From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 18-19 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; nshengelidze@moh.gov.ge; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 19.11.2020 07:18
Attachments :

მედია მონიტორინგი

18 ნოემბერი

ტელევიზია

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

18.11.2020

Link:    18.11.2020 - I არხი - მოამბე 12:00

37 გარდაცვლილი და 3 443 ახალი შემთხვევა, – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში. ქვეყანაში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მზარდია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კოვიდი სომხეთში

18.11.2020

Link:    18.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 589 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120 459-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ-19- კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 839- მიაღწია. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 38 551 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთლებული პაციენტების რაოდენობა კი 80 069-ია.

კოვიდ 19

18.11.2020

Link:    18.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

კორონა ვირუსი, რომლის სტასტიკაც ისევ მნიშვნელოვნად იზრდება. ქვეყანაში ბოლო 24 სთ-ში 3463 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ისევ ყველაზე მეტი ინფიცირებულია თბილისში. ქვეყანაში კოვიდ 19-ით გარდაიცვალ 37 პაციენტი.

კორონავირუსი

18.11.2020

Link:    18.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

3443 კორონავირუსის ახალი შემტხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში - რაც ყვლაზე საგანგაშოა, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფქსირდება ექიმებში. გარდაცვლილთა შორის არის ბათუმელი ექიმიც. როგორც ცნობილია, პირველი ტალღის პერიოდშიც, მედპერსონაის ინფიცირების მაჩვენებელი დიდი იყო. დიდი რაოდენობით ინფიცირდებოდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები. . კოვიდ სტატისტიკის პარალელურად კი, კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე, ასევე იზოლაციაშია გადასული ამირან გამყრელიძეც. ამირან გამყრელიძე:"ჩემი თვიიზოლაცია ბატონ თენგიზთან არ არის დაკავშირებული".

კორონავირუსით სამცხე-ჯავახეთის-სასწრაფო სამედიცინო კლინიკის დირექტორი გარდაიცვალა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

კორონავირუსით სამცხე-ჯავახეთის-სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის დირექტორი გარდაიცვალა. 61 წლის პაციენტი კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა შუახევის კლინიკის ექთანი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში თავად იყო ჩართული.

კორონავირუსი საქართველოში

18.11.2020

Link:    18.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. 62 წლის მამაკაცი 9 დღის განმავლობაში ამავე კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა იმდენად მოულოდნელად დამძიმდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 2. რუხის კლინიკის სამედიცინო დირექტორსაც კორონავირუსი აქვს. მას ორმხრივი პნევმონია ააქვს და კლინიკაშ განაგრძობს მკურნალობას. 3. კორონავირუსის 37 მსხვერპლიდან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების მენეჯერია. ის თბილისში მკურნალობდა. მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა. 4. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თემგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს, თუმცა შესაძლოა კლინიკაშ გადაიყვანონ. მას 37.5 ტემპერატურა აქვს, აღენიშნება ხველა, სისუსტე და ყელის ტკივილი.

ეპიდვითარება და პანდემიის მართვა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

37 გარდაცვლილი და 3443 ინფიცირებული. უკვე მე-9 თვეა მსოფლიოსთან ერთად საქართველოც ყოველდღიურად დაღუპულთა და დაავადებულთა მზარდ რაოდენობას ითვლის. დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად იმსჯელა თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კლინიკების გადატვირთვა. ითქვა, რომ აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზება, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში კი ინფიცირებულებმა მკურნალობა ბინაზე ოჯახის ექიმის აქტიური კონსულტაციის ან კოვიდსასტუმროებში მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმკურნალონ.

4 800 ინფიცირებული ექიმი - მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

18.11.2020

Link:    18.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

დღეისთვის საქართველოში 4 800 ინფიცირებული მედიკოსია. კლინიკების დიდი უმრავლესობა საქმიანობის შეჩერების საფრთხის წინაშეა - დაავადებული ექიმებისა და ექთნების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მალე პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოებში აღარავინ იქნება.

ჯანდაცვა ჩამოშლილია, კლინიკები პაციენტებს ვერ იღებენ - "მთავარის" ექსპერიმენტი

18.11.2020

Link:    18.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

პაციენტი სუნთქვის მძიმე უკმარისობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ შემოიყვანა, რაც თბილისის ყველა კოვიდ მიმღები ცენტრი მოიარა. სასწრაფოს ექიმი აღშფოთებას ვერ მალავს, თუმცა კამერის დანახვისას კითხვებს აღარ პასუხობს. საბოლოოდ პაციენტი კლინიკამ მიიღო. გვითხრეს, რომ მხოლოდ ოთხი ადგილი აქვთ თავისუფალი. დღეს გათავისუფლებული რვა საწოლიდან ოთხი დღის პირველ ნახევარში უკვე დაიკავეს. დავინტერესდით რა ხდება თბილისის სხვა კლინიკებში, რომლებიც კოვიდ ცენტრებად ან ჰიბრიდულ კლინიკებად გადაკეთდა.

კორონავირუსი

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

საქრართველო კორონავირუსის მსხვერპლთა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. საქართველომ ვირუსით ინფიცირებულებთა რაოდენობით გადაასწრო ჩინეთს - ვირუსის პირველწყაროს. საგანგაშოა დღიური ინფიცირების მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3443 ადამიანი დაინფიცირდა, 37 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიას პირველი მედიკოსი მსხვერპლიც ჰყავს. ვირუსს შეეწირა შუახევის საავადმყოფოს მედდა და ბათუმის რესპუბლიკრი საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგი, რომელიც გაწერას დღეს ელოდებოდა. ამ ფონზე ისევ პრობლემაა სასწრაფო დახმარების გამოზახება.

კორონავირუსი და საქართველო

18.11.2020

Link:    18.11.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველოში კორონავირუსით დღეს 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის არიან მედიკოსებიც. ორი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. ვირუსმა იმსხვერპლა სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების მენეჯერიც. ამ შედეგებით საქართველოს ვირუსის სამშობლოს ჩინეთსაც კი უსწრებს. გლობალურ რეიტინგში საქარტველოს 64- ადგილი დაიკავა. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე გიორგი გახარია დღეს მედიკოსებს კიდევ ერთხელ შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ინფიცირებულთა შორის არიან საფეხბურთო კლუბი ხობის კოლხეთის წევრებიც.

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა - მიზეზი, რის გამოც კლინიკების ასოციაცია ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

18.11.2020

Link:    18.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ხელისუფლებამ კოვიდპანდემიის წინაშე დე ფაქტო კაპიტუალცია გამოაცხადა, კრიტიკული ვითარების გამოსასწორებლად კი ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს აკეთებს, ამას ემატება ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა. ეს არის მთავარი მიზეზები, რის გამოც კლინიკების ასოციაცია ითხოვს, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

19 ნოემბერი

ტელევიზია

ჯანდაცვის ხარჯი

19.11.2020

Link:    19.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

კორონავირუსის ხარჯების გათვლა სულ უფრო რთული ხდება იმ ფონზე, რომ საქართველო აქტიური ტემპთა და სამწუხარო დანაკარგებით კორონავირუსის გავრცელების პიკისკენ მიემართება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მლნ ლარი უკვე არის ამოწურული და ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ინფორმაციით, წლის ბოლომდე პროგრამამ რომ შეუჩერებლად გააგრძელოს ფუნქციონირება, მოხდა ჯანდაცვის სამინიტროს ხარჯების გადაჯგუფება.

საყოველთაო ჯანდაცვის 802-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, მთავრობამ 95 მლნ ლარი დაამატა

19.11.2020

Link:    19.11.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საყოველთაო ჯანდაცვისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მლნ ლარი ამოწურულია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, წლის ბოლომდე პროგრამის შეუჩერებლად დასრულებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯების გადაჯგუფების მეშვეობით, მას 95 მილიონი ლარი დაამატა, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ხარჯები 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ხაზინის ინფორმაციითვე, 18 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის მთლიანი ათვისება 831 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, წლის ბოლომდე 66 მილიონი ლარი არის ასათვისებელი.

კორონავირუსი

19.11.2020

Link:    19.11.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71 468- შეადგენს. გარდაიცვალა 815 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5763 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 435 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

19.11.2020

Link:    19.11.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

კოვიდ სტატისტიკა

18 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

პანდემიამ GINO Holding- ხარჯი 1.5 - 2 მლნ ლარამდე გაუზარდა - ჰოლდინგის დამფუძნებელი

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ბიემ.ჯი

პანდემიამჯინო ჰოლდინგისხარჯი 1.5 – 2 მლნ ლარით გაზარდა. ამის შესახებ BM.GE-ის სლოვაკელმა ინვესტორმა და ჰოლდინგის დამფუძნებელმა, წარმოშობით ქართველმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი აკვაპარკიჯინო ფერედაისიზაფხულის სეზონზე გაიხსნა, თუმცა მომხმარებელთა მოთხოვნა პანდემიის გამო შემცირებული იყო. ნოდარ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში გამკაცრებული რეგულაციების დასაცავად კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 320 ადამიანიდან 450-მდე გაიზარდა.

სახელმწიფო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით, ვინც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მომსახურება შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).

სახელმწიფო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს

18.11.2020

Link:    18.11.2020 - კვირა.ჯი

სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით, ვინც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მომსახურება შპსფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ ცხრა პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

18.11.2020

Link:    18.11.2020 - კვირა.ჯი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 55-დან 81 წლამდეა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ოთხი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, სამი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინიკამედალფაშიერთი კი კლინიკამედცენტრში“.

საყოველთაო ჯანდაცვის 802-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, მთავრობამ 95 მლნ ლარი დაამატა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ბიემ.ჯი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ამოიწურა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, წლის ბოლომდე პროგრამის შეუჩერებლად დასრულებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯების გადაჯგუფების მეშვეობით, მას 95 მილიონი ლარი დაამატა, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ხარჯები 897 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ხაზინის ინფორმაციითვე, 18 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის მთლიანი ათვისება 831 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ფსიქოქტიურ ნივთიერებებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

არ გადადო - იმოქმედე დღეს! დარეკებავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე“ - 111. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად), რომელიც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. სარეაბილიტაციო მომსახურება შპსფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“- მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების უფროსი COVID 19-ით გარდაიცვალა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - პია.ჯი

სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის უფროსი თამაზ კაჭკაჭიშვილი COVID 19-ით გარდაიცვალა. მას კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში ის თბილისში, კლინიკაში მკურნალობდა. „გუშინ, გვიან ღამით მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში. თამაზ კაჭკაჭიშვილი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა. ინფორმაციისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 37 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.

სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მენეჯერი COVID-19-ით დაიღუპა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - რეგინფო.ჯი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების მენეჯერი, თამაზ კაჭკაჭაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემასამხრეთის კარიბჭისცნობით, პაციენტი გუშინ ღამით, თბილისის საავადმყოფოში დაიღუპა. „ერთი თვის უშედეგო ბრძოლის შემდეგ მაინც გმირულად დაეცა თამაზიც. სამშობლოსათვის ბრძოლას შეწირა თავი. სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ იმ ვერაგმა ჰოსპიტალის ინფექციამ დაამარცხა, რომელსაც ვერ მოერია საქართველოს ჯანდაცვა“, – ციტირებს გარდაცვლილის მეუღლის კომენტარსსამხრეთის კარიბჭე“. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, 19 ადამიანი გარდაიცვალა თბილისში, 9 – აჭარაში, ხოლო 6 – იმერეთში. გარდაცვალების თითო-თითო შემთხვევა ფიქსირდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

აჭარაში კორონავირუსით ექთანი და ექიმი გარდაიცვალნენ

18.11.2020

Link:    18.11.2020 - რეგინფო.ჯი

აჭარის რეგიონში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი გარდაიცვალა. ერთი მათგანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა და დღეს სახლში უნდა გაეწერათ. მეორე გარდაცვლილი შუახევის რაიონული ჰოსპიტალის ექთანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების 4 შემთხვევა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 3 – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1 – კლინიკამედალფაშიერთი კიმედცენტრშიდაფიქსირდა. „გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 55 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 81-ის.

კორონავირუსის 17 086 აქტიური შემთხვევა – 18 ნოემბრის სტატისტიკა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 18 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 17 086 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 89 395 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 443 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71 468-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 815- შეადგენს. ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, 18 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 370 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 435 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 5 763 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 083 923 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.

ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ რიცხვს დღეს ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ეფექტურად უმკლავდებიან, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის

18.11.2020

Link:    18.11.2020 - კვირა.ჯი

ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ პრემიერმინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ რიცხვს დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის.

ნიკოლოზ ქარცივაძე - ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია.

"მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას აგრძელებს" - გახარია კლინიკებს შეხვდა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ბიემ.ჯი

კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად შეხვდა. როგორც bm.ge- მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ჰოსპიტლების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განიხილეს.

კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს - „კორონავირუსის მეორე ფაზას სისტემა არასრულყოფილად მომზადებული შეხვდა

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ბიპიენ.ჯი

კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ასოციაციის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებულ განცხადებაშია აღნიშნული. ასოციაციის პრეზიდენტის (მედიცინის დოქტორი, პროფესორი) ვილი პაჭკორიას შეფასებით, წინ რთული გამოწვევებია, ჯანდაცვის სამინისტროში კი მწვავე საკადრო დეფიციტია. „კლინიკების ასოციაცია საჯაროდ აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია. სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს.

ნიკოლოზ ქარცივაძე - ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის

18.11.2020

Link:    18.11.2020 - ბიპიენ.ჯი

ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია. „განსაკუთრებით ნაყოფიერი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან.

19 ნოემბერი

ინტერნეტ საააგენტო

„8 წელია საყოველთაობედნიერებისპროგრამა გვაქვს და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა ვერ ისწავლეს

19.11.2020

Link:    19.11.2020 - კომერსანტ.ჯი

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისპროგრამა დეფიციტურია, 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 802 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია. იმისათვის, რომ პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრომ 95 მლნ ლარი დაამატა. ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სწორ დაგეგმარებას ვერ ახერხებს. ექსპერტისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტის სრულად ათვისება, მაშინ როცა გეგმიური ოპერაციები ქვეყანაში თითქმის არ ტარდებოდა: „დაგეგმარების, რისკების და ინფლაციის ინდექსის გამიჯვნის შნო არ გააჩნიათ. წელს ძალიან ცოტა გეგმიური ოპერაციები ტარდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციის დაყოვნების პერიოდი 2-3 თვიდან 4-5 თვემდე გაიზარდა. 23 ოქტომბრიდან გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას, პრაქტიკულად აღარ განიხილავენ. ამასთანავე მთელი მარტი, აპრილი და მაისი, როდესაც ჩაკეტილები ვიყავით, გეგმიური ოპერაციები თითქმის არ კეთდებოდა. სად მოახერხეს ამ თანხის დახარჯვა? ექიმების ხელფასებს არაფერი შეეტყო და არც არაფერი შეუძენიათ. დავით სერგეენკოს დროსაც ბიუჯეტი ხან 100 მილიონი დაამატეს, ხან 120 მილიონი. 8 წელია საყოველთაობედნიერებისპროგრამა გვაქვს და ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა ვერ ისწავლეს. ველოდებოდი რომ ეს მოხდებოდა, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში მართვის და მენეჯმენტის გვერდით არავის გაუვლია“, - აცხადებს ვატო სურგულაძე. „კომერსანტისკითხვაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის სრულად ათვისება და 95 მლნ ლარით გაზრდა ხომ არ უკავშირდება კოროვანირუსს, ექსპერტი გვეუბნება, რომ ინფექციური დაავადება საყოველთაო პროგრამით არ უნდა დაფინანსებულიყო. ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. „ბიუჯეტის გაზრდა კორონავირუს ვერ დაუკავშირდება, რადგან ვირუსთან საბრძოლველად 5 მლრდ იყო გამოყოფილი. კოვიდ 19 არ ფინანსდება საყოველთაო პროგრამიდან, რადგან ინფექციური დაავადებების პროგრამა არის აბსოლუტურად სხვა პროგრამა. ნამდვილად არ ვიცი სად წავიდა ეს ფული, ჩემი აზრით ეს რეალურად საპროკურატურო საქმეა“,- ვატო სურგულაძე.. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის თითქმის ყოველ წელს უხდებოდა თანხის დამატება, რადგან მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არის უძირო ქვევრი, რომელიც ყოველთვის მეტ თანხას მოითხოვს. „2020 წელს თუ ძალიან დიდი თანხა იყო გამოყოფილი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში კოვიდ 19- თან ბრძოლისთვის, ამის უდიდესი ნაწილი გაუქმდა და 2021 წელს ეს ხარჯები განულებულია. ამას ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ხარჯი საყოველთაო ჯანდაცვისკენ გადმოთამაშდა, იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება პროგრამას კორონაპანდემიის გამო გარკვეული მომსახურებები დაემატა. მეორე ვარაუდი არის ის, რომ შეიძლება 2021 წელს იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თანხა არ ეყოთ და გარკვეულ წილად მეტობით იღებდნენ. ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ იმიტომ იღებენ, რომ მკვეთრად იზრდება მიმართვიანობა, დაავადებულთა რაოდენობა და ზოგადად მოთხოვნა ჯანდაცვის სერვისებზე. ბიუჯეტი რომ უნდა გაზრდილიყო ეს ცალსახაა, რადგან ქვეყანაში ავადობის ხარისხი გაიზრდება. მთავარი კითხვა არის ის, იქნება თუ არა ეს გაზრდილი ბიუჯეტი საკმარისი“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დადგენილზე ადრე პირველად არ ამოწურულა. მთავრობამ პროგრამას 2014 წელს 138 მილიონი ლარი დაამატა, 2015 წელს 103, 2016- ში 53 მილიონი ლარი. გამონაკლისი არ ყოფილა არც 2017 წელი, რა დროსაც ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი ფინანსური რესურსი 40 მილიონი გამოჰყო. 2018 წელს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად მთავრობამ პროგრამის ბიუჯეტს 47 მლნ ლარი დაამატა, 2019 წელს კი 11 მილიონ ლარამდე. შეგახსენებთ, რომ 2013 წელსქართული ოცნებისმთავრობა მიიღო დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება განისაზღვრა. პროგრამის შედეგად, მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე გაიზარდა, თუმცა ასევე წლიდან წლამდე იზრდებოდა პროგრამის ბიუჯეტიც. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 2013 წელი — 70 მილიონი ლარი; 2014 წელი — 338 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 200 მილიონი; 2015 წელი — 573 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 470 მილიონი; 2016 წელი — 623 მილიონი ლარი. თავდაპირველი გეგმა — 570 მილიონი; 2017 წელი — 700 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 660 მილიონი; 2018 წელი — 760 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 713 მილიონი; 2019 წელი — 765 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი. 2020 წელი — 802 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 897 მილიონი.

 

 

პრესა

ქალაქები არ ჩაიკეტება, ადამიანების შინ გამოკეტვა არ მოხდება

19.11.2020

Link:    19.11.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ვითარების კონტროლის გასამყარებლად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, სიტუაცია საფრთხილოა, თუმცა არა საპანიკო. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, დღეს კლინიკებში ინფიცირებულთა 37 პროცენტი წევს, თუმცა, მათი რაოდენობა 20%- არ უნდა აღემატებოდეს.

რა შემთხვევაში მივა სასწრაფო გამოძახებაზე, თუ პაციენტს ეჭვი კორონავირუსზე აქვს - ახალი რეგულაცია

19.11.2020

Link:    19.11.2020 - რეზონანსი

"სწორად არ მიმაჩნია ის, რომ სასწრაფო დახმარება უნდა აკითხავდეს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა ტემპერატურაც 38.8-ან მეტია, რადგან მაღალი ტემპერატურა არ წარმოადგენს უმთავრეს სიმპტომს. ჩემი აზრით, მთავარი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობაა, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. შესაძლოა პნევმონიით გარდაცვლილი პაციენტის ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 37.0 გრადუსს", - ასე აფასებს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებაზე გასვლის ახალ წესს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში, ბრიგადის გასვლა ხდება მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი, ხოლო ამ ტემპერატურაზე ნაკლების დაფიქსირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება აღენიშნება სხვა სიმპტომები, სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გადის გამოძახებაზე.

ლევან კობერიძე: "ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას მაქსიმუმ 2 კვირას გაუძლებს"

19.11.2020

Link:    19.11.2020 - ახალი თაობა

ჯანდაცვის სისტემა წკიპზეა - ასეთ დატვირთვას, მაქსიმუმ ორი კვირა და ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებლელოსერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემპალიტრანიუსისგადაცემადღის ნიუსრუმშიგანაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სამედიცინო სისტემაში სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რადგან უკვე დაგვიანებულია და გამოსავალი მხოლოდ სისტემის სწორი მართვაა. „თუკი ცვლილებები არ იქნება განხორციელებული მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში, პირდაპირ გეტყვით, ასეთ წნეხს ჩვენი სამედიცინო სისტემა ვერ გაუძლებს, გადაიტვირთება. მინდა გითხრათ, რომ უკვე 10%- მიაღწია თვითონ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა მთლიან ინფიცირებულთა რაოდენობაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. როგორც მინისტრი ამბობს, საწოლები არ არის მხოლოდ თემა - თემა არის ვინ უნდა მოემსახუროს პაციენტებს.

ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა - შეღავათი თუ პიარის ნაწილი?

19.11.2020

Link:    19.11.2020 - გზა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს დახარჯავს, კომუნალურ გადასახადებს დაუფინანსებენ. სუბსიდირება წყლისა და დასუფთავების გადასახადსაც შეეხება. ეს შეღავათი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, კერძოდ: ნოემბერში, დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით საქართველომ ჩინეთს გაუსწრო

19.11.2020

Link:    19.11.2020 - მესინჯერი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 443 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. ქვეყანაში სულ გამოვლენილი COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 89 395- შეადგენს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 2 539 - მა ადამიანმა შეძლო. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 71 468-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსის ჯამში 88 669 შემთხვევაა დადასტურებული. პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და განიხილეს მართვის გაუმჯობესების მეთოდები. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ არსებული შეზღუდვები საკმარისი არ არის და უფრო მეტი აკრძალვა უნდა დაწესდეს.

რადიო

კორონავირუსი

19.11.2020

Link:    19.11.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71 468- შეადგენს. გარდაიცვალა 815 მოქალაქე. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 155 ადამიანს, მათგანკოვიდ-19“ დაუდასტურდა 39 პაციენტს. კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად შეხვდა.