From : Guna Bibileishvili <gunabibi@gmail.com>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : (18 +) შშმ პირთა სერვისების შესახებ
Cc : rati ionatamishvili <rionatamishvili@gmail.com>; Giorgi <g.dzneladze59@gmail.com>; Maia Bibileishvili <mabibi50@hotmail.com>
Received On : 10.02.2021 16:59
Attachments :

ქალბატონო თამუნა

მოგესალმებით 

თქვენთან ერთად ჩემი დღევანდელი წერილის ადრესატია ადამიანები - საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო აქტივისტები ვისი ლომის წვლილიცაა ჩვენ სხვა კოლეგებთან ერთად  საქართველოში შშმ პირთა მიმართ სოლიდარული საკანონმდებლო გარემოს შესაქმენლად რიგი ქმედებების ინიცირება
 საკვირველია, ისტორიისთვის სულ მოკლე ( 20 წელზე მეტი) დროში მიღწეული შედეგი. ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში ზემოთ აღნიშნული უდაოდ განაპირობა ენთუზიასტების ძალისხმევამ. ჯერ კიდევ 90 იანებში თანამოაზრეთა -  შშმ მოტივირებულ პირთა მძლავრი გაერთიანების შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცენდენტოა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან სხვა ქვეყნების მაგალითზე. ,,კოალიციაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" შემავალი ორგანიზაციების, როგორც გლობალური აქტორების მიერ ინიცირებული პროცესები  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა მხარდაჭერილი.  სხვადასხვა დროს მთავრობებთან თანამშრომლობის შედეგად კი  ნაბიჯ- ნაბიჯ მოხდა კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზება. სახეზეა ეფექტიანი პარტნიორობის შედეგი  - ჩვენი კანონმდებლობა უდაოდ პასუხობს შშმ ინტერესებს.
 დღეს უკვე რეალობაა ჩვენი მოძრაობის მიზანი -  გვქონოდა სოციალური ინტეგრაციის მძლავრი მექანიზმები. მნიშვნელოვანი ნაბიჯებია: შშმ პირთა კონვენციის (CRPD) რატიფიცირა, სულ ახლახან  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის მიღება, (CRPD) ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესი, რომელიც უკვე გუშინდელი ინფორმაციით დასასრულს უახლოვდება.
ვესწრებოდი  27 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, გამართულ სამუშაო შეხვედრას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმების თაობაზე.   ყველა უწყება მისასალმებელია ითვალისწინებს გარკვეულ ქმედებებს შშმ პირთა ინტერესების შესაბამისად, 
მიუხედავად ასეთი ცვლილებების ფონზე მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება. შშმ პირები, შშმ ბავშვთა მშობლები კვლავ გულმხურვალედ ითხოვენ დახმარებას. მძიმეა იმის გააზრება რომ ადამიანებს აქვთ განცდა ხელისუფლება მათ არ უსმენს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე თავიანთი ტკივილის მისატანად ისევ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოგვმართავენ. ყველაზე მეტად ეს ეხება მძიმე და ღრმა გონებრივი შეფერხების მქონე შშმ პირებს. მათი ოჯახები ითხოვენ მხარდამჭერ სერვისებს, რადგან ამ კატეგორიის ბენეფიციარები ისევ სახლში ჩაკეტილები რჩებიან. მშობლების ხმა ისმის სოციალურ ქსელებში.. შემიძლია უამრავი ღიად ნათქვამი და ჩემთვის მოწერილი სქრინშოთი გაგიზიაროთ... ხმის მოწვდენა კი მეც მიჭირს თქვენამდე. 
მისასალმებელია რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სწორედ სერვისების დაფუძვნება -განვითარების მიზნით  2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის მიზნით. ორგანიზაცია ,,სტუდია ეიდისი"  იყო ერთ-ერთი პირველი, ვისი საკითხიც განიხილა აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა. მიღებულია გადაწყვეტილება  ორგანიზაციისთვის  ფართის მოძიების შესახებ (ოქმი 4) /(2013) წელი 21 თებერვალი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2013 და 2016 წლებში რეკომენდაცია გაუწია ორგანიზაციას ,,სტუდია ეიდისი“ ფართის გადაცემის შესახებ, თუმცა 2019 წლამდე შენობის მოძიება ვერ მოხერხდა.
ექვსი წლის შემდგომ, 2019 წლის ბოლოს მივიღეთ შეთავაზება ფართის გადმოცემის შესახებ, მისამართი: ქ. თბილისი, დასახლება გლდანულა, კორპუსი 4. დღეს საკითხი ასე დგას. საკმარისია თქვენი სარეკომენდაციო წერილი და ფართის გადმოსაცემად მზადაა ქონების სააგენტო. თქვენს მიერ მიწერილ წერილში კი ვკითხულობთ ა) რომ ორგანიზაცია ამ ფართში არაა რეგისტრირებული ბ) ორგანიზაცია არ არის სერვის პროვაიდერი. ამ პასუხის შსედეგად სააგენტოდან მიღებულ წერილს თან ვურთავ მეილს.  მინდა მჯეროდეს რომ ეს გაუგებრობაა და იქნებ ტექნიკური შეცდომა. 
გულითადად გთხოვთ, მოვაწყოთ ამ შემადგენლობით შეხვედრა და განვიხილოთ ოფიციალურად აღიარებულ პირობებს რამდენად აკმაყოფილებს ორგანიზაცია. ( ბატონი გია ძნელაძე, როგორც კოალიციის,  თავმჯდომარე, რომლის წევრიცაა ორგანიზაცია, ქალბატონი მაია ბიბილეიშვილი, როგორც ორგანიზაციის დამფუძვნებელი) 
აქვე მეილს თან ერთვის შესაბამისი წერილები

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით 
გუნა ბიბილეიშვილი
,, სტუდია ეიდისი"
თავმჯდომარე      

პ.ს.  ქონების სააგენტოდან მიღებული წერილი 20 ნოემბრით თარიღდება. ჩემთვის ადამიანურად უდიდესი დარტყმა იყო ოფიციალურად წერილის მიღება...  უწყება, რომელთანაც ლამის ოც წელზე მეტია ვთანამშრომლობ სარეკომდაციო წერილზე უარს აცხადებს. სანამ წერილს გამომიგზავნიდნენ, გამიწიეს ანგარიში და სააგენტოდან სიტყვიერადაც  შემამზადეს უარისთვის. გულწრფელად ძალიან გამიჭირდა აზრის მოკრება. ალბათ ამ წერილს არც დავწერდი რომ არა გუშინდელი დღე...
გუშინ ჩვენს მეგობარსა და კოლეგას , ვისთანაც  ჩემი ცხოვრების ბოლო ოცდახუთი წელი მაკავშირებს , მაია ასაკაშვილს ერთადერთი შშმ შვილი წაართვა სამუდამოდ ვერაგმა დაავედაბამ, კოვიდმა. ჩვენ მეგობრები მაიას ისევ მოვუწოდებდით თავისი ირაკლის ხსოვნის პატივსაცემად ისევ დადგეს მისი მეგობრების და თანატოლების ინტერესების სადარაჯოზე... საღამოს კი სახლში დაბრუნებულს პირად შეტყობინებაში მშობლების წერილი დამხვდა... და რას ვაკეთებ მე.. თავად... ვნებდები??? :(    
პასუხი ეს წერილია. გთხოვთ, ყველა დავდგეთ ერთად იმ ადამიანების გვერდით, ვინც ჩვენგან ელის თანადგომას... რომ ჩვენს მერე... ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები სხვებს დახვდეს სანთლად... მათ, ვინც ჩვენს შემდგომ.. ჩვენს ნაკვალებს გაყვებიან და მათთვის  ვიქნებით მაგალითი- რომ მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი, რომ ძალა ერთიობაშია! !!!