From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 2 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 02.11.2020 09:26
Attachments :

მედია მონიტორინგი

2 ნოემბერი

ტელევიზია

 

როგორ უნდა ვმართოთ ეპიდვითარება

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ვირუსმა ბოლო 2დღეში 50 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის იყო ყველაზე ახალგაზრდა - 15 წლის გოგონა, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. გასულ 24 საათში კორონავირუსის 1791 ახალი შემტვევა დადასტურდა. ინფიცირებულების შემთხვევათა რაოდენობა 40727-ია. ამ მონაცემებით მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქარათველომ გადაასწრო აზერბაიჯანს, უკრაინას, ირანს, ყაზახეთს, გერმანიას, თურქეთს და ბევრ სხვა ქვეყანას. რატომ გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირებულების და გარდაცვალების მაჩვენებლები და როგორ უნდა ვმართოთ ეპიდვითარება? სტუმარი: გიორგი კამკამიძე - კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პედიატრი. გიორგი კამკამიძე:"დღეს სიტუაცია კრიტიკულია და ეს არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ძალიან დიდი რისკის ქვეშ არის ის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაში გამოდის და არჩევნებს აპროტესტებს. ეს ძალიან დიდი საფრთხეა ინფექციის გავრცელების. ამ შემთხვევაში გამოსავალი ჩაკეტვა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასეთი შეკრებები თუ გაგრძელდება, ეპიდაფეთქება მოხდება. ამ ეპატზე კლინიკებში პაცენტების არასწორი გადანაწილება ხდება და ეს პრობკლემა დასაძლევია. ნებისმიერი სიმძიმის მქონე პაციენტის მხრიდან მოტხოვნა არის, რომ გადაყვანილ იქნეს კლინიკაში. გადაიტვირთა მიმართვიანობა 112-ის მიმართ. მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს და პირველადი ჯანდაცვის რგოლს არ ენდობა. ვირუსის მართვის კუთხით იყო შეცდომები. აუცილებელია ჯანდაცვის სისტემების ცვლილება".

საქართველოს გახსნილი საზღვრები

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. 42 ევროპულ ქვეყანას შორის ავიარეისების რაოდენობის კლებით კვლავ საქართველო ლიდერობს. სტატისტიკას ეუროკონტროლი აქვეყნებს, პარალელურად კი ირკვევა, რომ უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ქვეყანაში დაანონსებული თარიღების მიხედვით 1 ნოემერს ცა გაიხსნა და საქართველო ავიაკომპანიებისა და რეგულარული რეისების მოლოდინშია. ვინ იფრენს, რა სიხშირით და როგორია მდგომარეობა საქართველოს აეროპორტებში? განახლებულ ინფორმაციას მარიამ ადამია გაგვაცნობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. (00:00:25) საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩვაძე ამბობს, რომ კრიზისის პირობებში საქართველოს აეროპორტებმა შეძლეს როგორც თანამშრომლების ისე ბინესპარტნიორების შენარჩუნება. (00:00:50) 2. საქართველოდან 10 მიმართულებით რეგულარული რეისები აღდგა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ თვეში მიიღო. ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა. კერძოდ, ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, პირველი ნოემბრიდან რეისები აღდგება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან - კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის მიმართულებებით. ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან შეზღუდვა მოხსნილია იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით, ხოლო 1 ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის. ზვიად ჩხარტიშვილი - ექსპერტი ავიაციის საკითხებში ზვიად ჩხარტიშვილი: "ქართული ავიაკომპანიების გამოცოცხლება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში დასაქმების კუთხით, ასაქმებს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ გამოშვებულ კადრებს. პირველ რიგში ქართული ავიაცია უნდა განვითარდეს".

ინტერნეტ სააგენტო

თბილისში კორონავირუსის 650 ახალი შემთხვევა დადასტურდა

02.11.2020

Link:    02.11.2020 - პია.ჯი

დღეს, 2 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: ✔️თბილისი 650 ✔️აჭარა 389 ✔️ქვემო ქართლი 68 ✔️იმერეთი 441 ✔️შიდა ქართლი 51 ✔️გურია 28 ✔️სამეგრელო-ზემო სვანეთი 114 ✔️კახეთი 20 ✔️მცხეთა 51 ✔️სამცხე-ჯავახეთი 27 ✔️რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 13 ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს… საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი… – ეკატერინე მიქელაძე

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ინფო9

ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, ეკატერინე მიქელაძე, რომელიც covid19-ის დიაგნოზით მკურნალობს, კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე წერს. “დღე მეთორმეტე. უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო . ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია”,- წერს ეკატერინე მიქელაძე ფეისბუქში.

პრესა

"კოვიდ 19"-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად

02.11.2020

Link:    02.11.2020 - არსენალი

• შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები „კოვიდ19“–ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურად აწარმოებენ. • სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე — სავაჭრო სივრცეში პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

“მერე იტყვიან, კოვიდმა მოკლაო – 14 დღეა ტემპერატურა მაქვს და მკურნალობა არ დაუწყიათ”

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ალია

კოვიდინფიცირებული, სოფო ნინუა, სოციალურ ქსელში, წერს: “მსგავსი უსამართლობის და დაუცველობის განცდა არასოდეს მქონია! ვიმყოფები კოვიდ სასტუმროში 4 დღეა, მე-14 დღეა ტემპერატურა მაქვს.. 3 დღეა დამეწყო ჟანგბადის უკმარისობა, სახსრების ძლიერი ტკივილი, თავბრუს ხვევა. ფილტვებზეც კი არ მოუსმენიათ თუ რა ხდება.. რენტგენზე და სხვა პროცედურებზე აღარ ვსაუბრობ.. სასტუმროს ექიმი მპასუხობს კითხვაზე თუ რატომ არ მისმენს ფილტვებზე? რომ არ აქვს Ჰონეიდოსკოპი და კოვიდ სასტუმროს არ ევალება მსგავსი რამ. არანაირ კურს არ გავდივარ. აი ასე ველოდები, რომ იქნებ კოვიდი კეთილად განეწყოს ჩემ მიმართ, რომ გადავრჩე.. 4 საათის წინ მქონდა განმეორებითი სპაზმი ვერ ვსუნთქავდი სასწრაფო გამოვიძახეო მითხრა ექიმმა და ველოდებითო. სხვა რა გზაა უსასრულობამდე ველოდები იმის განცდით, რომ შეიძლება ვერ მომისწრონ განმეორების შემთხვევაში .. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? მერე იტყვიან კოვიდმა მოკლაო ? არა კოვიდი არ არის პრობლემა… პრობლემა ჯანდაცვაა და სროულად არ რეაგირება, როცა პაციენტი იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ეხლა მე ვიმყოფები უიმედოდ, დაუცველობის სინდრომი მაქვს….”

“ლოქდაუნი” ეფექტური არ იქნება” – რა მიზეზებზე საუბრობს

02.11.2020

Link:    02.11.2020 - ალია

დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ე.წ.“ლოქდაუნის“ გამოცხადება და მიიღებს თუ არა ქვეყანა არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა გაორმაგებულ რაოდენობას? – ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. ალექსანდრე გოგინავა: არჩევნების შემდეგ, ვირუსის შეკავება რთული იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ და პლიუს მართვა იყოს ადეკვატური, ჰოსპიტალური სექტორი უფრო უნდა დაიხვეწოს, ახალი კადრების გადამზადება უნდა მოხდეს. თუ ავირჩიეთ ის გზა, რომ კი არ ჩავკეტოთ, არამედ ვმართოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს მეთოდი აქვს არჩეული ევროპის უმრავლეს ქვეყანას, სადაც ცდილობენ, რომ ცოტა ხნით გამოაცხადონ „ლოქდაუნი“. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან მოხდეს მკაცრი იზოლაციის გამოცხადება, ან საერთოდ არ მოხდეს. ნოემბერში ორი-სამი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ვირუსის ზრდა იყოს, მაგრამ თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ყოველდღიურად 2 ათასამდე ინფიცირების ნიშნული, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ პაციენტები სწორად მართოს. თან, ახლა გამოცხადებული „ლოქდაუნი“ ეფექტური არ იქნება, რადგან საკმაოდ მაღალია ვირუსის გავრცელება და არც უშველის, ანუ ცოტა საკამათო თემაა, რამდენად ღირს “ლოქდაუნის” გამოცხადება. შეაკავებს თუ არა „ლოქდაუნის“ გამოცხადება ვირუსის გავრცელებას, არის მსჯელობის საგანი, მაგრამ ცალსახაა, რომ მისი გამოცხადება ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს. ჩემი პირადი აზრია, რომ თუ ახალი შემთხვევები არ იქნება კატასტროფულად მზარდი, ამ შემთხვევაში, მართვის დახვეწაზე უნდა ავიღოთ ორიენტირი და არა შეზღუდვების გამკაცრებაზე. შეკრებები, სადაც წესები არ არის დაცული, არის ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ რისკი, ამიტომ ვნახოთ… თუ რთული სიტუაცია არჩევნების შემდეგ შეიქმნა, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის გზას მიმართოს სახელმწიფომ, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი რთულია.