| From : | Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge> |
| To : | ntsatsiashvili@mia.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; Khatia.Tsilosani@mepa.gov.ge; rbregadze@mod.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; Nmerebashvili@pog.gov.ge; gtodradze@geostat.ge; Kh.totladze@mfa.gov.ge; Sozar Subari <ssubari@geo.gov.ge>; EKardava@csb.gov.ge; eskhiladze@ombudsman.ge; Nino.kadagidze@supremecourt.ge; mjajanidze@parliament.ge; r.kuprashvili@legalaid.ge |
| Subject : | 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ |
| Received On : | 24.11.2020 05:36 |
| Attachments : |
კოლეგებო მოგესალმებით,
იმედია თქვენსკენ ყველაფერი გაძლებადობის ფარგლებშია.
მოგეხსენებათ, რომ ხვალ 25 ნოემბერს აღინიშება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე და იწყება 16 დღიანი გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. პოლიტიკური თუ ეპიდემიოლოგიური გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობდით, იქნებ წელს არ შევუერთდეთ გლობალურ კამპანიასო, თუმცა, შემდგომ ვიფიქრეთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაისმას სამთავრობო პოზიცია და ყველამ ერთად დავგმოთ ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობა.
აქვე, გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენს თანამშრომელს, ვინც აქტიურად ჩაერთო კამპანიის მომზადებასა და დაგეგმვაში!
წელს სამთავრობო კამპანიის თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.
ძირითადი ჰეშთაგები
#იმოქმედეძალადობისწინააღმდეგ
#ერთადძალადობისწინააღმდეგ
კამპანიის განახლებული კონცეფცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
უწყებების და პარტნიორების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მიმაგრებულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ ძირითადი ვიზუალის კონცეფცია (მოწოდება მოქმედებისკენ).
წელს პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, მობილიზებულია ფინანსური რესურსი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია საჭიროებისამებრ. კამპანიის კრეატიული გუნდი მზადაა მხარი დაგვიჭიროს ნებისმიერი ონლაინ თუ ფიზიკური ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ფაქტობრივად, ყველაფერში გვეხმარებიან, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს პროცესს უწყებებისთვის. შესაბამისად, მზად ვართ განვახორციელოთ ნებისმიერი თქვენი იდეა (არსებული შესაძლებლობების ფარგლებში). კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გასცდება 16 დღეს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მადლობა თანამშრომლობისთვის!
რა თქმა უნდა, ვრჩებით ხაზზე 24/7.
საუკეთესო სურვილებით,