| From : | Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge> |
| To : | mmaghlapheridze@moh.gov.ge; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tatia Khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com> |
| Subject : | 21 ოქტომბრის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით_ თეთრიწყარო |
| Received On : | 22.10.2020 08:10 |
მოგესალმებით,
გაწვდით ინფორმაციას 21 ოქტომბრის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. წარმოდგენილი (ქვემოთ) ანგარიში მომზადებულია ბელა ჭყონიას მიერ, რომელიც იცავდა სააგენტოს ინტერესებს მითითებულ პროცესზე (შრომითი დავა, მოსარჩელე- თამარ მელაძე).
პატივისცემით,
ირმა ალადაშვილი
From: bela chkonia [mailto:chkoniabela@gmail.com]
Sent: Thursday, October 22, 2020 10:18 AM
To: mariam makharadze; Natia Berikashvili; ialadashvili@moh.gov.ge; Irakli Chkonia
Subject: თეთრიწყარო
მოგესალმებით,
გუშინ 21 ოქტომბერს 17:30 თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იყო სასამართლო პროცესი შრომით დავასთან დაკავშირებით. მოსარჩელე - თამარ მელაძე, ერთ-ერთი მოპასუხე - სააგენტო. ორი სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და განადურის ანაზღაურება არის ჩვენი, სააგენტოს მიმართ.
მოსამართლემ მოგვიწოდა მორიგებისკენ და დაგვავალა, პირდაპირ გადაგვეცა ხელმძღვანელობისთვის, რომ წარმოგვევდინა მორიგების პირობები. ბევრი ისაუბრა, საჯარო სამსახურის და მოხელეების დამოკიდებულებებზე, რომ ჩვენ დამოუკიდებლად არ გვინდა გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს მივანდობთ ყველაფერს... პროცესები უსასრულოდ ჭიანურდება, გადის დრო, იხარჯება რესურსები, იზრდება ხარჯები და საბოლოო შედეგზე აისახება ცუდად. მოსამართლემ მიგვანიშნა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო და უფრო მეტი თანხა გვექნება გადასახდელი. მოსამართლემ მოგვიწოდა შევცვალოთ ეს მანკიერი პრაქტიკა და შევქმნათ ახალი, სწორი პრეცედენტი.
მოსარჩელეს შესთავაზა მორიგება. მოსარჩელე თანახმაა მორიგებაზე აღდგენის პირობით. თუ სამსახურში აღვადგენთ, სხვა მოთხოვნებზე მოლაპარაკებაზე თანახმაა. ადვოკატიც ურჩევს დათანხმებას.
მოსამართლემ ასევე შესთავაზა მოსაჩელეს კონკურსი რომ ჩაატარონ და კონკურსით აგიყვანონ ისევ რას იტყვითო. კატეგორიული უარი განაცხადა მოსარჩელემ. კონკურსის გზით მიღებაზე. ითხოვს აღდგენას.
საბოლოოდ მოსამართლემ სასამართლო პროცესი გადადო იმ პირობით, რომ მოვრიგდებით, რაც შეიძლება მალე. ძირითადად სააგნეტოსგან ითხოვს ნების გამოვლენას, რადგან მოსარჩელის ნება უკვე გამოვლენილია. თანახმაა მორიგებაზე აღდგენის პირობით.
პატივისცემით,
ბელა ჭყონია
(მობ: 597 49 49 03)