

Link:    28.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან გაწერეს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი კოვიდინფიცირებიდან 15- დღეს უკვე სახლში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 2. კორონავირუსით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა. ლია შეყილაძეს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი იყო. 3. ბოლო 24 საათში კოვიდ 19- 4472 ადამიანს დაუდგინდა, 4058 ადამიანი განიკურნა, 34 პაციენტი კი გაირდაიცვალა. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ისევ დედაქალაქი ლიდერობს.

კორონავირუსი და საქართველო

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

4472 ახალი შემთხვევა, 34 გარდაცვლილი - შეზღუდვების პირველ დღეს საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაღალ სტატისტიკას ინარჩუნებს. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თითქმის 128 000 ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსს ქუთაისის დაავადებათ კონტროლის ეროვნულ ცენტრის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე ემსხვერპლა.

"ოცნებასთან" დაახლოებულები ტენდერებსაც იგებენ და თანხასაც ირგებენ - COVID-19-ის ტესტების ბიზნესი საქართველოში

28.11.2020

Link:    28.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი შაბათს 21:00

როგორ იწყება კორნავირუსის ბიზნესი საქართველოში, როგორ იწყებენ ჩინოვნიკები COVID-19-ით გამდიდრებას? კითხვებზე პასუხი, როგორც ყოველთვის ახლაც მარტივია. ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვების გზა და ჩინოვნიკების დაინტერესება ბიზნესში, საიდანაც ისინი მილიონობთ ლარს შოულობენ.

ბათუმში, ერთ-ერთი ფიტნეს კლუბის შეზღუდვებს არ ემორჩილება - ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმეს

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ბათუმში, ერთ-ერთი ფიტნეს კლუბი დააჯარიმეს. კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ისინი არ დაემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს და არ აპირებენ შემოსავლის გარეშე დარჩენას. გიორგი ბერიძის თქმით, სპორტულ დარბაზში 18 ადამიანი დასაქმებული და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ადგილზე სამართალდამცველები და ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

კოვიდ სიტუაცია საქართველოში

28.11.2020

Link:    28.11.2020 - კავკასია - დღეს 19:00

4472 ახალი შემთხვევა, 34 დაღუპული და 4058 განკურნებული- ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში 24 საათის განმავლობაში. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 127 ათასს გადააჭარბა. დაღუპულია 1124 ადამიანი. აქტიურია 20 ათასზე მეტი შემთხვევა. ყველაზე მძიმე ეპიდვითარება დედაქალაქშია. მძიმე სიტუაციაა ოკუპირებულ ტერიოტორიაზეც. რეკორდულად იზრდება ინფიცირების რაოდენობა მსოფლიოშიც.

აკრძალვის წინააღმდეგ - 10 ათასი ლარით დაჯარიმებული ფიტნესცენტრი

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ბათუმში ფიტნეს ცენტრი "რეფორმერ ფიტნესი" მუშაობას აკრძალვის მიუხედავად აგრძელებდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ დააჯარიმა. ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუშაობის შეჩერებას არ აპირებენ. დღეს ფიტნესცენტრის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ერთადერთი ფიტნეს კლუბი იქნებიან, სადაც ვარჯიშია შესაძლებელი.

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

28.11.2020

Link:    28.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საქართველოში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 4 472 შემთხვევა ბოლო 24 საათში და 34 გარდაცვლილი - ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა. ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით, 1 784 კოვიდპაციენტით, კვლავ თბილისი ლიდერობს. რთული ვითარებაა რეგიონებშიც. განსაკუთრებით აჭარასა და იმერეთში, სადაც კორონავირუსი კიდევ 683 და 662 პირს დაუდასტურდა. საბედნიეროდ, მზარდია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც, გასული დღე-ღამის განმავლობაშიკოვიდ-19“-ის დამარცხება კიდევ 4 058-მა პაციენტმა შეძლო.

29 ნოემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

29.11.2020

Link:    29.11.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საქართველოში კორონავირუსის 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 35 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3721 ადამიანი. ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ისევ თბილისში გამოვლინდა, კორონავირუსი დაუდასტურდა კახი კავსაძეს.

კორონავირუსი

29.11.2020

Link:    29.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ბოლო 24 საათის კოვიდ მონაცემები რამდენიმე წუთის წინ გადა ცნობილი. 4426 ინფიცირებული, 35 გარდაცვლილი და 3721 გამოჯანმრთელებული. ასეთია ბოლლო დღე-ღამის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

29.11.2020

Link:    29.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 4 426 ადამიანი დაინფიცირდა, 35 კი გარდაიცვალა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისევ დედაქალაქში. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტიკარაძის უწყება, კერძოდ კი ჯანდაცვის უწყება, არის უსუსური და არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა და უყურადღებოდ მიტოვებული პაციენტები. რატომ ვერ მიდიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები ინიფცირებულებთან, რომლებსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

დაუმორჩილებლობის აქტი - ფიტნესცენტრი მეორედ დააჯარიმეს

29.11.2020

Link:    29.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

სისხლის სამართლის საქმე შეზღუდვების დაუმორჩილებლობისთვის. ერთ-ერთი ფიტნეს - დარბაზი პოლიციამ უკვე მეორედ დააჯარიმა. ''გირჩისლიდერი აცხადებს, რომ ტერიტორია მან იქირავა და კომერციული საქმიანობით არ არის დაკავებული.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

29.11.2020

Link:    29.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 4 426 ადამიანი დაინფიცირდა, 35 კი გარდაიცვალა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისევ დედაქალაქში. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტიკარაძის უწყება, კერძოდ კი ჯანდაცვის უწყება, არის უსუსური და არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ბათუმში ერთ-ერთი ფიტნესკლუბი მეორედ დააჯარიმეს. საჯარიმო სანქცია დაწესებულებას გუშინ დააკისრეს, ობიექტმა კი მუშაობა მაინც გააგრძელა. როგორც ფიტნესკლუბში ამბობენ, შეზღუდვების მითითებას არ დაემორჩილებიან, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

10 ათასი ლარით დაჯარიმების მიუხედავად, ბათუმში ფუნქციონირებას განაგრძობს ფიტნესკლუბირეფორმერი“, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება.

29.11.2020

Link:    29.11.2020 - I არხი - მოამბე 18:00

10 ათასი ლარით დაჯარიმების მიუხედავად, ბათუმში ფუნქციონირებას განაგრძობს ფიტნესკლუბირეფორმერი“, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება. ფიტნესკლუბში დღესგირჩისლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა და განაცხადა, რომ ფართს ქირაობს, როგორც საცხოვრებელს და აპირებს ყველა მიიღოს, ვისაც ვარჯიში უნდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

29.11.2020

Link:    29.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 4 426 ადამიანი დაინფიცირდა, 35 კი გარდაიცვალა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისევ დედაქალაქში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხვალიდან კორონავირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებს

29.11.2020

Link:    29.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხვალიდან კორონავირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებს. მომდევნო ერთი კვირა ქვეყანაში პიკი იქნება. მოიმატებს ინფიცირებულების სტატისტიკა. დღეს 4 426 ახალი შემთხვევაა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 35 ადამიანი, მათ შორის კიდევ ერთი ექიმი.

უანგარო დახმარება ინფიცირებულებს

29.11.2020

Link:    29.11.2020 - მთავარი არხი - პოსტ ფაქტუმი

მაშინ, როდესაც სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოწურული გვაქვს და ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გამოწვევებს ვერ უმკლავდება, სწორედ ამ დროს ღვივდება მოსახლეობაში ნაპერწკალი, რომელიც გვიბიძგებს, ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ ერთ ერთი პირველი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი იყო. სულ რაღაც ერთ დღეში ათასობით ადამიანი შეუერთდა.

28 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე - ორი თვის შემდეგ ინფიცირების სტატისტიკა 1500-1700 უნდა იყოს

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ორი თვის შემდეგ ინფიცირების სტატისტიკა 1500-1700 უნდა იყოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანიარუსთავი 2“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შედეგის მისაღწევად რეკომენდაციებისა და წესების დაცვაა საჭირო.

პაატა იმნაძე: აკრძალვების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინფო9

რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც.

პაატა იმნაძე: აკრძალვების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - პია.ჯი

რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც.

კორონავირუსზე ამბობენ, ჩვეულებრივი გრიპიაო, რომელი გრიპი კლვას 2 თვეში 1 000 ადამიანს?” – პაატა იმნაძე

28.11.2020

Link:    28.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძეპირველი არხისეთერში განაცხადა, რომ ინფქციონისტები მთავრობისგან უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითხოვდნენ, თუმცა მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

დაპირისპირება ხელისუფლებაში და ვირუსის უკონტროლო გავრცელება - ტიკარაძემ არჩილ თალაკვაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაპირისპირება ხელისუფლებაში - გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. დუმს თავად თალაკვაძე. ავთანდილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმაა და ის ამ თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა.

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ბიპიენ.ჯი

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებინტერპრესნიუსსუწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციაექსპრესნიუსსჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, თალაკვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და შესაბამისი განცხადებაც დაწერა.

ქუთაისში კორონავირუსს ეპიდემიოლოგი ემსხვერპლა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა.

სერგო ჩიხლაძე ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლასსხვადასხვა კლანს შორის შიდა დაპირისპირებებსუკავშირებს

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლას "სხვადასხვა კლანს შორის შიდა დაპირისპირებებს" უკავშირებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - მედიანიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. უწყების პრესამსახური ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამირან გამყრელიძე: რას ნიშნავს რუსები ჩამოვლენ და ლუგარის ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგის კორონავირუსით გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ეპიდემიოლოგიკოვიდ-19“-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ყოველდღე 30–40 ოჯახი შავებით იმოსება.. მივიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ექიმებთან ერთად სტაციონარში“ - მიმართვა პრემიერს

28.11.2020

Link:    28.11.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს,“-ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ პრემიერ-მინისტრის მიმართ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული.

ბათუმში ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მუშაობის გაჩერებას არ აპირებს

28.11.2020

Link:    28.11.2020 - ინფო9

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ფიტნესკლუბს – Reformerfitness- შრომის ინსპექციამ ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედვად, დღეს მუშაობას გააგრძელა. როგორც დაწესებულების მენეჯერმა გიორგი ფუტკარაძემ განაცხადა, 10 000 ლარის გადახდას არ აპირებს და არც ფიტნესკლუბს დახურავს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი covid-19-ით გარდაიცვალა

28.11.2020

Link:    28.11.2020 - პუბლიკა.ჯი

კოვიდ 19 ით, დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. “კოვიდ -19-ის პანდემიის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაავადების პირველ დღეებშიც აგრძელებდა მისი მოვალეობის შესრულებას” – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავცელებულ განცხადებაში. იგი 62 წლის იყო.

 

29 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - რეგინფო.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გადადგა. როგორც ცენტრის პრეს-სამსახურში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ავთანდილ თალაკვაძე, რომელიცქართული ოცნებისერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმაა, ჯანდაცვის სამინისტროში 2014 წლიდან მუშაობდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახურს კი 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ავთანდილ თალაკვაძე მუშაობას და ვინ შეცვლის მას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი - ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" . "რეფორმერი ფიტნესი" და რესტორანი შპს "დიანა" - .. "კიდობანი" დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა.

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322- დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ . ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" . "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322- დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა . ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - .. "კიდობანი". ობიექტი N322- დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ . თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,, და ჰაუს რეკორდსაკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს განაგრძობს.

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

29.11.2020

Link:    29.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია გრძელდება.

შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - ბიემ.ჯი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322- დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - პია.ჯი

30 ნოემბრიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

არჩილ გამზარდია: ტიკარაძეს მეტი უფლებები რომ ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა

29.11.2020

Link:    29.11.2020 - პია.ჯი

ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აღნიშნავს და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. არჩილ გამზარდიას განმარტებით, ეკატერინე ტიკარაძეს საბჭოს წევრებთან შედარებით მეტი უფლებები რომ ჰქონოდა, დღეს ქვეყანაში შესაძლოა, უკეთესი ვითარება ყოფილიყო. „მე რაც კულუარულად ანუ არაოფიციალურად გამიგია, იმის მიხედვით, ზოგჯერ მგონია, რომ ტიკარაძე ყველაზე ადეკვატური ადამიანია მთელ იმ საბჭოში სხვებთან შედარებით. ზოგადადაც, მას რომ მეტი უფლებები ჰქონოდა იმ საბჭოს წევრებთან შედარებით და თავისი უფრო მეტად გაეტანა, შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონოდა. ზოგადად, ჯანდაცვის დეფაქტო მინისტრი სულ იყო გამყრელიძე, სერგეენკო ჩვეულებრივი უხეირო და კორუმპირებული შემსრულებელი. ჩანს, ტიკარაძე იმაზე მაგარი გოგო გამოდგა, ვიდრე ეგონათ და თვითმყოფადობისთვის იბრძვის, ამიტომაც პრობლემები აქვს გახარიასთანაც, გამყრელიძესთანაც და მათი ჯგუფის დანარჩენ ნაწილთან. ამიტომ ასე ადვილად არ ვიტყოდი მასზე ნეგატივს, მით უფრო მისიკოლეგებისფონზე”, – აღნიშნავს გამზარდია.

ორ დღეში საქმიანობა 2309 ობიექტს შეუჩერეს, ორი კი 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

29.11.2020

Link:    29.11.2020 - რეგინფო.ჯი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.