From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 2-3 დეკემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 03.12.2020 09:31
Attachments :

მედია მონიტორინგი

2 დეკემბერი

ტელევიზია

სამინისტროების დაფინანსება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

2021 წელს მთავრობა 18.384 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს. ეს ამ წელთან შდარებით 2.4 მლრდ ლარით მეტია. იზრდება როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი, ასევე მათივე სახელფასო ფონდი. 2021 წელს მომუშავეთა რიცხოვნობა 112 570 იქნება. პროექტის მიხედვით ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის სამინისტროსთვის იქნება გამოყოფილი.

რა პირობებით იღებენ ქართული ლაბორატორიები ლიცენზიას

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოში 3 ათეულამდე ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც საზოგადოების პისიარ ტესტირებას ახორციელებს. ამ ლაბორატორიებმა თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები დააკმაყოფილეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სფერო ლიცენზირებული არ არის.

თამბაქოს მოხმარება - კვლევა 2020

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე

2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში. ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია და რეკლამირება. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები. რა შედეგები გამოიღო ამ ღონისძიებებმა თემაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა.

კოვიდ 19

02.12.2020

Link:    02.12.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სავადმყოფოებში ადგილების მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყნის მაშტაბით, ჰოსპიტლები მუშაობას დაახლოებით 90-95% -იანი დატვირთვით განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარეობს კოვიდ სასტუმროების რეორგანიზება.

კორონავირუსის 19 წლის მსხვერპლი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებას სპეციალური კომისია შეისწავლის-ეს განცხადება გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. თუმცა, მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. რადიკალურად განსხვავებულია გარდაცვლილი გოგონას ოჯახის პოზიცია, ისინი მძიმე პაციენტის კლინიკაში გადაყვანას 6 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის სხვა წევრებიც არიან ინფიციებულები, სამინისტროს არცერთი მათგანი არ მოუკითხავს ამ დრომდე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

ეპიდ ვითარება კვლავ მძიმეა საქართველოში. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავიგეთ რომ ქვეყანა გადადის ინტენსიური ტესტირების რეჟიმზე. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტი გაკეთდება ქვეყანაში.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებები კეთდება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადებები კეთდება. განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე: "კლინიკური აუდიტი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სამინისტროში, მუშაობს და სწავლობს ყველა შემთხვევას, რომელიც დგას და ჯერ არ დამდგარა". ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების დასმულ კითხვებს პასუხობს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებ საქართველოში

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

ქვეყანა მასიურ ტესტირებას იწყებს, ეს გადაწყვეტილება ცოტახნის წინ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. პარალელურად, დღეს საბჭოს წევრებს განმარტების გაკეთება 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებითაც მოუწიათ. ეკატერინე ტიკარაძე:"სწავლობს რეგულირების სააგენტო და ვარაუდებით რომ არ ვისაუბროთ ასეთ მტკივნეულ საკითხზე, უმჯობესია, რომ ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი გვქონდეს".

კოვიდ ვითარება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

1. კორონავირუსით ინფიცირების ისევ რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 24 საათში. 4033 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 402 აჭარაში. აჭარაში კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1973 პაციენტი.

კოვიდ კრიზისი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოშო კოვიდ 19-ით 39 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4033 ახალი შემთხვევა. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს თქვა, რომ 19 წლის გოგოს გარდაცვალება პირად კონტროლზე აიყვანა - საკითხს კი რეგულირების სააგენტო სწავლობს. ამირან გამყრელიძის თქმით, მომატებულ შემთხვევათა რაოდენობა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

კორონავირუსი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

რუხის საავადმყოფოში კი, კოვიდინფიცირებული ყველა პაციენტი მოწალმულია. ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზაზად რძის პროდუქტები სახელდება, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო ახლა მხოლოდ კოვიდ ინფიცირებულებს იღებს. მათ შორის არიან მძიმე პაციენტებიც. sაავადმყოფოში უკვე შესულია სურსათის ეროვნული სააგენტო.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ფორმულა - ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად

2021 წელს ჯანდაცვის სამინისტოს ბიუჯეტი 5.5 მლრდ ლარს გადააჭარბებს. უშუალოდ კორონავირუსის მართვაზე 400 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მცირდება. როგორ გადანაწილდება ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტროს ხარჯები? 400 მლნ ლარიდან 350 მლნ უშუალოდ ჯანდაცვის სამინიტროს მიუჯეტია, 50 მლნ მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალიდან მიემართება. აქ გათვალისწონებულია მკურნალობის, ტესტების, ვაქცინის შესყიდვის და გავრცელების ხარჯები.

გრიპის ვაქცინა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცა გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. მისივე განცხადებით, რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები და აცრა მათაც შეუძლიათ.

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის პიკს მოუმზადებელი ხვდება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის პიკს მოუმზადებელი ხვდება. ამას უწყების მიერ ნაჩქარევად გამოცხადებული ტენდერებიც ადასტურებს. მან საერთაშორისო ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ბაზარი არ შეისწავლა და ტენდერის ღირებულებაც არ განსაზღვრა. როგორ ხსნის ჯანდაცვის მინისტრი გადაწყვეტილებებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს ჩაატარებს, რასაც კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები დაემატება.

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მისი უშუალო ხელმძღვანელობით: "ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ვერ დავტოვებდით ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე.

"არ მიმაჩნია რომ მთავრობის მხრიდან რაიმე შეცდომა იყო დაშვებული" - გიორგი ქობულია საქმის კურსში

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა. რამდენად ადექვატურია მთავრობის გადაწყვეტილებები და შეზღუდვები რომელიც ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს?

კოვიდ-19-ის ვაქცინა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ფაიზერის (Pfizer/BioNTech) მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

კორონავირუსი საქართველოში

02.12.2020

Link:    02.12.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი კოვიდპაციენტების რაოდენობით, კვლავ დედაქალაქი ლიდერობს, 1 705 შემთხვევით.

კორონავირუსის დღევანდელი მაჩვენებელი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

გლობალურად სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ რაოდენობა გაზრდილია , იმიტომ რომ ინფიცირებულთა რაოდენობაა გაზრდილი - აცხადებს ამირან გამყრელიძე. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ იმაზე , რომ ყველა პაციენტის მდგომარეობის დროული შეფასება მოხდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4033 შეხვედრა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 ადამიანი.

კორონავირუსი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. საქართველოში ინტენსიური ტესტირება იწყება. მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ყოველდე 20 000 ტესტი ჩატარდება, რაც სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შენელებაში დაეხმარება. ამოქმედდა ახალი საკარანტინო წესები ქვეყანაში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის. ახალგაზრდა 19 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო იძიებს.

ინტენსიური ტესტირება ვაქცინის მოლოდინში - დღეში 20 000 ტესტით საქართველო ინფიცირებულების სწრაფ გამოვლენას იწყებს

02.12.2020

Link:    02.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საქართველო კოვიდვაქცინის მოლოდინშია. სანამ პირველი ვაქცინა შემოვა, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური სამზადისი დაიწყება - უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფიც. საქართველო გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას, პირველ ეტაპზე, მინიმუმ, რისკჯგუფებისთვის მიიღებს. საკოორდინაციო საბჭომ ინტენსიური ტესტირების პროგრამის დაწყების გადაწყვეტილებაც მიიღო.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - I არხი - მოამბე 21:00

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

ჯანდაცვის მინისტრი - ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან

02.12.2020

Link:    02.12.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძე გმობს მსგავს ქმედებას. „არ შემიძლია ეს ფაქტო დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც არის რთული ვითარება და ყველა ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღეს იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია. მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებსა და შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი. ჩემს ოჯახს აქვს რთული დრო, გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამას და ახორციელებენ მორალურ ზეწოლას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

3 დეკემბერი

ტელევიზია

200-ლარიან დახმარებას 939 503 ბავშვი მიიღებს

03.12.2020

Link:    03.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

200-ლარიან დახმარებას 939 503 ბავშვი მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის თანხა 925 224 ბავშვს მიღებული აქვს, დარჩენილ 14 279- კი უახლოეს მომავალში ჩარიცხება. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპე 185 044 800 ლარია გაცემული. მთავრობის სხვა სოციალური პაკეტებისგან განსხვავებით ეს პროგრამა არ გრძელდება.

კოვიდინფიცირებული კასპში

03.12.2020

Link:    03.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

69 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრების ბრალდებებს კასპის სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პასუხობს, სოფელ აღაიანში პაციენტი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზარი აღაიანიდან არ შესულა. თუმცა ილია ბესტავაშვილი არც იმას უარყოფს, რომ ბოლო პერიოდში კასპში გამოძახებების შემთხვევებმა იმატა და ადგილზე დაგვიანებით მისვლაც გახშირდა. კიდევ ერთ მიზეზად მან კასპის რეგიონში კოვიდკლინიკების არარსებობა დაასახელა და განმარტა, რომ მძიმე პაციენტები გორის, ხაშურისა და ქარელის კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ, სადაც ადგილი აღარ არის.

საგანგაშო კოვიდ სტატისტიკა

03.12.2020

Link:    03.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

შეზღუდვების დაწესების მიუხედავად ქვეყანაში ინფიცირებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა არ მცირდება. თითქმის ყოველდღიურად ქვეყანას 5000-მდე ახალი ინფიცირებული ჰყავს. საერთო ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 143 000- გადააჭარბა. მზარდია გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაც. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ კოვიდ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ. მათი თქმით, ხელისუფლების არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ სისტემის ხარვეზი და კოლაფში გამოიწვია.

03.12.2020

Link:    03.12.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ინტენსიური ტესტირება

03.12.2020

Link:    03.12.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

300 ლარიანი კომპენსაცია

300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

03.12.2020

Link:    03.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია დღეიდან იწყება. პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელება და მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი, რათა მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

კორონავირუსი

03.12.2020

Link:    03.12.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621- შეადგენს. გარდაიცვალა 1 342 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1 978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 366 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 708 ადამიანი იმყოფება.

300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

03.12.2020

Link:    03.12.2020 - I არხი - მოამბე 09:00

300 ლარიანი კომპენსაციის გასაცემად რეგისტრაცია დღეიდან იწყება. პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელება და მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი, რათა მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

მორიგი ტრაგედია

03.12.2020

Link:    03.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

მორიგირი უმძიმესი ტრაგედია ბოლოს 3 დღის განმავლობაში. ამჯერად ტიკარაძის უწყების გულგრილობას 24 წლის ნინო გულიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ახალგაზრდა ქალი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. თუმცა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა. გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს.

თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმე

03.12.2020

Link:    03.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

თეკლა თორდიას მსობლებს ამ დრომდე არ აქვთ პასუხი ვის გულგრილობას შეეწირა მათი გოგონას სიცოცხლე. 19 წლის თეკლა თორდიას მამა პირდაპირ ამბობს რომ მისის შვილის დაღუპვის ერთადერთი მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა. 5 დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირებული გოგონას ოჯახი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ელოდებოდა, შაქრიანი დიაბეტით კოვიდინფიცირებული პაციენტი კი ყოველდღიურად მძიმდებოდა. მოგვიანებით, გოგონას სუნთქვის მძიმე პრობლემა შეექმნა, ვერც ერთ კლინიკაში მძიმე პაციენტისთვის ადგილი ვერ მოინახა. თეკლა თორდია კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს.

კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი

03.12.2020

Link:    03.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლი - გადატვირთული საავადმყოფოები და პარალიზებული სასწრაფო - სოფელ აღაიანში მცხოვრები, 70 წლამდე ქალი რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ინფექციას საკუთარი ძალით ებრძვის. ურგუია ბაირამოვი კორონავირუსთან ერთად, ქრონიკული ასთმითაც არის დაავადებული, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

03.12.2020

Link:    03.12.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ინტენსიური ტესტირება

2 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

საქართველო პირველად ჯანდაცვას სისტემას ვერ იყენებს, ოჯახის ექიმებს კორონავირუსის მართვის კომპეტენცია არ აქვთ

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებას ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 6 366 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ქვეყანაში მოქმედი 85 კოვიდ-კლინიკის დიდი ნაწილი გადატვირთულია, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საწოლ-ფონდის არარაციონალური გადანაწილება სახელდება.

200-ლარიან დახმარებას სულ 939 503 ბავშვი მიიღებს, 3 786-მა - უარი თქვა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ბიემ.ჯი

18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200 ლარიანი კომპენსაცია მიეღო. დღეის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 943 289 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ მათ რიცხვში შედის 3 786 ბავშვი, რომლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა რა იყო უარის თქმის მიზეზი, ამას ჯანდაცვის სამინისტროში არ განმარტავენ.

ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი - რატომ მოხდა პაციენტის გადაყვანის დაყოვნება და რატომ არ მოხდა თეკლა თორდიას დატოვება იმ საავადმყოფოში, სადაც სადიაგნოსტიკოდ იყო მიყვანილი, რეგულირების სააგენტო სწავლობს

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგზე განმარტა, კითხვებზე პასუხის გაცემა პირველ რიგში მას სჭირდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. "მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს და მთელ საქართველოს.

ეკატერინე ტიკარაძე: ბავშვთა ცხელი ხაზი ,,111″, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კვირა.ჯი

ბავშვთა ცხელი ხაზი ,,111″, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინკლინიკას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაფართოებული ტესტირებისას როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებსაც გამოიყენებენ

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაფართოებული ტესტირებისას როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებსაც გამოიყენებენ. როგორც ტიკარაძემ მთავარობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ხელს შეუწყობს კორონავირუსის შემთხვევების დროულ გამოვლენას და ინფიცირებულთა იზოლაციას. "ინტენსიური ტესტირება არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა.

ჯანდაცვის მინისტრი - ონლაინ კლინიკაში რამდენიმე ფსიქოლოგია ჩართული

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც ექიმის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს შესაბამისი დახმარება ესაჭიროება, ფსიქოლოგთან დაკავშირება ხდება. კითხვაზე, მუშაობს თუ არა კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან ფსიქოლოგი, ტიკარაძე აცხადებს, რომ ონლაინ კლინიკაში რამდენიმე ფსიქოლოგია ჩართული. "ონლაინ კლინიკაში გვყავს რამდენიმე ფსიქოლოგი და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტს ესაჭიროება მსგავსი დახმარება, ხდება ფსიქოლოგთან დაკავშირებაც", - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია. ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდი 7 103 საწოლს შეადგენს, თუმცა იმ საავადმყოფოებში, სადაც მობილიზაცია განხორციელდა, სრულად არის გაშლილი 8 241 საწოლი. "ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდ მკურნალობას 6 116 პაციენტი გადის. 237 პაციენტი არის ტრიაჟის კომპონენტში და კოვიდინფექციის დადასტურებას ელოდება. 1 167 პაციენტი ინტენსიურ საწოლზეა მოთავსებული, ხოლო 386 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ ზეწოლას ჩემი ოჯახის მიმართ

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კვირა.ჯი

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ყველა ხვდება, რომ ახლა ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს უჭირს, ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება გარკვეული ძალადობა და წნეხი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ როგორც საჯარო პირი, მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ როდესაც საქმე მის შვილებს ეხება, ეს საზოგადოებამ უნდა დაგმოს.

ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკური აუდიტი სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დადგა და რომელიც, სამწუხაროდ, მაგრამ შემდეგ დღეებშიც დადგება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კლინიკური აუდიტი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სამინისტროში, მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და რომელიც, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც დადგება შემდეგ დღეებშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესსექტორზე: არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კვირა.ჯი

არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება, რადგან ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თამით, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს, რა სახის შეღავათის გაკეთების საშუალება არსებობს.

ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ.

ჯანდაცვის მინისტრი - შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში ექნება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში ექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო ვაქცინის შემოსატანად ორი მიმართულებით მუშაობს, როგორც კოვაქს პლატფორმაზე, ასევე უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან. "ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ გაერთიანებული ვართ კოვაქს პლატფორმაზე, გადახდილი გვაქვს პირველადი შენატანი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იმ პირობიით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება.

ეკატერინე ტიკარაძე: დღესდღეობით კორონავირუსის სამკურნალოდ, საქართველოს მასშტაბით, 611 თავისუფალი საწოლია

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კვირა.ჯი

დღესდღეობით კორონავირუსის სამკურნალოდ, საქართველოს მასშტაბით, 611 თავისუფალი საწოლია”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მოძიების პროცესი.

ეკატერინე ტიკარაძე: შს სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა მეტადონის პროგრამა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კვირა.ჯი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა მინიმალური ხარვეზებით წარიმართოს მეტადონის პროგრამა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პასუხები პირველ რიგში მე მჭირდება"- ჯანდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი 19 წლის გოგონას გარადაცვალების საქმეზე

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის - შესაბამისი განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. ტიკარაძე ირწმუნება, რომ საქმესთან დაკავშირებული ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ამირან გამყრელიძე: უნდა ვიმუშაოთ ორივე გზით, ერთი არის კოვაქსპლატფორმის გზა, მეორე უშუალოდ მწარმოებლებთან კონტაქტი, რომ ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კვირა.ჯი

კოვაქსპლატფორმის მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, მარტი-აპრილში. მანამდეც ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ თვითონ მწარმოებლებთან, რამდენიმესთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების მეშვეობით შექმნილი სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი დონორებთან ერთად ადგენს .. იმპელმენტაციის გეგმას, სადაც ყველა სცენარი უნდა იქნას გაწერილი.

10 000 დოზა გრიპის ვაქცინა ოკუპირებულ აფხაზეთს გადავეცით - გამყრელიძე

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინის 235 000 დოზა შეისყიდეს და 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მაქსიმალურად გაფართოვდება.

ეკატერინე ტიკარაძე - შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაწესდა. „შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება. ვინაიდან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება და ზუსტად ვიცით, რომ ესაა ის შეზღუდვები, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება: "როდესაც გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 4000 შემთხვევა, ანუ .. შეფასებითი მაჩვენებელი, ანუ ადმიანები ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომოები არიან და არ მიდიან გამოსაკვლევად, მაგრამ ამავე დროს, არიან გამავრცელებლები.

დღეში 20 000 პირი გაიტესტება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) საკოორდინაციო საბჭომ ოთხშაბათის სხდომაზე 28/11/20 - 31.01.2021 პერიოდში ყოველდღიურად 20 000 ტესტის ჩატარება გადაწყვიტა. გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია. ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდი 7 103 საწოლს შეადგენს, თუმცა იმ საავადმყოფოებში, სადაც მობილიზაცია განხორციელდა, სრულად არის გაშლილი 8 241 საწოლი. „ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდ მკურნალობას 6 116 პაციენტი გადის. 237 პაციენტი არის ტრიაჟის კომპონენტში და კოვიდინფექციის დადასტურებას ელოდება. 1 167 პაციენტი ინტენსიურ საწოლზეა მოთავსებული, ხოლო 386 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება. გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი დადგენილება, ასევე მინისტრის ბრძანება გამოიცემა.

შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება”- ეკატერინე ტიკარაძე

02.12.2020

Link:    02.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება.”— აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა.

ჯანდაცვის მინისტრი - ონლაინ კლინიკაში რამდენიმე ფსიქოლოგია ჩართული

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც ექიმის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს შესაბამისი დახმარება ესაჭიროება, ფსიქოლოგთან დაკავშირება ხდება. კითხვაზე, მუშაობს თუ არა კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან ფსიქოლოგი, ტიკარაძე აცხადებს, რომ ონლაინ კლინიკაში რამდენიმე ფსიქოლოგია ჩართული. "ონლაინ კლინიკაში გვყავს რამდენიმე ფსიქოლოგი და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტს ესაჭიროება მსგავსი დახმარება, ხდება ფსიქოლოგთან დაკავშირებაც", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე - პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები არის, თუმცა ექიმები სიტუაციას გმირულად უძლებენ. "კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ.

ბიზნესთან დაკავშირებული შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება - ეკატერინე ტიკარაძე

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა.

ამირან გამყრელიძე - გასაგებია, მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ინფო9

გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა - გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათასი ინფიცირების შემთხვევის გამოვლენას არ პროგნოზირებდა.

გრიპის ვაქცინა არის ყველგან და ყველას შეუძლია აიცრას - ამირან გამყრელიძე

02.12.2020

Link:    02.12.2020 - მედიანიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ სულ შეისყიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 000 დოზა, საიდანაც დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 გადაეცა ოკუპირებულ აფხაზეთს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიმართვიანობა მაღალი არ არის, ამიტომ მოიხსნა შეზღუდვა და სურვილის შემთხვევაში, გრიპის ვაქცინაციის შესაძლებლობა თითქმის ყველას აქვს.

სტაციონარში მყოფ ყველა პაციენტს ჩაუტარდება სწრაფი ტესტი კორონავირუსზეგამყრელიძე

02.12.2020

Link:    02.12.2020 - პუბლიკა.ჯი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში (1 თებერვლამდე) ქვეყანაში იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა. დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნული პროგრამის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, კვლევა ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორ ასეულ სამედიცინო დაწესებულებაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა პოლიკლინიკასა და ამბულატორიაში, ასევე, ყველა სამედიცინო სტაციონალურ დაწესებულებაში.

ექიმი, რომელმაც ეკიპირების ჩაცმა ვერ მოასწრო, კორონავირუსით გარდაიცვალა

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი არდაიცვალა. 54 წლის მარინე გოდუაძე ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდა და დაინფიცირების შემდეგ, მკურნალობას ამავე კლინიკაში გადიოდა. ექიმის მდგომარეობა 2 კვირის წინ დამძიმდა, გუშინ კი ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა. კლინიკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ექიმს ვირუსი პაციენტისგან გადაედო. რენტგენოლოგის, ტანია პიტკინას თქმით, ერთ-ერთი მორიგეობის დაწყების წინ გოდუაძემ სპეციალური აღჭურვილობის ჩაცმა ვერ მოასწრო, რადგან ახლად შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მას სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდა.

2 დეკემბრის კოვიდ-სტატისტიკა - ამჟამად 20 387 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

02.12.2020

Link:    02.12.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 20 387 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 033 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 121 621-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 4 061 იყო.

3 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ექიმმა მითხრა, დასვენების დღეებია და დახმარებას ვერ გაგიწევთო“ – 19 წლის თეკლა თორდიას დედა შვილის გარდაცვალების მიზეზებზე ალაპარაკდა

03.12.2020

Link:    03.12.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას დედა, ირმა ხელაშვილი შვილის ინფიცირებისა და შემდეგი პროცესების შესახებსხვა ნანუკაშისაუბრობს. „ეს სიმპტომები რომ დაეწყო თეკლას, იმ დღესვე დავუკავშირდი ოჯახის ექიმს. არ ჰქონდა მძიმე მდგომარეობა, 37 ჰქონდა სიცხე. ჯერ სახლში შეიძლება მართვაო. ინფორმირებული იყო ექიმი, რომ მას ჰქონდა დიაბეტი, თანმდევი დაავადება და შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში გართულებები მოჰყოლოდა. ამის გამო გვინდოდა, რომ სულ კონტაქტზე ვყოფილიყავით. შემდეგ ტემპერატურის მომატება და ხველა დაეწყო, ამან ძალიან შეგვაწუხა. მეორე დღეს ისევ დავუკავშირდით ოჯახის ექიმს, რომ ჰოსპიტალიზაცია მოეხდინა. უარი მივიღეთ დასვენების დღეებია და ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთო. შემდეგ 112-ში დავრეკეთ. ვუხსნი, რომ ბავშვს დიაბეტი აქვს და ჰოსპიტალიზაცია ვთხოვე. მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა და PCR-ტესტირებაზე გადაგვიყვანეს. დაუდასტურდა კოვიდი. მეორე დღეს 112-ში დავიწყე რეკვა. მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, რომ ჰოსპიტალშიუ გადავსულიყავით.

რომ მოკვდება მერე დამიკავშირდებიან? - კოვიდინფიცირებული 70 წლის ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

03.12.2020

Link:    03.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. კლინიკებში ადგილი აღარ არის - მძიმე პაციენტები, რომლებიც რისკ-ჯგუფში არიან, სახლებში მკურნალობენ; სასწრაფოს გამოძახების დროს მოქალაქეები 112- მარტივად ვერ უკავშირდებიან, დაკავშირების შემხთხვევაში კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ მიდის საჭირო ლოკაციაზე, ამის გამო კი პაციენტების მდგომარეობა მძიმდება.

"ჩემს შვილსა და შვილიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ და საავადმყოფო გვირ­ჩი­ოთ"

03.12.2020

Link:    03.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვილს, მა­რი­ამ­სა და მის ვაჟს ზუს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­­დას­ტურ­დათ. ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს. "ჩემს შვილს მა­რი­ამს და პა­ტა­რა ზუს ვირუ­სი და­­დას­ტურ­დათ.სას­წრა­ფომ სა­­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც სა­თა­ნა­დო პი­რო­ბა არ არის და პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ვარ­ძელ­ში უნდა მო­თავ­სდეს მა­რი­­მი. ზუ მის გა­რე­შე ცალ­კე ვერ წვე­ბა. ორნი კი ერთ პა­ტა­რა სა­ვარ­ძელ­ში ვე­რაფ­რით და­­ტე­ვი­ან.იქ­ნებ დაგ­ვაკ­ვა­ლი­­ნოთ, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ, ან სა­­ვად­მყო­ფო გვირ­ჩი­ოთ, ან კო­ვიდ-სას­ტუმ­რო, სა­დაც დედა-შვილს მი­­ღე­ბენ და სა­წო­ლის პრობ­ლე­მას მა­ინც მო­აგ­ვა­რე­ბენ!..მად­ლი­­რი დაგ­რჩე­ბით!.." - წერს პეტ­რე კოლ­ხი.