From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 21-22 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 24.11.2020 06:22
Attachments :

მედია მონიტორინგი

21 ნოემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

21.11.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    21.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 824 ადამიანს დაუდასტურდა, 3 851 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783- შეადგენს. გარდაიცვალა 927 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. საქართველოში ამ დროისთვის 849 მძიმე პაციენტია, მათგან 308 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში, 1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Link:    21.11.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    21.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    21.11.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    21.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    21.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

Link:    21.11.2020 - ტვ პირველი - ნოდარ მელაძის შაბათი

Link:    21.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    21.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

22 ნოემბერი

ტელევიზია

 

 

კორონავირუსი

22.11.2020

Link:    22.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შეუძლებელი ხდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ყველა რეკორდი მოხისნა. ვირუსით ინფიცირებული, 4048 ადამიანია, გარდაცვლილი 49 ნპაციენტი. დაავადებულთა რაოდენიბით პირველ ადგილზე თბილისია, მეორეზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთი. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ამბობენ, რომ სასწრაფოსთან დაკავშირება უჭირთ. უტიტროდ:"სასწრაფო დახმარების უფროსს და ეკატერიე ტიკარაძეს საერთოდ არ ესმის ჩვეენი, ვერ ხვდება რა მდგომარეობაში ვართ".

კორონავირუსი საქართველოში - შეზღუდვები

22.11.2020

Link:    22.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    22.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

 

რა იქნება ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი, უცნობია, თუმცა დღეიდან ისევ შედის ძალაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები. საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება ისევ აიკრძალება. დედაქალაქის მოსახლეობა უახლოეს დღეებში ახალ აკრძალვებს ვარაუდობს, მათ შორის საზოგარდოებრივი ტრანსპორტის, დიდი სავაჭრო მოლების და სილამაზის სალონების დაკეტვას. მცირე ბიზნესის წარმოამდგენლების განცხადებით, ახალი კარანტინის დაწესების შემთხვევაშ ისინი განადგურების საფრთხის წინაშე დგებიან. 2. სფეროს ექსპერტები კი ჯანდაცვის სფეროს სრული კოლაფსის გამო პასუხისმგებლობას მინისტრს აკისრებენ და ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გადადგომისკენ მოუწოდებებ საკოორდინაციო საბჭოს სრულ შემადგენლობას, რადგან მთავარმა რგოლმა, რომელიც ეპიდემიის მართვაზე იყო პასუხისმგებელი სრული კრახი განიცადა. ექსპერტების განცხადებით, ქვეყანაშ ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ახალი შეზღუდვების დაწესება პანდემიას ვერ უშველის და მოსახლეობა კი უბრალოდ შიმშლის ზღვარზე აღმოჩნდება.

კორონავირუსი

22.11.2020

Link:    22.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

გიორგი გახარიას და ეკატერინე ტიკარაძეს დახმარებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები სთხოვენ. ირკვევა, რომ ადამიანები, ვისაც გადაადგილება უჭირთ და რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე არიან, ვერც ოჯახის ქეიმს ჯუკავშირდებიან და ვერც საწრაფოს. უტიტროდ:"სასწრაფო დახმარების უფროსს და ეკატერიე ტიკარაძეს საერთოდ არ ესმის ჩვეენი, ვერ ხვდება რა მდგომარეობაში ვართ". . კოორნავირუსით ინფიცირებული 864 ოაციენტის მგდომარეობა უკიდურესად მძიმეა. 386 კი ხელოვნურ სუნთქვაზეა. განსაკუთრებით რთული ვითარება დედაქალაქშია. დაავადებულთა რაოდენობით თბილისს აჭარა და იმერეთი მოჰყვება.

კორონავირუსი საქართველოში

22.11.2020

Link:    22.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

კორონავირუსის მაჩვენებელმა ყველა რეკორდი მოხსნა. ბოლო 24სთში 4048 დადასტურებული შემთხვევა, ყველაზე ღთული ვითარება თბილისშია. დღეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა გიორიგ გახარიას და ეკატერინე ტიკარაძეს მიმართეს. რეს 49 ადამიანი გადრდაიცვალა. კლინიკებში ადგილი აღარაა. კლინიკები დახურვის ზღვარზეა მიზეზი კი ჯანდაცვის სამინისტროა. დაგროვილი ვალის რაოდენობა კოლუსარულია. ჯანდაცვის სისტემა ჩამოგრევის ზღვარზეა.

კორონავირუსი - შეცვლილი მსოფლიო

22.11.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის კვირა

Link:    22.11.2020 - იმედი - იმედის კვირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მესამე ტალღას აანონსებს - უფრო მძიმეს და უფრო დრამატულს. მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია. საცდელი ვაქცინა მზადაა, თუმცა როგორც ჩანს ეს ჯერ ვერ და არ იქნება სწრაფი ხსნა ვირუსისგან. თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებიმედის კვირაშიჩართვისას ცერცვაძის ექიმმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე თენგიზ ცერცვაძის ინფიცირების წყარო უცნობია. გოგინავამ ასევე განაცხადა, რომ ცერცვაძეს სიმპტომური მკურნალობა უტარდება.

21 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

პაატა იმნაძის განცხადებით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი

21.11.2020

Link:    21.11.2020 - ინფო9

რეალურად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ მეტი გვაქვს. უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემქრონიკასსატელეფონო ჩართვისას განუცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სხვადასხვა ტიპის აქტივობამ სიტუაცია ქვეყანაში გააუარესა. შესაბამისად, შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი. „სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება.

თამარ გაბუნია - ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენთვის პიკი არის 4 000, თუ შეიძლება, შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს

21.11.2020

Link:    21.11.2020 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მზარდია და 4 000- უახლოვდება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, საქართველოსთვის პიკი დღეში 4 000 ახალი შემთხვევაა თუ მოსალოდნელია კიდევ ზრდა. „შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-. ასევე, საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 არის ჩვენთვის პიკი, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ. მაქსიმალურად ხდება პრევენციული ზომების მობილიზება და იმაზე საუბარი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ასევე, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზებაც ხდება. შემდეგი სარეზერვო მოცულობა არის 7 000-მდე გაიზარდოს საწოლფონდი და მაქსიმალური, რაც შეიძლება სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 000-მდე საწოლი, თუმცა ეს არის მაქსიმალური მობილიზების სქემაში. საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი გახდეს მეტად განვითარებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდეს. მისი თქმით, შეზღუდვები, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. „საუბარი მიდის იმაზე, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება, იყოს დაბალანსებული, როგორც ჯანმრთელობის ინტერესების კუთხით, ასევე ეკონომიკური ინტერესების კუთხით. ამდენად, ის, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობდა აქამდე და კიდეც იმსჯელებს მომდევნო დღეებში, იქნება იმგვარი, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობების ობიექტების ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ ის შეზღუდვები, რაც მოგვცემს შედეგს. აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე: ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება

21.11.2020

Link:    21.11.2020 - პია.ჯი

შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერში განაცხადა. იმნაძის თქმით, კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება.

დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაცია - ქართველი ექსპერტი ჯანდაცვის ხარვეზებზე საუბრობს

21.11.2020

Link:    21.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჯანდაცვის ექსპერტი და "ლელო"- წევრი, ვატო სურგულაძე - ქვეყნის ეპიდვითარებასა კორონავირუსის უკონტრლო გავრცელებაზე საუბრობს. მისი თქმით, გაზრდილი სიკვდილიანობის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაციაა. ექსპერტის განმარტებით, 112 ვერ უძლებს ამხელა ზეწოლას, უნდა შეიქმნას ცალკე ცენტრი, რომელიც უშუალოდ კოვიდშემთხვევებისთვის იქნება განკუთვნილი.

შესაძლოა შემთხვევებმა იკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება - პაატა იმნაძე

21.11.2020

Link:    21.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა იკლოს, მაგრამ მაღალი ციფრები დიდხანს შენარჩუნდება. ამის შესახებ იმნაძემ "ქრონიკას" განუცხადა.

 

 

 

 

22 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ მეტიაამირან გამყრელიძე

22.11.2020

Link:    22.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ ან ორ-ნახევარჯერ მეტია. მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდლოქდაუნისდაწესება გამოსავალი არ არის.

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს

22.11.2020

Link:    22.11.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში (N688) ნათქვამია. 19 ნოემბრის დადგენილების თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება. „COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებულისაყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამითგანსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე,“- ვკითხულობთ დადგენილებაში. პანდემიის პერიოდში შეწყვეტილ გეგმიურ ოპერაციებს ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციების კეთება და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. ექიმის განცხადებით კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა. „პანდემიის კრიტიკულ მომენტებში კლინიკები წყვეტენ გეგმიურ ოპერაციებს და გადადიან მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებზე, რომლებიც საჭიროა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობისათვის საშიში დისკომფორტის, მაგალითად აუტანელი ტკივილების მოსახსნელად. ასე მოხდა და ხდება ამერიკაში პიკური სიტუაციების დროს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციები და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილებების კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ თუ ეს ლოგიკა უდევს ამ ბრძანებას და დარწმუნებული ვარ რომ ასეა, აქ არაფერია აღსაშფოთებელი. პირიქით. კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ დგას ზამთრის განმავლობაში და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა. რაც შეეხება მთავრობის ლიდერებს. თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადეკვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული ვითარება, მაშინ კეთილი უნდა ინებონ, დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან. სხვანაირად, არ ექნება მხარდაჭერა არაპოპულარულ, პრიმიტიულ, მაგრამ არსენალში ერთადერთ დარჩენილ ღონისძიებას - ჩაკეტვებს. ქვეყანამ უნდა დაიჯეროს, რომ ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალი რეალობაა. ამის აღიარებას სჭირდება სრული გულახდილობა და გამჭვირვალობა. მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების სრული სპექტრისაგან სრული მხარდაჭერის მიღება. მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, სრული და უპირობო პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა შედეგებზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი. საზოგადოებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა მხოლოდ მორალურ კატეგორიაში არის და დარჩება. გვახსოვდეს, ეს არის საომარი სიტუაცია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის“, - აცხადებს ექიმი.

ქვეყანამ უნდა დაიჯეროს, რომ ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალი რეალობაა - ზურაბ გურული

22.11.2020

Link:    22.11.2020 - ინფო9

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალია. მან პანდემია ომს შეადარა, რომელიცბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის”. გურულმა მთავრობის ლიდერებს მოუწოდა დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან.

„2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის“ – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის პროგნოზი

22.11.2020

Link:    22.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ევროპული საქართველოსწევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ვირუსის გავრცელების ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის. “პრაიმტაიმნიუსიპოსტს უცვლელად გთავაზობთ. „1. ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია). 2. , თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა.

სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ ან ორ-ნახევარჯერ მეტიაამირან გამყრელიძე

22.11.2020

Link:    22.11.2020 - მედიანიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულების დღიური რაოდენობა გამოვლენილ შემთხვევებზე ორჯერ ან ორ-ნახევარჯერ მეტია. მისივე თქმით, საქართველოში მხოლოდლოქდაუნისდაწესება გამოსავალი არ არის.

ინგა მამუჩიშვილი: უამრავი კოვიდინფიცირებული კოლეგა გვყავს, რომელთა უმეტესობაც მუშაობს

22.11.2020

Link:    22.11.2020 - ინფო9

უამრავი კოვიდინფიცირებული კოლეგა გვყავს, რომელთა უმეტესობაც მუშაობს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ისინი ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ და რა თქმა უნდა, რისკისშემცველია, რადგან ვირუსის რაც უფრო მეტ დოზას მიიღებს ადამიანი, მით უფრო მეტი შანსია რომ დამძიმდეს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩვენი კოლეგები“, - ამის შესახებ ექიმმა, გინეკოლოგმა, ინგა მამუჩიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

თამარ გაბუნია: საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას მოგვცემს

22.11.2020

Link:    22.11.2020 - ინფო9

საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას მოგვცემს და დღეს ჩვენთვის მთავარი ეს არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მათი სტრატეგია ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვები.