From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 2-3 ნოემბრის მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 03.11.2020 09:59
Attachments :

მედია მონიტორინგი

2 ნოემბერი

ტელევიზია

კორონავირუსი

02.11.2020

Link:    02.11.2020 - იმედი - იმედის დღე

განათლებისა და კულტურის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, გადაწყდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ნელ-ნელა დაიწყებენ გადამზადებას, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაუწიონ დახმარება. ზურაბ ვადაჭკორია:" მიზანი არის, რომ შედგეს ბაზა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა, რომლებიც შესაზლებელია გამოყენებული იქნას საწიროების შემთხვევაში".

კოვიდ 19

02.11.2020

Link:    02.11.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ბოლო 24 საატში კორონა ვირუსის ინფიცირების 1852 ახლაი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 650 თბილისს უკავშირდება. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 15411-ია, მათგან მძიმე 519 პაციენტის მდგომარეობაა. ვირუსს ემსხვერპლა 7 პაციენტი. 2. გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ პრემეირმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში. იზოლირების მიზეზი დაცვის თანამშრომელი გახდა რომელსაც კოვიდ 19 გუშინ დაუდასტურდა. 3. კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილიც. იზოლირებულაი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. 5. ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო წალკის ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მისი ფეისბუქის გვერდზეა აღნიშნული. ის სახლის პირობებში მკურნალობს. 6. ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 7 ადამიანიდან 6 აჭარაში მკურნალობდა. 7. მეშვიდე გარდაცვლილი პაციენტი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების განმარტებით პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები.

კორონავირუსი

02.11.2020

Link:    02.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

პრემიერი თვითიზოლაციაშია. - ამის მიზეზი პირადი დაცვის სამი წევრისთვის დადასტურებული კორონავირუსია. - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გიორგი გახარიას გარდა ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი. (2) ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსი საქართველოში

02.11.2020

Link:    02.11.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ შვიდი პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში, 441 კი იმერეთში დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 1 696 ინფიცირებული. შემთხვევების მატების გამო, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ – დისტანცია და პირბადის ტარება. 2. რთული მდგომარეობაა აჭარაში, სადაც ერთ დღეში კორონავირუსი 389 შემთხვევა გამოვლინდა. 7 გარდაცვლიილი პაციენტიდან 6 სწორედ ბათუმში მკურნალობდა. მათ მწვავე პნევმონიის გარდა თანმხლები დაავადებებიც აღეინიშნებოდათ.

ამირან გამყრელიძე მოწყვლად ჯგუფებს და განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებს

02.11.2020

Link:    02.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

ამირან გამყრელიძე მოწყვლად ჯგუფებს და განსაკუთრებით ორსულებს მოუწოდებს - გრიპის სეზონის განმავლობაში ვისაც ეკუთვნის აიცრას.

გაჩნდა თუ არა ქვეყანაში სამთავრობო კლასტერი?

02.11.2020

Link:    02.11.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე დაინფიცირდა მისი დაცვის ორი წევრი. კორონავირუსზე მკურნალობს ნინო ნიჟარაძეც. მოახლოებული გრიპის სეზონისთვის ემზადებიან ინფექციონისტები. სეზონურ აცრებზე მიმართვიანობა დაბალია.

COVID-19-ის 1 852 ახალი შემთხვევა და ინფიცირებული პოლიტიკოსები - ვირუსის გავრცელების სტატისტიკა მზარდია

02.11.2020

Link:    02.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ბოლო 6 დღეში საქართველოში კორონავირუსის 12 300 დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა. ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 70% -ი სიმპტომებიანი პაციენტია. ინფიცირებულთა შორის მარტო დღეს 91 სამედიცინო პერსონალია. შემოდგომის სეზონზე შემთხვევათა ზრდა ყველა რეგიონში ფიქსირდება. სპეციალიტები ისევ ვირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ. კორონავირუსი დაუდასტურდათ პოლიტიკოსებსაც. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

დღევანდელი ეპიდვითარება

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

96 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა გამოჯანმრთელდა - ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მუნთეა გობაძე ჰოსპიტალში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ბოლო 24 საათში კი კორონავირუსის ახალი 1872 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 7 ინფიცირებული. კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. კონტაქტებისს გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ ნათია მეზვრიშვილი, ნათია თურნავა და გიორგი გახარიაც. განათლების სამინისტროს ინფორმაციით , პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც მედპერსონალის რესურსი ქვეყანაში ნელ-ნელა მცირდება მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო სფეროს სტუდენტები გადამზადდებიან და კოვიდ კლინიკებში გადანაწილდებიან,ეს ახალი ტენდენცია არაა, რადგან სტუდენტების ნაწილი უკვე მუშაობს სამედიცინო დაწესებულებებში, ისინი გადაწყვეტილებას იწონებენ .

კორონავირუსი

02.11.2020

Link:    02.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მიზეზი მისი დაცვის წევრია, რომელსაც კოვიდ-19 შაბათს აღმოაჩნდა. იზოლაციაში იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. წინა დღეებთან შედარებით, კოვიდ-19-ის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი მცირედით მომატებულია. 1 852 ახალი შემთხვევიდან ყველაზე ბევრი - 650 თბილისზე მოდის. მაღალი რისკის ზონებად რჩება იმერეთი და აჭარაც. საბედნიეროდ, კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქუჩის აქციების გამო კოვიდ შემთხვევების ზრდას აანონსებენ.

კოვიდ 19

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

ქვეყნის პრემიერ მინისტრს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მტავრობის ადმინისტრაციაშ უკვე დაადასტურეს. 2. კორონა ვირუსმა მთავრობას შეუტია. ინფიცირებულია ქვეყნის პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია რომელიც ამ დროისთვის სახლში იმყოფება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და ეკონომიკის მინისტრი. ცნობილი ხდება რომ კორონა ვირუსი დაუდგინდა პრემიერ-მინისტრის დაცვის სამ წევრს. ფართოვდება პოლიტიკოსების კლასტერი. კორონა ვირუსი ნაციონალური მოძრაობის წევრ კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა. გამოძახებაზე მისული სასწრაფო მძიმე პაციენტებს ვერაფერს შველის. კლინიკები მეტ ინფიცირებულს ვეღარ იღებენ.

კორონავირუსი

02.11.2020

Link:    02.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

კორონავირუსის 1832 ახალი შემთხვევა, 1696 გამოჯანმრთელებული, მათ შორის 96 წლის ქალბატონი, 7 გარდაცვლილი-ეს ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკაა. პარალელურად ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და ეკონომიკის მინისტრი, კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერს და აჭარის ჯანდაცვის მინისტრს.

3 ნოემბერი

ტელევიზია

გადამზადებული ოჯახის ექიმები

03.11.2020

Link:    03.11.2020 - იმედი - იმედის დილა

გადამზადებული ოჯახის ექიმები. პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოლნაინ კლინიკა კოვიდ სიტუაციის მმართვისთვის. კორონავირუსების ზრდისა და გატარებული სამუშაოების შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკა ადამია საუბრობს. "ოპერატორები ახორციელებენ ზარების მონიტორინგს და ეს ყველაფერი არის შექმნილი იმიტომ, რომ 112-ში მიღებული ზარების რაოდენობა განიტვირთოს." თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველი ზარი მაინც 112-ში უნდა განხორციელდეს და შემდეგ მოხდება აღნიშნულ ონლაინ კლინიკაში გადამისამართება".

კორონავირუსი

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. არანაკლებ კრიზისულია კოვდ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. მსოფლიო ტრენდს საქრთველო ამ ნაწილში ფეხს ნამდვილად თავგამოდებით უწყობს და გუშინდელი დღის მონაცემებით 24 საათში ახალი ვირუსული ინფექციით დამატებით 1852 მოქალაქეა გამოვლენილი. ეს იმ ფონზე, როცა შაბათ-კვირას შედარებით შემცირებული ტესტირების ფონზე შედარებით ნაკლები ინფიცირებულების შესახებ ვიგებდით გასული თვეების განმავლობაში. 2. სახელმწიფო კანცელარის წარმომადგენელთა უმეტესობა თვითიზოლაციაშია, პრემიერის დაუდასტურდა კორონავირუსი. პრემიერის დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი.

სოციალური დახმარება

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

18 წლამდე ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე 931 494 ბავშვია ამ დროისთვის დარეგისტრირებული. სამინისტროში განმარტავენ, რომ 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე დაერიცხა 915 426 ბავშვს, თანხის ჯამური ოდენობა 183 085 200 ლარია.

ეპიდემიოლოგები რისკჯგუფებში შემავალ პირებს მოუწოდებენ გრიპის ვაქცინა 20 ნოემბრამდე გაიკეთონ

03.11.2020

Link:    03.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ეპიდემიოლოგები რისკჯგუფებში შემავალ პირებს მოუწოდებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 ნოემბრამდე გაიკეთონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმ პოლიკლინიკებში სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია უკვე ხელმისაწვდომია.გამყრელიძე განსაკუთებით აქტიურობისკენ ორსულებს მოუწოდებს. ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში მაღალი რისკჯგუფებიდან აცრილია მხოლოდ 14 ათასი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა.

2 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადაიდო

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ელი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

მთავრობამ თეატრების და კინოთეატრების ამოქმედების თარიღი კიდევ ერთხელ გადაწია

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ბიემ.ჯი

თეატრები და კინოთეატრების ამოქმედების თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. "თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში. საქმე იმაშია, რომ თეატრების და კინოთეატრების გახსნის ბოლო ვადად 1 ნოემბერი იყო დასახელებული.

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კვირა.ჯი

Covid-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის ფაკულტეტის 1844 მაღალკურსელმა გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა. კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე, არადისტანციურად).

Covid-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის 1844 მაღალკურსელმა გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კომერსანტ.ჯი

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში. „პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად).

ამირან გამყრელიძე - ახალი შემთხვევებიდან 70%-მდე არის სიმპტომებიანი პაციენტი - ოდნავ დაიკლო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა. „ყველა ამ ახალი შემთხვევებიდან აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, დაახლოებით 70% არის სიმპტომებიანი პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ „პისიარ“ კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე ჯგუფი, ე.წ. კონტაქტირებული ადამიანები.

ამირან გამყრელიძე - ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება - გავიჭირვოთ კიდევ ერთი წელი

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას ხუთი მთავარი პრევენციული ღონისძიების დაცვისკენ მოუწოდა. „მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე.

ამირან გამყრელიძე: ახალი შემთხვევებიდან 70%-მდე არის სიმპტომებიანი პაციენტი - ოდნავ დაიკლო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა. „ყველა ამ ახალი შემთხვევებიდან აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, დაახლოებით 70% არის სიმპტომებიანი პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ „პისიარ“ კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე ჯგუფი, ე.წ. კონტაქტირებული ადამიანები.

ამირან გამყრელიძე: ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება - გავიჭირვოთ კიდევ ერთი წელი

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინფო9

ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას ხუთი მთავარი პრევენციული ღონისძიების დაცვისკენ მოუწოდა. „მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე. მეორე, დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად ეპიდსიტუაცია დაძაბული რჩება. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 70% სიმპტომებიანი პაციენტია. ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა. „სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა. დღევანდელი დღის მონაცემებით 91 გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში.მისი განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება.

დევნილთა სააგენტოსთან ქალმა თავის დაწვა სცადა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - პია.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შენობასთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. ფაქტის მიზეზი ბინით უზრუნველყოფის მოთხოვნა გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო PIA.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა ძალიან დაბალია

02.11.2020

Link:    02.11.2020 - პია.ჯი

დღეს, 2 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, დადგა ის პერიოდი, როდესაც რესპირაციული ვირუსების სეზონი აქტიურდება. „ქვეყანაში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მაგრამ მალე გამოჩნდება და გვექნება გრიპისა და კორონავირუსის ზედდება. გრიპისთვის ჩვენ გვაქვს ეფექტური ვაქცინა და ეს ძალიან კარგია.გრიპის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა ოდნავ იკლო

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, დაახლოებით, 70% სიმპტომებიანი პაციენტია. - რეკლამა - მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა ოდნავ იკლო. “აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, დაახლოებით, 70% სიმპტომებიანი პაციენტები გახლავთ. საყურადღებოა, რომ ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა ოდნავ იკლო. ყოველდღიური მაჩვენებელი ასს აჭარბებდა, დღეს გვაქვს 91 შემთხვევა”, – აღნიშნა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამირან გამყრელიძე: პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა მნიშვნელოვანია

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კვირა.ჯი

“შემოდგომის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო ყველა რეგიონში, მათ შორის, ჩვენთანაც. პროგნოზების მიხედვით კი კვლავ მზარდი დარჩება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. - რეკლამა - გამყრელიძემ მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “შემოდგომის სეზონზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო ყველა რეგიონში, მათ შორის, ჩვენთანაც.

გავიჭირვოთ კიდევ ერთი წელი - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა კლების ტენდენციქა ჯერ არ შეინიშნება და არც კოვიდინფექციის სამკურნალო ვაქცინა არის, ამიტომ ის საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილითა და სიზუსტით დაიცვან ყველა წესი, რათა არ მოხდეს უკონტროლო გავრცელება: „მოსახლეობა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე.

200-ლარიანი დახმარება უკვე 915,426-მა ბავშვმა მიიღო - რამდენი მილიონია დახარჯული?

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ბიემ.ჯი

დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე 931 494 ბავშვია დარეგისტრირებული. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში bm.ge-ის განუცხადეს, ამ დროისთვის, 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე დაერიცხა 915 426 ბავშვს და დარიცხული თანხის ჯამური ოდენობა 183 085 200 ლარია. უწყების ცნობით, დარჩენილია 11 790 ბავშვი, რომლის მონაცემებიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და მშობლებს მიმართა, რომ გარკვეული სახის ინფორმაცია დააზუსტონ, რაც შეიძლება იყოს რომელიმე დოკუმენტის ატვირთვა ან თარიღის ჩასწორება და ა.შ. სამინისტროში ამბობენ, რომ "თანხა ყველა ბავშვს აუცილებლად ჩაერიცხება".

"უკვე ორ კვირაზე მეტია გრიპის საწინააღმდეგო აცრები კეთდება, თუმცა მიმართვა დაბალია"

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ბიემ.ჯი

"უკვე ორ კვირაზე მეტია გრიპის საწინააღმდეგო აცრები კეთდება, თუმცა მიმართვა დაბალია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სულ ქვეყანაში შემოსულია 212 000 დოზა ვაქცინა და დარიგებულია ყველა კლინიკაში, რომელსაც ამცრელი პუნქტი აქვს. ამასთან, გამყრელიძე განსკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად აიცრან. „უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მაღალი რისკ-ჯგუფებს გრიპის ვაქცინა უკეთდება, თუმცა მიმართვიანობა არც ისე მაღალია. თავდაპირველად 25 ათასი ვაქცინა განაწილდა სხვადასხვა კლინიკებზე და აიცრა მხოლოდ და მხოლოდ 14 ათასი ადამიანი.

ამირან გამყრელიძე: ექიმების ინფიცირების მაჩვენებელმა მცირედით იკლო

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ბიემ.ჯი

"საყურადღებოა, რომ მცირედ დაიკლო ჩემი კოლეგების, მედიკოსების ინფიცირების მაჩვენებელმა - ყოველდღიურად 100 და მეტი იყო, დღეს კი 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე - ახალი შემთხვევებიდან 70%-მდე არის სიმპტომებიანი პაციენტი - ოდნავ დაიკლო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 100-ს აჭარბებდა. „ყველა ახალი შემთხვევებიდან აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, დაახლოებით 70% არის სიმპტომებიანი პაციენტი, რომლებსაც უტარდებათ „პისიარ“ კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია მეორე ჯგუფი, ე.წ. კონტაქტირებული ადამიანები.

ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, ის მალე გამოჩნდება და თანდათან გვექნება ზედდება გრიპის ვირუსის და კორონავირუსის

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საქართველოში გრიპის სეზონი ძირითადად დგება ნოემბრის მეორე ნახევარში ან ნოემბრის ბოლოს. „ჩვენ ოქტომბრიდან მონიტორინგს ვუწევთ ქვეყანაში გრიპის და სხვა რესპირატორული ვირუსების ცირკულაციას. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის მალე გამოჩნდება და თანდათან გვექნება ზედდება გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის.

ამირან გამყრელიძე რისკჯგუფებში შემავალ პირებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 ნოემბრამდე გაიკეთონ

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კომერსანტ.ჯი

დღეიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს, რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი და ვაქცინის მარაგი მთელი კვირის განმავლობაში შეივსება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, რესპირაციული ვირუსების სეზონი ნოემბერშია. „დღემდე ამ სეზონზე ყველაზე ძლიერი ვირუსი გრიპი იყო, თუმცა უკვე თითქმის ერთი წელიწადია, კაცობრიობას ახალი კორონავირუსი აწუხებს, რომელიც, უფრო დიდ ავადობასა და სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე აქამდე ცნობილი კორონავირუსები“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

ლევან რატიანი - თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ თავშეყრის ადგილზე ყოფნა, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კომერსანტ.ჯი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ლევან რატიანის თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა. „რაც შეეხება თავშეყრას, თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ, რომ თავშეყრის ადგილზე უნდა იყვნენ, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია. ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის გზა არის ფიზიკური დისტანცია.

ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულებს, ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ორსულებს, გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ვეცადოთ ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრის 20-მდე, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც ეკუთვნის, აიცრას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც შესაბამისი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს. „გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს.

ამირან გამყრელიძე: აუცილებელია ყველა ორსული აიცრას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინფო9

გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ორსულებს, გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, აუცილებელია ყველა ორსული აიცრას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

ეკა ადამია - როდესაც ქვეყანაში ვერ ხერხდება ცალკეული კონტაქტების დადგენა, ძალიან სახიფათოა ხალხმრავალი თავყრილობები, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში

02.11.2020

Link:    02.11.2020 - კომერსანტ.ჯი

როდესაც ქვეყანაში მეორეული და მესამეული გადაცემაა და ვერ ხერხდება ცალკეული კონტაქტების დადგენა, ძალიან სახიფათოა ხალხმრავალი თავყრილობები, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

15 411 აქტიური შემთხვევა – 2 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 15 411 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 1852 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 26 800-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 342-ს შეადგენს. NCDC-ის ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანაში ჩატარებულია 917 136 PCR ტესტი. გარდა ამისა, 2 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 977 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 236 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშა კი 4 293 პირია.

 

პრესა

კერძო სახლები დევნილთათვის

03.11.2020

Link:    03.11.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, "სოფლად სახლის" შესყიდვის პროექტი წამრატებით მუშაობს და მომავალშ კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. "მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროს გაჩენაში ეხმარება," - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2020 წელს, მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი განსახლდება.

მაია ბუწაშვილი: "მკაცრ კარანტინს დიდი ეფექტი არ მოაქვს"

03.11.2020

Link:    03.11.2020 - ქრონიკა+

მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი: ექიმებმა ისწავლეს კოვიდის უკეთ მართვა: როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის სტანდარტული სიტუაცია სუნთქვის უკმარისობის მართვის დროს, ბევრად უფრო განსხვავებული აღმოჩნდა. მართვით სუნთქვაზე გადაყვანის ჩვენებები უფრო დაიხვეწა და გასაგები გახდა. რეანიმატოლოგებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს პაციენტის უკეთ მართვის კუთხით. ასევე ნახეს, რომ სტანდარტული სასუნთქი გზების ინფექციებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს განსაკუთრებით ახასიათებს სისხლის შედედებაზე ზემოქმედება და გაირკვა, რომ თრომბოზებით გართულება მისთვის ერთ-ერთი წამყვანია და ამიტომ ამ კუთხით მძიმე პაციენტებში პრევენცია დაიწყო, რითაც მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება შესაძლებელი.