From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 14-15 დეკემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 15.12.2020 10:12
Attachments :

მედია მონიტორინგი

14 დეკემბერი

ტელევიზია

კოვიდ ვითარება

Link:    14.12.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია . სპეციალური შტაბის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ,რომ იმის მიუხედავად ,რომ შაბათ- კვირას ჩატარებული ტესტების რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია , ეს მაჩვენებელი 30- 35 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი 20 პროცენტამდეა შემცირებული.

კორონავირუსი

Link:    14.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილების რიცხვის მატებას ელოდებიან, ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტები ამის მიზეზად მძიმე პაციენტების აარსწორ მართვას და ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს ასახელებენ. ლოქდაუნის პირობებში მთავრობამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეები ვირუსის წინააღმდეგ მარტო არ დარჩენილიყვნენ. . მთავრობამ შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები საახალწლოდ აღარ მოხსნას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სწორედ სიკვდილიანობის ზრდაზეა დამოკიდებული აგრძელდება თუ არა შეზღუდვები ახალი წლის დღებში. ქვეყანაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა.

გამყრელიძის განცხადება

Link:    14.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, მომავალი 2 კვირა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სიკვდილიანობის გაზრდა ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობას უკავშირდება. კერძოდ, მისი თქმით, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენბა 400- აღწევს. ამირან გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ როგორც ხედავთ, სტატისტიკიდან ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ სიკვდილიანობა როგორც წესი 2-3 კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი.

ბინები დევნილებისთვის

Link:    14.12.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით 2000-ზე მეტი დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა მოხდა.

პანდემია საქართველოში

Link:    14.12.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

1. ეპიდვითარების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ხმაური ზუგდიდში

Link:    14.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ხმაური იყო დღეს ზუგდიდში, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ადგილზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც მუდმივ თავშესაფარს წლებია ითხოვენ, თუმცა მათი ეს მოთხოვნა ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია. ერთ-ერთი დევნილი ქალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.

ზუგდიდში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

Link:    14.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ზუგდიდში მცხოვრები 360 დევნილი ახალი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. მათ ბინების გასაღები ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა. ზუგდიდში დამატებით კიდევ 600 ოჯახისათვის 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. "ჩვენ ვიაზრებთ, რომ არ შეიძლება ერთი გადაცემის პირობებში მოხდეს ყველა დევნილის დაკმაყოფილება, თუმცა ეს სფერო რჩება ჩვენს პრიორიტეტად."-ეკა ტიკარაძე.

ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტს მიმართავს, პრემიერად გიორგი გახარია წარადგინოას

Link:    14.12.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ივანიშვილის განცხადება უკვე პარლამენტშია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტს მიმართავს, პრემიერად გიორგი გახარია წარადგინოს, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებს. ვის მოუწევს მინისტრუს სავარძელთან დამშვიდობება, იუსტიციის მინისტრის მსგავსად. ეკატერინე ტიკარაძე:"დღს მოხდა პრემიერის წარდგენა, შესაბამისად, ეს შედის პრემიერის კომპეტენციაში, ის წარადგენს სიას". ნათია თურნავა:"მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გახდება თქვენტვის ცნობილი სულ რამდენიმე დღეში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენჰტარს ვერ გავაკეთებ." თეა წულუკიანი:"როგორც ვიცე პრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება გაკეთებული ჩვენს კომიტეტში იმიტომ, რომ მას პიროვნული მხარდაჭერა ჰქონდეს როგორც ჩემგან, იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან",

კორონავირუსი საქართველოში

Link:    14.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვირუსის შემცირება უქმე დღეებში ტესტირების დაბალ ინტენსივობას ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია შესამჩნევია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემცირების ტენდენცია ნოემბერში დაწესებული შეზღუდვების შედეგია.

კოვიდ-19

Link:    14.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

საქართველო ანტირეკორდს კორონა ვირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენიბის ზრდით ამყარებს. უმძიმესი სამი კვირა კიდევ წინ არის. ქვეყანამ 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით დაღუპულთა რაოდენობით უკვე გადაასწრო იტალიას და მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს. კორონა ვირუსით თითქმის 50 დაღუპულია ყოველ დღე, ბოლო დღეებში. მთავრობა კიდევ დროს ითხივს, თუმცა უცნობია რა ეფექტი მიიღო კიდევ მეორე ლოქდაუნით. მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღდვები მოლებისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვი საეჭვოა. როგორც ჩანს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვს და მთავრობაში კვირის დასრულებას ელდოებიან. ეკატერინე ტიკარიძე: "გადაწყვეტილება შეზღუდვებთან დაკავშირებით მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის სტაბილიზაციის კლებისჯენ წაყვანა ინფექციის მაჩვენებლის."

ეპიდვითარება

Link:    14.12.2020 - კავკასია - დღეს 19:00

იმოქმედა თუ არა პანდემიის ფონზე დაწესებულმა შეზღუდვებმა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვირუსის პიკმა სავარაუდოდ გადაიარა, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას პროგნოზირებს.

კორონავირუსი საქართველოში

Link:    14.12.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი გაკეთებული ტესტების სიმცირეს უკავშირდება, რადგან კვირას 6554 პირი გამოიკვლიეს, თუმცა ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ოპტიმისტური განწყობები მაინც აქვთ. საკოორდიანციო საბჭოს დრევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მცირედი კლება მაინც შეინიშნება. ამის გარდა, ირკვევა, რომ იკლო მოსახლეობის მხრიდან სასწრაფო დახმარებისადმი მიმართვიანობამ. დღესვე 3498-მა პირმა დაამარცხა კოვიდ 19. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა 44 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კოვიდ შეზღუდვები და უმუშაევრად დარჩენილთა არმია

Link:    14.12.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

უმუშევართა არმიას შესაძლოა ახალი წლიდან 120 ათასი ადამიანი შეემატოს. დაანონსებული 1 კვირიანი შეზღუდვების მოხსნა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ წელს დახურული მაღაზიებით და გაკოტრებული ბიზნესით შევხვდებით. ათიათასობით დასაქმებულს სვარააუდოდ მალე გამოუცხადებენ, რომ მათ სამსახური არა დროებით არამედ სულ დაკარგეს. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პირდაპირ თქვა რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ განიხილება. ვიდრე მთავრობა ფიქრობს, ბიზნეს სექტორი უდიდესი წნეხის პირობებშია. დეკემბერში თუ მოლები არ გაიხსნა მათი ზარალი მხოლდო ერთ თვეში მილიარდ ლარს გადააჭარბებს. "ჩვენ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას", - ნათია თურნავა.

ბინები დევნილებისთვის

Link:    14.12.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ახალი ბინები 400-მდე დევნილ ოჯახს-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართი ზუგდიდში ახლადაშენებულ კორპუსში გადაეცათ. მომავალში სამეგრელოში კიდევ 600 ოჯახი იზეიმებს ახალმოსახლეობას. ეკატერინე ტიკარაძე:" ჩვენ ვიაზრებთ, რომ არ შეიძლება ერთი გადაცეის პირობებში მოხდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, თუმცა ეს სფერო რჩება მთავრობის პრიორიტეტად". გიორგი შენგელია:" 2018 წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდი ჩაერთო ამ პროგრამაში". დევნილებისთვის ბინების მშენებლობას რეგიონული განვითარების სამინისტრო აფინანსებს.

კორონავირუსი

Link:    14.12.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

1. 1337 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი და 3498 გამოჯანმრთელებული ადამიანი-ეს ბოლო 24 საათის მონაცემებია. მედიკოსების ინფორმაციით, წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებლის კლება იმას უკავშირდება, რომ დასვენების დღეებში მიმართვიანობის მაჩვენებელი მცირდება. ეკატერინე ტიკარაძე:" მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება ინფექციის გავრცელების, ეს ადასტურებს, რომ სწორად იყო შერჩეული რეგულაციები". 2. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ დადებითი პაციენტების მისაღებად საწოლების რაოდენობა გაიზარდა. საავადმყოფოში 30 ადამიანისთვის გათვალისწინებული კეთილმოწყობილი ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა. ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო.

კორონავირუსის პიკი გადავლილია - ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად ეპიდემიოლოგები ლეტალური შედეგების ზრდას არ გამორიცხავენ

Link:    14.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ვირუსის გავრცელების პიკმა ქვეყანაში უკვე გადაიარა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს. თუმცა ამირან გამყრელიძე სტატისტიკის ზრდას მომდევნო დღეებში ისევ ვარაუდობს.

ეპიდემიამ უკან დაიხია

Link:    14.12.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე. სამწუხაროდ, არის კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 მოქალაქე ემსხვერპლა.აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ,რომ იმის მიუხედავად, რომ შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია, ეს მაჩვენებელი 30- 35 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი 20 პროცენტამდეა შემცირებული. ჯერ-ჯერობით დამშვიდების საშუალება არ გვაქვს და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ აუცილებელია.

ეპიდვითარება საქართველოში

Link:    14.12.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ისევ ექიმია. ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება, რაც მძიმე პაციენტების რაოდენობითაა გამოწვეული. არსებული შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ ეპდვითარების მდგომარეობის გათვალიწინებით მოხდება.

საჩხერის სამეცინო ცენტრში კოვიდ პაციენტებისთვის საწოლ ფონდი გაიზარდა

Link:    14.12.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საჩხერის სამეცინო ცენტრში კოვიდ პაციენტებისთვის საწოლ ფონდი გაიზარდა. კეთილმოწყობილი ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა. გახსნას ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.

ბინების გადაცემა

Link:    14.12.2020 - I არხი - მოამბე 21:00

აფხაზეთიდან დევნილ 360 ოჯახს ზუგდიდს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა. დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.

15 დეკემბერი

ტელევიზია

რამდენად სანდოა საქართველოს ლაბორატორიები?

Link:    15.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ვინ ახდენს ჩვენთან ტესტირებას? რას წარმოადგენენ ლაბორატორიები, რომლებიც ჩვენთან ტესტირებას ახდენენ კორონავირუსის შესაძლო ინფიცირებაზე და როგორ ხდება მათი საქმიანობის რეგლამენტაცია და ლეგალიზაცია საქართველოში? ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით არსებულმა ცალკე მდგომმა ლაბორტორიებმა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, რომელიც სამინისტროს მიერ არის გაწერილი. ირმა ბურდულაძე: "პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მეორე ეტაპი ჩნდება ვალდებულების, კერძოდ, შეტყობინების წარმომადგენა რეგულირების სააგენტოში. აღნიშნული შეტყობინება შემოდის დადგენილი წესის შესაბამისად, შეტყობინების ფორმა მინისტრის ნორმატიული აქტით არის დამტკიცებული". ზურაბ ჭიაბერაშვილი: "ეს ყველაფერი როგორც ჩანს, მაინც ფაციფუცის რეჟიმში გაკეთდა, როდესაც თავიდან რომ მთავრობას არ ჰქონოდა ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება, მაშინ ჩვენ ტესტირების საკითხს შევხვდებოდით გაცილებით მომზადებული".

კოვიდ ვითარება და შეზღუდვები

Link:    15.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. კორონავირუსის პანდემიიდან მიღებული შეზღუდვები საქართველოში შემსუბუქდება თუ არა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ეს გაირკვევა მხოლოდ ამ კვირის ბოლოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მანამდე სირთულეებით კვირის გავლა მოგვიწევს, რადგან კრიტიკულად მყოფი პაციენტების რაოდენობა და მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ მოიმატებს სიკვდილიანობა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ გაბუნია მიანიშნებს 600-ზე მეტ თავისუფალ საწოლზე. იყო ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ 31 000-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა და 6018- საქმიანობა შეუჩერდა, 27 დაჯარიმდა, ინფორმაცია უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მიაწოდა საზოგადოებას. 2. საქართველოში როგორი და რამდენად თავისუფალი იქნება ახალი წლის დღეები, ეს საკოორდინაციო საბჭომ კვირის ბოლოს უნდა გადაწყვიტოს, არ გამოირიცხება, რომ 24 დეკემბერს მაღაზიები და ამ დრომდე დახურული სივრცეები არც 10-დღიანი შუალედით არ გაიხსნას. ურჩევენ თუ არა ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობას შეზღუდვების მოხსნას? თამარ გაბუნია: "დამატებითი კონსულტაციები იქნება იმის მიხედვით, თუ რა ეპიდემიოლოგიური სურათი გამოიკვეთება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში". შეზღუდვების ეტაპობრივი შემცირების მომხრეა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი. მისი თქმით, ეკონომიკა რეგულაციების მკაცრი დაცვით უნდა გაიხსნას. 3. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შეზღუდვების გადახედვის კუთხით მომდევნო ერთი კვირა გადამწყვეტი იქნება. დაზუსტებული პასუხი მან ვერ გასცა, გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები ან რა შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას 24 დეკემბრიდან, თუმცა, ამბობს, რომ დღეისთვის მოქმედებს შეზღუდვების ამოქმედებისა და მოხსნის გეგმა, რომელიც აქამდე იყო გაჟღერებული. 4. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში მთელი სახელისუფლებო გუნდის, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და არის ანტიკრიზისული ღონისძიების განხორციელებისკენ, სადაც მთავარი აქცენტი პირველ რიგში ყოველთვის კეთდებოდა მოსახლეობის დახმარებაზე.

დაწესებული შეზღუდვები | მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია

Link:    15.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, მომავალი 2 კვირა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.

კორონავირუსი

Link:    15.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ბოლო ერთი კვირის სტატისტიკით, ინფიცირების მაჩვენებელმა კლება დაიწყო, თუმცა ახლა კოვიდით გარდაცვლილთა ზრდაა მოსალოდნელი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანა 191 063 ინფიცირებულს ითვლის. 2. ოკუპირებული აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 133 ახალი შემთხევა დადასტურდა.

კოვიდ 19 - ეპიდვითარება ქვეყანაში

Link:    15.12.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლს ექიმები აკრიტიკებენ. პაციენტები, რომლებიც 65 წელს ზემოთ არიან პროტოკოლის მიხედვით არც კლინიკაში გადაჰყავთ და არც კოვიდ სასტუმროში. მედიკოსების თქმით, ასეთი პროტოკოლით ტიკარაძის უწყება საფრთხეეს უქმნის როგორც ინფიცირებულებს, ასევე მისი ოჯახის წევრებს. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 65 წელს ზემოთ პაციენტებისთვის არ არის რეკომენდირებული ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში მკურნალობა და ისინი პირდაპირ კლინიკაში უნდა მოთავსდნენ, თუმცა ადგილების სიმცირის გამო პაციენტები კლინიკებში ვერ გადაჰყავთ.

კორონავირუსის ბოლო მონაცემები

Link:    15.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

კორონავირუსის მაჩვენებლი ქვეყანაში. საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 461 გამოვლინდა, აჭარაში - 263, იმერეთში - 646. ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია: ქვემო ქართლი - 245; შიდა ქართლი - 262; გურია - 100; სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404; კახეთი - 254; მცხეთა-მთიანეთი - 90; სამცხე-ჯავახეთი - 86; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26. რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 6 710 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 146 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 438 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. დღეს, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 105 პირი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა - 164 786, გარდაიცვალა - 1 883. ვირუსის გავრცელების ფონზე კვლავ პრობლემებია კოვიდ -მიმღებ კლინიკებში. რუსთავის ცენტრალურმა საავადამყოფომ გაავრცელა განცხადება, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. მსოფლიო რუკაზე საქართველო მერვე ადგილზეა სადაც 100 ათას მოსახლეზე დაანგარიშებით არის მომატებული ინფიცირებულთა რაოდენობა.

ყალბი ახალი ამბები

Link:    15.12.2020 - იმედი - იმედის დღე

დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა - რუბრიკა ''Fake News'' - უჩა პირმისაშვილთან ერთად. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცავა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო განოეხმაურა და ინფორმაცია უარყო. მთავარმა არხმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს მან პარლამენტარებს შეცდომით მიმართა.

14 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

"დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას" – შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან

Link:    14.12.2020 - ტაბულა.ჯი

"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მომავალში, იგივე 24-25-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით". – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. მისი განცხადებით, "კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს".

პანდემიის პირველი ტალღიდან დღემდე - რა გზას გადის ევექსი ჰოსპიტლები Covid 19-ის დასამარცხებლად

Link:    14.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

თანამედროვე სამყარო ებრძვის ვირუსს, რომელმაც უკვე 1 წელია, მსოფლიო მოსახლეობას სიმშვიდე დაურღვია. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად და სახელმწიფოს მხარდასაჭერად ერთ-ერთმა პირველმა მზაობა ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა გამოთქვა, რომელმაც, პირველ ეტაპზე, 700-მდე საწოლის მობილიზება მოახდინა და პარალელურ რეჟიმში დაიწყო სამედიცინო მედპერსონალის გადამზადება.

ამირან გამყრელიძე: გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ

Link:    14.12.2020 - აიპრეს.ჯი

შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა”.

ამირან გამყრელიძე: მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება

Link:    14.12.2020 - აიპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან საკმაოდ ბევრი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის მინისტრი - შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა

Link:    14.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და ასევე, კომუნიკაციას კერძო სექტორთან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია: მოვუწოდებ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს, რადგან შემდეგი ერთი კვირა იქნება კრიტიკული პერიოდი

Link:    14.12.2020 - კომერსანტ.ჯი

მოვუწოდებ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმებს, რადგან შემდეგი ერთი კვირა იქნება კრიტიკული პერიოდი, როდესაც ყველა ინფიცირებული უნდა გამოვლინდეს და ამით გადაცემის ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ, - ამის შსახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სიმპტომების მქონე პირებში ტესტირების ჩატარების სურვილი ისეთი მაღალი არ არის, როგორც ამის მოლოდინი ჰქონდათ. „ჩვენ მზად ვართ, რომ დღეში 20 ათასი ტესტი ჩატარდეს.

კორონავირუსის 1337 შემთხვევა გარკვეულწილად უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების დაბალ ინტენსივობას, თუმცა, გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება

Link:    14.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების სიმცირე, შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების სიმცირეს უკავშირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს. „დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი იყო.

ეკატერინე ტიკარაძე: მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა

Link:    14.12.2020 - კვირა.ჯი

თქვენ აკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება, რაც მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიზანი არის არა მხოლოდ სტაბილიზაცია, არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა.

28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა

Link:    14.12.2020 - ბიპიენ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა

Link:    14.12.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და ასევე, კომუნიკაციას კერძო სექტორთან.

ეკატერინე ტიკარაძე: შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა

Link:    14.12.2020 - რეპორტიორი.ჯი

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მნიშვნელოვანია სტაბილიზაციის ინფექციის მაჩვენებლის კლებისკენ წაყვანა და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მსჯელობას და ასევე, კომუნიკაციას კერძო სექტორთან“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციები მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კომპონენტის ფონზე.

თამარ გაბუნია - ეს კვირა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება იმისთვის, რომ დავინახავთ რა მიმართულებით მივდივართ

Link:    14.12.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მცირედი შემსუბუქება აღნიშნება, მაგრამ ეს კვირა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება, რადგან დავინახავთ რა მიმართულებით მივდივართ. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

Link:    14.12.2020 - პია.ჯი

ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი, ზუგდიდში,  ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.  ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.

ეკატერინე ტიკარაძე: პრემიერის კომპეტენციაა, წარადგინოს მინისტრთა კაბინეტის სია

Link:    14.12.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება პრემიერის კომპეტენციაა და ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. „თქვენ იცით, რომ დღეს მოხდა პრემიერის წარდგენა. შესაბამისად, ეს შედის პრემიერის კომპეტენციებში, ის წარადგენს მინისტრთა კაბინეტის სიას და საზოგადოება გაეცნობა მის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ადრეა ამაზე საუბარი. დაველოდოთ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – განაცხადა ტიკარაძემ. „ქართულმა ოცნებამსაქართველოს პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.

ჯანდაცვის მინისტრი - 2020 წელს 2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით სახლი, ვიზრუნებთ იმისთვის, რომ შემდეგ 4 წელში მოვახდინოთ დევნილი ოჯახების მაქსიმალური განსახლება

Link:    14.12.2020 - ინფო9

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

ტიკარაძე: ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი

Link:    14.12.2020 - აიპრეს.ჯი

მოხვდება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. „ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრი მიიღებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ზუგდიდში, დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას ხმაური მოყვა

Link:    14.12.2020 - აიპრეს.ჯი

ხმაური იყო დღეს ზუგდიდში, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ადგილზე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მუდმივ თავშესაფარს უკვე წლებია ითხოვენ, თუმცა მათი ეს მითხოვნა ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია. ერთ-ერთი დევნილი ქალბატონი მისული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.

28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე საქმიანობა 6018 ობიექტს შეუჩერდაინსპექცია

Link:    14.12.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მხოლოდ 12 და 13 დეკემბერს 3 ობიექტი დაჯარიმდა.

ბექა ფერაძე: 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6000-ზე მეტს შეუჩერდა

Link:    14.12.2020 - აიპრეს.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა. მისივე თქმით, 12 და 13 დეკემბერს 3 ობიექტი დაჯარიმდა. „12-13 დეკემბერს სულ ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტს გაფრთხილება მიეცა, 72 ობიექტის შემთხვევაში დეტალური შესწავლა მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით და დადგინდა, რომ შესაბამისობაშია პროტოკოლის მოთხოვნებთან. ამასთან, 42 ობიექტზე რემონიტორინგი განხორციელდა და დადგინდა, რომ 32 ობიექტი ითვალისწინებდა მოთხოვნებს, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო 3 ობიექტი დაჯარიმდა პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევისთვის. ჯამში 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“,- აღნიშნა ფერაძემ.

ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

Link:    14.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ზუგდიდში, ნგრევად შენობებში მცხოვრები 360 დევნილი ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. ამის შესახებინტერპრესნიუსსდევნილთა სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ გადასცეს.

ევროკავშირმა კოვიდ კრიზისის დასაძლევად საქართველოს 60 მლნ ევრო გამოუყო

Link:    14.12.2020 - მარნეულიეფემ.ჯი

ევროკავშირმა COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად საქართველოს 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.

კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ 672 საწოლია თავისუფალი

Link:    14.12.2020 - 2020ნიუს.ჯი

კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ 672 საწოლია თავისუფალი. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტაციონარებში სულ 6 539 პაციენტი მკურნალობს. „რაც შეეხება საწოლფონდს, მობილიზებული საწოლების რაოდენობა დღეისთვის 7 222-ია, აქედან კოვიდის მკურნალობისთვის სტაციონარში იყო 6 539 პაციენტი, ხოლო შეფასებისთვის - 198 პაციენტი. მათ შორის 1 335 არის ისეთი, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, 405 პაციენტი კი იმყოფება რეანიმაციაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში

Link:    14.12.2020 - ფორ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ექიმებთან კომუნიკაციისთვის, თუ რომელიმე შემთხვევაში არ დაკმაყოფილდება მათი ხელფასების ის სტანდარტი, რომელიც ჩვენგან არის მითითებული“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ არის

Link:    14.12.2020 - ფორ.ჯი

7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ, ამ მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. ეს არის პირველი ნიშნები და დამშვიდების საბაბი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი

Link:    14.12.2020 - ფორ.ჯი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი.

15 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

თენგიზ ცერცვაძე - ჩვენი რანგის ქვეყნებს შორის ვიქნებით პირველი, მსოფლიოსა და ევროპაში კი ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს ვაქცინას

Link:    15.12.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველო სხვებზე ადრე დაფიქსირდა, როგორც ვაქცინის მიღების მსურველი და უკვე წინსწრებით გადაიხადა ოთხი მილიონი დოლარი, რაც არის გარანტია, რომ ერთ-ერთი პირველი მივიღებთ ვაქცინას, – ამის შესახებკოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მისი რანგის ქვეყნებს იქნება პირველი, მსოფლიოსა და ევროპაში კი ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას.

კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა

Link:    15.12.2020 - რეგინფო.ჯი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1883 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3105 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ინფიცირების 28 205 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 6710 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2890, აჭარაში – 819, იმერეთში – 1364. მძიმეა 1146 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში იმყოფება – 527, აჭარაში – 146, იმერეთში – 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 438 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 47, იმერეთში – 60. გუშინ, 14 დეკემბერს, კორონავირუსით გარდაცვალების 49 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 დეკემბერს კი – 50. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა,ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი

პრესა

ინფიცირების 1337 შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ

Link:    15.12.2020 - მესინჯერი

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის მოქმედების დაწყებიდან დღემდე ეპიდემიოლოგიური კუთხით მიღებული შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირმა COVID -19-ის კრიზისის დასაძლევად საქართველოს 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო

Link:    15.12.2020 - მესინჯერი

14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი COVID-19- კრიზისის დასაძლევად. აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.