From : Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tbarkalaia@moh.gov.ge; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Bperadze@moh.gov.ge
Subject : 2020 წლის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების თაობაზე
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
Received On : 11.12.2020 15:44

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს N01-8597 მოხსენებითი ბარათით სამინისტროს ადმინისტრაციის შესყიდვების სამმართველოს დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისათვის (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ავტომანქანები) ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურის შესყიდვა, ამასთან, აღნიშნულ მოხსენებით ბარათს თან არ ახლდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები. 2020 წლის 22 სექტემბერს შესყიდვების სამმართველომ ელ. ფოსტით მიიღო ტექნიკური დავალება და დაიწყო ბაზრის კვლევა, რა დროსაც დაინტერესება გამოხატა მხოლოდ ორმა კომპანიამ და 2020 წლის 16 ოქტომბერს N01-12655 წერილის საფუძველზე მივმართეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წინასწარი თანხმობის მიღებისთვის. 2020 წლის 28 ოქტომბერს N GOV 1 20 00046229 მთავრობის ადმინისტრაციისაგან მიღებულ იქნა უარის წერილი. 2020 წლის 3 ნოემბერს N01/13737 წერილით ხელმეორედ მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას და განვუმარტეთ, რომ აღნიშნული ბაზრის სეგმეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მოხსერხდა მხოლოდ ორი პრეტენდენტისგან განფასების მიღება. 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან N GOV 2 20 00047959 წერილით მიღებულ იქნა  მთავრობას წინასწარი თანხმობის წერილი. 2020 წლის 19 ნოემბერს შესყიდვების სამმართველომ გააგზავნა მოხსენებითი ბარათი N01-11793 მინისტრის სახელზე. 2020 წლის 11 დეკემბერს შესყიდვების სამმართველომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო 2020 წლის 10 დეკემბრის N2390 განკარგულება.

2020 წლის 20 ოქტომბრის N01-10974 მოხსენებითი ბარათით სამინისტროს ადმინისტრაციის შესყიდვების სამმართველოს დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისათვის ავეჯის შესყიდვა. შესყიდვების სამმართველომ ჩაატარა ბაზრის კვლევა და 2020 წლის 5 ნოემბრის N01/13907 წერილით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას წინასწარი თანხმობის მიღებისთვის. 2020 წლის 19 ნოემბერს მიღებულ იქნა მთავრობას წინასწარი თანხმობის წერილი N GOV 3 20 00048689. 2020 წლის 24 ნოემბერს შესყიდვების სამმართველომ გააგზავნა მოხსენებითი ბარათი N01-11867 მინისტრის სახელზე. 2020 წლის 11 დეკემბერს შესყიდვების სამმართველომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო 2020 წლის 10 დეკემბრის N2389 განკარგულება.

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N650 დადგენილების შესაბამისად საჭიროა საქართველოს მთავრობის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის შემდგომაც შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცემა უფლება გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ განკარგულებები მიღებულ იქნა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სატენდერო განცხადების განთავსების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღე, რის შემდგომაც ტენდერს მიენიჭება სათანადო სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერს მიენიჭება სტატუსი „შერჩევა/შეფასება“ და ამასთან, პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაცია ისე ექნება ატვირთული, რომ არ იქნება დაზუსტების საჭიროება (რაც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე იშვიათობაა) გამარჯვებულის გამოვლენიდან მომდევნო სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება, რაც თავისთავად რისკის ქვეშ აყენებს მიმდინარე წლის ასიგნებების ფარგლებში ანგარიშსწორების  განხორციელების შესაძლებლობას.

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ განხილულია ყველაზე ოპტიმალური სცენარი და აღნიშნული შესყიდვებისათვის თანხა გათვალისწიებული იყო სახელმწიფო შესყიდვების გეგმით, გამოცხადდა ტენდერები რომელთა წიდადადებების მიღების ვადა სრულდება 2020 წლის 22 დეკემბერს. თუმცა რისკი იმისა, რომ მიმდინარე წელს განხორციელდეს სატენდერო პროცედურები, გაფორმდეს ხელშეკრულება და მოხდეს 100%-იანი წინასწარი ანგარიშსწორება საკმაოდ დიდია, უფრო მეტიც  გამორიცხულია, პრეტენდენტის მიერ არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან და 20% -ზე მეტით ფასის დაკლების ფაქტის დადგომის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სატენდერო პროცედურების შეწყვეტა).

პატივისცემით,