From : Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
To : lela mamulashvili <lmamulashvili@ssa.gov.ge>
Subject : 2021 წლის ბიუჯეტი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 29.07.2020 08:06

ქალბატონო ლელა,


გიზიარებთ იმ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა:


სახელფასო ხარჯები:

- უცვლელი რჩება სამსახურისა და დეპარტამენტის უფროსების სახელფასო კოეფიციენტები.

- უნდა გათანაბრდეს სამმართველოს სახელფასო კოეფიციენტები და ყველასთვის უნდა გახდეს 2.5

- მომავალი წლისთვის დაგეგმილია ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ჩამოყალიბება (სულ 3 შტატი) და ამ სამსახურის უფროსისთვის უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, რაც არის შესაძლებელი კანონის შესაბამისად და სააგენტოს არსებული სახელფასო სისტემის შესაბამისად.

- მთავარის სპეციალისტები: 

    - 6 მთავარ სპეციალისტზე უნდა გიაწეროს სახელფასო კოეფიციენტი 1.5. (ამჟამად 5 პოზიციაზეა ეს კოეფიციენტი და მას კიდევ დაემატება შესყიდვების პოზიციაც)

    - დანარჩენ 12 მთავარი სპეციალისტის სახელფასო კოეფიციენტი გავხადოთ 1.3

    ​- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის 2 მთავარი სპეციალისტის სახელფასო კოეფიციენტი უნდა ავიღოთ ყველაზე მაღალი.

- უფროსი სფეციალისტების სახელფასო კოეფიციენტი ყველასთვის გავხადოთ 1.2

- ხოლო სპეცისლიტების - 1.0

- საშტატოში აღარ გვჭირდება ხელფასის გაათვალისწინება მრჩეველის პოზიციისთვის.

- ხელფასები დავგეგმოთ 13 თვეზე.


საქონელი და მომსახურება: 

- გასათვალისწინებელია შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა ანაზღაურება, ჯამში ხუთი პირი, აქედან 2 მძღოლი - კოეფიციენტი 1.0,  2 პოზიციისთვის გავითვალისწინოთ სახელფასო კოეფიციენტი 1.5 და  ერთი პოზიციისთვის სახელფასო კოეფიციენტი გაითვალისწინეთ 3.7

- უნდა გავითვაალისწინოთ კომუნალური ხარჯი ახალი ოფისისთვის. მართალია ის ოფისი სამინისტროს ბალანსზეა მაგრამ მომავალი წლისთვის მოხდება ხარჯების გამიჯვნა და კომუნალურებს ჩვენ თვითონ გადავიხდით. 

- ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი და საზღვარგარეთ მივლინების ხარჯები.

- ასევე მატერიალურ-ტექნიკური, სარემონტო ხარჯი და ხარჯი ავეჯისთვის

- ხარჯი ახალი მანაქანებისთვის

- ვფიქრობ რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხარჯი ახალი ვორკნეტისთვის დაახლოებით 400 000 ლარი, თუმცა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გასავლელი და შესათანხმებელია ქალბატონ თამუნასთან.​

- სხვა დანარჩენი ხარჯები, რაც უკვე გვაქვს 2020 წლის ბიუჯეტში, გავითვალისწინოთ 2021-შიც, მოცულობა შევცვალოთ საჭიროებისამებრ.

გთხოვთ ბიუჯეტის სამუშაო ვერსია მოამზადოთ და შემდეგ დაგვჭირდება ერთი შეხვედრა ქალბატონ თამუნასთან და საკითხის დეტაალური განხილვა.


კიდევ ერთი საკითხი: სამინისტროში ან სხვა რომელიმე სააგენტოში მოვიკითხოთ თუ არსებობს წერილობითი ინსტრუქციები სადაც გაწერილი იქნება სიპების მიერ შესყიდვების განხორციელების წესები, მათ შორის გამარტივებული სსყიდვების წესი. მოვიძიოთ ეს დოკუმენტი და მე და თქვენ ერთად უნდა გავიაროთ და უნდა მოვახდინოთ აუცილებელი და საჭირო მინიმუმის შესყიდვა. ვეღარ დაველოდებით შესყიდვების სპეციალისტის მოსვლას.


მადლობა

ნინო ველთაური