From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 11-12 ნოემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; nshengelidze@moh.gov.ge; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 12.11.2020 09:21
Attachments :

მედია მონიტორინგი

11 ნოემბერი

ტელევიზია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,დადასტურდა, მათგან 1056 თბილისზე მოდის. გარდაიცვალა 45 ადამიანი, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსი 2 421 პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაციას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გაგვაცნობს. 2. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მთავარი აქცენტი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხო. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. უეჰარა ტადაჰარუ საქართველოში მაღალი რანგის დიპლომატიური სამსახურს ასრულებს. ის ქვეყანაში იაპონიის ელჩის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იაპონიის ელჩთან

11.11.2020

Link:    11.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. იაპონიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,დადასტურდა, მათგან 1056 თბილისზე მოდის. გარდაიცვალა 45 ადამიანი, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსი 2 421 პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაციას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გაგვაცნობს.

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

11.11.2020

Link:    11.11.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ბოლო 24 საათში საქართველოშიკოვიდ-19“-ით 45 ადამიანი გარდაიცვალავირუსი კიდევ 2911 ადამიანს გამოუვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 16 158 აქტიური ინფიცირებულია. ისინი საავადმყოფოებში, სახლებსა და სასტუმროებში მკურნალობენ. კიდევ 40 ათასამდე მოქალაქე კი თვითიზოლაციაში.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.იაპონიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. დასასრულს, მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა .

კორონავირუსი

11.11.2020

Link:    11.11.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

1. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ 19-ით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში ლეტალობის ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2911 შემთხვევა დადასტურდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2911 შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევების უმეტესობა ისევ თბილისზე მოდის, საადაც ვირუსი მხოლოდ 1 დღეში 1056 ადამიანს დაუდასტურდა. რეკორდულია გარდაცვლილების რაოდენბაც, მხლოდ ერთ დღეში კორონავირუსს 45 ადამიანი ემსხვერპლა. ექსპერტები ჯანდცვის სისტემის კოლაფსზე საუბრობენ. სერგო ჩიხლაძე:"ეს არის შედეგი იმისა, რომ არ მუშაობს 112, ვერ მიდის სასწრაფო დროულად"...

კორონავირუსი

11.11.2020

Link:    11.11.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

1. ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. .. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 300 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 59- დაუდასტურდა.

გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იაპონიის ელჩთან

11.11.2020

Link:    11.11.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. იაპონიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

პანდემიამ შრომითი დავების რაოდენობა გაზარდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

ქვეყანაში შრომითი დავების რაოდენობა გაზარდა. გაიზარდა ისეთი შემთხვევები, როცა დამსაქმელები კადრებს უსაფუძვლოდ ათავისუფლებენ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში კი მაინც არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამაინები აღმოჩნდნენ, რომელთა დიდმა ნაწილმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარებაც ვერ მიიღო. არანაკლებ მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ისინი ვინც სამუშაო შეინარჩუნა, მაგრამ სამუშაო პირობები გაუარესდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,დადასტურდა, მათგან 1056 თბილისზე მოდის. გარდაიცვალა 45 ადამიანი, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსი 2 421 პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაციას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გაგვაცნობს. 2. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ბინები დევნილებისთვის

11.11.2020

Link:    11.11.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დევნილთა სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში დევნილი ოჯახებისათვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. საკონკურსო პირობების თანახმად სააგენტო საცხოვრებელ ფართებს არა უმეტეს 18 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა საქართველოში

11.11.2020

Link:    11.11.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ბოლო 24 საათში საქართველოშიკოვიდ-19“-ით 45 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი კიდევ 2911 ადამიანს გამოუვლინდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 16 158 აქტიური ინფიცირებულია. ისინი საავადმყოფოებში, სახლებსა და სასტუმროებში მკურნალობენ. კიდევ 40 ათასამდე მოქალაქე კი თვითიზოლაციაში. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა.

კორონავირუსი საქართველოში

11.11.2020

Link:    11.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

2911 ინფიციირებული, 45 გარდაცვლილი და 2421 გამოჯანმრთელებული. - ეს ბოლო 24სთის მონაცემებია. რთული ვითარებაა თბილისში, აჭარასა და იმერეთში. გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

11.11.2020

Link:    11.11.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. 45 გარდაცვლილი პაციენტი-დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლენილია 2911 ახალი ინფიცირებული, ამჟამად მართვითი სუნთქვის აპარატზე 308 პაციენტია შეერთებული.

ბინები დევნილთა ოჯახებისთვის.

11.11.2020

Link:    11.11.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

დევნილთა სააგენტო მენაშენაების პროექტის ფარგლებში ზუგდიდში დევნილი ოჯახებისათვის კიდევ 500ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. სააგენტო საცხოვრებელ ფართებს არაუმეტეს 18 თის ვადაში ექსპლუატაიაში მირებულ კორპუსებში შიდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ჩაიბარებს.

კორონავირუსი საქართველოში

11.11.2020

Link:    11.11.2020 - I არხი - მოამბე 21:00

გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი - ბოლო 24 საათშიკოვიდ-19“-მა კიდევ 45 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა დღევანდელმა რაოდენობამ მცირედით იკლო და 2 911- მიაღწია. ნოემბრის ბოლომდე ეპიდემიოლოგები ამ სტატისტიკის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობენ. კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება გამოჯანმრთელებულთა დღიური რიცხვი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა პრემიერ-მინისტრიც. აქტიური 16 200-მდე შემთხვევიდან კლინიკებში 4 600-მდე პაციენტი მკურნალობს.

ეპიდ-ვითარება 11 ნოემბერს

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით გარდაცვლილი 45 პაციენტი და 2911 ახალი ინფიცირების შემთხვევა. კვლავ წითელ ზონაშია აჭარა, სადაც თბილისის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ბოლო დღე ღამეში. ქვეყანაში დაწესებულია წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა ყოველდღიურად კოვიდსტატისტიკა მზარდია, ისევე როგორც ლეტალობის შემთხვევები. ეპიდემიოლოგები წესების დაცვას ისევ გვახსენებენ, რადგან ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია მედიკოსთა რესურსის შენარჩუნებაც.

ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა .. ლოკდაუნისთვის ემზადება

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ .. ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. წყაროს ცნობით, შესაძლოა, .. ლოკდაუნი ხვალიდანაც კი ამოქმედდეს. სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციურ პარტიებს შაბათს, 14 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი. ამ დროისთვის, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.

კორონავირუსი

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 20:00

კორონავირსი ყოველ დღე ახალ ძალებსს იკრებს. მოხსნილია ყველანაირი ანტირეკორდი, რაც აქამდე ქვეყანაში დაფიქსირებულა. ბოლო 24 საათში 45 ადამიანი გარდაიცვალა და ტიტქმის 3000 ინფიცირებულია. თუ სტატისტიკას შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველომ ინფიცირებულთა რიცხვით შვედეთს, იტალიას, პოლონეთს და გერმანიას გადაუსწრო.

12 ნოემბერი

ტელევიზია

მთავრობის სხდომა

12.11.2020

Link:    12.11.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00

ამ წუთებში მთავრობის სხდომა იწყება. „მთავრობის სხდომა უნდა დავიწყოთ არსებული პოლიტიკური სიტუაციის შეფასებით. ჩვენი მოსახლეობის პირდაპირი დავალებაა, რომ ამ სიტუაციიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამას მოქალაქეების მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ეს მანდატი იყო და არის ქვეყანასა და მის მომავალზე პასუხისმგებლობის მანდატი.

მთავრობის სხდომა

12.11.2020

Link:    12.11.2020 - I არხი - მოამბე 10:00

საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომა არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებით დაიწყო. მისი განცხადებით, პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა იპოვონ, რაც საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის დავალებაა. პრემიერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. ამასთან, გახარიას თქმით, დესტრუქციულ ნაბიჯებს მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება. „დღეს უნდა დავიწყოთ არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

კორონავირუსი

12.11.2020

Link:    12.11.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

1. კოვიდ მაჩვენებელი ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულზეა. პალატაში მარტოდ მყოფი ერთ-ერთი კოვიდ ინფიცირებული პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ექიმებმა დაშავებული 73 წლის მამაკაცის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა და მუცლის ღრუში სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა. უტიტროდ: "არ ვიცით როგორ გადმოვარდა, არ მაქვს ინფორმაცია". გამოძიება უკვე დაწყებულია, შსს ამ საკითხს 115- მუხლით იძიებს. 2. კორონავირუსის ახალი შემთხვევები 3000- გადასცდა, 3120 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი ქვეყანაში. კორონავირუსის მეორე ტალღის სიმძაფრე სრულად არ იყო შეფასებული.

მთავრობის სხდომა

12.11.2020

Link:    12.11.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ოპოზიციის ბოიკოტი და ქუჩის პროტესტი, ამ პოლიტიკური რეალობიდან გამოსავალს პრემიერ-მინისტრი დიალოგში ხედავს და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. „ამ სიტუაციიდან სწრაფი გამოსავალი ვიპოვოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას.

 

11 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - პია.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - კომერსანტ.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის დირექტორს ფრედერიკე როჩოვანსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კახეთში კორონავირუსის 940 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაშია 1822 მოქალაქე

11.11.2020

Link:    11.11.2020 - რეგინფო.ჯი

11 ნოემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 940 აქტიური შემთხვევაა, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს.

ბიძინა კულუმბეგოვი: ნურავის ეგონება, რომ კორონავირუსი რომელიმე ასაკის ადამიანს დაინდობს

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

მსოფლიოს სტატისტიკაში, კოვიდინფიცირებულების 80%-ში მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისა, მაგრამ გამონაკლისები არსებობს, არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ვირუსი რომელიმე ასაკის ადამიანს დაინდობს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმაიმედის დღისეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში სიტუაცია იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო უკეთსად და გამართულად კონტროლდება, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსთან მიმართებით სიტუაცია კონტროლდება ბევრად უკეთ, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლის ჯანდაცვის სიტემა და რესურსი საქართველოსთან შედარებით მრავალჯერ უფრო დიდია. ამიტომ, საქართველოს საყვედური კი არ ეკუთვნის, პირიქით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ამ მხრივ დღეს, პროცესები მართვადია .

თენგიზ ცერცვაძე საქართველოშირემდესივირისჩამოტანის სავარაუდო თარიღს ასახელებს

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ბიემ.ჯი

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოშირემდესივირი“ 2 კვირაში შემოიტანონ. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ბათუმის საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - რეგინფო.ჯი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

იმნაძე: ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა საქართველოში გაზაფხულამდე არ იქნება

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ინფო9

ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა საქართველოში გაზაფხულამდე არ იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

არააუცილებელი კონტაქტების მინიმიზება - იმნაძე ღამე გადაადგილების შეზღუდვაზე საუბრობს

11.11.2020

Link:    11.11.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანიამაესტროსთანღამით გადაადგილების შეზღუდვაზე ისაუბრა. მისი თქმით, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანებს შორის არასაჭირო და არააუცილებელი კონტაქტების მინიმიზება მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გავრცელების სიჩქარეს.

მოდით, ვიყოთ რეალისტები, ვაქცინა ჩვენთან გაზაფხულზე ადრე არ იქნება - იმნაძე

11.11.2020

Link:    11.11.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანიამაესტროსთანკორონავირუსის ვაქცინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დამაიმედებელი ინფორმაციაა ვაქცინების შესახებ. „ძალიან საიმედო შედეგები აქვს მესამე ფაზის კვლევაში ამერიკულ-გერმანულ ვაქცინას (Pfizer/BioNTech).

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდდადებითი პაციენტი გადმოვარდა

11.11.2020

Link:    11.11.2020 - პია.ჯი

დღეს, 11 ნოემბერს დაახლოებით, 19:00 საათზე აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

იმნაძე: სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ მატება კიდევ იქნება

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ტაბულა.ჯი

სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ მატება კიდევ იქნება. ერთადერთი, რითიც შეგვიძლია, შევაჩეროთ ეს მატება არის ის, რაც ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ - ნიღაბი და დისტანცია და მეორე რასაც სახელმწიფო მიმართავს - წერტილოვანი შეზღუდვები... ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, მაესტროს ეთერში. დღეს, 11 ნოემბერს კორონავირუსით საქართველოში კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 911 ახალი შემთხვევა.

იმნაძე შეზღუდვებზე: გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ შეიძლება, ვერ გაიგოს, რატოა აუცილებელი

11.11.2020

Link:    11.11.2020 - ტაბულა.ჯი

"მე მესმის, გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ შეიძლება, ვერ გაიგოს ღამე რატომ არის აუცილებელი მოძრაობის შეზღუდვა ან სხვა წერტილოვანი შეზღუდვები, როგორიც დღეს არის მოქმედი საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი ეფუძნება მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, მაესტროს ეთერში. მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც ახლა საქართველოშია დაწესებული, მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეს.

გაფრთხილებთ, ეს სასიკვდილოა!” – თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

11.11.2020

Link:    11.11.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

სამწუხარო რეალობაა საქართველოში, ახლაც კი, როცა ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა.“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძესამწუხაროდ, კოვიდვირუსი ადამიანების დიდ ჯგუფს ხველას, დაღლილობის გრძნობას, მოთენთილობას უტოვებს

11.11.2020

Link:    11.11.2020 - კვირა.ჯი

სამწუხაროდ, კოვიდი ისეთი ვერაგი დაავადებაა, რა გართულებები აქვს მას ჯერ არ ვიცით, – ამის შესახებ ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემმაესტროსპირდაპირ ეთერში განაცხადა. - რეკლამა - „კოვიდგადატანილების დიდ ნაწილს რჩებათ დაღლილობის შეგრძნება.

მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს ეფუძნება, რომ ღამით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვები დაავადების გავრცელებას ამცირებსპაატა იმნაძე

11.11.2020

Link:    11.11.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კოვიდვირუსის გაცრცელებაზე და ღამით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. - რეკლამა - მისით თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქემ გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს ღამით დაწესებული შეზღუდვები. „სამწუხაროდ, პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, ალბათ, მატება იქნება. ჩვენ რითაც შეგვიძლია, რომ ეს დაავადება გავაჩეროთ, გარდა იმისა, რომ ნიღაბი და დისტანცია შენივარჩუნოთ, არის ის , რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დავემორჩილოთ.

12 ნოემბერი

ინტერნეტ სააგენტო

სასწრაფოს პაციენტი არ მიჰყავს, სასტუმროებში ხალხი გვიკვდება„ - რას აკეთებდა მთავრობა მთელი ზაფხული?

12.11.2020

Link:    12.11.2020 - კომერსანტ.ჯი

უკვე ყოველდღიურად სოციალურ ქსელში covid19-ით ინფიცირებულების ან მათი ახლობლების არაერთ პოსტს ვკითხულობთ ჯანდაცვის სისტემასთან კომუნიკაციის უარყოფით გამოცდილებაზე. საუბარია ტესტების დაგვიანებულ პასუხებზე, ჰოსპიტლებში ადგილების დეფიციტზე, შემთხვევებზე, როცა ტესტის გაკეთებას სიმპტომიანი ადამიანი 10 დღე ელოდება.

გიორგი გახარია: ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომელიც კონკრეტულად გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე

12.11.2020

Link:    12.11.2020 - კვირა.ჯი

ჩვენ ვმუშაობთ პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომელიც კონკრეტულად გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად მოხდეს იმ გამოსავლის პოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მაქსიმალურად მოხდეს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება.