From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 24-25 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 25.11.2020 11:11
Attachments :

მედია მონიტორინგი

24 ნოემბერი

ტელევიზია

კოვიდ 19

24.11.2020

Link:    24.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

მოლოდინის მიუხედავად, დღეს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ გამკაცრდა. საკორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ,გაირკვა, რომ ამ საკითხზზე კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება 2 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, შექმნილი ვითარებიდა გამოსავალი რამდენიმეა და მათ შორის პირველია, პრევენციული ღონისძიებების გატარება.

კორონავირუსი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა იმერეთში, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი 200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაინფიცირებულების უმეტესობა მკურნალობის კურსს სახლში გადის.. ასეევ ქუთაისში ინფიცირდებიან მედიკოსებიც.

საავადმყოფოს გარეთ დარჩენილი პაციენტები

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამოო მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მიღება უჭირთ. ქვეყანა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ებრძვის. რიგებია კოვიდმიმღებ ცენტრებში, სადაც მოქალაქეთა ნაწილი უფასო ტესტის გაკეთებას გაურკვეველი დროით ელოდება. ისევ პრობლემაა ოჯახის ექიმთან დაკავშირება, კლინიკებში ადგილების არარსებობას უკავშირდება 67 წლის მამაკაცის გარდაცვალება, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადატვირთულობის გამო ვერ მოათავსა.

გამყრელიძის განცხადება

24.11.2020

 

Link:    24.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

შევედით პიკში, თუმცა დეკემბრის პირველ კვირაში იქნება შემთხვევათა მატება იქნება. ამას ამბობს ამირან გამყრელიძე. ის მატების რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს. ამბობს, რომ 3128 ახალი შემთხვევა კლება არ არის. რეალურად ეს მატებაა, რადგან დასვენების და სადღესასწაულო დღეებში უფრო ნაკლები ტესტი გაკეთდა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

24.11.2020

 

Link:    24.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელებას დეკემბრის პირველ კვირაში ელოდებიან.

 

ტიკარაძის განცხადება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე რჩება. გავრცელებული ხმები დღეს ეკატერინე ტიკარაძემ არ დაადასტურა და თქვა, რომ საკითხი არც განხილულა. ტიკარაძის განმარტებით, პასუხისმგებლობა ახლა მას ეკისრება და ამიტომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

პრობლემები ცხელების ცენტრებში

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

კოვიდცენტრებში არსებულ პრობლემებზე მოსახლეობის გარდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. მედიკოსები ამბობენ, რომ ინფცირების მასშტაბების გაზრდის გამო მდგომარეობა სავალალოა. მათი თქმით, თუ არ შემცირდება ვირუსის გავრცელება, ისინი მომსახრების გაწევას ვერ შეძლებენ. იზრდება მედიკოსების დაინფიცირების რიცხვი.

კორონავირუსი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ბიზნესი შეზღუდვების მოლოდინშია, საკოორდინაციო საბჭო ორი დღის განმავლობაში რეგულაციებს გაამკაცრებს. შესაძლებელია გახანგრძლივდეს კომენდანტის საათი, ასევე კონკრეტულ დღეებში სავაჭრო დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდოს, სავარაუდოდ ეს იქნება შაბათი და კვირა.

კორონავირუსი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

რამდენად საკმარისია ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და რამდენად მომზადებული ხვდება ჰოსპიტალური სექტორი პიკში ვირუსთან ბრძოლის პროცესს. 24 ნოემბრის მდგომარეობით სულ მობილიზებულია 7363 საწოლი, აქედან აქტიურად არის მიჩნეული 279. რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს, მათ მეთვალყურეობას უწევენ კონკრეტული კლინიკები. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება.

ეპიდვითარება ქვეყანაში

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

ხელისუფლება ადასტურებს, რომ იმაზე ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ოფიციალური მონაცემები ასახავს - ეს განცადება ამირან გამყრელიზემ მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ვიტარება კონტროლირებადია, ქვეყანაში არც საწოლფონდის და არც სასუნთქი აპარატების დეფიციტია.

საწოლფონდის ნაკლებობა ქვეყანაში - რას ამბობენ ექიმები

24.11.2020

Link:    24.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ჯანდაცვის მინისტრი, უკვე ერთი თვეა, საზოგადეობას უმტკიცებს, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის, საწოლების რაოდენობა საკმარისია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებულია 7 363 საწოლი, საიდანაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 5 951-ია აქტიურად გამოყენებული.

როდის შემოვა კოვიდ 19-ის ვაქცინა ქვეყანაში - ექსპერტები მთავრობის დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ

24.11.2020

Link:    24.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

როდის შემოვა კოვიდ 19-ის ვაქცინა ქვეყანაში და ვინ აიცრება პირველი-- საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში მედიკოსების აცრა იგეგმება.

დაწესებული შეზღუდვების შესახებ

24.11.2020

Link:    24.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

სისტემური ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის - ამ შედეგით დასრულდა დღევანდელი სხდომა. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აქტიურად განიხილება წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც მობილობის შემცირებას გამოიწვევს. მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვა, წერტილოვანი შეზღუდვები სავაჭრო ობიექტებისთვის კონკრეტული სამუშაო დროის შემცირებაზე.

კოვიდ პანდემია

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტვ პირველი - რეაქცია TV1

უმძიმესი სიტუაცია ქვეყანაში. ბევრი ექიმი და სამედიცინო პერსონალი დაავადდა ვირუსით. საავადმყოფოებში ინფიცირებულთა დაწვენა და მიხედვა თანდათან შეუძლებელი ხდება. უმძიმესი პაციენტებისთვისაც კი პაციენტებისთვის ადგილი აღარაა. ადამიანები საათობით ელოდებიან სასწრაფო დახმარებას.

ჩამოშლილი სისტემა

Link:    24.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

ჯანდაცვის მინისტრი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიმართ პრეტენზიებს უკვე გამოთქვამენ ის სპეციალისტებიც, ვინც აქამდე მთავრობის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი იყო. მინისტრს ეწინააღმდეგებიან პანდემიასთან კავშირში არ მყოფი მედიკოსებიც.

კორონავირუსის მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა

24.11.2020

Link:    24.11.2020 - კავკასია - დღეს 19:00

კორონავირუსის მაჩვენებელი ქვეყანაში ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. მართალია დღეს 3128 ახალი, შედარებით მცირე, შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა შემცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ეს დღიურ სტატისტიკაში წერია, ადასტურებს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სტატისტიკაში ის ადამიანები, რომელთაც ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვთ და ტესტს არ იტარებენ, ვერ ხვდებიან.

კოვიდ 19 / პოლიტიკური მოლაპარაკებები

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 18:00 ტვ 1

მოდერატორობის სურვილი გამოთქვა ეკლესიამ. მეუფე იაკობი რომელიც ექსტრავაგანტული განცხადებებით გამოირჩევა დღსე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს არცერთ მხარეს არ ჩარეულან. მისი თქმიტ ის ღმერთს შესთხოვს გონიერმა გუნდმა გაიმარჯვოს. მან ასევე თქვა რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროსაც გაესვა ხაზი ეკლესიის როლს.

რა ბედი ეწია რობოტ პეპერს?

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

რა ბედი ეწია რობოტ პეპერს? ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას ივნისში წარუდგინა და თქვა, რომ ის მინისტრს covid-19-ის მართვაში დაეხმარებოდა. მას შემდეგპეპერიარსად გამოჩენილა და მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ის პასუხობდნენ, რომ ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, თუმცა დღეს "საქმის კურსის" შესაბამისი კითხვის პასუხად ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სისტემაპეპერსიყენებს.

კოვიდ-19

24.11.2020

Link:    24.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსით კიდევ 3 128 ადამიანი დაავადდა. თბილისი კოვიდ რუკაზე კვლავ წითელი ზონაა. დედაქალაქში 1 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მეორე ადგილზე აჭარაა, 576- ახალი ინფიცირებულით. საკარანტინო სივრცეებში დამატებით 2102 ადამიანია მოთავსებული.

ვაქცინა

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

კორონავირუსის ვაქცინა, რომელშიც სახელმწიფო 17 მილიონს იხდის მოქალაქეებისთვის ფუასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ხელმძრვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გამოიყენებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

24.11.2020

Link:    24.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

კლინიკების გადატვირთვისა და ყოველდღე ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ახალი შეზღუდვები ჯერ არ დაწესებულა. გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობა ბიზნესსექტორთან კონსულტაციებს გადის.

კორონავირუსის გავრცელების დღიური პიკი ქვეყანაში 29 ნოემბერს იქნება - როგორია სპეციალისტების პროგნოზი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

გუშინდელთან შედარებით დღეს თბილისში კორონავირუსის 653-ით ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, დედაქალაქი კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს, რომელსაც 576 შემთხვევით აჭარის რეგიონი მოჰყვება. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ვირუსს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები პრემიერს ხვდებიან

24.11.2020

Link:    24.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ბიზნესსექტორთან ერთად, კონსულტაციები მიმდინარეობს ჯანდაცვის ექსპერტებთან. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებშიც გრძელდება. მხარეები მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე არსებული დატვირთვის განეიტრალების გზებზე მსჯელობენ. შეხვედრას ესწრებიან ნათია თურნავა, ვანო მაწავარიანი და ასევე დისტანციურად ჩაერთო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

24.11.2020

Link:    24.11.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ამ წუთებში პრემიერ მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.დღეს კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, კოვიდ ვითარება საქართველოში პიკის ზღვარზეა. კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. საჭიროების შემთხვევაში საწოლ ფონდი გაიზრდება თუმცა ეკატერინე ტიკარაძე სიტუაციიდან გამოსავალს არა საწოლ ფონდის გაზრდაში არამედ, მობილობის შემცირებაში ხედავს.

კოვიდ 19

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

ჩამოშლილი ეკონომიკის გაურკვეველი მომავალი. მთავრობა ფიქრობს პანდემიის ფონზე როგორ გაამკაცროს ზომები ისე რომ ისედაც დაზარალებული ბიზნესი კიდევ უფრო არ დააზარალოს და ადამიანები შიმშილისთვის არ გაწიროს. მაშინ როდესაც ბიზნესმენების ნაწილი იმ ვალებს ფარავს რაც პანდემიის პირველი ტალღის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დაუტოვეს, თავიდან ამ წრეზე წასვლა სრული კოლაფსი იქნება.

კორონავირუსი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

აჭარაში არსებულ კოვიდ მიმღებ კლინიკებში სასუნთქი აპარატების დეფიციტია, სულ 46 აპარატია და ამდენივეა კრიტიკული პაციენტიც.ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კორონავირუსის ყოველდღიური შედეგების გათვალისწინებით 15% ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს.

კორონავირუსი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - რუსთავი 2 - ღამის კურიერი

პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

კოვიდ 19

24.11.2020

Link:    24.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან განაცხადა რომ ვაქცინაცია შეკვეთილია მოსახლეობის 20 %-ის მოცვისთვის.

25 ნოემბერი

ტელევიზია

კოვიდ 19-ცხელი ხაზი

25.11.2020

Link:    25.11.2020 - იმედი - იმედის დილა

მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ინფორმაციას ვეცნობით კორონავირუსის შესახებ, სიმტომებზე, მკურნალობაზე, ადამიანი როცა გებულობს, რომ კოვიდ დადებითია ერთგვარი დაბნეულობა მაინც იწყება.

სამი ვაქცინა, რომელსაც მსოფლიო ელოდება

25.11.2020

Link:    25.11.2020 - იმედი - იმედის დილა

როგორც იქნა, პირველად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოზიტიური განცხადება გააკეთა. "ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით, ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეების წყალობით, ამ ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება.

კოვიდ სტატისტიკა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1.რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყანაში, მობილობის შემცირების მიზნით სავარაუდოდ ამ კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი პრემიერმა საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

კორონავირუსი

25.11.2020

Link:    25.11.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

პრემიერი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ეს დღეს გახდება ცნობილი.

კორონავირუსი

25.11.2020

Link:    25.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

საქართველოში დეკემბრის პირველ კვირაში კოვიდინფიცირებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები გაიზრდება - ეს საქართველოსთან მიმართებით ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის გათვლებია.

საქართველოში ყოველდღე ინფიცირების საშუალოდ 10 000 შემთხვევაა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

საქართველოში ყოველდღე ინფიცირების საშუალოდ 10 000 შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების რეალური რაოდენობა გამოვლენილს 2-ჯერ, 3-ჯერ აღემატება.

პაციენტები შველას ითხოვენ

25.11.2020

Link:    25.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

პაციენტები შველას ითხოვენ, თუმცა კლინიკებში ადგილების არ არსებობის გამო სამედიცინო დახმარების გარეშე რჩებიან და კორონავირუსს მარტო ებრძვიან.

კოვიდ სტატისტიკა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყანაში, მობილობის შემცირების მიზნით სავარაუდოდ ამ კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი პრემიერმა საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

კორონავირუსი

25.11.2020

Link:    25.11.2020 - I არხი - ახალი დღე

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, საქართველო პანდემიის პირველ ფაზაშია. სტუმარი: დევი ტაბიძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში. ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკა და ინფექციონისტთა მოლოდინი. სტუმარი: ალექსანდრე გოგინავა ექიმი-ინფექციონისტი.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

25.11.2020

Link:    25.11.2020 - I არხი - მოამბე 12:00

გართულებული ეპიდ-ვითარება. 3 071 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 3 366 პირი.

კორონავირუსი და საქართველო

25.11.2020

Link:    25.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება "ღამის კურიერთან" გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დორექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

24 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ხათუნა ზახაშვილი: კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს

24.11.2020

Link:    24.11.2020 - კვირა.ჯი

კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაშიპირადი ექიმიმარი მალაზონიაგანაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ვაქცინა შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, რაც დაახლოებით 700 ათასი ადამიანს შეადგენს.

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეს შეიძლება, საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ... - დატოვებს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას?

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობის დატოვების შესახებ არ ადასტურებს და აცხადებს, რომ პოსტიდან წასვლას არ აპირებს: "თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს შესაძლოა, საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას - ეკატერინე ტიკარაძე

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. მისივე თქმით, უკვე ხდება საჭირო ინფრასტრუქტურის მოილიზება, რათა შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირება განხორციელდეს: "ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული პროცესში.

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი 3128 შემთხვევა ნუ დაგვამშვიდებს, კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და კიდევ გაგრძელდება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - კვირა.ჯი

დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128 გთხოვთ ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ტოვებს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას – „თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია

24.11.2020

Link:    24.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რატიანი თავის განცხადებაში მას არ გულისხმობდა. ტიკარაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

საწოლი ადგილები ვერ გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოენდომებინა ქვეყანას - ვოლსკი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საწოლი ადგილები ვერ გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოენდომებინა ქვეყანას. ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა, გია ვოლსკიმ "ფორმულას" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს შეეხებოდა.

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ - ეკატერინე ტიკარაძე

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ტიკარაძის თქმით, ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მას აქვს.

ეკატერინე ტიკარაძე - როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრი - ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

არამხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - ჯანდაცვის სფეროში პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძე: დამატებით 2500 სასუნთქი აპარატი გვაქვს, ქვეყანაში დეფიციტი არ არის

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1040 სასუნთქი აპარატი. რეანიმაციული პაციენტი გვყავს 227. აქედან გამომდინარე, სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში არის 2500 სასუნთქი აპარატი და მათი დამატებითი მობილიზება შესაძლებელი იქნება იმ კლინიკებში, რომლებიც ჩართულები არიან კოვიდეპიდემიის მართვაში... ” ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 24 ნოემბერი, 2020

ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის გვაქვს 7363 საწოლი, საიდანაც COVID-19-ისთვის გამოყენებული არის 5952

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო სექტორში მიბილიზებული არის 7363 საწოლი, საიდანაც აქტიურად COVID-19-ისთვის გამოყენებული არის 5952.

ეკატერინე ტიკარაძე - როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მობილიზება, რაც ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის იქნება საჭირო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის 7363 საწოლია მობილიზებული, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5952

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვისთვის ამ დროისთვის 7363 საწოლია მობილიზებული. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკებში მკურნალობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 817-მა პაციენტმა დაასრულა.

ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების საკითხი არ განიხილება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, ასე რომ საველე ჰოსპიტლების საკითხი არ განიხილება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლების გამოყენებისას ქვეყნის რესურსია გასათვალისწინებელი. „არაერთხელ ვთქვით, საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდაპლიკაციის მუშაობა ეფექტური მაშინ იქნება, როცა მოსახლეობის 40% მას ყოველდღიურად გამოიყენებს

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდაპლიკაციის მუშაობა ეფექტური მაშინ იქნება, როდესაც მოსახლეობის 40% მას ყოველდღიურად გამოიყენებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდაპლიკაციის ეფექტური მუშაობა მოსახლეობაზეა დამოკიდებული. „მაშინ როდესაც აზიის და ევროპის ქვეყნები კოვიდაპლიკაციას წარმატებულად იყენებენ, ჩვენი მოსახლეობის აქტივობა არ არის მაღალი.

ექიმების პატივისცემით მაინც გავიკეთოთ ნიღაბი - მინისტრი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - 279 აქტიური საწოლი. ქვეყნის საწოლ ფონდში კი 17 000 -ზე მეტი საწოლი, - საკოორდინაციო საბჭოს სამშაბათის სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ეპიდვითარებაზე ისაუბრა და ინფიცირების ზრდაში ქუჩის აქციების როლზე გაამახვილა ყურადღება, - "ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი" ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თერაპიულ საწოლზე დაყოვნება 5.72 დღეა, კრიტიკულზე, 8 დღეზე მეტი.

პიკში შევდივართ - გამყრელიძე

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - შეზღუდვებზე 2 დღეში შეჯერდებიან, - სამშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, წერტილოვანი რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე განაცხადა, რადგან პიკში შევდივართ.

ეკატერინე ტიკარაძე: აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ინფო9

აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძე: პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს

24.11.2020

Link:    24.11.2020 - პია.ჯი

პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს ინტერესში შედის საკმარისი რაოდენობის ტესტირება ჩატარდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ - ბონდო მძინარაშვილი

24.11.2020

Link:    24.11.2020 - მედიანიუს.ჯი

ეკატერინე ტიკარაძეს არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს კლინიკების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად კლინიკების გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა.

ჯანდაცვის სამინისტრო: Stop Covid აპლიკაცია 232,659-მა მომხმარებელმა გადმოწერა

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ბიემ.ჯი

გაზაფხულზე მთავრობამ Stop Covid აპლიკაცია წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დააფიქსირონ კოვიდ სტატუსი. მისი მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ ჰქონდათ თუ არა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი.

პაატა იმნაძე: ინფიცირების დღიური რიცხვი რეალურად 10 000 მაინც იქნება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ბიემ.ჯი

ჩვენი გათვლებით დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000 მაინც იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემრუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღიურად 2-3-ჯერ უფრო მეტი იქნება ინფიცირების რეალური მაჩვენებელი დადასტურებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ახალი შეზღუდვები ხვალ გამოაცხადდება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ გამოაცხადებს.

ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის

24.11.2020

Link:    24.11.2020 - პია.ჯი

წასვლას არ ვაპირებ, არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას ის რეფორმები სჭირდება, რომელიც მას დაგეგმილი აქვს.

ტიკარაძე - Covid-19-ის ვაქცინა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

"Covid-19-ის ვაქცინა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანიარუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ვაქცინას გაზაფხულისთვის ელოდება. „მოქალაქისთვის იქნება უფასო, ზოგადად, ვაქცინაცია ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის ბაზა, აქედან გამომდინარე მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებ, რომ ვაქცინა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გაზაფხულისთვის იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობის ლიბერალური მიდგომები შეცდომა იყო

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. "ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით.

ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ არ გამომდის საქმე, ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

წასვლას არ ვაპირებ. მე არ ვთვლი, რომ არ გამომდის საქმე, ნამდვილად ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს კოვიდპანდემიასთან მიმართებით ყველა ქმედება. ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი და ამიტომ, ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი... ” ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 24 ნოემბერი, 2020

ტიკარაძე: ალბათ, შევცდი, რომ გაზაფხულის აკრძალვების შენარჩუნება კატეგორიულად არ მოვითხოვე

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ზაფხულში შეზღუდვებთან დაკავშირებული "ლიბერალური მიდგომა" შეცდომა იყო. ტიკარაძის თქმით, ინფიცირების ზრდა იმის შედეგია, რომ "არ ვიყავით მეტად უფრო რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით". რუსთავი 2-ის კითხვაზე, ვისი შეცდომა იყო "ლიბერალური მიდგომა", ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ მისიც.

ტიკარაძე: თუ ინფიცირებულს კლინიკა არ იღებს, 15 05-ზე დარეკოს და დროული რეაგირება მოხდება

24.11.2020

Link:    24.11.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს კლინიკა არ მიიღებს, მას შეუძლია, სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 – დარეკოს და მოხდება შესაბამისი რეაგირება. ამის შესახებ ტიკარაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში ილაპარაკა. "ზარი იწერება და შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოსგან, ასევე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან.

25 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ტიკარაძე: ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალურ ზღვარს არ დავასახელებ, ეს მოსახლეობას ათამამებს

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ აკონკრეტებს, რა არის ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარი, რომლის მობილიზებაც ქვეყანას პანდემიასთან საბრძოლველად შეუძლია. მისი თქმით, ეს მოსახლეობას გაათამამებს, რადგან თუ იციან, რომ საწოლფონდი არსებობს, ხალხი ნაკლებად იცავს წესრიგს.

ჩემი შეცდომაც იყორა აღიარა ჯანდაცვის მინისტრმა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ეკატერინე ტიკარაძისგანცხადებით, კორონავირუსითინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემღამის კურიერშიგანაცხადა. „ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობასგაათამამებს

25.11.2020

Link:    25.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობასგაათამამებს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

იმნაძის ცნობით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება 25 ნოემბერს გამოცხადდება

25.11.2020

Link:    25.11.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს გამოაცხადებს.

ჩვენი გათვლებით, დღეში ინფიცირების 10 000-მდე ახალი შემთხვევააიმნაძე

25.11.2020

Link:    25.11.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მეტია. „ჩვენი გათვლებით, ახლა დღეში 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც არის საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა.

ლევან რატიანითუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - კვირა.ჯი

ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, – ამის შესახებ ლევან რატიანმარუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. „კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

რუსეთში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 507 პაციენტი გარდაიცვალა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 162 503-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალურთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტია, ჩვენი გათვლებით დღეში 10, 000-მდე შემთხვევაა

25.11.2020

Link:    25.11.2020 - კვირა.ჯი

საქართველოში, ყველას, ვინც იკრიბება, სადაც არ უნდა იყოს და არ იცავს დისტანციას, არ იკეთებს ნიღაბს, მიუძღვის ბრალი, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ ეპიდვითარებასა და ინფიცირების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პროფკავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართავს

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს. პროფკავშირების გაერთიანება საქართველოს მთავრობას შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის ვაქცინის, როგორც შესყიდვის, ასევე მოწოდების გეგმის შემუშავებაშიც. "კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა, ვიცით რომ ვაქცინის წარმოებაც ლიმიტირებულია. სანამ ვაქცინის შეძენა მოხდება, ქვეყანას აქვს განსახორციელებელი გარკვეული ღონისძიებები და ეს ეხება ვაქცინის ტრანსპორტირების და განთავსების კომპონენტს.

ხათუნა ზახაშვილმა განმარტა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ინფო9

სიტუაცია უპირველეს ყოვლისა, ჩემი პირადი მოსაზრებით დაკავშირებული არის სეზონთან და ამ სეზონზე რესპირაციული ინფექციები ყოველთვის უფრო აქტიური გავრცელებით გამოირჩევა და კოვიდი ჯერჯერობით მწვავე რესპირაციულ ინფექციათა რიგში იმეორებს იმ სეზონურ ხასიათს, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის ვირუსებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმაიმედისგადაცემაშიარენაგანაცხადა.

20-მდე მემანქანეს COVID-19 დაუდასტურდა - შეფერხდება თუ არა მეტროს მუშაობა?

25.11.2020

Link:    25.11.2020 - ბიემ.ჯი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირიერთობა 2013“ თბილისის მერტოპოლიტენის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ახალი კორონავირუსი დაუდასტრუდათ და ამის გამო პროფესიული გაერთიანება პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიას აკისრებს.