From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 16-17 დეკემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 17.12.2020 08:28
Attachments :

მედია მონიტორინგი

16 დეკემბერი

ტელევიზია

დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი რომელმაც თავიდან შეაფასა ქვეყანაში თუ როგორია ცივი ჯაჭვის სისტემა

Link:    16.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი რომელმაც თავიდან შეაფასა ქვეყანაში თუ როგორია ცივი ჯაჭვის სისტემა. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, პირველ რიგში, რომელი ჯგუფები უნდა აიცრან; შემდეგ მიწოდების სერვისების კრიტერიუმები და ასევე, ქვეყანაში ხელმეორედ შეფასდა ცივი ჯაჭვის სისტემა - რა გვაქვს. ჩვენ თავისულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს კარგად გამართული 2-დან 8 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრეის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ვაქცინაციის საკითზე საუბრისას განაცხადა.

კორონავირუსი

Link:    16.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები, ჯერ მთავრობას არ გადაუწყვეტია, თუმცა მთავრობის წევრები საზოგადოებას უკვე მოუწიდებენ, რომ საახალწლო დღეებში მაქსიმალურად შეზღუდონ მობილობა და სახლში დარჩნენ. ეკონომიკის მინისტრმა დღეს სამთო კურორრტებზე არსებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა. ნათია თურნავა:"კერძო ბინების გაქირავების კონტროლი სამთო კურორტებზე შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლანად მოეკიდოს ამ პროცეს."

კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

Link:    16.12.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

მოიხსნება თუ არა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან, როგორც დაგეგმილი იყო? – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საკოორიდიცნაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. საუბარი შეეხო ასევე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანის საკითხსა და მოსალოდნელი ვაქცინაციის პროცესს.

კოვიდ 19 - საკორდინაციო საბჭოს სხდომა

Link:    16.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ზუსტად 1 კვირაში ქვეყანაში მოქმედი შეზღუვები შემსუქუდება. დროებითი ღონისძიება ძალაში 2 იანვრამდე დარჩება, ამის შემდეგ კი ეტაპობრივად გაუქმდება და საბოლოო შედეგი, რომელიც გაუმჯობესებულ კოვიდ სტატისტიკაზე აისახება 31 იანვრის შემდეგ უნდა იყოს შესამჩენვი. იქამდე კი, გავიგოთ, რა რეკომენდაციებს გასცემენ სპეციალისტები სადღესასწაულო დღეების მოახლეობასთან დაკავშირებით. "მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

Link:    16.12.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ მცირედი სტაბილიზაციის პრესპექტივა აღინიშნება. ეს კვირა დაკვირვების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევების სტაბილიზაცია საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც აისახა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება და თავისუფალი საწოლების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ მცირედი სტაბილიზაციის პრესპექტივა აღინიშნება. ეს კვირა დაკვირვების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია საწოლფონდის მობილიზაცია. დღეს შემთხვევების სტაბილიზაცია საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც აისახა. დილის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი. თავისუფალი საწოლების რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნება, რაც აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაზე მიუთითებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საკოორდიანციო საბჭოს სხდომა

Link:    16.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

შემსუბუქდება თუ არა 24 დეკემბრის შემდეგ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ პრემიერის დავალებით ამ დღეებში არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება და ისაუბრებენ, რა ვარიანტები აქვთ, როცა გაიხსნებიან აჟიოტაჟი არ იყოს. ამის საპირისპიროდ, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხდა, რომ ოდნავი კლების ტენდენცია დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და შეზღუდვები არ უნდა შემსუბუქდეს. ნათია თურნავა: ამ დღეებში, პრემიერმინისტრის დავალებით, მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ პერიოდში და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ.

პანდემიის ფონზე საშუალო ხელფასი გაიზარდა

Link:    16.12.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალოდ თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8% და 22,4 ლარით გაიზარდა და 1239 ლარი შეადგინა. დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10,4 ლარით შემცირდა და 1306 ლარამდე შეადგინა.

კორონავირუსი

Link:    16.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაციის მიუხედავად, სპეციალისტები ამბობენ, რომ დამშვიდების საფუძველი არ არის. ამირან გამყრელიძის განცხადებით,თუ შობა-ახალ წელს დიდი თავყრილობები იქნება, მიღწეული შედეგები წყალშ ჩაიყრება. შეზღუდვების გახსნაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო თანხმდებიან, რომ გახსნა ფრთხილად უნდა მოხდეს. ნათია თურნავა: ბევრი ქვეყანა ამ საახალწლო პერიოდში მკაცრ შეზღუდვებს აწესებს, თუმცა ჩვენ ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. 2. თელავში, კორონავირუსით ცნობილი ბავშვთა ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა. თავდაპირვალად ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა კორონავირუსს ქუთაისში. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

16.12.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

ობიექტები:    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), საქართველოს მთავრობა (ნეიტრალური), ჯანდაცვის სამინისტრო (ნეიტრალური), ფაიზერი (ნეიტრალური), -ვაქცინაცია (ნეიტრალური), -ადამიანის უფლებები (ნეიტრალური), -გარდაცვალება (ნეიტრალური), -გრიპის ვირუსი (ნეიტრალური), -ვირუსული დაავადებები (ნეიტრალური), -კორონავირუსი (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე), თბილისი (შეფასების გარეშე)

Link:    16.12.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3 487 ახალი შემთხვევა, მათი უმეტესობა – 1 477 ფაქტი თბილისს უკავშირდება დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება. მძიმე პაციენტების რაოდენობა 431-ია. 2. საქართველოს მთავრობა კორონავირუსის ვაქცნისი შესყიდვის მიზნით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვაქცინაციის პროცესისთის ქვეყნის მომზადებას იწყებს. იქმნება კომისის, რომელიც ვაქცინაციის პოლიტიკას განსაზღვრავს და მისი დანერგვის გზებზე იმუშავებს.

კორონავირუსი საქართველოში

Link:    16.12.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

3487 ახალი შემთხევვა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2295 პაციენტი, 39 გარდაიცვალა, მათ შორის 2 ექიმი. დღეს გარდაიცვალა გიორგი ვაშაძის მამა. ჯერ კიდევ უცნობია, შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები. ეპიდემიოლოგები მოქალაქებს მოუწოდებენ კვლავ დაიცვან რეგულაციები.

კორონავირუსი და საქართველო

Link:    16.12.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00

კორონავირუსს კიდევ ერთი მედიკოსი , გენადი ესაკია ემსხვერპლა. იგი უროლოგად მუშაობდა და კორონავირუსიტ რამდენიმე ხნის წინ დაინფიცირდა. ექიმების ინფორმაციით მას თანდევი დაავადებაც ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეზღუდვების შემსუბუქების მოხრეა, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდსიტუაციაზე დაკვირვების შემდეგ მიიღებს. ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ეს ახალი წელი არ იქნება ჩევეულებრივი და გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც კი. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ამ ახალ წელს უფრო მოკრძალებულად შეხვდნენ, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია ორ-სამ დღეში წყალში არ ჩაიყაროს. ნათია თურნავა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა იმის გასარკვევად, თუ როგორ აპირებენ ისინი გახსნის შემთხვევაში რიგების მართვას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის დავალებით მას ექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან.

კორონავირუსი

Link:    16.12.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

აპიდვითარება სტაბილური ხდება, თუმცა ქვეყანაში ინფიცირების ათასეულობით შემთხვევას მაინც ითვლიან, თუმცა ეს გაზრდილი ტესტირების ფონზე. გახდება თუ არა ახალი წლის დღესასწაულები ახალი ეპიდაფეთქების მიზეზი-სპეციალისტები ხალხმრავალი შეკრებებისგან ისევ თავის შეკავებას გვირჩევენ. ნათია თურნავა:" პრემერის დავალებით მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად".

ვაქცინაცია საფრთხეშია - მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა

Link:    16.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

ქვეყანა შესაძლოა ვაქცინაციის გარეშე დარჩეს. კოვიდ 19-ის ვაქცინაზე ჯერ მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკებები არსებობს მწარმოებლებთან, თუმცა არაფერი გაკეთებულა იმისთვის რომ სპეციალური ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ახალი ვაქცინის სირთულის გამო მკაცრია მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები. ამის საშუალება ქვეყანაში იმდენად მცირეა რომ მხოლოდ რამდენიმე ერთეული ვაქცინის შენახვაა შესაძლებელი. სპეციალისტები კი ამბობენ რომ ხელისუფლებას დროს კარგავს. ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ ერთეულ ქვეყნებში დაიწყო, მოლაპარაკებები კი სამი დასახელების მწარმოებელთან მიმდინარეობს. ყველაზე მაღალი ხარისხი როგორც სპეციალისტები ამბობენ, "ფაიზერის" ვაქცინაა, თუმცა მისი შენახვა განსაკუთრებულად მკაცრ პირობებს მოითხოვს.

კორონავირუსი და საქართველო

Link:    16.12.2020 - I არხი - მოამბე 21:00

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 24 დეკემბრიდან შეზღუდვების დროებით მოხსნის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ხელახალი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მთავრობას შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქებისკენ მოუწოდებს. წინასაახალწლოდ გაჩერებული ობიექტების თუ ტრანსპორტის ერთიანად გახსნის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები კვლავ 5 000-იან ნიშნულზე დაბრუნდება. სტაბილიზაციის პროცესი გრძელდება, თუმცა კლების მაჩვენებელი დაბალია. ბოლო ერთ დღეში ჩატარებული თითქმის 18 000 ტესტიდან კორონავირუსი 3 500-მდე ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემია და საახალწლო შეზღუდვები

Link:    16.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საქართველოში სადღესასწაულოდ შეზღუდვების შემსუბუქებას ელოდებიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ შეზღუდვების წინასაახალწლოდ მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაამძიმებს. შეზღუდვების შემსუბუქების წინააღმდეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც - არგუმენტად ამირან გამყრელიძეს სავაჭრო ობიექტებში შავ პარასკევს შექმნილი რიგები მოჰყავს. გამყრელიძის მსგავსი გზავნილები ჰქონდა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც - თამარ გაბუნიას მიაჩნია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ვირუსის გავრცელების მონაცემთა ზრდის რისკებს უკავშირდება.

ჩაკეტილი საქართველო

Link:    16.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

კორონავირუსიოთ გარდაცვლილი ექიმების რიცხვი შეუჩერებლად მზარდის, ბოლო 24 საათში 2 ექიმი დაიღუპა - მიზეზად ტანმხლები დაავადებები და გართულებები სახელდება. ამ დრომდე უცნობია რა ცვლილებები მიიღო მთავრობამ ლოკდაუნით, თუმცა უკვე ცხადია, რომ საკოორდინაციო საბჭო შეზღდვების გაგრძელებას 24 დეკემბრის შემდეგაც არ გამორიცხავს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა ვირუსის გაგრძელებას გაზრდის რაც კატასტროფულ შემთხვევებს გამოწვევს, ბიზნესის წარმომადგენლები კი მოსალოდნელ დრამატულ ზარალზე საუბრობენ.

კორონავირუსი

Link:    16.12.2020 - კავკასია - დღეს 19:00

კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ისევ მძიმეა, მსოფლიო რეიტინგში საქართველო უკვე 42- ადგილზეა. კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში კიდევ 39 პაციენტი ემსხვერპლა, მათგან რამდენიმე ექიმია. გენადი ესეკია ქუთაისის ინტერვენციულ ენტრში უროლოგად მუშაობდა, მას თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც კორონავირუსმა მისი ჯანმრტებობის მდგომარეობა დაამძიმა და გვიან ღამით გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაიცვალა პედიატრი ვანო ამბარდანიშვილიც, მედიკოსი ტავდაპირველად თელავის საავადმყოფოში მკურნალობდა, ბოლოს მისი მდგომარეობის დამძიმების გამო ის თბილისსი გადმოიყვანეს. კორონავირუსს ემსხვერპლა გიორგი ვაშაძის მამაც.

17 დეკემბერი

ტელევიზია

ინტერვიუ ბესარიონ სიმონიშვილთან და ნინო

Link:    17.12.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

თუ თქვენ საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი ხართ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც 35 ქვეყანაში ოპერირებს, შესაძლოა სახლი აგიშენოთ. საჭირო აპლიკაციის წარდგენის ვადა 31 დეკემბერს იწურება. საბჭო წლების განმავლობაში სხვადასხვა დონორის დაფინანსებით დევნილთათვის მნიშვნელოვან პროექტებს ანხორციელებს.

როგორ შიცვლება შეზღუდვების 2 თვიანი გეგმა

Link:    17.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სტაბილურობა არის, მაგრამ ეს სტაბილურობა შეხღუდვების ხარჯზეა- ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბწოს წევრები გუშნ მედიასთან აცხადებდნენ. დაკორეტირდება თუ არა 2 თვიანი შეზღუდდვების გეგმა, ეს ჯერ უცნობია. ნათია თურნავა:"ბევრი ქვეყანა სააახალწლო პერიოდში მკაცრ შეზღუდვებს აწესებს, თუმვცა ჩვენ შეზღუდვების ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. ჩვენ კვლავ წერეტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ". 2. 24 დეკემბრიდან დაპირებული ამუშავების გეგმა რითეილ სექტორისთვის შესაძლოა გადაიხედოს.

24 საათის განმავლობაში ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა

Link:    17.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სამსახურის და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, 24 საათის განმავლობაში ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა. აქედან, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა 119 ობიექტზე. განმეორებით 44 ობიექტი გადამოწმდა. ამ შემთხვევაში დარღვევები არ არის აღმოჩენილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების

Link:    17.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

1. მთავრობისთვის მაშტაბური შეზღუდვების შესაძლებლობის გაგრძელებას, პარლამენტის თანხმობის გარეშე, მიზანშეუწონლად მიიჩნევს დემოკრატიის ინდექსი. ორგანიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილი ამ ცვლილების შესაძლო გახანგრძლივებას არ ემხრობა. კადრში ჩანს პეესპეს ლოგო. 2. ეპიდემილლოგიური ვითარება ქვეყანაში კვლავ მძიმეა. ამაზე ეპიდემიოლოგები ლაპარაკობენ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე ამბობს, რომ ტენდენცია მზარდი არ არის, თუმცა სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნება მხოლოდ შეზღუდვების ფონზეა შესაძლებელი.

რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის შეზღუდვების მოხსნა - პაატა იმნაძე #ახალდღეში

Link:    17.12.2020 - I არხი - ახალი დღე

ბე ტიპის გრიპის ცირკულაცია დაწყებულიარამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის შეზღუდვების მოხსნა. პაატა იმნაძის პირდაპირი ჩართვა #ახალდღეში სტუმარი: პაატა იმნაძედაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.

16 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

თამარ გაბუნია: დაკვირვების კუთხით, ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება

Link:    16.12.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მცირედით დასტაბილურდა, თუმცა ეს კვირა დაკვირვების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებას შეეხებოდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ "სწორედ მიმდინარე კვირა განსაზღვრავს, როგორ წარიმართება ეპიდვითარების მართვის გეგმა".

თამარ გაბუნია - დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაცია ნამდვილად აღინიშნება

Link:    16.12.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებიც მიუთითებს იმას, რომ მცირედი სტაბილიზაცია ნამდვილად აღინიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კვირა დაკვირვების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი, თუ რამდენად ნარჩუნდება არსებული ტენდენცია.

შეზღუდვების სრულად მოხსნა ინფიცირების დღიურ რიცხვს 5-6 ათასამდე გაზრდის - გამყრელიძე

Link:    16.12.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულებებზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. „რა შეიძლება გაიხსნას და რა - არა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, წინასწარ ვერ გეტყვით. დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა და ამას ვერ გამოვიტან გარეთ. ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ძალიან რადიკალურია, ამიტომ ჩემი დღევანდელი გზავნილი და ჩემი ხედვა არის ის, რომ ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმას, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის ისევ სრული დატვირთვით მუშაობა, რთული გადასატანი იქნება

Link:    16.12.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის ისევ სრული დატვირთვით მუშაობა, რთული გადასატანი იქნება. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან დღევანდელი მაჩვენებელი არსებული შეზღუდვების შედეგია.

ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური - ჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების

Link:    16.12.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებასთამარ გაბუნია

Link:    16.12.2020 - რეგინფო.ჯი

ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებს მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღნიშნება, რაც პირდაპირ კავშირშია მობილობის შეზღუდვასთან. გაბუნიას თქმით, დაკვირვების კუთხით ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, კორონავირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. დილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი იყო 700-მდე საწოლი.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შენახვა-მოხმარებასთან დაკავშირებით

Link:    16.12.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შენახვა-მოხმარებასთან დაკავშირებით. როგორც მან უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ "ფაიზერის" ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, დიდ ქალაქებში ამ სისტემების გამართვა შესაძლებელი იქნება. თუმცა, ქვეყანას სხვა ტიპის ვაქცინების შენახვა-მოხმარების უფრო მეტი რესურსი აქვს. "იცით რომ სამმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და კანადამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალურიჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების

Link:    16.12.2020 - ბიეფემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ „24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით“, მობილობა სერიოზულად გაიზრდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე ავა.

დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი - თამარ გაბუნია

Link:    16.12.2020 - მედიანიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. „მნიშვნელოვანია საწოლფონდის მობილიზაცია. შემთხვევების სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. დილის მდგომარეობით, 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნება თავისუფალი საწოლების რაოდენობის ზრდა, რაც ასევე აჭარის რეგიონშიც გარკვეული სტაბილიზაციის მაჩვენებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნია: მობილობის შეზღუდვა და ინფიცირების მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულია

Link:    16.12.2020 - ტაბულა.ჯი

ეს კვირა იქნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით, რათა ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შეზღუდვების ფონზე და ცალსახად იკვეთება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება მობილობის შეზღუდვასა და შედეგების ამგვარ მაჩვენებლებს შორის, რამდენად შენარჩუნდება და შემდეგ იქნება, რა თქმა უნდა, შესაფერისი გადაწყვეტილებები მიღებული იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური მართვის გეგმა ამ ცვლილებების მიხედვით... ” ამის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე.

გამყრელიძე: 24-ში თუ ყველაფერს გავხსნით, გაგვეზრდება ინფიცირების მაჩვენებელიც

Link:    16.12.2020 - ტაბულა.ჯი

ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს, 24-ში თუ ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება ისევ ინფიცირების მაჩვენებელი 5000-6000-ზე და მეტზე, შესაბამისად, პროცენტი იანგარიშეთ მერე, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და სამწუხაროდ, რამდენი შეიძლება დამძიმდეს... ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძე: covid-ვაქცინებისთვის შესაბამისი მაცივრები გვაქვს და კიდევ ვყიდულობთ

Link:    16.12.2020 - ბიემ.ჯი

კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც უწყებთშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე უნდა იმუშაოს.

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო ინსულინს პარალელურად არ და ვერ შეისყიდის

Link:    16.12.2020 - კვირა.ჯი

ინსულინთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პარალელური შესყიდვა ვერ და არ მოხდება, – ამის შესახებრადიო იმედისგადაცემაშიკვირის პოლიტიკაჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, ხარისხიანი პროდუქციის შემოტანა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამის შემდეგ პარალელურად დადგინდეს, რა უნდა ღირდეს ეს ხარისხიანი წამალი.

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფოს მხრიდან ინსულინის პარალელური შესყიდვა ვერ და არ მოხდება

Link:    16.12.2020 - ინფო9

ინსულინთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პარალელური შესყიდვა ვერ და არ მოხდება, ეს სრულიად შეუძლებელია, თუმცა კერძო სექტორს აქვს საშუალება, შემოიტანოს სხვა პროდუქცია, თუმცა ისიც საჭიროებს რეგისტრაციას რეგულირების სააგენტოს მხრიდან, - ამის შესახებრადიო იმედისგადაცემაშიკვირის პოლიტიკაჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ამასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოს აქვს საკმაოდ მკაცრი მიდგომა და ჩვენ ზაფხულშიც გვსურდა, კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა ეს რეგულაციები, რათა მოქალაქეებმა ხარისხიანი წამალი მიიღონ.

თამარ გაბუნია - ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას

Link:    16.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, თუმცა… – რას აანონსებს ეკატერინე ტიკარაძე

Link:    16.12.2020 - რეპორტიორი.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით შეძლებენ სავაჭრო ცენტრები 24 რიცხვისთვის გახსნას. „თავდაპირველად საუბარი გვქონდა, რომ 24-სთვის დაიგეგმებოდა სავაჭრო ცენტრების გახსნა, დღესდღეობით ჩვენ ვმსჯელობთ, თუ რა ფორმატით შეიძლება სავაჭრო ქსელებს და სავაჭრო ცენტრებს მივცეთ ჩვენ იმის საშუალება, რომ მათ მოახდინონ საახალწლო გაყიდვები.

ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ 24 საათში ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119-მა ობიექტმა მიიღო

Link:    16.12.2020 - ბიპიენ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ 24 საათში, სულ ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119-მა ობიქტმა მიიღო. ამის შესახებ ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველადი ინსპექტირება პროტოკოლის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით 45 ობიექტზე განხორციელდა და დადგინდა, რომ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.

სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, თუმცა… – რას აანონსებს ეკატერინე ტიკარაძე

Link:    16.12.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა რა ფორმით შეძლებენ სავაჭრო ცენტრები 24 რიცხვისთვის გახსნას. „თავდაპირველად საუბარი გვქონდა, რომ 24 -სთვის დაიგეგმებოდა სავაჭრო ცენტრების გახსნა, დღესდღეობით ჩვენ ვმსჯელობთ თუ რა ფორმატით შეიძლება სავაჭრო ქსელებს და სავაჭრო ცენტრებს მივცეთ ჩვენ იმის საშუალება, რომ მათ მოახდინონ საახალწლო გაყიდვები.

იმნაძე: კვლევებით, ანტისხეულები 8 თვის მანძილზე იცავს ადამიანს ხელმეორე ინფიცირებისგან

Link:    16.12.2020 - ტაბულა.ჯი

ჯერჯერობით, რაც კვლევები ჩატარებულია, ანტისხეულები, რომელიც რჩება გადატანილებში, რვა თვის მანძილზე იცავს ადამიანს. ზოგს საერთოდ არ აქვს ანტისხეულები, მაგრამ ორნაირი იმუნიტეტია - ანტისხეული და უჯრედული, რომელიც იმახსოვრებს და უჯრედულ პასუხს გამოიმუშავებენ. აქედან გამომდინარე, რვა თვე, დღესდღეობით, რაც არის ცნობილი. სხვა კორონავირუსებში [იმუნიტეტი] დაახლოებით ორი წელი რჩება... ” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV იმედზე.

ეკატერინე ტიკარაძე: ვიღაცები დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი

Link:    16.12.2020 - რეპორტიორი.ჯი

იმისათვის, რომ საქართველოში თითოეული ექიმი, კარდიოლოგი თუ სტომატოლოგი ეწეოდეს საექიმო საქმიანობას, მას დიპლომის გარდა ესაჭიროება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია და ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია. ვერც ერთ ლიცენზიას ვერ მიიღებდი 1998-2000 წლებში, თუ შენი დიპლომი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდისთვის მოთხოვნილ საჭირო კვალიფიკაციას. ჯანდაცვის მინისტრს ყველა ეს ლიცენზია აქვს“, - ამის შესახებრადიო იმედისგადაცემაშიკვირის პოლიტიკა ნატა მახვილაძესთან ერთადჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მე არც ჟურნალისტური და არც პირადი გამოძიება არ ჩამიტარებია, მოდიოდა თუ არა ეს კამპანია გუნდის შიგნიდან.

ვაქცინაციის დანერგვის კომისია მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზე, პირველ რიგში რომელი ჯგუფები უნდა აიცრან

Link:    16.12.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით სტაბილიზაციაზე შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტი შეაფასა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის პირველი შედეგები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით დასტაბილურებაზე, ინტენსიური ტესტირების პროგრამის გაგრძელება და მიღწეული შედეგების შენარჩუნების პროცესში მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

"ჩემს წინააღმდეგ "კამპანიაში" მმართველი გუნდის წევრებიც არიან ჩართულები" - ეკატერინე ტიკარაძე

Link:    16.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ კამპანიაში სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც არის ჩართული. ტიკარაძე გუნდში არსებულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს. მისი თქმით, ვიღაცებს არ აწყობთ მისი ყოფნა მინისტრის თანამდებობაზე და მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა სურთ. კითხვაზე: არის თუ არა მის წინააღმდეგ მიმდინარე "კამპანია" იმის ბრალი, რომ სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებმა მისი "წარმატება ვერ აიტანეს", ტიკარაძე პასუხობს: "არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება ჩამიტარებია, ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერ ატანა თუ არა, მაგრამ, ნუ, ფაქტი არის და ეს განცდა ნამდვილად მაქვს, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც უკვე გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა.

თამარ გაბუნია: ახლა დადგა ის დღეები, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მატულობს

Link:    16.12.2020 - აიპრეს.ჯი

კორონავირუსის ეპიდემიის ბუნებაა ის, რომ როდესაც შემთხვევები იმატებს, 2-3 კვირის შემდეგ ამას სიკვდილიანობის მატება მოჰყვება ხოლმე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამრუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. “კორონავირუსის ეპიდემიის ბუნებაა ის, რომ როდესაც შემთხვევები იმატებს, 2-3 კვირის შემდეგ ამას სიკვდილიანობის მატება მოჰყვება ხოლმე. როდესაც საქმე გვაქვს დამძიმების შემთხვევებთან, ამის მართვა რთული ხდება ხოლმე, რადგან როგორც იცით დღეს ჩვენ არ გვაქვს არც წამალი და არც სხვა რაიმე სპეციფიური საშუალება სწორედ ახლა დადგა ის დღეები, როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმატებს,”- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: მედპერსონალის დაინფიცირების მხრივ პირველი ტალღა ძალიან მძიმე იყო, რაც გადალახულია

Link:    16.12.2020 - აიპრეს.ჯი

მედპერსონალის დაინფიცირების მხრივ პირველი ტალღა ძალიან მძიმე იყო, რაც გადალახულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამრუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. “პირველი ტალღა, რომელიც გვქონდა სექტემბრის მეორე ნახევრიდან ძალიან მძიმე იყო, განსაკუთრებით მედპერსონალის დაინფიცირების კუთხით. საბედნიეროდ ჩვენი ბევრი კოლეგა დაუბრუნდა საქმიანობა და ის კრიზისი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გარკვეულწილად იყო ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში.

ეკატერინე ტიკარაძე: ვიღაცები დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი, ისინი შეიძლება არ იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნეს-ინტერესები აქვთ

Link:    16.12.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

იმისათვის, რომ საქართველოში თითოეული ექიმი, კარდიოლოგი თუ სტომატოლოგი ეწეოდეს საექიმო საქმიანობას, მას დიპლომის გარდა ესაჭიროება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია და ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია. ვერც ერთ ლიცენზიას ვერ მიიღებდი 1998-2000 წლებში, თუ შენი დიპლომი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდისთვის მოთხოვნილ საჭირო კვალიფიკაციას. ჯანდაცვის მინისტრს ყველა ეს ლიცენზია აქვს, - ამის შესახებრადიო იმედისგადაცემაშიკვირის პოლიტიკა ნატა მახვილაძესთან ერთადჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 29 158 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

Link:    16.12.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 29 158 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 198 387 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 487 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 167 281-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 2 495 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1922- შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 39 ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, 16 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 622 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 2 461 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 721 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 75 595 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.

17 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

"გვაქვს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც არა სიღარიბის დაძლევაზე, არამედ ტკივილის გაყუჩებაზეა ორიენტირებული"

Link:    17.12.2020 - კომერსანტ.ჯი

საქსტატის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 3.6% ანუ 133 000 ადამიანი დღიურად 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარდა, ანუ თვეში 60 ლარს. საქსტატის ცნობით სქართველოში 2019 წელს ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 10 წლის წინ ასეთი ყოველი მესამე იყო. ამ ადამიანებს საარსებო მინიმუმზეც, თვეში 187 ლარზეც კი არ მიუწვდებათ ხელი. ექსპერტი სოციალური პოლიტიკის საკითხებში კოტე ერისთავი განმარტავს, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან დროებითია და ეკონომიკური მოდელი რაც ქვეყანაში არსებობს სიღარიბის წარმოებას უწყობს ხელს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

Link:    17.12.2020 - პია.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა. ამავე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ჯამში კორონავირუსით გარდაცვალების 1 953 შემთხვევა ფიქსირდება. სულ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 201 368 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 169 282 ადამიანი. �� ინფორმაციისთვის, COVID-19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა, საქართველოში კი ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 200 000- გადააჭარბა

Link:    17.12.2020 - პია.ჯი

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2001 ადამიანი გამოჯანმრთელდა. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 169 281 გამოჯანმრთელებულია. �� ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა

Link:    17.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2981 ახალი შემთხევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2001 ადამიანი.

რატომ მცირდება შაბათ-კვირას კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობაეკატერინე ტიკარაძის განმარტება

Link:    17.12.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ეს არის უბრალოდ ადამიანის ქცევა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ავადმყოფობა გადავავადოთ შაბათიდან ორშაბათს, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიაკრაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ მცირდება შაბათ-კვირას კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა.

პრესა

დიდი ევროვაქცინაცია იწყება - რა სტადიაშია საქართველო

Link:    17.12.2020 - რეზონანსი

დიდი ევროვაქცინაცია იწყება - ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი იარაღის, ვაქცინის მიღებას ჩქარობენ. ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის წინ დაიწყო, ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს ვაქცინაცია დროზე ადრე სურს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მთავრობა ამ საკითხზე ჩქარი ტემპით მუშაობს, კონკრეტული გეგმა მომავალ კვირისთვის იქნება ცნობილი. 7 დღე გავიდა, რაც ბრიტანეთშიპფაიზერის" ვაქცინთ ვაქცინაცია დაიწყო და უკვე დაახლოაბით 140 000 ადამიანი აიცრა, როგორც ვაქცინასთან დაკავშირებული საკითების მინისტრი ნადიმ ზაჰავი აცხადებს, პროგრამა წარმატებით დაიწყო.

ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში - თამარ გაბუნია შეზღუდვების შემსუბუქებაზე

Link:    17.12.2020 - რეზონანსი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები შეზღუდვების შედეგია. თამარ გაბუნიას ცნობით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მთავრობა ეპიდსიტუაციის დაკვირვების შემდეგ მიიღებს.

ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შეგვიძლია, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" ტიპის ვაქცინაზე

Link:    17.12.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრში უკვე შექმნილია ჯგუფი და საკოორდინაციო საბჭოსთანაც ჩამოყალიბებულია შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია, რომელიც ვაქცინაციის საკითხებთან დაკაშირებით იმუშავებს. ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ პირობებზე ისაუბრა, რომელიც ვაქცინების დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებობს. NCDC- ის ხელმძღვანელმა მიმოიხილა . ცივი ჯაჭვის სისტემა და აღნიშნა, რომ "ასტრაზენეკას" ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში.

არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ - გამყრეიძე საზოგადოებას ახალი წლის მოკრძაებულად აღნიშვნას სთხოვს

Link:    17.12.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი წლის დღეებში მეტი სიფრთხილის გამოცენა სთხოვა. „გთხოვთ, რომ ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, დღესასწაულები და ხალხმრავალი წვეულებები. ვიყოთ წელს ბევრად მოკრძალებული, რადგან საქმე გვაქვს პანდემიასთან. არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან აგრეთვე გაიხსენაშავი პარასკევი", როდესაც მოხდა ინფიცირებულთა მატება. „თუ 24-ის შემდეგ შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება მოხდა და იგივე განმეორდა, რაცშავ პარასკევს" იყო, შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკები. ამიტომ გთხოვთ, წლევანდელი შობა-ახალი წელი ბევრად მოკრძალებულად გადავიაროთ", - დასძინა ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი: "შეზღუდვების შემსუბუქებას გონივრულად თუ არ მივუდექით, კოლაფსი ნამდვილად დადგება"

Link:    17.12.2020 - რეზონანსი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას გონივრულად თუ არ მივუდექით, კოლაფსი ნამდვილად დადგება: „დღესდღეობით გვაქვს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება, ვინაიდან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი. ევროპაში გადადიან ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე და თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. შესაძლო კოლაფსი, რომელზეც ასე ხშირად მიდის საუბარი, ნამდვილად დადგება. დღეს სისტემა თავისუფლად ატარებს ჯამურად 30 ათასამდე ინფიცირებულს, მაგრამ თუ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანი დაინფიცირდება, ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ძალიან ბევრი უფრო განვითარებული ქვეყანაც ვერ გაუძლებს”, - ამბობს ტიკარაძე.