მედია მონიტორინგი
12 ნოემბერი
ტელევიზია
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კავკასია - დღეს 19:00
კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სისტემაში არსებული რესურსების ამოწურვის საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა ვირუსითან ბრძოლის მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას აგრძელებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურება პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. პრემიერი ამბობს, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. ბოლო 24 საათში COVID-19-ის რეკორდული 3120 შემთვევა გამოვლინდა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საწოლების რაოდენობის 8 400-მდე გაზრდა იგეგმება. ნოემბერში უკვე მობილიზებულია 5 700 საწოლი და კიდევ იგეგმება დამატებითი საწოლების რაოდენობის გაზრდა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
ემუქრება თუ არა ქვეყანას სრული ჩაკეტვა. საკოორდინაციო საბჭოს წევრები არ მალავენ რომ საკითხი მთავრობაში განიხილება, თუმცა აცხადებენ იმასაც , რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ ლოკდაუნზეა საბუარი. ჩვენი ინფორმაციიტ მორიგი აკრძალვა ტრანსპორტს შეეხება. აქამდე არსებული რეგულაციების მიუხედავად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი კლინიკები კი პაციენტებს ვერ იტევს. ლევან რატიანმა თქვა რომ მისი კლინიკა პაციენტებს ვეღარ მიიღებს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
საპატრიარქოს განცხადება საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება. „ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან, დღეს ინფიცირების ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა ეპიდვითარება ქვეყანაში დღითიდღე უფრო საყურადღებო ხდება.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00
ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსს ვეღარ უმკლავდება. გადატვირთული საავადმყოფოები, საწოლების არ არსებობა და პაციენტები, რომლებიც დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. იმ ფონზე, როდესაც გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ასეთ დაწოლას მედპერსონალიც ვეღარ უძლებს. 33 გარდაცვლილი და 3100-ზე მეტი ინფიცირებული. ეს მხოლოდ 24 საათის სტატისტიკაა. ექიმებმა ვერ შეძლეს კოვიდინფიცირებული პაციენტის გადარჩენა, რომელიც ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გაურკვეველ ვითარებაში გადმოვარდა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება. კლინიკური ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვირუსის წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებზე მსჯელობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ გონივრული შეზღუდვები დაწესდება, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეამცირებს და თან საზოგადოების ინტერესებს არ დააზარალებს. კორონავირუსის მაჩვენებლები 3 000 - ს გადასცდა. ინფექცია მასობრივად ვრცელდება ქვეყანაში.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
"საქართველოში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება"- აცხადებს ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კი ამ ნაწილში საზოგადოების დაკვეთა გაითვალისწინეს. კლინიკური ჯგუფის წევრებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
ცოტა ხნის ინ დასრულდა ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა იმუნოლოგებსა და კლინიკების ხელმძღვანელებთან. მათ ქვეყანაში არსებული ვითარება და სამოქმედო სტრატეგია განიხილეს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
ხელისუფლება კიდევ ერთი ხისტი გადაწყვეტილებისთვის ემზადბა, რომელიც ქვეყნისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. სახალხო პროტესტით შეშინებული ივანიშვილი ქვეყნის ჩაკეტვას აპირებს. ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მთავარი ეპიდემიოლოგები უკვე ალაპარაკდნენ არსებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებაზე რაც გონვრულ ეჭვს აჩენს რომ სწორედ მედიკოსების ენით ახმოვანებს ქართულ იოცნება სამოქმედო გეგმას.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 3000 გასცდა. ქვეყნის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ბოლო 24 საათში 3120 პაციენტი შეემატა. ახალ ინფიცირებულებს შორის მოხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემის რესურსი ულიმიტო ვერ იქნება. კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე პაციენტების მართვის სტრატეგია კიდევ ერთხელ განიხილეს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ჯანდაცვის სამინისტროში, ექიმები და ეპიდემიოლოგები ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, ამბობს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ სრული ლოქდაუნი ჯერ არ იგეგმება. "ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, როდესაც ლოქდაუნი არ უნდა იყოს.
13 ნოემბერი
ტელევიზია
13.11.2020
Link: 13.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
საქართველოში დამატებით ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონის განმავლობაში გქონდეს სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება, იმის დასადგენად, მოქალაქეს აქვს კოვიდი თუ სხვა რესპირაციული ინფექცია. შემდეგ კი მოცდეს მისი სწრაფი იზოლირება. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა კიდევ მილიონი ტესტის შეძენას გეგმავს.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. წერტილოვანი შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება გაფართოვდეს, თუმცა სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ისაუბრეს.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი 3 000 გადასცდა. ინფექცია მასობრივად ვრცელდება. სამედიცინო სექტორი საზოგადოებას მოუწოდებს იმ რეკომენდაციების დაცვას, რომელიც ჯანდაცვის სამიისტრომ დააწესა.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში. ბოლო 24 საათის კოვიდ მონაცემები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ვირუსი გამოუვლინდა 3473 ადამიანს. გარდაიცვალა 37 პაციენტი,რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 3342. მონაცემებს ალექსანდრე ხოჯევანისვილი გაგვაცნობს.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
კორონავირუსის 37 მსხვერპლიდან ერი 32 წლის ქალია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა. კოვიდ-ცენტრში ის 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. 2. ბოლო 24 საათის კოვიდ მონაცემები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ვირუსი გამოუვლინდა 3473 ადამიანს. გარდაიცვალა 37 პაციენტი,რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 3342. მონაცემებს ალექსანდრე ხოჯევანისვილი გაგვაცნობს.
12 ნოემბერი
ინტერნეტ სააგენტო
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე პირებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, რეკომენდაციით მიმართავს. როგორც გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში პირი იზოლაციაში უნდა გადავიდეს და თავიდანვე ტესტის გაკეთება საჭირო არაა. "მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ტესტზე ვიაროთ.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ღამით ქვეყანაში ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ტესტირება თანდათან ფართოვდება და სწრაფი ტესტი კოვიდის და სხვა რესპირაციული ვირუსების დიფერენცირებისთვის გვიანი შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ძალიან კარგად მივდიოდით დაახლოებით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე, შემდეგ სამწუხაროდ, ჩვენ ხელიდან გავუშვით ეგრეთ წოდებული აღვირი, - ამის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების კომენტირებისას განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ თავშეყრებისგან და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დიდი ეპიდაფეთქების წყარო სწორედ მრავალრიცხოვანი თავშეყრები გახდა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში სრული "ლოქდაუნის" შემოღება არ განიხილება. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. ,,ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი "ლოქდაუნი", როდესაც ღამით აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება. სრული "ლოქდაუნი" რამდენიმეჯერ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ეს შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებია.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსული ინფექციის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ნაწილობრივი ლოქდაუნი შეიძლება გაფართოვდეს და ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გამყრელიძის თქმით, სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ტაბულა.ჯი
“ხშირად იყო ამაზე კრიტიკა, რომ, რა, კორონა იღვიძებს 22 საათის შემდეგ და დილას იძინებს 5 საათზე? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული, რომ სწორედ ამ ტიპის შეზღუდვა, დაახლოებით, 30%-ით 2-კვირიან ინტერვალში ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ტაბულა.ჯი
“ დღეს ქვეყანაში, მობილიზირებულია დაახლოებით 5 700-მდე საწოლი სტაციონარებში და კიდევ 5 700 არის კოვიდსასტუმროებში. ამავე დროს, მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზაცია, დღეს ეს ქალბატონ მინისტრთან სხდომაზე განვიხილეთ. წესით და რიგით, თუ ჩვენ კარგად ვმართავთ ყველა შემთხვევას და იქნება კარგი ტრიაჟი, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას. ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა. სულ 16 887 აქტიური შემთხვევაა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ტაბულა.ჯი
“ ლოკდაუნი არის ერთ-ერთი იმ კომპლექსურ ღონისძიებებში. ჩვენ ახლა გვაქვს ნაწილობრივი ლოკდაუნი, როცა ღამე აიკრძალა გადაადგილება. ეს არის წერტილოვანი ლოკდაუნი. სრული ლოკდაუნი ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, დიდი ალბათობით, არცერთ ქვეყანას სრული ლოკდაუნი შემოდგომის ტალღაზე აღარ გამოუყენებია და, ძირითადად მაინც არის პოლიტიკა და სწტატეგია ე.წ. წერტილოვანი, შეზღუდული ან გაფართოებული შეზღუდვების.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში სრული „ლოქდაუნის“ შემოღება არ განიხილება. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ჯიბისი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსული ინფექციის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინისტრთან სხვა ტიპის შეზღუდვებზე იმსჯელეს. “ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, ჯერ ამას არ გავამხელთ სანამ საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება, სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, რამეთუ იყოს კარგი ბალანსი. ერთის მხრივ შეზღუდვები, გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან არ იმოქმედოს სერიოზულად ეკონომიკურ განვითარებაზე და, მეორეს მსხრივ, ჯანდაცვის სისტემისა და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ სწორი პასუხი მივცეთ ამ დიდ გამოწვევას”,- განაცხადა გამყრელიძემ.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - მედიანიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინფო9
ვდაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს. „მოგეხსენებათ, დღეს კლინიკებს ცხელებით ბევრი მიმართავს. პოლიკლინიკებს აქვს სწრაფი ტესტები, რათა მოხდეს დიფერენცირება არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპრციული ინფექცია. რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი ტრიაჟის შემთხვევაში, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა. როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მომავალი ერთი თვის განმავლობაში კიდევ მოხდება საწოლების მობილიზება და საწოლფონდის რაოდენობა დაახლოებით 8 400 ერთეულს მიაღწევს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კვირა.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. - რეკლამა - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს , გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კვირა.ჯი
დაახლოებით, 400 000-მდე PCR ტესტი რეზერვში გვაქვს და ასევე 45 ათასი სწრაფი ტესტი”, – ამის შესახებ დაავადება კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. - რეკლამა - მისი თქმით, ზამთრის სეზონზე სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკის საშუალება უნდა გვქონდეს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარგი ტრიაჟის შემთხვევაში, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა. როგორც ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მომავალი ერთი თვის განმავლობაში კიდევ მოხდება საწოლების მობილიზება და საწოლფონდის რაოდენობა დაახლოებით 8 400 ერთეულს მიაღწევს.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები. „სრული „ლოქადაუნი“ არც ერთ ქვეყანას უკვე შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებიათ. ქვეყანაში არის ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს, მაგრამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - პია.ჯი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე მიდის საუბარი. როგორც გამყრელიძემ თქვა, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროში ისაუბრეს, თუმცა ვიდრე უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო არ განიხილავს, მათი გამჟღავნება ვერ მოხდება. „ვისაუბრეთ დამატებით შეზღუდვებზე, მარტო ტესტირება და მარტო მოვლა ამ ყველაფერს ვერ მოერევა.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ბიემ.ჯი
დღეს ღამით ქვეყანაში დამატებით ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააჟღერა. მისი თქმით, სახელმწიფო კიდევ მილიონი ტესტის შეძენას გეგმავს. „რეზერვში გვაქვს 400 ათასამდე pcr ტესტი და 45 ათასი სწრაფი ტესტი, დღეს ღამით ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი შემოდის ქვეყანაში. მსოფლიო უფრო და უფრო სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადადის და ჩვენც მივყვებით დიაგნოსტიკას“, - განაცხადა მირან გამყრელიძემ.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ბიემ.ჯი
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც სრული ლოქდაუნი არ უნდა. მისი განმარტებით, წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში გაიზრდება, თუმცა სრულ ლოქდაუნამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 12 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 16 887 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 69 681 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 3 120 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 52 169-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 599-ს შეადგენს. გარდა ამისა, 12 ნოემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 2 506 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 311 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4 918 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 022 805 მეტი PCR ტესტია ჩატარებული.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს. მისივე თქმით, კიდევ მილიონი სწრაფი ტესტის შესყიდვა იგეგმება. „მოგეხსენებათ, დღეს კლინიკებს ცხელებით ბევრი მიმართავს. პოლიკლინიკებს აქვს სწრაფი ტესტები, რათა მოხდეს დიფერენცირება არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპრციული ინფექცია. რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი.
12.11.2020
Link: 12.11.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე მოქმედებს ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც ეპიდვითარების შესაბამისად შესაძლოა, გაფართოვდეს. თუმცა გამყრელიძის თქმით, ემ ეტაპზე სრული ლოკდაუნის გამოცხადება არ განიხილება.
13 ნოემბერი
ინტერნეტ სააგენტო
13.11.2020
Link: 13.11.2020 - კომერსანტ.ჯი
ძალიან კარგად მივდიოდით დაახლოებით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე, შემდეგ სამწუხაროდ, ჩვენ ხელიდან გავუშვით ეგრეთ წოდებული აღვირი, - ამის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების კომენტირებისას განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ თავშეყრებისგან და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დიდი ეპიდაფეთქების წყარო სწორედ მრავალრიცხოვანი თავშეყრები გახდა.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - ნიუპოსტს.ჯი
მცხეთაში მცხოვრები 55 წლის მარტოხელა კაცს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსის სიმპტომები აქვს 2 დღეა სასწრაფოს უშედეგოდ ელის. ზაურ ყაყაჩოველი ამბობს, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. "სიცხე აქვს 39-40, დღეს მთელი დღე ვრეკე სასწრაფოში, ზარი გადის და ყურმილს არავინ არ იღებს, პატრულსაც დავურეკე, გვითხრეს, რომ სასწრაფომ უნდა მოგაქციოთ ყურადღება ჩვენ ვერ დაგეხმარებითო", - ამბობს მამაკაცის ახლობელი.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - ინფო9
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძვანელი, თენგიზ ცერცვაძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომელბსაც არ სჯერა კორნა ვირუსის არსებობა და სხვა ადამიანებს უქმნიათ საფრთხეს.
პრესა
13.11.2020
Link: 13.11.2020 - რეზონანსი
ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა მუდმივად ირწმუნებოდა, რომ ლოqდაუნი არ იქნება, თუმცა ამის საჭიროება მაინც დადგა. მართალია, ეკონომიკა არ ჩაკეტილა, მაგრამ ის შეზღუდვებიც კი, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს, უკიდურესად ამცირებს ბიზნესის აქტივობას და დასაქმებაზეც მძიმედ აისახება, რადგან უფრო მეტი ადამიანი კარგავს სამსახურს და ოჯახები შემოსავალს ვერ იღებენ. როგორც ეკონომისტები ამბობენ, რომმთავრობას პირობების დარღვევა მოუწია, რადგან პოლიტიკური ტემპერატურის დასაცხრობად სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და არჩევანი საბოლოოდ კომენდანტის საათის შემოღებაზე შეჩერდა. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგიურადაც მძიმე სიტუაციაა.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი უკვე მოქმედებს და ეს შეზღუდვები შეიძლება გაფართოვდეს. "ნაწილობრივი ლოქდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც შეიძლება ეპიდ. სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაფართოვდეს, მაგრამ სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება" - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა შემოდგომაზე სრულ ლოქდაუნს ნაკლები ქვეყანა მიმართავს. "ჩვენ გვაქვს ახლა ქვეყანაში ნაწილობრივი ლოქდაუნი, როდესაც ღამე 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება, ეს გახლავთ ნაწილობრივი ანუ წერტილოვანი ლოქდაუნი.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - მესინჯერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში სრული "ლოქდაუნის" შემოღება არ განიხილება. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. ,,ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი "ლოქდაუნი", როდესაც ღამით აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება.
13.11.2020
Link: 13.11.2020 - რეზონანსი
საქართველო ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საერთაშორისო „გავის ალიანსისგან" მიიღებს. ვაქცინის მოწოდება მოხდება ეტაპობრივად, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მის უსაფრთხოებას დაამტკიცებს. პირველი შენატანი ვაქცინის მიღებაზე უკვე გადახდილია, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან" საუბრისას. თუმცა, მისივე თქმით, ზუსტად როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა საართველოსთვის, ჯერჯერობით უცნობია. „საქართველო ჩართულია „კოვაქს პლატფორმაში", რომელიც წარმოადგენს ვაქცინების გლობალური ალიანსის პლატფორმას და შექმნილია „გავის ალიანსის" ბაზაზე, რომელიც არის უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია.