From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
Subject : 10-11 დეკემბერი მედია მონიტორინგი
Cc : tbarkalaia@moh.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; natkhmaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; tsharashidze@moh.gov.ge; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; bperadze@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <nshashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; tsarishvili@moh.gov.ge; tako.sarishvili@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; nino.khorava@gipa.ge; theapertaia@gmail.com; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 11.12.2020 09:57
Attachments :

მედია მონიტორინგი

10 დეკემბერი

ტელევიზია

ბექა ფერაძე: 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ჯამში საზედამხედველო უწყებების მიერ 26,231 ობიექტი შემოწმდა

Link:    10.12.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ჯამში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება 631 ობიექტზე განხორციელდა, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიექტზე, 2 დაჯარიმდა, 43- საქმიანობა შეუჩერდა, რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა და რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე 22 ობიექტი შემოწმდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს

Link:    10.12.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520- დადგენილებას უკავშირდება, რომელშიც ერთი კომპონენტი ეხებოდა დეფიბრილატორების ღირებულებას, ხარისხსა და შეძენის შესაძლებლობას.

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

Link:    10.12.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იმართება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობის პროცესში ყოველთვის შეიძლება იყოს ხარვეზი, თუმცა ქვეყანაში კოვორნავირუსის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა არ დაშვებულა.

კოვიდ-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება

Link:    10.12.2020 - I არხი - მოამბე 15:00

შეიცავს თუ არა საფრთხეს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ამოქმედდება. არის თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობის მატების რისკი შეზღუდვების მოხსნის პერიოდში. გადაიხედება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, – ამ საკითხებზე განმარტებები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

კორონავირუსი

Link:    10.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

წინასაახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქება საკოორდინაციო საბჭომ ფრთხილი ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს. ამირან გამყრელიძე შიშობს, რომ თუ წინასაახალწლოდ იგივე სურათს მივიღებთ, რაც ჩაკეტვამდე "შავ პარასკევს" იყო, მაშინ ახალ წესლ ვირუსის გააქტიურება გარდაუვალია. ეკატერინე ტიკარაძე:" ანალიზის გაკეთება მნიშვნელოვანია ორი კვირის შემდეგ, თუ რა შედეგებს მივიღებთ". 2. გაზრდილი ტესტირების რიცხვის ფონზე გამოვლენილი შემთხვევების შეფარდება არის თითქმის ერთ დონეზე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება 631 ობიექტზე განხორციელდა

Link:    10.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება 631 ობიექტზე განხორციელდა, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიექტზე, 2 დაჯარიმდა, 43- საქმიანობა შეუჩერდა, რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა და რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე 22 ობიექტი შემოწმდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა

Link:    10.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. საუბრის თემა მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამა იყო. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს ასევე გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ და მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიო-დეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს

Link:    10.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიო-დეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. განცხადებათს თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აკეთებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებამ გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიო-დეფიბრილატორი შეიძინა.

კოვიდ 19

Link:    10.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 4 570-ით გაიზარდა. ინფიცირების ნახევარი თბილისში. გაირდაიცვალა 43 პაციენტი. ბოლო მონაცემები კი ასეთია: შემთხვევათა საერთო რაოდენობა 178 953 გამოჯანმრთელებული 148332 გარდაცვლილი 1657 კარანტინის რეჟიმში 1019 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6918 კოვიდ სასტუმროში 3524 2.

ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა

Link:    10.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა - ეკატერინე ტიკარაძე 10-12-2020 18:03 57 ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კი პაციენტებს მოწყობილობას უსასყიდლოდ გადასცემს. დღეს საკითხზე ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კარდიო დეფიბლირატორები კლინიკებში გადანაწილდება, სადაც სერვისით პაციენტები ისარგებლებენ.

საქართველომ კარდიოდეფიბრილატორები შეიძინა

Link:    10.12.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერის შედეგად 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520- დადგენილებას უკავშირდება, რომელშიც ერთი კომპონენტი ეხებოდა დეფიბრილატორების ღირებულებას, ხარისხსა და შეძენის შესაძლებლობას. „შევჯერდით იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს დეფიბრილატორის ტიპოლოგია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ტიკარაძის განცხადება

Link:    10.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ყოველ 100 ათას კაცზე გაანგარიშებით კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა - სტატიას ნიუ-იორკ ტაიმსი აქვეყნებს. ეკატერინე ტიკარაძე ამ ფონზე კვლავ პოლიტიკურ პროცესებზე ამახვილებს ყურადღებას და პასუხისმგებლობას მოსახლეობას აკისრებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა - ეკატერინე ტიკარაძე

Link:    10.12.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კი პაციენტებს მოწყობილობას უსასყიდლოდ გადასცემს. დღეს საკითხზე ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კარდიო დეფიბლირატორები კლინიკებში გადანაწილდება, სადაც სერვისით პაციენტები ისარგებლებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება 631 ობიექტზე განხორციელდა

Link:    10.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 ობიექტი დაჯარიმდა, 43- ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა. გრძელდება საწარმო ობიექტების შემოწმება, მოწმდება იმ რეგულაციების დაცვა, რომელთა მიზანიც კოვიდუსაფრთხოებაა. ბექა ფერაძე: ინსპექტირება 631 ობიექტზე განხორციელდა, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიექტზე, 2 დაჯარიმდა, 43- საქმიანობა შეუჩერდა, რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა და რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე 22 ობიექტი შემოწმდა.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიო-დეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს

Link:    10.12.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიო-დეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებამ გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიო-დეფიბრილატორი შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 2 მლნ 566 ათასი ლარია.

კორონავირუსი და საქართველო

Link:    10.12.2020 - კავკასია - დღეს 19:00

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4570 შემთხვევა გამოვინდა. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ თბილისშია. ქვეყნის მასშტაბით იფფიცირებულთა რაოდენობა 170 000 აჭარბებს. შეზღუდვებთან დაკავშირებით დღეს პრემიერმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს.

პარლამენტი 2020

Link:    10.12.2020 - იმედი - დღის ქრონიკა

ის რეგულაციები, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ქვეყანაში მოქმედებს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემდღის ქრონიკაშიგანაცხადა. მისი თქმით, დღეს ჩვენ გვაქვს სტაბილიზაცია დინამიკის ზრდასთან მიმართებაში.

ეპიდემიოლოგიური ვითარება

Link:    10.12.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 570 ახალი შემთხვევა, 3045 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედებიდან 2 კვირის თავზე ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება და სტაბილიზაცია მიღწეულია. ახლა სპეციალისტები ეტაპობრივ კლებას ელოდებიან, თუმცა იმისთვის, რომ რეგულაციები კიდევ უფრო ეფექტური იყოს, ამირან გამყრელიძის თქმით, 95%-მა პირბადე უნდა გამოიყენოს.

პირველი არასაპატიო ადგილი

Link:    10.12.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

საქართველო კი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ლიდერობს.100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო ყველა ქვეყანას უსწრებს, მონაცემებს ნიუუორკ თაიმსი ავრცელებს. ამბობენ რომ ქვეყანაში ყოველი 21- კოვიდ დადებითია. ვითარება მთავრობის უმოქმედობის შედეგია, სამომავლო პროგნოზი კი კიდევ უფრო მძიმე. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი საგანგებო მდგომარეობას არ აღიარებს და ამბობს რომ ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება.

ინტენსიური ტესტირებისა და შეზღუდვების შედეგი

Link:    10.12.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველო ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. დაანგარიშება ყოველ 100 ათასს მოსახლეზე ხდება. ვირუსის ასეთი გავრცელების მიზეზების დადგენა რთულია, თუმცა ეპიდემიოლოგები კავშირს პოლიტიკურ პროცესებთან და დიდ ხალხმრავალ შეკრებებში ხედავენ. დადებითი შედეგები უკვე აჩვენა დაწესებულმა შეზღუდვებმა.

ჯანმრთელობის სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს გადასცემს

Link:    10.12.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჩატარებული ტენდერით 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულებაც 2,566,180 ლარია. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით კარდიოდეფიბრილატორების ღირებულების მოცულობის მიხედვით 3000-დან 3500 ლარამდე მერყეობს, საიდანაც მოქალაქეები მხოლოდ 10%- გადაიხდიან მომსახურებაში. ეკატერინე ტიკარაძე: "მოხდება ცენტრალიზებულად გადანაწილება კლინიკებში, სადაც ამ სერვისის მიღება შეეძლებათ ჩვენს პაციენტებს. ამ პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ 165- დადგენილების და 218- დადგენილების ბენეფიციარები."

უსასყიდლო სამედიცინო მოწყობილობები

Link:    10.12.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიო დეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. სახელმწიფო 2 მილიონზე მეტი ღირებულების სამედიცინო მოწყობილობას შეისყიდის და საყოველტაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს გადასცემს. მოქალაქეებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების გადახდა მოუწევთ. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათ მაქსიმალურად გაითვალისწინეს პაციენტის ინტერესი.

კორონავირუსი და საქართველო

Link:    10.12.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 43 პაციენტი გარდაიცვალა. პარალელურად ტარდება აქტიური ტესტირება ანტიგენზე. დღევანდელი მონაცემებით ტესტირების გაორმაგების მიუხედავად მატების დინამიკა არ გაზრდილა. დღეს საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი თუ როგორ მოხდება შეზღუდვების მოხსნა. ბექა ფერაძის თქმით ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის საფუძველზე 40 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა.

კარდიოდეფიბრილატორის გადაცემა

Link:    10.12.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა, რომელიც უახლოეს დღეებში კლინიკებში გადანაწილდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მინისტრის თქმით, პაციენტებისთვის აპარატით მომსახურება 3500 ლარამდე იქნება.

კორონავირუსი

Link:    10.12.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შეკავებულია. გაორმაგებული ტესტირების, ანუ ყოველდღიურად 20 000-მდე ტესტის პირობებშიც კი, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი აღარ იზრდება. დღეს 4 570 ახალი შემთხვევა გვაქვს. მათ შორის არიან უსიმპტომო ან მსუბუქ სიმპტომიანებიც, რომელთა გამოვლენა ადრე ტესტების ნაკლები რაოდენობიდან გამომდინარე თითქმის ვერ ხდებოდა.

როდიდან და რა მიმარულებით დასაქმდებიან ქართველები ისრაელში?

Link:    10.12.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

როდიდან და რა მიმარულებით დასაქმდებიან ქართველები ისრაელში ლეგალურად - ამ საკითხზე საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა. დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმება 3 წლის ვადით არის მიღებული და მისი ამოწურვის შემდგომ 1 წლიანი პერიოდულობით მის გაგრძელებას ითვალისწინებს. როგორია ამ ხელშეკრულებების წინაპირობები და რომელი პროფესიის ადამიანები სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ისრაელს?

11 დეკემბერი

ტელევიზია

კოვიდ ვითარება

Link:    11.12.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ტრავერსზე ვართ და ველოდებით, როდის დავიწყებთ ჩამოშვებას-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, იმ პირობებშიც კი, როდესაც საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო, თუმცა, ამაზე მეტ დატვირთვას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა.

კორონავირუსი

Link:    11.12.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 178 953 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 148 332 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1657 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1019 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6918 პირი.

ექიმები

Link:    11.12.2020 - I არხი - ახალი დღე

გამოჯანმრთელებული ადამიანები ეკიპირების გამო ვერ გვცნობენ, თუმცა თვალებით და ხმით დაგვიმახსოვრეს“, – მედპერსონალი, რომელიც პაციენტებთან ერთადკოვიდ-19“- ებრძვის. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახურულ კარს მიღმა გადაღებული კადრები. კოლუმბიის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს და წარმატებული ექიმია. საქართველოს სხვადასხვა საჭიროების სამედიცინო ტექნიკა შეუძინა და ახლა კახეთში 1500 პაციენტს მართავს. დათო მრელაშვილიახალ დღეში“.

10 დეკემბერი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე - ერთიანი აზრია, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ

Link:    10.12.2020 - კომერსანტ.ჯი

გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა და მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა

Link:    10.12.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა, აგრეთვე, მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბექა ფერაძე: 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში, საზედამხედველო უწყებების მიერ 26 231 ობიექტი შემოწმდა

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში, საზედამხედველო უწყებების მიერ 26 231 ობიექტი შემოწმდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტები: შეზღუდვები აუცილებელია

Link:    10.12.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - Covid19-თან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება ინტენსიური ტესტირების პროგრამასთან ერთად.

პირბადეს თუ არ მოვიხსნით, ინფექცია განახევრდება 2-3 კვირაში

Link:    10.12.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - სიმპტომებიანებში Covid19-ის გამოსავლენად 24-48 სთ-ის ნაცვლად უკვე 15 წთ გვჭირდება, - ამირან გამყრელიძემ ხუთშაბათის სხდომის შემდეგ, სწრაფი გამოვლენის პრიორიტეტზე განაცხადა, ვირუსიანების სწრაფი იზოლირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ოდნავი ოპტიმიზმის საფუძველი უკვე გაჩნდა. აღნიშნა, რომ 4 000 - 5 000 ინფიცირების სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში მართვა ოპტიმალურია.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინეს, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია

Link:    10.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია. ამასთან როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დეფიბრილატორები არის როგორც ერთ, ასევე ორ და სამკამერიანი. ტიკარაძის ინფორმაციით, დეფიბრილატორების ღირებულება მოცულობის მიხედვით, 3000-იდან 3500-ლარამდე მერყეობს, საიდანაც მოქალაქეები მხოლოდ 10%- გადაიხდიან. "ეს დეფიბრილატორები ცენტრალიზებულად კლინიკებში გადანაწილება, სადაც ამ სერვისის მიღება შეეძლებათ ჩვენს პაციენტებს.

ეკატერინე ტიკარაძე: ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

ჯერ არ გვაქვს მიღებული ,,შავი პარასკევისეფექტი, დაახლოებით, ერთ კვირაში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირსსაქართველოში   დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ

Link:    10.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "რემდესივირს" საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ. მისივე თქმით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. "ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. თვის ბოლომდე ადგილზე გვექნება "რემდესივირი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე - ჩვენ პიკში ვართ - ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტია

Link:    10.12.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია. მისივე თქმით, შეინიშნება მცირე სტაბილიზაციის ელემენტი, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებულიშავი პარასკევისეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით

Link:    10.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული "შავი პარასკევის" ეფექტი",-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადახედვა, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამან შესაძლოა მობილობა გამოწვიოს და .. შავი პარასკევის შედეგები დადგეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან.

ეკატერინე ტიკარაძე - მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის

Link:    10.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ამ ვირუსის დაძლევას ვერ შეძლებენ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც პასუხისმგებლობის მეტი წილი მოსახლეობას ეკუთნის. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ პოლიტიკურ ჭრილსა და "შავი პარასკევის" კომპონენტში გამოიარა.

ჯანდაცვის მინისტრი - 112-ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ექიმისა და კლინიკის დონეზე ხდება  ამის დაფიქსირება

Link:    10.12.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

112- ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ხდება ექიმისა და კლინიკის დონეზე ამის დაფიქსირება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ უწევს მონიტორინგს სახელმწიფო ოჯახის ექიმებს, რათა მათ დროულად გაუწიონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კონსულტაცია. მისივე თქმით, ამის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ონლაინ კლინიკის მონიტორებიც ახორციელებენ.

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი სტრატეგია არის სწორი, ჩვენ ვამკაცრებთ აღსრულებას

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, NYT-ისა და Financial Time-ის კვლევებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, „შავ პარასკევსგანვითარებული მოვლენები, ზაფხულში მოხსნილი შეზღუდვები და მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების აღსრულების ხარისხი.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა

Link:    10.12.2020 - ბიპიენ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია 408-ზე გაიცა, დაჯარიმდა 2 ობიექტი, 43 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა. 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში შემოწმდა 26 231 ობიექტი“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-ზე ტესტირების დადებითი პასუხების მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება

Link:    10.12.2020 - ინფო9

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების დადებითი პასუხის მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ პარამეტრის საშუალო მაჩვენებელი 32-33%-დან 28%-მდე დაიწია. „სულ ქვეყანაში 24 საათში ჩატარებულია 19 636 ტესტირება. აქედან ანტიგენის ტესტი არის 11 718 და 7 918 PCR-. დადებითობის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 10,7% და ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვაქვს დადებითობის მაჩვენებლის ცოტა კლების ტენდენცია. მოგეხსენებათ, გვქონდა 32-33%, გვაქვს ახლა 28, 9%“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 148 332 შეადგენს. გარდაიცვალა 1 657 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

პაატა იმნაძე - ტრავერსზე ვართ, ზემოთ ვართ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას

Link:    10.12.2020 - ინფო9

ტრავერსზე ვართ, იქ ვართ ზემოთ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, იმ პირობებშიც კი როდესაც საქართველო 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო, თუმცა ამაზე მეტ დატვირთვას ის ვეღარ გაუძლებდა.

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებულიშავი პარასკევისეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით

Link:    10.12.2020 - ინფო9

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებულიშავი პარასკევისეფექტი“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადახედვა, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამან შესაძლოა მობილობა გამოწვიოს და .. შავი პარასკევის შედეგები დადგეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, რესტორნების თანამშრომლებს საშვების მიღება უპრობლემოდ შეუძლიათ

Link:    10.12.2020 - ბიემ.ჯი

სახელმწიფოს მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებით, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ბიზნესი აცხადებს, რომ .. დელივერი სერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება და კვების ობიექტებს, ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენება არ უღირთ. რესტორატორების თქმით, ისეთი კომპანიები, როგორიცვოლტიდაგლოვოა”, შეკვეთის 25%-30%- ითხოვენ, რის გამოც მათი დაქირავება აღარ უღირთ.

ბექა ფერაძე - რესტორნების ნაწილმა 10 000-ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა

Link:    10.12.2020 - ბიემ.ჯი

იურიდიული პირის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული წესების დარღვევა 10 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს - მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ კიდევ ზაფხულში შევიდა, მაშინ, როცა 15 ივნისს .. ლოქდაუნის პირველი ეტაპი დასრულდა და ბიზნესებს ფუნქციონირების უფლება მიეცათ. ივნისში, რესტორნების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თქვეს, რომ გახსნის დღიდანვე 10-ათასლარიანი ჯარიმები გამოუწერეს, რაც არაადეკვატური და კრიზისის დროს მძიმე ტვირთი იყო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირსსაქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ

Link:    10.12.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირსსაქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ. მისივე თქმით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. „ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. თვის ბოლომდე ადგილზე გვექნებარემდესივირი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინეს, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია

Link:    10.12.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია. ამასთან როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დეფიბრილატორები არის როგორც ერთ, ასევე ორ და სამკამერიანი. ტიკარაძის ინფორმაციით, დეფიბრილატორების ღირებულება მოცულობის მიხედვით, 3000-იდან 3500-ლარამდე მერყეობს, საიდანაც მოქალაქეები მხოლოდ 10%- გადაიხდიან.

ჯანდაცვის მინისტრი - 112-ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ექიმისა და კლინიკის დონეზე ხდება ამის დაფიქსირება

Link:    10.12.2020 - ბიპიენ.ჯი

112- ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ხდება ექიმისა და კლინიკის დონეზე ამის დაფიქსირება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ უწევს მონიტორინგს სახელმწიფო ოჯახის ექიმებს, რათა მათ დროულად გაუწიონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კონსულტაცია. მისივე თქმით, ამის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ონლაინ კლინიკის მონიტორებიც ახორციელებენ. „ჯვარედინი გადამოწმება ხდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ონლაინ კლინიკის მონიტორების მხრიდან , ასევე 112 -ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ხდება მათთან ამის დაფიქსირება როგორც უშუალოდ ექიმის დონეზე, ასევე იმ დაწესებულების დონეზე, ვისაც ეს ექიმი ეკუთვნის,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მთავრობამ ვერ შეამჩნია დიდი შეკრებები, არ ნიშნავს, რომ ვირუსიც მოტყუვდება

Link:    10.12.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

თუ მთავრობისთვის შეუმჩნეველია, რომ ვიკრიბებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვატყუოთ ვირუსიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადე და სოციალური დისტანცია. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და პირბადე და თუ ეს მთავრობისთვის ან აღმასრულებელი სტრუქტურისთვის შეუჩნეველია, რომ ვიკრიბებით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვატყუოთ ვირუსი, ვირუსი არის ჩვენთან და ის არის უხილავი, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებულიშავი პარასკევისეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით

Link:    10.12.2020 - ტაბულა.ჯი

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული "შავი პარასკევის" ეფექტი",-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადახედვა, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამან შესაძლოა მობილობა გამოწვიოს და .. შავი პარასკევის შედეგები დადგეს.

ამირან გამყრელიძე - ჩვენ პიკში ვართ - ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტია

Link:    10.12.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია. მისივე თქმით, შეინიშნება მცირე სტაბილიზაციის ელემენტი, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამასთანავე, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ტესტირების მაჩვენებელი არსებულ დონეზე უნდა შენარჩუნდეს და შეიძლება გაიზარდოს კიდეც. "ჩვენ რომ პიკში ვართ, გიდასტურებთ.

ეკატერინე ტიკარაძე - მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის

Link:    10.12.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ამ ვირუსის დაძლევას ვერ შეძლებენ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც პასუხისმგებლობის მეტი წილი მოსახლეობას ეკუთნის. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ პოლიტიკურ ჭრილსა და "შავი პარასკევის" კომპონენტში გამოიარა.

პაატა იმნაძე - ტრავერსზე ვართ, ზემოთ ვართ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას

Link:    10.12.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ტრავერსზე ვართ, იქ ვართ ზემოთ და ველოდებით როდის დავიწყებთ ჩამოშვებას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე: „შავი პარასკევის ეფექტიჯერ არ მიგვიღია, ეს სტატისტიკაზე დაახლოებით ერთ კვირაში აისახება

Link:    10.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება. რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე - მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის

Link:    10.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ამ ვირუსის დაძლევას ვერ შეძლებენ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც პასუხისმგებლობის მეტი წილი მოსახლეობას ეკუთნის. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ პოლიტიკურ ჭრილსა დაშავი პარასკევის" კომპონენტში გამოიარა.

ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა

Link:    10.12.2020 - კომერსანტ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია 408-ზე გაიცა, დაჯარიმდა 2 ობიექტი, 43 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. რემონიტორინგი 156 ობიექტზე განხორციელდა. 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში შემოწმდა 26 231 ობიექტი“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტი

Link:    10.12.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, უწყება 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს.

პაატა იმნაძე: ვირუსი შეკავებულია, შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს

Link:    10.12.2020 - აიპრეს.ჯი

ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო.

ჯანდაცვის სამინისტრო 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს გადასცემს

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს. მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტი

Link:    10.12.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა. უწყება 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს. მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა მოუწევთ.

ეკატერინე ტიკარაძე: რეგულაციები, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ქვეყანაში მოქმედებს, სასარგებლო აღმოჩნდა

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

ის რეგულაციები, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ქვეყანაში მოქმედებს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემდღის ქრონიკაშიგანაცხადა. მისი თქმით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შერჩეული შეზღუდვები, რაც აისახა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სტაბილიზაცია დინამიკის ზრდასთან მიმართებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო: კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა

Link:    10.12.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებით უზრუნველყოფის უპრეცედენტო პროექტზე მუშაობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს.

პირბადის ტარების მაჩვენებელი, შინ და გარეთ, 95%-- უნდა იყოს - ამირან გამყრელიძე

Link:    10.12.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ქვეყანაში მოქმედი შემზღუდველი ღონისძიებები უკვე იძლევა შედეგს იმ თვალსაზრისით, რომ შეიმჩნევა შემთხვევების რაოდენობის მცირე სტაბილიზაცია, რაც ასევე მცირე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კარგია, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და 65% შეადგინა. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 95%-მდე თუ გაიზრდება, შესაძლებელია, საახალწლოდ ვითარება მნიშვნელოვნად დატაბილურდეს. „მოგეხსენებათ, ჩვენ, ექიმები, ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მე ვფიქრობ, შემზღუდველი ღონისძიებები უკვე მოქმედებს.

თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა, „რემდესივირიარ იყოს იდეალური პრეპარატი და მომავალში ჩანაცვლდეს უკეთესი პრეპარატით, მაგრამ დღეს უკეთესი მედიკამენტი არ არსებობს და მთელი მსოფლიო იყენებს

Link:    10.12.2020 - კვირა.ჯი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, საჭიროა, თუ არა საქართველოში რემდესივირის შემოტანა. როგორც განცხადებაში ცერცვაძე აღნიშნავს, „რემდესივირიშესაძლოა არ იყოს იდეალური პრეპარატი და შესაძლოა, მომავალში ის ამოღებულ იქნეს ხმარებიდან და ჩანაცვლდეს უკეთესი პრეპარატით, მაგრამ სადღეისოდ უკეთესი მედიკამენტი არ არსებობს და მას მთელი მსოფლიო იყენებს.

მთავრობა დათმობაზე მიდის - სამინისტრო კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს ყიდულობს

Link:    10.12.2020 - ბიემ.ჯი

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მისი სამინისტროს მიერ ახალი პროგრამის დაწყება დაანონსა. საუბარია 2.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესყიდვას და მათთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ 2019 წელს მიღებული 520- დადგენილება კლინიკებისთვის განსაკუთრებულად პრობლემური სწორედ დეფიბრილატორებთან დაკავშირებით იყო.

საქართველოში კორონავირუსზე ამჟამად 28 938 ადამიანი მკურნალობს

Link:    10.12.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 28 938 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 178 953 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 4 570 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 148 332-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს, ზრდა 3 045 იყო. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 1 657- შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 43 ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, 10 დეკემბრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 1 019 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3 524 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 918 პირია. NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ამ დრომდე 1 667 615 მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.

თენგიზ ცერცვაძე: დანაშაულად გვითვლიან ქვეყანაში იმ მედიკამენტის საცდელი პარტიის შემოტანას, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება

Link:    10.12.2020 - ინფო9

დანაშაულად გვითვლიან ქვეყანაში იმ მედიკამენტის საცდელი პარტიის შემოტანას, რომლის გამოყენებასაც დღესაც რეკომენდაციას აძლევს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ქვეყნისა და ინსტიტუციის უახლესი გაიდლაინი - ამის შესახებ აღნიშნულია ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის წერილში. „საჭიროა, თუ არა საქართველოში რემდესივირის შემოტანა“, - ცერცვაძის წერილს კლინიკა აქვეყნებს.